Archive | მარტი, 2013

რატომ მინდა ვიყო ბიჭი :დ

29 მარ

1.სატელეფონო საუბრები გრძელდება 30 წუთი
2.დასასვენებლად წასასვლელად გჭირდება მხოლოდ ერთი ჩანთა
3.შენ თვითონვე შეგიძლია გახსნა ყველა ქილა და ბოთლი
4.შეგიძლია გაუტეხო სახე იმას ვინც ნერვებზე გშლის
5.არაა საჭირო დაგქონდეს ყველგან ჩანთა გადატენილი ვითომდა საჭირო ნივთებით
6.თუ შენ 34 წლის ხარ და ცოლი არ გყავს მაგას არავინ მიაქცევს ყურადღებას
7.ყველა პრობლემას მოაგვარებ ყვავილებით
8.შენ შეგიძლია გაიხადო ზედა როცა გცხელა
9.მაგარი გკიდია შეამჩნია თუ არა ვინმემ შენი ახალი სტილი
10.მთელი თვე ერთი და იგივე განწყობა გაქვს
11.შურისძიება ბანალური საკითხია

:დ:დ

45498_365027763615733_1080245720_n

that’s what makes my day

29 მარ

დილით უკვე მზიან და არა ჩებნელებულ სახლში გაღვიძება
ხუთი წუთი
კიდევ ხუთი წუთი
ხუთიც…
მერე ძლივს ადგომა,ძვლების ტკაცუნი
ფანჯარაში გახედვა და ქარით გამოწვეული ოდნავ უკმაყოფილო სახე
ჭიქის გამოღება,კარადის კარის მიჯახუნება
ცხელი ჩაით აქეთ-იქით ბოდიალი
კითხვა “რა ჩავიცვა?”
ბოლოს რაც ხელში მხვდება იმის ჩაცმა
ფრაზა:”წავედი”
გარეთ გასვლა ნახევრად მძინარე მდგომარეობაში
თმის ფრიალი
სკოლში შესვლა
სკოლა
…………………………………………………………
სკოლიდან მოსვლა
ის ბედნიერი მომენტი,როცა იცი რომ ხვალ შაბათია
ფიქრები, მზიანი ფანჯარა და ცხელი ყავა
ჩაშლილი და გადადებული გეგმები
ძილისმაგვარი რაღაც
ზაფხულზე ოცნება
მერე ისევ ფანჯარაში ყურება
“ნაუშნიკები” ყურებში და ფიქრი,გაუთავებელი,დაუსრულებელი და შემაწუხებელი ფიქრი
წიგნის თაროებთან დაკარგული იმედი იმისა,რომ რამე საინტერესოს იპოვი
უკვე წაკითხული წიგნის გამოღება,საყვარელი ადგილებისა და მომენტების წაკითხვა
საღამოხანს მზით ძალიან განათებული ოთახები და ქარის ზუზუნი
როცა იცი რომ რაღაც გაქვს გასაკეთებელი და მაინც უსაქმურობ
ის გრძნობა,როცა პოსტის წერით კლავ დროს
და ის გრძნობა,როცა უვე ხვდები რომ ზედმეტს და უსარგებლოდ ბოდავ……

tumblr_lv572zzWIY1qehd6xo1_500_large

tumblr_mk6sljidhI1s8wk2mo1_500

tumblr_mk86j94bgw1r69b73o1_500

smell of spring….(me and N.)

23 მარ

PicMonkey Collagegrgrfe
PicMonkey Collage
image (1)
fvfvfv

P1090975

აწწწ….მთავარია მარტს არ დაავიწყდეს რომ ის გაზაფხულია!

22 მარ


დავბრუნდი მე ისევ ჩემი ბედნიერი პოსტებით…^__^ ძალზედ კარგ ხასიათზე ვარ…ძალიან ბევრი ვიცინეთ მე გ.მ და თ.მ :დ ვაიმეე რეებს ვწერ მარა რა მნიშვნელობა აქ :დ ხო ვწერ არა? :დ ახლა ვჭამ ფორთოხალს..ჩემი ყავა ფართიმ საბოლოოდ პიკს მიაღწია და ის ამიკრძალეს იჰაა! 🙂 ხო დღეს კიდე კოლაჟების გაკეთებით ვირთობდი თავს :დ საყვარელი გამოვიდა…^^კიდე აიფონი გადავტენე სურათებით…და ვხატე ლონდონის პეიზაჟი..მსურს გავაუქმო “ფეისბუქი”!!! უშედეგო 2 მცდელობა უკვე მქონდა :დ მაინც დავუბრუნდი :დ….

სკოლამ დამღალა!მისი მიმართულებით სიარული გულს მირევს! მარტო მისი გულისამრევი ფერი მკლავს სხვა რომ არაფერი…მალე მინდა მოვიდეს მაისი…და მოვისვენებ) მოუთმენლად ველი 16 ივნის გარკვეული მიზეზების გამო ^^ მოკლედ რაა… :დ

აბა ჰეთ წავტასავდი მე მაღაზიაში :დ

მაგრამ სანამ წავიდოდე გიტოვებთ ახალ ფრაზებს:

როცა ცუდად ვარ ვჩუმდები.ვიკეტები ჩემში იმიტომ რომ არავისზე მსურს ვიყარო ჯავრი და სულ მკიდია რომ შიგნით ყველაფერი დაბრდღვნილი მაქ …)

იყო ჭკვიანი და ისწავლო კარგად ორი სხვადასხვა რამეა!

Остановите Землю! Я сойду.

ამ დედამიწაზე მარტო google მიგებს ნახევარი სიტყვიდან…

დილით გგონია რომ ყველაფერი გაქრა ღამე კი ტკივილი უფრო მწვავეა…

Самое прекрасное и в то же время самое страшное чувство – безразличие…

-_-

22 მარ

დავიღალე!
დამღალა ყველამ და ყველაფერმა,, ხალხმა დამღალა,,ამდენმა სიყალბემ დამღალა,,
აღარ შემიძლია ამდენი პირფერობა და თვალებში “ციცინი”
ყელში ამოვიდა ბოღმა და დაუნახაობა
დამღალა უშედეგო მცდელობებმა რაღაცის უკეთესობისკენ შეცვლისა,,უშედეგო მცდელობებმა,,
მე ჩემს გზას გავუყვები და აღარ ვიდარდებ რა შეიძლება მოხდეს ან რა ხდება საერთოდ
უკვე აღარც ის ვიცი ვინ ვინაა ჩემთვის,ვინ ძვირფასია,ვინ უბრალოდ “გამვლელი”
ბოლოს გამოჩნდება ვის რად ვუღირვარ და ვინ რად მიმიჩნევს,მე ვინ რად მიღირს და მე ვის რად მივიჩნევ
ჯანდაბამდე გზა ჰქონია ყველას
მე ჩემი გზით ვაპირებ სიარულს, სწორი მიმართულებით და არა ჯანდაბისკენ
დამღალა იმ აურამ რაც ირგვლივ ტრიალებს,ჩხუბმა,დაძაბულობამ,სიამაყემ და ამპარტავნობამ
უაზრობამ,ნაძალადევმა ღიმილებმა,დიდებმა,პატარებმა და…

ხალხო დამღალეთ:)

https://i1.wp.com/data.whicdn.com/images/55008762/tumblr_mjil6k9eFa1s52wuao1_500_large.gif

მე! (ჩანახატი)

21 მარ

“მე მე ვარ!
მე ის ვარ ვინც ვარ,ვინც ვიყავი და ვინც ყოველთვის ვიქნები…
მე ვარ ის ვინც გინდა რომ ვიყო…
ხანდახან უხეში,ხანდახან თბილი…
ხანდახან მტკიცე…ხანდახან რბილი…
ხანდახან ლამაზი…ხანდახან მახინჯი…
მაგრამ ეს მე ვარ,მშიშარა მაგრამ უშიშარი,ამაყი მაგრამ თავმდაბალი,სევდიანი მაგრამ მხიარული,მარტო მაგრამ ყველასთან,ჩუმი მაგრამ მოლაპარაკე,უბედური მაგრამ ბედნიერი!!!
ხანდახან მსურს რომ წახვიდე ხანდახან მინდა რომ დარჩე,ხანდახან ჩემით გაგდებ და ხანდახან ჩემს თავზეც ვეჭვიანობ.ხანდახან მიყვარხარ ხანდახან არა…ხანდახან მძულხარ და ხანდახან არა!

მე ის ვარ ვისაც ვერ გრძნობ,ვისაც არ უსმენ ვისსაც არ აფასებ და ამიტომაც კარგავ!”

Warm ☼

20 მარ

ალილუუიააა!! ძლივს გამოგაზაფხულდა ჩემთანაც!!

ემოციებით აღსავსე ვარ,რადგან დღეს ამდენი თვის სახლში ყურყუტის და ერთი და იგივე მარშრუტის(სკოლა-სახლი,-სახლი-სკოლა) შემდეგ ძლივს გავედი გარეთ მეგობრებთან ერთად!

https://i2.wp.com/data.whicdn.com/images/55830657/tumblr_mj7ff5jORH1rd4n45o1_500_large.gif

იმდენი ვიბოდიალე,ფეხებს ძლივს დავათრევ,მაგრამ ეს ამად ღირდა.ყოველგვარი უარყოფითისგან დავიცალე და სითბო შემოვუშვი ჩემში.
მერე ვიჯექი და ჩამავალი მზით ნარინჯისფრად განათებულ კორპუსებს ვუყურებდი გაშტერებული))

https://i1.wp.com/data.whicdn.com/images/55027986/tumblr_mjiv5tHpan1ryd45yo1_500_large.gif

ჰომ,სხვა რა ხდება აქეთ ახალი… სამი დღე სკოლა გავაცდინე “ავადმყოფობის” გამო და ისე მეგონა თითქოს საუკუნე გავიდა,მაგრამ დავბრუნდი თუ არა ეს შეგრძნება მაშინვე სადღაც გაქრა :||

https://i1.wp.com/data.whicdn.com/images/53115698/3-osvCOn51.1361485359_large.gif

შაბათი და კვირა როგორც ყოველთვის დაგეგმილი არ მაქვს,ალბათ ისევ სახლში ვიყურყუტებ უაზროდ და ჩემს ძმას მოვაშლევინებ ნერვებს)) ან მე მოვუშლი და ვიქნებით ასე ბედნიერად))მგონი არ მითქვამს ამ პერიოდში რა წიგნების წაკითხვა მოვასწარი,სულ ორია,მაგრამ ეგეც რაღაცას ნიშნავს.”ქარიშხლიანი უღელტეხილი” და “ცეცხლის ალში”(შიმშილის თამაშები2) ორივე ძალიან მომეწონა.
ქარიშხლიანი უღელტეხილის წაკითხვა ყოველთვის მინდოდა,და მოლოდინიც გამიმართლდა,თავისებურად კარგი წიგნია და ჩემამდე არ დადის როგორ შეიძლება ადამიანებს ერთდროულად სძულდეთ და ასე უყვარდეთ ერთმანეთი)) ჰომმ,შიმშილის თამაშებზე სიტყვები ზედმეტია,ისეთი დაძაბული და ერთმანეთზე გადაბმული თავებია,თუ ჩაგითრია თავს ვერ დაანებებ:))) ჰოდა ჩემი ბიძაშვილი გავიმეტე ამ “ტანჯვისთვის” და წიგნი სოფელში გავატანე,ველოდები ემოციებს))
აი ასეთი ამბებია ჩემს თავს,ნუ მთლად ამბებიც არ ეთქმის,მაგრამ მაინც)) მოკლედ წავედიმე:*

https://fbcdn-sphotos-a-a.akamaihd.net/hphotos-ak-snc7/482130_352591931525394_925660873_n.jpg

With Love
Nati…