არქივი | 11:43 AM

My drawing

7 იან

 

“არ მიყვარს” (ტოპ ათეული ან ოცეული ნუ მოკლედ სადამდეც გასტანს ჩემი ფანტაზია)

7 იან


არ მიყვარს როდესაც ყველა ხმაურობს და მე მუდოსავიტ ვზივარ….(
არ მიყვარს როდესაც მე ვსაუბრობ და არავინ მისმენს…((
არ მიყვარს როდესაც დაფასთან გავყავარ ცირკის მსახიობივით რამის მოსაყოლად….
არ მიყვარს როდესაც რაღაცა მინდა და არ ვიცი რა…
არ მიყვარს როდესაც ვიღაცა უცხო მომაშტერდება ხოლმე…
არ მიყვარს როდესაც ყველას ეცინება და მე არა…
არ მიყვარს როდესაც მსახიობობა არ გამომდის…
არ მიყვარს როდესაც რაღაცაზე  ვოცნებობ და ვიცი რომ ეგ სურვილი ჩემს ფეხებს ასრულდება…
არ მიყვარს როდესაც დაბ.დღეზე ვიძახი “რა გავაკეთოთ?”…
არ მიყვარს როდესაც ვიღაცის დაბადების დღეზე მივდივარ და იქ ყველა უცხოა იუბილარის გარდა…
არ მიყვარს როდესაც ტყუილად მეჩხუბებიან…
არ მიყვარს როდესაც უაზროდ ვფსიხდები…
არ მიყვარს როდესაც ერთი ოთახიდან მეორეში დავბოდიალობ ფიქრით რა ჯანდაბა გავაკეთო არადა ქვეყნის სასწავლი მაქ!…
არ მიყვარს როდესაც ამ სისულელეებს ჩამოვწერ და ვხვდები რომ რაღაცა მაკლია…:@

ჩამოვედი…)))

7 იან


“ჰაიიი ოლლლლ” ))) დღეს მე ჩამოვედი თბილისში…ცოტა გული დამწყდა ცოტა კი  გამიხარდა…სახლში რომ სემოვედი ინტერნეტის კაბელს კბილებით დავეჭიდე…ჯერ FACEBOOK–ში შევვარდი მერე კი აქ ჩემს ვირტუალურ მეგობრებთან ფიქრებთან ოცნებებთან აზრებთან და ა.შ. მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკო მე შემოგთავაზებთ იმ ჩანაწერებს რაც მე მოვასწარი ჩამეწერა ბაკურიანში უიი და კიდე სურათებს განახებთ! *)

30 დეკემბერი
მანქანაში ვზივარ…ისე მეძინება რომ თვალები მეხუჭება…მგონი ხაშურს გავცდით მცხეთიდან ხაშურამდე გზა ნისლიანი იყო ფანჯარა ნამიანი მალზე კი ჩემი დახატული დაჭყანული სმაილები ხაშურში მზე აჭყუტუნებს ეხლა ფანჯარაში ვიხედები გადავყურებ მტკვარს რომლის ირგვლივ თოვლია ეხლა იმაზე ვფიქრობ რომ ჩახტე მასში ეხლა რა საშინელება იქნება…უჰჰ რომ გავიფიქრებ მაჟრიალებს მინდა მალე მოვწყდე აქაურობას მტკვარს მთას ტყეს და ავღმოჩნდე ბაკურიანში…აჰა უკვე ბორჯომში ვარ აქ ძალიან ცივა ფანჯარაში კვლავ მოჩანს მტკვარი ისე მე მეგონა რომ ნინო ჩხეიზეს სიმხერებს მანქანებთან და სამარშრუტოტაქსისტან არავიტარი კავშირი ჰქონდა მაგრამ როცა მესმის “სანტელივით დავდნები…” და სხვაგვარი უაზრობები ამ წამს ვხდები რომ ნინო ჩხეიძეს “სონგები” და ტრასა განუყრელი მეგობრები არიან 😐

2 იანვარი
ახალმა წელმა ჩვეულებრივ ჩაიარა ღამე ჩინური ფანარიკი გავუშვით და გარეთ ბავშვები “შუშხუნებით” დავრბოდით  მე ტრადიცია არ დავარღვიე სურვილი ქაღალდზე დავწერე დავწვი და ზუსტად 12 ზე დავლიე 😐 ეხლა მე ნათაიას ვწერ რომელიც მიყვება თუ რა ხდება ჩვენტან ბლოგში მოკლედ აბა ჰეე (დასაწერი მეტი არაფერია)…

5 იანვარი
დღეს ძალიან ადრე გავიღვიძე 1 ზე 😐 ძალიან ცხელა არ თოვს მზეა 😐 7 ში დილას ჩამოვეთრევი…სხვა ისეთი არაფერიაა ეხლა მე გავედი გარეტ სურათებს გადავიღებ და თუ რამე წესიერი გამოვა განახებთ!!!