Archive | დეკემბერი, 2012

^^

31 დეკ

აბაააა სანამ მცალია და სანამ დროა,ერთი პოსტი უნდა გესროლოთ:დ დიდი არაფერი მაგრამ მაინც…
დღეს როგორც იცით:დდ არის 31 დეკემბერი,ახალი წლის წინა დღე.გეტყვით ეხლა დაახლოებით ორი საათია და მე,რომელიც “კუხნაში” უნდა ვტრიალებდე და დედაჩემს პირიქით ხელს ვუშლიდე:დ ჩემი საწყალი ნაძვის ხის გვერდით ვზივარ და >ვწერ.:დ
განსაკუთრებული მოლოდინები და ერთი ამბები მართლა არ მაქვს,მაგრამ ვნახოთ ახალი წელია და რა იცი რა ხდება.
გუშინ საერთოდ არ მქონდა არანაირი განწყობა და დროც რაღაც დებილურად გავიდა,მაგრამ დღეს ოდნავ უკეთესი მდგომარეობაა.ტელევიზორშიც სულ საახალწლო თემის ირგვლივ ატრიალებენ ყველაფერს და ესეც მოქმედებს რაღაც მხრივ.აუუ თქვენც შეამჩნიეთ,რომ გრინჩი და მარტო სახლში არ გაუშვეესს? თუ ჯერ ადრეა?
დღეს 12 საათზე რა თქმა უნდა სახლში ვიქნები ოჯახთან ერთად და “მაგარს გავერთობი” :დდ ბოლობოლო დავსხებით მე და ჩემი ძმა და კარგად გამოვთვრებით ან რამეს მოვახერხებთ მოკლედ:დდ თოვლის ბაბუამ იმედი დიდი ხანია გამიცრუა,მაგრამ ბავშვი რო ვარრ რაა:დდ არ არსებობს ახალი წლის დილას თვალი არ გამექცეს ნაძვის ხის ქვეშ.რა დამავიწყებს იმ სიხარულს,თავპირისმტვრევით რომ გამოვრბოდი ნაძვთან,ოღონდ იქ რამე მეპოვა:დდ იჰჰჰ ^^ ჰოოდაა მოკლედ თოვლის ბაბუ იმედი მაქვს ამ ახალ წელს დამაფინანსებ :დდდ
თუ არადა არც ეგაა პრობლემა,გადავიტან როგორმე:დდ
ჰმმ…კიდევ იმასაც ვიმედოვნებ რომ ჩემს გოგოებს შევხვდები ახალ წლამდე,ან ახალ წელს,ან ახალი წლის შემდეგ და მათთან ერთად მაინც დავთვრები,თუ არ დავთვერი არაუშავს მილოცვაში მაინც ჩაგვეთვლება:)))))
მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო,წინასწარ გილოცავთ ახალ წელს და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ რა თქმა უნდა ჩემთან ერთად:დდ
kiss u:**

https://i0.wp.com/data.whicdn.com/images/47307967/fireplace546423_large.gif

Advertisements

მთვრალის ფიქრები…

30 დეკ

ჰაერი ირწევა ვით მთვრალის ფიქრები,
ოჰ!როგორ მღლის ეს ნაქები ნიღბები!
რატო მიყვარს ის ბოლომდე ვერ ვხვდები.
ყელში გამიშრა ბოღმისგან ნერწყვები…
როგორც ნაძვის ხეს ისე ვრთავდი მას,
ვუწევ ბოლომდე ჩახლეჩილ მე ხმას,
მინდოდა ჩვენს შორის ხიდი ამეგო
და არც თამაში მსურდა წამეგო
ღამე ვიჯექი წერილს ველოდი…
მე რა ვიცოდი,მასზე მღეროდი
ჩემი ყოფილხარ სულ რაღაც ნაწილი
თმები ისევ მაქ შენი ჩაწნილი…
ანგელოზის მზერა გაქ ამბობდი.
ვგრძნობდ ისე უბრალოდ ლაყბობდი.
შენ სად იყავი მე რომ ვტიროდი?
ბალიშში ჩაფლული ღამე ვყვიროდი
ისე შორსა ხარ და ისე ახლოს.
ვიცი უჩემოდ ბევრი სხვა გათბობს
მიყვარდი ცამდე და თითქოს მეტად,
მინდა ვიყოთ ისევ ჩვენ ერთად.

JusT smile)))ვიცი რომ ელი…

29 დეკ


გამარჯობათ!ამ ბლოგის ერთგულო მკითხველნო…(თუ ამ ბლოგს საერთოდ ჰყავს ერთგული მკითხველი)უაზროდ ვიწყებ ამ პოსტის წერას,სალაპარაკო თემა არ მაქ :დ როგორც ყოველთვის ახალი არაფერია…გაციებული ვარ და მთელი დღეა ვაცემინებ )) საახალწლო განწყობა არ მაქ არადა მქონდა ჯერ კიდევ სკოლაში რომ დავდიოდი ძალიან მინდოდა თოვლიი,ახალი წელი,ფეერვერკები,შუშხუნები ძვირფას ადამიანებთან გართობაა და ა.შ. გარეთ ასაფეთქებლების და ზამთრის სუნიი როგორ მიყვარს ეგ ყველაფერი მარა მზიანი ამინდები მაგის უფლებას არ მაძლევენ რომ ვიოცნებოო ბუხარზე,წინდებზე,ნაძვის ხეზე…ხო ნაძვის ხე დავდგიი…ლამაზია გუშინ ბალღები მახათის ეკლესიაში მიდიოდნენ მეც “მეპატიჟებოდნენ”,მაგრამ გაციებისა და სიცხის გამო დავეტიე სახლში :(ამის წინათ საახალწლო განწყობის ასამაღლებლად მოვიარე მაღაზიები დაა ვიყიდე საახალწლო ხარახურები :დ (ვითომ მიშველა)

P1090616
 ხოო  ჩემი პირადი დღიური გადავტენე ახალთ–ახალი ფრაზებით…და ამ ახალ ფრაზებს თქვენც გაგიზიარებთ იმედია მოგეწონებათ! “ლავ იუ ოლ ქის იუ ოლ!!!”

некоторым просто в западло нажать “Нравится”

მე ვიგულისხმე ის ,რაც ვთქვი და ვთქვი ის რაც ვიგულისხმე

ყოველი დიდი ტკივილის შემდეგ, გარდაუვალი სიმშვიდე მოვა…

მიყვარს ის ვისაც მე ვუყვარვარ

Хочу чуда.
Йогурт не предлагать.

Счастье это когда в тебе сотни матыльков разлетаются в твоей души  золотыми каплями утреней россы

Когда люди уходят – отпускай. Cудьба исключает лишних. Это не значит, что они плохие. Это значит, что их роль в твоей жизни уже сыграна.

ცრემლები – ეს სისუსტის ნიშანი კი არა, გულწრფელობის ნიშანია.

მტკივა… – თქვა გულმა. დაივიწყებ… – დამაწყნარა დრომ. მაგრამ მე ყოველთვის შეგახსენებ თავს… – ჩამჩურჩულა მეხსიერებამ.

Главное – верить в себя. Мнение окружающих меняется ежедневно.

Говорят, если съесть шоколадку — сразу поднимается настроение… Врут!!! Надо еще и шампанским запивать=)))

Одиночество — это место, куда хорошо заходить в гости, но не жить там.

Мат – это как “рафаэлло”. Вместо тысячи слов…

Не бойтесь врагов, бойтесь друзей. Предают друзья, а не враги( Джони Депп)

Ты живешь только однажды, но если ты делаешь это правильно “однажды” достаточно

Отдыхать нужно не друг от друга, а от других друг с другом.

Если кто-нибудь знает, где я вчера была, с кем и чем занималась, большая просьба – не говорите никому… Особенно мне…)

22.12.12

23 დეკ

გამარჯობა გოგო,ბიჭო,მოკლედ ვინც ამას კითხულობ.როგორც იცით სკოლიდან დაგვითხოვეს^^ ძაააააააალიაააან მიხარიაა,მძინავს რამდენიც მინდა,ვაკეთებ რასაც მინდა,კომპიუტერთან ვზივარ სადამდეც მინდა.მოკლედ სამოთხეში ვარ:დდ
ხოომმ და მოკლედ დაახლოებით ერთი თვეა რაც კლასი საქეიფოდ წასვლას ვგეგმავდით და 22-ში ანუ გუშინ როგორც იქნა თავი მოვაბით!:დ ნუ მოკლედ არ ვიცი ეს რა იყო:დდდ თავიდან როგორც ყოველთვის ყველა “თავის პონტს ისწორებდა”.გავიდა ერთი საათი და გაძღომის შემდეგ აუცილებელი გახდა ალკოჰოლი :დ ნუ ლოგიკურია :დ რესტორნის მენიუში საოცარი ფასებისდა გამო ერთი ბოთლი ძლივს მოგვივიდა და თქვენც მიხვდებოდით 13 კაცს არ გვეყოფოდა.ამიტომ მივმართეთ “ხერხს” :დ ორი ბავში გავგზავნეთ გარეთ და ჩუმად შემოვატანინეთ 3 ბოთლი არაყი :დ თან “მახინაციებს” ვაწარმოებდით რომ ოფიციანტებს შემთხვევით არ დაენახათ და ერთი ამბავი არ აეტეხათ:დ
ასე მალვა-მალვაში გამოვცალეთ 4ივე ბოთლი და შედეგიც მალე მივიღეთ :დ ნებისმიერ იდიოტიზმზე დაუნებივით ვცეკვავდით,რას ვცეკვავდით არ ვიცოდით,მაგრამ მაინც.რას წარმოვიდგენდი,რომ განგნამ სთაილის(რომელსაც ასე ვერ ვიტანდი) “რითმები” ამიყოლიებდა და მთელი რესტორნის ტერიტორიაზე მაჭენავებდა:დდ
ამის შემდეგ დაახლოებით 11-ის ნახევრისთვის მოვიდა დიჯეი.აი აქ დაიწყო რაც დაიწყოო.ვეღარ ვჩერდებოდით უბრალოდ:დ
ეხლაც ემოციებში ვარ,ძალიან მაგრად გავერთეთ და აააააა მოკლედ:დდ
kiss u:*:*

pizap.com13562810304541

ჩანახატივით…

20 დეკ

–სასწაულად შეყვარებული გოგონას შთაბეჭდილებას ტოვებ
–სასწაულად კარგი მსახიობი ვარ…
–შენს მზერაში თოვლის ფიფქებიც კი საყვარლად მეჩვენება…
–თოვლის ფიფქები საყვარლები არიან და იმიტო
–მე არ მიყვარს თოვლი
–თოვლი არა და პატარა ფიფქი?
–შენსავით პატარა?
–თუნდაც
–მაშინ მიყვარს…
–ჰაჰ
–თვალები ისე გიბრწყინავს გეგონება საყვარელ ადამიანს უცქერ
–აჰაჰაჰ ჩემს წინ მხოლოდ შენ დგეხარ და აქედან გამომდინარე ცდები
–ვითომ რატო?
–იმიტო
–დამიკონკრეტე…
–იმიტომ რომ…
–კაი რაა…არ შეიძლება შენი ეს ბედნიერი მზერა მე მივისაკუთრო?
–მიისაკუთრო? ეგ როგორ?!…
–მივისაკუთრო ანუ……
–ანუ?
–ამ სიტყვის სინონიმი თუ იცი ?
–შენ წარმოიდგინე და არ ვიცი
–დაგიკოცნო…
–რა ?
–თვალები…
–როგოოოორ?
–მინდა თვალები დაგიკოცნო
–რატომ?
–მიყვარდი
–რაა?
–მიყვარხარ
–ჩვენ ხომ მეგობრები ვართ
–სულ მეყვარები
………
–მიყვარხარ მიყვარდი გყვარობ!

Cozy <3

15 დეკ

გამარჯობა გამარჯობა გამარჯობაა ხალხო!! ამჟამად ვარ ერთობ აჟიტირებულიი და რატოოო იცით? იმიტომ რომ თბილისში პირველი თოვლი მოვიდა,ნუ როგორც ჩვენს ქალაქს ახასიათებს ხოლმე ზუსტად ისეთი უხეირო,მაგრამ ხო მაინც თოვლია არა? :დ დილიდან ვუსმენ საახალხო სიმღერებს და არ ვიცი დიდი ხანია ესეთ რაღაცნაირ და საყვარელ ხასიათზე არ ვყოფილვარ.მიხარია მიხარია და მიხარია! :დ
საღამოს გარეთ გავლასაც ვგეგმავთ და დიდი ხნის პაუზის შემდეგ ცოტა გამოვფხიზლდები,გავიხსენებ როგორ ვგიჟობდით ხოლმე სანამ ეს უპატრონო სკოლა დაიწყებოდა და ნერვულ სისტემას მომისპობდა.
მოკლედ მე ამ დღით ბოლომდე უნდა ვისიამოვნო და თქვენც ამავეს გირჩევთ! დღეს მიყვარხართ ყველა უკლებლივ,ვისაც გიცნობთ და ვისაც არ გიცნობთ:*
kiss u :*:*:*

https://i2.wp.com/b.pix.ge/b/47s8i.jpg

https://i0.wp.com/a.pix.ge/e/kywfe.jpg

https://i1.wp.com/a.pix.ge/f/pj4qg.jpg

 

 

 

all we need is Sleep!!

11 დეკ

ჰოიი საოცრებავ!! შემთხვევა,როდესაც ბლოგზე მომინდა რაღაც მებოდიალა(დიდი ხნის პაუზის შემდეგ) სულ რაღაც 10 დღე მაშორებს ბედნიერებას,დასვენებას და ყველაფრის ფეხზე დაკიდებას,არა ე.წ” აღსასრულს” არ ვგულისხმობ :// სასაცილოც კია,მაგაზე ლაპარაკი,უბრალოდ როგორც იქნა არდადეგებამდე სიმწრით მიფოფხებული ბავშვის როლი მოვირგე და უაზროდ მიხარია.
“ვაიმე დიდი ხანი დავიძინებ ხოლმე” მძულს დილით ადრე გაღვიძება, ზამთარში მითუმეტეს.გძინავს შენთვის თბილად,რაღაც სიზმარს ხედავ და უცებ მაღვიძარას ხმა გესმის ამ სიზმარში, მერე აცნობიერებ რო მართლა რეკავს და მართლა დილის რვის ნახევარია.რთავ მაღვიძარას და 10 წუთით იხანგრძლივებ ბედნიერ მომენტს. ეს 10 წუთიც გადის,დგები,გამოლენჩებული დადიხარ აქეთ-იქით,ჩაის ადგავ გაზზე და ფანჯრიდან უყურებ ჯერ ისევ განათებულ ქალაქს,რომელიც შენს თვალწინ ქრება მომენტალურად.ჯერ სტადიონზე ლამპიონები,მერე მთელი ქალაქი და ბოლოს ანძა:) ამ დროს მეორე ოთახიდან ჩემი ძმის მაღვიძარა რეკავს,სხვა დროს რო გავიგო მაგის ხმა,შეიძლება შემთხვევით შემომელეწოს))
მერე მიდიხარ სკოლაში,გარეთ ყინავს,შედიხარ კლასში და უკვე დაზეპირებული ინტონაციით ესალმები მასწავლებელს:| ჯერ თითქოს ცოტა ვართ კლასში,ეს ფაქტი მახარებს,მაგრამ ზარის დარეკვიდან ერთ წუთში მთელი ჯოგი შემოდის,ჩვენ კიდე მამისმკვლელი თვალებით ვუყურებთ:დ გაკვეთილები ხან ნელა გადის ხან სწრაფად,გააჩნია თუ რამეში ტესტს ვწერთ თვალისდახამხამებაში გარბის დრო.სკოლიდან გამოსვლის შემდეგ ერთადერთი რაზეც ვფიქრობ სითბო და საჭმელია:დ ამოვდივარ სახლში ზემოთხსენებული ორი აუცილებლობით ვკმაყოფილდები და ვიწყებ სწავლას:// ვრჩები სწავლას ეს უდრის “ვზივარ ფბ-ზე ან ვუსმენ მუსიკას” აი ეს არის ჩემი ყოველდღიურობა:/// და ყველაზე მეტად ამ იდიოტიზმის შეცვლის იმედი მაქვს არდადეგების დაწყების შემდეგ
იმედია გამომივა!
kiss u:*:*

tumblr_m04tq9eb151qafc06o1_500

tumblr_lzcrndnYhN1qjobglo1_500

პ.ს ეს არქივში ვიპოვე წეღან:დ
gifpal-20120303171308