Archive | აგვისტო, 2012

I LIKE these PICtureS

31 აგვისტო

This slideshow requires JavaScript.

HELLO tbilisi! :|

31 აგვისტო


მოგესალმებით ყველას ვინც ამ პოსტს კითხულობს და ვინც არ კითხულობს იმათაც :დ გუშინ მე ჩამოვედი აგარაკიდან და ჩემი მოსვლა ჩემი ლექსით გახარეთ… :დ 1 თვის განმავლობაში ბევრი ძალიან კარგი დღე იყო და ბევრიც უსაქმური 😐 მე და ჩემმა მამიდაშვილმა დავწერეთ რომანი სათაურად “ორმაგი ბლეფი” ანუ ორმაგი ტყუილი და ის 88 გვერდიანი გამოგვივიდა:) თუ არ დამეზარა აუცილებლად დავდებ :დ მე პირადად ძალიან მომწონს ჩვენი რომანი და ყველა ჩემს აქამდე დაბღარჯნილ მოთხრობას მილიონჯერ სჯობს…ამ ზაფხულის განმავლობაში მე წავიკითხე: “სამი მეგობარი”,”დიდი სახლის პატარა დიასახლისი” და “ჯეინ ეარი” კიდე ვაპირებ წავიკითხო ან რუსულად ან ინგლისურად რამე წიგნი ან ნათიას წავართმევ “hunger games” და მას წავიკითხავ…ხო გუშინ ამ წიგნის ფილმიც ვნახე მომეწონა დამაინტრიგა :დ ხოო კიდე უსაქმურობისგან აგარაკზე ჩემი ოთახის ერთი კედელი ჩემი ნახატებით გავავსე :დ


სურათზე დიდი ვერაფერია მარაა “ლაივში” კაია…ხო კიდე მდინარეზე ვეგდეთ დღე და ღამე…ტყეში…მინდორ–ველში…ღამე მგლების ყმუილი ისმოდა და ეზოში ტურა დადიოდა მოკლედ იდილია :დ უი კიდე გვყავდა ლაბრადორი ბუკი ისეთი საყვარელი იყო რომ უკვე მენატრებაა…:|


ხოო სხვა ისეთი აღარაფერი მახსენდება…გართობის მხრივ გავერთეთ და დასვენების მხრივ დავისვენეთ…)))

This slideshow requires JavaScript.

შენზე ძვირფასი ჩემთვის რა არი?!

30 აგვისტო


მან მე მითხრა, რომ არ დაგთმობდა.

უჩემოდ შენს გულს ჩუმად ათბობდა,
დარჩი ძაან გთხოვ! მიხურე კარი!
ჩემზე ძვირფასი შენთვის რა არი?!
მუხლებზე ვდგევარ. ცრემლებს ძლივს ვყლაპავ
და სიამაყეს გრძნობებით ვკაფავ.
ისევ ბნელია უშენოდ ღამე…
ვიცი მასთან ხარ იცვლება რამე?
და ჩამეხუტოს სევდა და ქარი
შენზე ძვირფასი ჩემთვის რა არი?!
მე არ მესმოდა ირგვლივ მყოფ ხალხის.
თავში ჩამჯდარა ყვირილი ბალღის.
სხვების წინ მე არ შემეძლო თამაში.
ვართობდი დღეებს უიღბლო წამალში .
იცი?!ტკივილი ჩამიხმა ძვლებში
შენს თავს დავეძებ უცნაურ ხმებში.
წვიმა გარეთ გარემოს ლეწავს.
შენზე ფიქრები გონებას წეწავს.
იცი?!მიყვარდი ვიყავი ძლიერი,
ვით ჩვენი გრძნობა ისეთი ხნიერი.
ისევ მგონია ხიდიდან ვხტები
და გადავწყვიტე 100 წლის ვკვდები,
ვიცოდი გჯეროდა,გესმოდა თითქოს…
ცივი ცრემლებით ვეხები ფისოს…
ისეთი ცოტა იყავი ჩემთვის,
მე კი მიყვარდი ვსუნთქვადი შენთვის .
თმა აბრეშუმის კვლავ დამისველდა.
ყურებში ნაცნობი ხმა გამიჟღერდა…
ცივმა ოფლმა გაწუწა სახე.
მიცანი?! შენთან ვარ!აქა ვარ მნახე?!
თვალში კი გეწერა “სასწრაფოდ გადი“
გულს მატკენ,იცოდე,მიდიხარ?!… წადი!


“Good Buy My Lover”

29 აგვისტო


 

დღეს დილით ვიღვიძებ და ვაანალიზებ რომ 29 აგვისტოა.ზაფხული ნელ-ნელა მიდის და თან მიაქვს მთელი თავისი ბრწყინვალება.აუ ზაფხული…((((როგორ არ მინდა მორჩეს აუტანელი სიცხეები,ცივი ყავა,მეგობრებთან ერთად ბოდიალი და გართობა,მზე,სოფელი,წიგნები,სიზარმაცის უკანასკნელი გამოვლინებები…..:(((( თითქოს გუშინ იყო არდადეგების დაწყებამ რამის ჭკუიდან რომ გადამიყვანა ისე მიხაროდა.მომენატრება სახლში უაზროდ ბოდიალი,მიუხედავად იმისა რომ ნერვები მეშლებოდა:დ კიდევ ჩემი სოფლელი მეგობრები და მათთან დაკავშირებული თავგადასავლები.და ყველაზე ცუდი ისაა,რომ ზაფხულის დამთავრება სკოლის დაწყებას გულისხმობს.მოკლედ მიყვარხარ ჩემო საყვარელო(ზაფხულო):დ!!!!! და ყოველთვის მეყვარები!!!:დ:დ

https://i0.wp.com/s13.radikal.ru/i186/1208/f5/89f51545945a.jpg

https://i2.wp.com/i017.radikal.ru/1208/94/d43519e46ebd.jpg

https://i2.wp.com/s06.radikal.ru/i179/1208/6d/dfa2a2c9adec.jpg

https://i1.wp.com/s017.radikal.ru/i426/1208/8c/122df1b0cc2a.jpg

https://i1.wp.com/s006.radikal.ru/i214/1208/21/f94ee5fa5ac5.jpg

მაგრამ თუ დაუკვირდები ერთი მხრივ ზაფხულმა შეასრულა თავის მისია და მეც თითქოს უკვე მენატრება სინესტე,წვიმები და სიწყნარე.ოქროსფერი ფოთლებით დაფარული გარემო,მე ხო ბუნებით რომანტიკოსი ვარ:დ:დ არადა მთელი ზამთარი სითბოს ვნატრობდი და თოვლზე უკვე ალერგია მქონდა.ეხლა პირიქითაა მინდა გარეთ ღრუბლიანი ამინდი იყოს,წვიმდეს(ოღონდ ქარი არა) მე სახლში ვიყო თბილად,რამე გემრიელს ვსვამდე და ასევე გემრიელ წიგნს ვკითხულობდე)))))

უი წიგნზე გამახსენდა “შიმშილის თამაშები” წავიკითხე.ძალიან ძალიან ძალიააააააან მომეწონაა!!! როგორც ბევრმა ბლოგერმა აღნიშნა,ერთი ამოსუნთქვით იკითხება და იმდენად ჩამთრევია,რომ თავს ვერ ანებებ . ასევე მოუთმენლად ველოდები მეორე ნაწილის გამოსვლას!
სხვათაშორის ფილმიც კარგი საყურებელი იყო. ხოო, საიდან სად გადმოვხტი.

მოკლედ როგორ შეიძელბა შევაჯამო ეს პოსტი:მწყინს ზაფხული რომ მიდის, მაგრამ უფრო მიხარია ჩემი ხასიათის შესაბამისი სეზონის დადგომა.ვიცი რომ მალე იგივეს ვიტყვი,ოღონდ ადგილების გადანაცვლლებით მაგრამ მაინც:დ:დ უფროსწორად”მაგრამ ჯამი არ შეიცვლება”:დ
miy all:*:*

https://i2.wp.com/data.whicdn.com/images/36025083/Let_It_Rain_by_faerygurl_large.jpg

https://i0.wp.com/data.whicdn.com/images/30993940/tumblr_m5xavaH7TS1qak0uxo1_500_large.jpg

https://i0.wp.com/data.whicdn.com/images/35693672/tumblr_ljys2m1vf61qhg0ygo1_r1_500_large.jpg

https://i1.wp.com/data.whicdn.com/images/30096002/tumblr_lzgve0BmoR1qzhokmo1_500_large.jpg

THE HUNGER GAMES

https://i1.wp.com/data.whicdn.com/images/24108527/tumblr_m06i7hsafY1qful3do1_500_large.gif

https://i1.wp.com/data.whicdn.com/images/35980740/tumblr_m88se8fTd41romqogo2_500_large.gif

https://i2.wp.com/data.whicdn.com/images/35980705/tumblr_m88se8fTd41romqogo1_500_large.gif

https://i1.wp.com/data.whicdn.com/images/35973065/tumblr_m9av6rfjcc1r9ho1uo1_250_large.gif

https://i2.wp.com/data.whicdn.com/images/35973785/tumblr_m9av6rfjcc1r9ho1uo2_250_large.gif

https://i2.wp.com/data.whicdn.com/images/35973878/tumblr_m9av6rfjcc1r9ho1uo3_250_large.gif

https://i2.wp.com/data.whicdn.com/images/35973925/tumblr_m9av6rfjcc1r9ho1uo4_250_large.gif

https://i2.wp.com/data.whicdn.com/images/35946582/tumblr_m9g7iiDqmP1r23mpbo1_500_large.gif

https://i0.wp.com/data.whicdn.com/images/35832583/tumblr_m9d7urVH201r9qe03o1_500_large.gif

https://i1.wp.com/data.whicdn.com/images/35832680/tumblr_m9d7urVH201r9qe03o2_500_large.gif

https://i1.wp.com/data.whicdn.com/images/35822029/tumblr_m9degxEsSB1re1f15o1_500_large.gif

https://i0.wp.com/data.whicdn.com/images/35321917/tumblr_m8zbtnSD1L1rpzh4no1_500_large.gif

Movie Of Day

25 აგვისტო

https://i0.wp.com/data.whicdn.com/images/35656432/tumblr_m934sbx6Gu1rbb0wgo1_500_large.gif

http://data.whicdn.com/images/35649702/07fb7616001870a75037671d_large.

https://i1.wp.com/data.whicdn.com/images/35366777/tumblr_m89mcyfkfZ1r440eto1_500_large.gif

 

https://i2.wp.com/data.whicdn.com/images/33295654/tumblr_m7mrcsDHp11r8jpl6o1_500_large.gif

No named

24 აგვისტო

არ შეიძლბოდა ახლა ჩემთან ერთად ყოფილიყავი?

გაგეღიმა,მე სუნთქვა შემკვროდა ამის დანახვაზე,მერე შენ გაგეცინა,მე ლოყები გამწითლებოდა,შენ ჩემთვის ლოყაზე გეკოცნა,მე გული ამჩქარებოდა,მერე ჩაგხუტებოდი და მზის ჩასვლისთვის გვეყურებინა.შენ ჩემთვის გეთქვა მიყვარხარო,მე ჩუმად ვყოფილიყავი და ამ სიჩუმის ქვეტექსტის ამოკითხვა მხოლოდ შენ შეგძლებოდა.გეგრძნო ისე,როგორც მე ვგრძნობდი.ჩემზე მეტად არავის ყვარებოდი,ბედნიერად გვეცხოვრა სამუდმოდ!ჩემთვის მხოლოდ მოგონებები არ დაგეტოვა,მოგონებები და სითბო,რომელიც ნელნელა ცივდებოდა…
არ შეიძლებოდა უცებ გზაზე ის მანქანა არ გამოჩენილიყო და შენთან ერთად სიკვდილი არ მომდომებოდა

_____________________________

არ შეიძლებოდა ახლა ჩემთან ერთად ყოფილიყავი? და არა იქ,ცაში!

https://i0.wp.com/data.whicdn.com/images/35628306/419853_3311950251435_623113732_n_large.jpg

Huh Rain!

15 აგვისტო

ჰაააჰაჰაააააააააააააააააააა!!!!   არ მჯერა ხალხო,ნუთუ თქვენც ამჩნევთ რომ გარეთ წვიმს,ამდენი ხნის შემდეგ მართლაც გაწვიმდააა!!რაღაც საშინლად მიხარია.რო ქუხდა ყურებს არ ვუჯერებდი,მერე აივანზე გავედი და სულელივით ვიდექი.დავსველდი კიდეც,ეხლაც სველი ვზივარ და ისე ვწერ.თან ეს წვიმის რაღაცნაირი სუნი<3

თურმე როგორ მონატრებია ღრუბლიანი ამინდი,სიცივე და ყინვა…პალტო,ქუდი,ცხელი ჩაი ან ყავაა.ააა ზამთარი მინდა,მაგრამ ვიცი ზამთარში ისევ ზაფხული მომენატრება,ასეთია ადამიანის(ყოველშემთხვევაში ჩემი)ფსიქიკა.კიდევ იცით რა მომენატრა,ღამით უცებ რომ გამომეღვიძება და ფანჯრის რაფებზე წვიმის წვეთების წკაპუნი ისმის…

ეხლა რამის აივანზე გავიტანო ლეპტოპი და იქიდან გაგიზიაროთ ჩემი სიხარული,რატომ მიხარია ესე ძალიან არც მე ვიცი.

ჰო მართლა გუშინ დავამთავრე “შუაღამის მზის”კითხვა(იგივე ბინდია,ოღონდ ედვარდის თვალით გადმოცემული)ძალიაან მაგარი იყო, გული მწყდება იმაზეც,რომ ამ წიგნს დამთავრება არ  უწერია.ვგეგმავ ასევე ან “ქარიშხლიანი უღელტეხილის” ან”შიმშილის თამაშების”ან”რომეო და ჯულიეტას” წაკითხვას.როგორც ხედავთ არჩევანი დიდი მაქვს,დრო კი-ცოტა.)))

მოკლედ აქ ვამთავრებ ამ პოსტისმაგვარი რაღაცის წერას.და თქვენი აზრით რას გავაკეთებ?რა თქმა უნდა ისევ აივანზე გავალ და დავლპები:დ

miy all:*:*

https://i2.wp.com/25.media.tumblr.com/tumblr_m7lzqmJXiB1r197moo1_500.gif

https://i1.wp.com/data.whicdn.com/images/34662149/tumblr_m8ddknkSqo1rwf6mzo1_500_large.gif

https://i1.wp.com/data.whicdn.com/images/34238789/tumblr_lh68p9s2lz1qf1oxoo1_500_160722070_large.gif

https://i0.wp.com/data.whicdn.com/images/34673155/tumblr_m8i5foZkFt1rr2ac1o1_500_large.gif