Archive | აგვისტო, 2013

წერილი ზაფხულს.

30 აგვისტო

ზღვის ტალღები ისევ ოქროს ქვიშას ლოკავენ…მზე თავის ნარინჯისფერ კალაპოტში ჩადის…კედები სავსე მაქ ქვიშით.თავში კი ფიქრები გასულ დღეებზე–შენზე…მახსენდება შენს ცივ ტუჩებზე დამდნარი ყინული, დიდ ლოდზე ორნი რომ ვიჯექით.შენი სიჩუმე ლამაზ მინდორში.კოცონი ტყეში.ყვირილი ტბაში.ვიცი მომენატრება ეს ყველაფერი ვიცი რომ წახვალ.ვიცი რომ დამტოვებ:როგორც ყოველთვის 31 აგვისტოს ტაქსის მანქანასთან ვიდგები შენ კვლავ ფორმაში იქნები ჩაჯდები მანქანაში წაშლი ჩემს ნომერს მეხელს დაგიქნევ და ისევ მივხვდები რომ შენ წახვედი და აღარ მოხვალ.ვეღარავინ დაგვიბრუნებს ამ დღეებს სადაც გავშავდით მზისგან და კოღო გვკბენდა მწარედ,…და მაინც სანამდე ეს ყველაფერი მოხდებოდეს სანამდე გამოჩნდება შენს თვალში წვიმა მე დავიყვირებ:ნუ წახვალ!დარჩი!!!!

ჩვენ ისევ გავიქცევით მარტონი გზაზე.ოდნავ დავთვრებით მწვანე ვაშლისგან ამოვა სექტემბრის მზე და შენც გაქრები. ჩაჯდები მანქანაში,წაშლი ჩემს ნომერს,მე ხელს დაგიქნევ მივხვდები,რომ შენ წახვედი და მაინც მოხვალ!

Advertisements

დიდი პოსტი…

30 აგვისტო

gggigrefrfr 003
დიდი პოსტი–იმიტომ რომ 😕 დიდიხანია არაფერი დამიწერია აქ…ნუ მე პირადად…ზაფხულის დღეებმა თავბრუ დამხვიეს…ჯერ ბაკურიანში ვეგდე შემდგომ აგარაკზე ანანურში…ახლა ცხელ გახურებულ თბილისში…სიმართლე რომ ვთქვა ამ ზაფხულით კმაყოფილი არ ვარ…ნამეტანი ბანალური და იდიოტური გამოდგა ჩემთვის…ივნისი–დაძაბული,ივლისი–მუდო,აგვისტო კი გულისაცრუებით იყო სავსე.მაგრამ მიუხედავად ამ დეფექტებისა ერთი დაუვიწყარი დღე გამოერია ივლისს…

gggigrefrfr 022
gggigrefrfr 023

ბედნიერი სახით ვიჯექი მანქანაში…”რემენი” ჩემს ორგანოებს ძალზედ აწვებოდა.ვცდილობდი გამეხსენა სად ჯანდაბაში და არ გადარჩენაში ჩავდე ყურსასმენი მაგრამ უკვე მცხეთას ვუახლოვდებოდი და “ნაუშნიკის” დროც აღარ მქონდა…დაღლილი სიფათით ვიცანი ჩემი კორპუსი ან კორპუსმა იცნო ჩემი დაღლილი სიფათი.ბედნიერება კვლავ გუგუნებდა ჩემში დაა ტადამ! ლიფტი არ მუშაობს…ავდივარ კიბეებით…ფეხები მეკვანძება მარა აჰა მე7 სართულზე ვარ ზარს ვურახუნებ დააა ჩემი ოჯახის სამი წევრი მხვდება :დ დებილივით დავდივარ ჩანთა მოკიდებული ოთახიდან ოთახში…ვცდილობ შევატყო ჩემს სახლს რაიმე ცვლილება მარა ამაოდ…”ყველაფერი ხომ ძველებურადაა”ჩემი ძმის ოთახის კართან დაყუდებული ვდგავარ და ვგრძნობ რაღაცა მეხება ვტრიალდები და დაბლა ვიხედები…ჩემს გვერდით კი პატარა,შავი,ფუმფულა ლეკვი დგას თეთრი ბაფთით თავზე…სიხარულისგან აღარც მახსოვს რას ვაკეთებდი მგონი დებილობებს ვიძახდი და ჩემს ცუგას ვეფერებოდი…დაუვიწყარი წუთები იყო თანაც მოულოდნელად როცა შენი გასული წლების ოცნება სრულდება როცა ყველა ტორტის სანთელს უბერავ იმ სურვილით რომ ლეკვი გაჩუქონ და აჰა როგორც იქნა 2013 წელს 21 ივლისს ჩემი დემი მაჩუქეს.

P1110084
ეს კი დანარჩენი ზაფხულის სურათები :

gggigrefrfr 057
gggigrefrfrllll 004
IMG_4835

P1110513
P1110371
P1110566

შემთხვევით მოტანილი პოსტი..))

26 აგვისტო

ზუსტად ერთი კვირის შემდეგ კვლავ დავუბრუნდი ჩასიცხულ თბილისს.ბაზალეთიდან წამოვიღე დამწვრობები და დასამახსოვრებელი მომენტების კრებული.ზეგ ბლოგის მეორე ავტორიც ჩამოდის და უფრო ხშირად იხილავთ ახალ საინტერესო პოსტებს.
დღეს კი შემოვიფარგლები ნომინაციით რომელსაც დავარქვი “ვერაფერი ვერ მოვიფიქრე და ამიტომ დღიურში შემთხვევით ნაპოვნ ძალით ჩანახატს შემოგთავაზებთ” :დდ ცოტა გრძელი სახელი კია მაგრამ არაუშავს)) ჩემი ნაცოდვილარი უსათაუროა როგორც ყოველთვის

….”გაშლილი თმა წელამდე მწვდება,ცისფერი მსუბუქი კაბა მაცვია.სწრაფად მივდივარ,მივრბივარ,რომ მატარებელს მივუსწრო.მეტროში რატომღაც სიცარიელეა,ვაგონშიც მათ შორის.შევდივარ და პირდაპირ კარს ვეყუდები,რომელზეც ყოველთვის მკაცრი ტონით ვკითხულობ წარწერას “ნუ მიეყრდნობით”.მე მაინც ვეყრდნობი და თმას მარცხენა მხარზე ვიყრი.უცებ ვამჩნევ ჩემს წინ მჯდარ ქერა,ცისფერთვალება ბიჭს(რა ბანალურია)ბიჭი დაჟინებით მიმზერს.მე თვალი მოვარიდე.რაღაცნაირი უჟმური სახე აქვს.მაინც ვამჩნევ რომ მე მიყურებს.უცებ დგება, მიახლოვდება და ამბობს “დაბრძანდით”.არადა მატარებელი თითქმის ცარიელია,თუ მომინდებოდა ისედაც დავჯდებოდი.”არა გმადლობთ” ვპასუხობ ოდნავ ღიმილიანი,გაკვირვებული,მობეზრებული და რაღაც დოზით უხეში ტონით.”კარგი” ამბობს და ჩემს გვერდით დგება.კარი დაიკეტა და ვაგონი დაიძრა.ცოტა წავბორძიკდი.მოპირდაპირე კარის პრიალა ფანჯარაში ჩვენს ანარეკლს ვხედავ.ის მე მიყურებს,მე მას.ოდნავ მეღიმება და მარჯვნივ ვიხდები(მარცხნივ ის მიდგას) მატარებელი ამუხრუჭებს.თავს ვეღარ ვიმაგრებ და მის მხარეს ვბორძიკობ.ძლიერად წამავლო ხელი იდაყვზე.მე არაადეკვატურობას ვავლენ და დებილივით ვიცინი.მერე მადლობას ვუხდი და გაღიმებული ისევ ჩვენს ანარეკლს ვუყურებ მოპირდაპირე ფანჯარაში.ისიც იღიმის.უხდება.იმ უჟმურ სახეს სჯობს.უცებ მარჯვენა ხელს მარცხენაში მკიდებს,მჭიდროდ ხლართავს თავის თითებს ჩემსაში და ამბობს:”ასე უფრო უსაფრთხოდ ვიქნებით ორივე”.ჩემდა გასაკვირად წინააღმდეგობას არ ვუწევ და ახლა წაშლილი სახით ვდგავარ,რადგან მთელი ხუთი გაჩერება გული ამოვარდნაზე მაქვს,სუნთქვა მიჭირს,ვიგუდები,მუცელი მტკივა.მატარებლის ყოველ გაჩერებაზე მისი თითები ჩემსას,ჩემი კი მისას კიდევ უფრო ძლიერად ეკვირს.
“ბოლო გაჩერება,გთხოვთ გაათავისუფლოთ ვაგონი”.გამოვერკვიე.თურმე ხელს არ ვუშვებ.ის ღიმილით იშორებს ჩემს ხელს,თითებს იზელს და ეშმაკური ღიმილით ამბობს “ნახვამდის”.
ვაგონი დაცარიელდა.მე კი ჯიუტად მივყრდნობივარ კარს მკაცრი წარწერით “ნუ მიეყრდნობით”

1148201_351330628334158_252139813_n

SweetSummer ☼

17 აგვისტო

არ მჯერა,რომ ახლა პოსტის ფანჯარა გავხსენი და არ ვიცი რამდენი ხნის შემდეგ, ისევ რაღაცას ვწერ.
ხომ… ზაფხულის ბოლო თვეა,როგორც ყოველთვის არ ვიცი რა დღეა,მგონი შაბათი.
იმდენი რამე მოხდაა,ვერ ვხვდები საიდან დავიწყო და სად დავამთავრო.გუშინ ჩამოვედი სოფლიდან^^ აქაურობა დაცლილია,ყოველშემთხვევაში ისინი არ არიან ვინც მინდა რომ იყვნენ:)))
ზაფხული? ზახფული ნორმალურად მიდის,რაც მთავარია დამრჩა მომენტები,რომელთა გახსენებაც ღიმილს მომგვრის.მაგალითად ლაშქრობა,იქ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი “ფილმი”,რომლის 3/4 უაზრო სიცილია,ჩვენი “ბანაკიდან” წასვლა და ტყეში გაურკვეველი მიმართულებით ბოდიალი,ბევრი სიცილი ძალიან ბევრი,ღამის ორ საათამდე “ბირჟაზე” ჯდომა,აქაც სიცილი,თამაშები და ერთ გუნდში მოხვედრისს უაზრო მიზეზები:დდ(გამგები გაიგებს:დ პ.ს. რა ბანალური რაღაც ვთქვი) და სხვა მრავალი)))
ვიცი ძალიან უაზრო პოსტი გამოდის,მაგრამ ვალდებული ვიყავი დამეწერა.
ხო მართლა,ხვალ ბაზალეთზე მივქრი:)) ერთი კვირა იქ ვიქნები და მგონი ამით დასრულდება ჩემი არდადეგები,ნუ მთლად ამით არა,მაგრამ მაინც) იმედია ამ დროის განმავლობაში ჩემი უჯიშო დაქალებიც გამოჩნდებიან,რომლებიც ასე მომენატრნენ:** სკოლაც მომენატრა “მამენტ”,მაგრამ სკოლაშიც ისევ ჩემს ახლობელ ადამიანებს ვგულისხმობ და არა ჩვენი კლასის “ნაღებ საზოგადოებას”:))
ზაფხულისთვის გეგმები არ მქონია,ამიტომ არც მათ შეუსრულებლად დატოვებაზე დამწყდება გული.ერთადერთი მინდოდა წიგნები წამეკითხა და მგონი ვახერხებ.რომეო და ჯულიეტა წავიკითხე,მაგრამ დიდად მოხიბლული არ დავრჩენილვარ,ვაჟა-ფშველას “პოემებმა” კი საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა,ნაწილობრივ იმიტომაც რომ მთა,მთის პოეზია და ა.შ ჩემთან ძალიან ახლოსაა.
ამჟამად ვკითხულობ მოპასანის “ლამაზ მეგობარს”მაგრამ ჯერ ვერაფერს ვიტყვი, ახალი დაწყებული მაქვს.
ერთი სიტყვით ძალიან მოკლედ მიმოვიხილე ის ორი თვე,რომლის განმავლობაშიც არ ვჩანდით,ვრცლად მერეც მოვასწრებთ)) წავედი მე ბარგი უნდა ჩავალაგო,მერე უაზროდ ვიბოდიალო,წიგნი წავიკითხო,მუსიკას მოვუსმინო,მერე დავიძინო და დილით ბაზალეთზე წავიდე.
მალე დაგიბრუნდებიით ძალიან:*

With Love
Nati:**
რამდენიმე ფოტო “ჩემი ზაფხულიდან”

BeFunky_Instant_2.jpg - Copy

936454_605754406124866_1583984206_n

BeFunky_null_2.jpg

ikjil

BeFunky_Summer_1.jpg

547436_561814993881744_1213688236_n

პ.ს. ზაფხულის ამოჩემებული სიმღერა