Archive | თებერვალი, 2012

უკვე ნერვებზე დავკაკუნებ…….

29 თებ


დიდი ხანია არ ჩამიწერია პირადი ნაბოდიალი ჩემს საყვარელ ბლოგში…) ხოდაა რა ხდებაა არც არაფერი… ჩვენი სასტავი მგონი შეიშალა ამ ბოლო დროს სულ წიგნებზე ვსაუბრობთ ხან “80 000 კილომეტრი წყალ ქვეშ” ხან “ბინდი” ხან “სესილია და ნატვრის ხე” ახალი კი” ჩემი პირველი მასწავლებელი” მოკლედ  სხვა წიგნების მე ჯერ ეპილოგებს ვკითხულობ წესივრად კი ვკითხულობ “ბინდ ” 144 გვერდზე ვარ იმდენი წიგნი მაქ წასაკითხი რო რავი ბინდს რომ დავამთავრებ ვეცემი “სესილიას და ნატვრის ხეს” მერე “ჩემი პირველი მასწავლებელი”  და კიდე ამ შაბათს რაღაცა რომანტიკულ წიგნს ვიყიდი იუუჰუუუ! :დ არა ნამდვილად გავაფრინე და თანდათანობით ჩემი წიგნის ერთ–ერთ პერსონაჟს ვემსგავსები ვისაც წაკითხული აქვს ჩემი მოთხრობები მიხვდება რომელ მოთხრობაზეც ვიძახიი  :* ხოო უიი დღეს დედაჩემს ჩამოუტანეს ფეხსაცმელები პლატფორმებზე 10 სმ–ა მგონი და თან ჩემი ზომაა და მთელი დღეა ცხენივიდ დავჭენაობ ხოო კიდეე ახალ მოთხრობას ვწერ მგონი საინტერესო გამოვაა :* აბაა ჰეე მიყვახართ და კიდე ბლოგის გავრცელებაში დაგვეხმარეთ :*

ბოლო ამოსუნთქვამდე ვერ ვიტან სხივებს…

29 თებ


“უნიჭო დასი”

როდესაც ღმერთი გართმევს გარეგნობას სამაგიეროდ ის გჩუქნის სხვა რამეს…მაგრამ ჩემში აშკარად რაღაცის დამატება დაავიწყდა…ბავშვობიდანვე საოცრებას ველოდი მაგრამ ისიც არ დგებოდა ველოდი იმ მომენტს როდესაც ჩემი ცხოვრება ერთი კიბეთი ზემოთ ავიდოდა და მასში როგორც ზღაპარში ყველაფერი შეიცვლებოდა…შეიცვლებოდა ისე როგორც კინოებში ხდება ხოლმე…ყველა ადამიანის ცხოვრება კინოა ხანდახან დრამატული კომედიური, ტრაგედიული, ჩემი კი იდიოტური ხომ არსებობს კინოები რომლის ყურება არ გინდა–აი ეს ჩემი კინოა ჩემი სცენარით და საკმაოდ უნიჭო დასით…… ისღა დამრჩენია გადამეწყვეტა ჩემს ცხოვრებაზე კინო გადამეღო თუ წიგნი დამეწერა 😐 ჩემი ზღაპარი სოფელში დაიწყო გადავწყვიტე ცხოვრება თავიდან ბოლომდე შემეცვალა მოდური ტანსაცმელი ვინტაჟურ ხარახურაში გავცვალე ქალაქურ–ბომონდურ ცხოვრებას ბებიასთან ცხოვრება ვარჩივნე ეგრე მე მეგონდა ჩემი ცხოვრება სხვა აბაროტებს აიღებდა მაგრამ ბებიაჩემი საკმაოდ მდიდარ დასახლებაში ცხოვრობდა და ამიტომ ცხოვრების გადაბრუნება მთლად არ გამოვიდა 😐 ბებიასთან ისეთი სიმყუდროვე იყო რომ თავი მართლაც ზრაპარში მეგონა ხის სახლი ხის ავეჯეთ ჩუქურთმებიანი აივნით და მის ირგვლივ ხეები რომლებიც ჩემს სამყაროს ეფერებოდნენ ბოლო ჩასუნთქვამდე შემეძლო აივანზე ვმდგარიყავი და მეოცნება…ჩემი კინოს ანუ ცხოვრების ფერადი ფურცლებით დავმტკბარიყავი… მაგრამ აღმოჩნდა რომ ეგ მხოლოდ დასაწყისი იყო…


“მტრედები”

იმ დილით დაწნულ ავეჯში ვიჯექი,ხელში წიგნით, რომელსაც რატომღაც ვერ ვიგებდი…ფეხები დაწნულ ხის მაგიდაზე მელაგა… ცით ვტკბებოდი უცებ ვიღაცის სიცილი გავიგონე მეთქი რამე ხომ არ მჭირს კაბა გავისწორე და თვალები გავახილე…უაზროდ შემეცვალა სიფათი და ზიზღით ამევსო როცა შევამჩნიე თუ როგორ მერჭოდა მზის სხივები სახეში აღმოჩნდა რომ ეს სხივი კი არა სარკის ანარეკლი იყო სარკეს კი ბიჭი აწვალებდა რომელიც მდიდრულ აივანზე იდგა .მასთეთრი პერანგი ეცვა ნახევრად გახსნილი სარკე ხელში ეჭირა თვითონ კი სადღაც ზემოთ იყურებოდა
–ხელებს გააჩერებ შევყვირე მე
–მაპატიე…თქვა მან და ჩაიცინა მე თვალები ზემოთ ავყარე და სახლში შევედი…ისე სიმპატია მაგ ბიჭის მიმართ მაშინვე გამიჩნდა მაგრამ როგორც ყოველთვის ეგეთ სიტუაციაში თავშიავარდნილ გოგონას ვემსგავსებოდი “არა არაა სხვანაირი უნდა გავხდე” ვთქვი მე ჩემთვის და სავარძელში დავებერტყე…საღამოს მე კვლავ ეზოში გავედი მაშინვე ვიგრძენი რომ სხივები კვლავ სახეზე მებერტყებოდნენ თავი ჩავღუნე და ვცდილობდი მათთვის ყურადღება არ მიმექცია ბილიკს გავყევი და უცებ ვიგრძენი რომ უკან ვიღაცა მომყვებოდა
–ბოდიში მართლა ვერ შეგამჩნიე დღეს…
–არაუშავს…ვთქვი მე არადა სულ სხვა რაღაცის თქმას ვაპირებდი
–საით?
–არვიცი…
–პირველად გხედავ აქ და ახალი ხარ ხომ?
–კი ბებიასთან ჩამოვედი დროებით
უცებ ჩვენს წინ ორი მტრედი აფრინდა და მე შევჩერდი გამახსენდ ის დრო როდესაც გული გიჟივით მიცემდა მათ რომ ვუყურებდი ალბათ იმიტომ რომ ადრე ბავშვობაში მეგონა რომ ჩემი დაიკო მტრედებმა წაიყვანეს ზეცაში გულის ცემას მთელი სხეულით ვგრძნობდი მათ რომ ვუყურებდი და იმანაც შეამჩნია ეს
–რა გჭირს…?
–აჰჰ არც კი ვიცი რა გითხრა
–მითხარი ის რამაც შეგაშფოთა ორი მტრედის დანახვისას
მეც მოვუყევი, ;( მან ხელი ჩამკიდა და სირბილ სირბილით უკან დამაბრუნა ბილიკს მივყვებოდით უცებ მისი სახლის ჭიშკარი მან ფეხით შეაღო და ლამაზი სახლის სარდაფში ჩამიყვანა შიგ ბნელოდა მე შემეშინდა მან ხელი გამიშვა მე კიდე ჩავკიდე მან პატარა ფანჯარა შემოაღო და მე დავინახე ირგვლივ გალიები და შიგ კიდე თეთრი მტრედები გაკვირვებული ვიდექი გული ისევ მიცემდა როგორც ადრე მაგრამ ყველაზე ძალიან ის გამიკვირდა თუ როგორ გამიგო უცნობმა პიროვნებამ ოდნავ ეჭვიც შემეპარა რატომ მართმევდა ის მთავარ როლს ჩემს სპექტაკლში ანდა რას ვამბობ მე დავუთმობდი მას ამ როლს ჩვენ დიდხანს ფრთოსნების გარემოცვაში ვიჯექით და ვსაუბრობდით…მასთან მე თავს ისე საყვარლად ვგრძნობდი რომ მთელი ცხოვრება შემეძლო მანდ მვჯდარიყავი…

“სხივებით”

დილით იმან თავისი სარკით გამომაღვიძა ))) მე ფანჯარასთან მივედი და მერე გამახსენდა რომ პერანგი მეცვა… უცებ ტანზე ფარდა შემოვიხვიე იმასაც გაეცინა და პირზე ხელი მოიფარა.მივანიშნინე რომ 2 წუთში დაბლა დაველოდებოდი და იმანაც მგონი მოწვა) მივედი კარადასთან და დავიწყე ფიქრი რა ჩამეცვა ვინტაჟური ფუშფუშებაინი ტანსაცმელების გარდა არც არაფერი მქონდა 😐 მოკლედ როგორც იქნა ამოვჩხრიკე კეტები შორტი და რაღაც საშინელი ვარდისფერი ზედა თეთრი ცხენებით და ჩავედი დაბლა ბებია ბაღჩაში იყო გასული და ჩემთვის არ ეცალა…მე ჭიშკარი გავაღე და დავინახე ჩემი ბიჭი თეთრ პერანგში მას ხელში თეთრი მტრედი ეჭირა
–რა გავაკეთოთ დღეს? მითხრა მან
–ჯერ ეს საყვარლობა ხელში დამაჭერინე ვუთხარი მე… მან მტრედის ხელში დაჭერა მასწავლა ისე თავიდან გამირთულდასავით მეშინოდა არაფერი ვატკინო მეთქი მაგრამ მერე მტრედი მომეჩვია
–დაითვალე სამამდე და გაუშვი
–და დაბრუნდება?…
–კიი პირდაპირ სახლში გაფრინდება მეც გავუშვი მტრედს ხელი და ის აფრინდა თითქოს ღრუბლებს შეეხო და მერე ჩემს მზერას მოწყდა
–რაზე ფიქრობ? ვკითხე მე 5 წუთის მერე
–არვიცი…შენზე ხვალ ერთ ადგილას წაგიყვან
–უაზრო კითხვას დაგისმევ რატომ?
–იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ლამაზია შენ კი საყვარელი )

“იქ სადაც ცხოვროვს ჩრდილი”

მეორე დღეს დამპალმა არსად წამიყვანა და დაახლოებით ერთი კვირის მანძილზე ის სარკის ანარეკლით მაღვიძებდა მაგრამ იმ საოცარ ადგილას არ მივყავდი კვირის ბოლოს ეგ სულ გადამავიწყდა და ზუსტად იმ დღეს მან წამიყვანა იქ სადაც ცხოვრობს ჩრდილი ) ხეები… ირგვლივ სულ ხეები…ტყე…ნახევრად დაბურული და ტბა მან ერთ ხესთან მიმიყვანა რომლის ტოტზეც თოკი იყო ჩამოკიდებული თოკზე კი ბორბალი) მახსოვს პატარა რომ ვიყავი ასე ვქანაობდით ხოლმე მე და ჩემი დაიკო მე სიხარულისგან თვალები მიციმციმებდა ჩვენ ჯერ ტბაში მაგ საქანელის დახმარევით ვხტებოდით მერე კი ის მაქანავებდააა)ისეთი გრძნობა მქონდა ცას ვწვდებოდი ხელებს ვფარჩხავდი როცა ვგრძნობდი რომ წყალში ვეღარ ჩავებერტყებოდი მაგარმ ბოლოს მაინც შიგ ბაყაყივით ვიჯექი :|სველი ამოვედი წყლიდან თმებზე წყლის მცენარეები მეკიდა და სახე დაჯრანული მქონდა 😐 “იმან” რომ მნახა სიცილისგან დაბლა ხოხიალობდა მე კიდე ძალით ვცდილობდი წყალში შემეგდო ის საღამოს ორი გაყინული იდიოტი ლოდზე ვიჯექით
–მიყვარს ასე რომ მიყურებ მიტხრა იმან
–ასე როგორ?
–საყვარლად შენებურად და მგონი მიყვარხარ
–ეგ მეც ვიცი… ვუთხარი მე და ენა გამოვუყავი
–ისე მიყვარხარ როგორც მზეს თავისი სხივები
მე გავუღიმე მან გულში ჩამიკრა და მე თავი პატარად ვიგრძენი ) ისე მეფერებოდა რომ გონებას ვკარგავდი,,, ხანდახან ვითიშებოდი კიდეც …სულ გადამავიწყდა რომ 10 წუთის წინ ბაჭიასავით ვკანკალებდი…ჩემს თმებს აწვალებდა და თავის ჭკუაში კიკინებს მიწნიდა ,ისე მიწნიდა როგორც არავის არასოდეს დაუწნია ამას დაწნასაც ვერ დავარქმევ რადგან მთელი თმა ამომაწიწკნა და ბოლო დონეზე მაწიკვინა ) ღამე ჩვენ დავბრუნდით მაგრამ მასთან განშორება არ მინდოდა ყველაფერი გავაკეთე რომ შუა ღამემდე ერთად დავრჩენილიყავით მინდოდა მეგრძნო ის სითბო რასაც ის მჩუქნიდა ჩემი ბიჭი ჩემი სხივი და ჩემი ღიმილი მიყვარდა როცა მიხუტებდა და მკოცნიდა მიყვარდა მიყვარს და მეყვარება…


“მორჩა კინო”

ყოველ დღე ის აუტანელად მაღვიძებდა,მაგრამ იმ დილით მას ჩემი გაღვიძება დაავიწყდა… არ ვიცი რატომ მაგრამ მოღრუბლული ამინდი იყო და ჩემი გული რაღაცა ცუდს გრძნობდა მთელი დღე ვნერვიულობდი რადგან “ჩემს ბიჭს” ვერ ვხედავდი…ვიტირე კიდეც მაგრამ ეს ნაადრევი ემოცია იყო რადგან ჩემი “კინო” სულ სხვა დასასრულს მიმზადებდა
საღამოს გავიგე რომ მტრედებმა ჩემს დასთან ერთად ჩემი ბიჭიც წაიყვანეს ზეცაში…არ ვიცოდი რა მექნა…ვტიროდი?!?!?! არა…ვყვიროდი?!?!…არა…ვღრიალებდი?!?!?! არა…ვსუნთქავდი ?!?!?! არა…არ ვსუნთქავდი არ ვარსებობდი…ვერ ვცოცხლობდი მის გარეშე …არც მკვდრების სიაში ვიყავი და არც ცოცხლების…ხშირად იატაკზე ვვარდებოდი და ვიწექი…გადიოდა დრო და მე ჩემს გრძნობებს გულში ვიხრჩობდი ცრემლი ჩემს თვალზე არავის უნახავს არავის და არც მე მინახავს…ბოლო ამოსუნთქვამდე ვერ ვიტანდი სხივებს რადგან მეგონა რომ სხივებით ის მაღვიძებდა მაგრამ არა! ის ჩემს გვერდით არ იყო…მაგრამ მჯეროდა რომ აუცილებლად იქნებოდა…რადგან მტრედები მეც ამიტაცებდნენ ცაში და ჩემი ზღაპარი კვლავ გაგრძელდებოდა…მთავარი პერსონაჟით რომელიც ასე მაკლდა….(

როცა არ ელი…(ლილე)

29 თებ


დღე ჩვულებრივად დაიწყო …. ისევ დილით ადრე ავდექი და წავედი იქ, სად წასვლა არასდროს მიხაროდა…სკოლაში…. სკოლაში ყველაფერი ისევ ისე იყო როგორც ყოველთვის, არაფერი განსხვავებული… მინდოდა ჩემს ცხოვრებაში რაღაც ახალი ყოფილიყო და ყველაფერი შეცვლილიყო…შეიცვალა კიდეც, ოღონდ ცუდად…
როცა სახლში დავბრუნდი გამიკვირდა რომ ჩემი ძმა სახლში არ იყო … ამ დროს სულ სახლშია და რა თქმა უნდა სძინავს. ტელეფონმა დარეკა, ვუპასუხე და ჩემი ძმის აკანკალებული ხმა გავიგე. მითხრა რომ სასწრაფიოდ მივსილიყავი საავადმყოფოში და ტელეფონი გამითიშა … ვერ მივხვდი რა ხდებოდა.. გიჯივით გავიქეცი. არც მახსოვს როგორ გავიარე მანძილი სახლსა და საავადმყოფოს შორის.. როცა მივედი ყველა ჩემი ახლობელი დავინახე მაშინვე მივხვდი რომ ყველაფერი ცუდად იყო… ჩემი ძმა გაშტერებული იჯდა და ვერ აზროვნებდა …. უნებლიედ ჩავარდი პანიკაში და ყვირილი ავტეხე… ვყვიროდი რომ ვინემს აეხსნა ჩემთვის რა ხდებოდა… უცებ ჩემი ძმა გამოცოცხლდა და ჩემთან მოვიდა. ვატყობდი როგორ უჭირდა იმის თქმა რის თქმასაც აპირებდა…
– დდდდდეეე.. ჩვენი მშოოო…_ და ისევ პაუზა. მე უკვე აგარ შემეძლო ამის გაძლება…_ დედა და მამა ავარიაში მოყვნენ… დედა საოპერაციოშია…..
მე ავკანკალდი და უცებ გონება დავკარგე . გონს რომ მოვედი ჩემი ძმა თავზე მედგა… უცებ ყველაფერი გამახსენდა და ისეტერიული ტირილი ამიტყდა.. მაშინვე წამოვხტი გიჟივით დავიწყე აქეთ იქით სიარული… ექიმი მეუბნდებოდა რომ უნდა დავწოლილიყავი მაგრამ ამაზე ფიქრი არ შემეძლო… 4 სათი ასე ტანჯვაში გავატარე და უცებ მივხვდი რომ მამაჩემი არსად იყო … ისევ ჩემ ძმას მივარდი ..
–მამა სადააა?
მან ვერაპერი მიპასუხა კიდევ აუტყდა ტირილი და თავი დახარა… ისევ ჩავიკეცე მაგრამ ამჯერად გული არ წამსვლია.. რატომღაც ყველანაირი იმედი დავკარგე… კიდევ 3 საათი გავიდა და როგორც იქნეა ექიმი საოპერაციოდან გამოვიდა…. ეტყობოდა რომ რთული და დიდი ოპერაცია იყო, თუმცა მის სახეზე იმედის მომცემი სხივი ვერ შევნიშნე…..
–ჩვენ ყველაფერი ვცადეთ, მაგრამ…. ძალიან ვწუხვარ…..
ამის გაძლება ნამდვილად აღარ შემეძლო .. რაღაც არა ამქვეყნიყნიური ხმით ავრიალდი…
ამის მერე დაიწყო ჩემი უსიცოცხლო ცხოვრება….სიცოცხლე რომელშიც არაფერი შედიოდა… არავითარი ღიმილი, სიცილი, სიხარული, ბედნიერება….
ეს ტკივილი მკლავდა და თან არ მკლავდა… ეს ენით აღუწერელი ტკივილი იყო… ერთადერთი რაც ცოტა შვებას მგვრიდა ის იყო, რომ ჩემი ძმა ყოველთვის ჩემთან იყო როცა მჭირდებოდა…. ჩვენ გადავწყვიტეთ ყველასგან დამუკიდებლად გვცხოვრა… ჩვენი თავის პატრონები ჩვენვე გავხდით. და ასე ვცდილობდით გაგვეგრძელებინა ცხოვრება…. მე ეს ყველაფერი უფრო მძიმედ გადავიტანე… ალბათ ჩემი ძმა ნაკლებად გამოხატავდა თავის გრძნობებს… თან მას ყავდა საყვარელი ადამიანი და ალბათ ეს სიყვარულიც ეხმარებოდა მას ამ ყველაფერში…
ორი თვს შემდეგ როგორც იქნა სახლიდან გავედი … და ისევ სკოლა…. კლასში ყველა ისეთი თვალებით მიყურებდა, ვგრძნობდი როგორ ვეცოდებოდი… ეს მე კიდე უფრო დიდი ტკივილს მაყენებდა.. ხანდახან ვცდილობდი ისევ მეხუმრა ჩემს მეგობრებთან ერთად, მაგრამ არაფერი გამომდიოდა…
ერთხელ როცა სახლიდან გავედი მივხვდი რომ იმ დგეს სკოლაში შესვლა არ მინდოდა და ჩემს საყვარელ პარკში წავედი….
სკამზე დავჯექი, ნაუშნიკები გავიკეთე და ჩემ საყვარელი წიგნის კითხვა დავიწყე….. მუსიკა დამთავრდა და ვიღაცის ლანძღვის ხმა გავიგე. მისკენ გავიხედე. ჩემსკენ მოდიოდა… დამაინტერესა რას ან ვის ლანძღავდა და მუსიკა აღარ ჩამირთავს…… ჩემთან მოვიდა და სკამზე დაჯდა…
–ყველანი ერთნაირები ხართ ….. –გაბრაზებული ხმით თქვა….. ვერ მივხვდი რა უნდოდა…
–მე მითხარი რამე?
_ხო… ყველანი ერთნაიები ხართთქო…–გაოცებულმა შევხედე…
_ვერ ვხვდები მე რატო მეუბნები მაგას…..თუმცა რა მნიშვნელობა აქვს… მკიდია…
–ხო, თქვენ ყველას ყველაფერი გკიდიათ..
_მომისმინე თუ ვინმეზე გაბრაზებული ხარ წადი და ეგ ყველაფერი იმას უთხარი. მე თავი დამანებე რაა….
_რა მნიშვნელობა აქვს ვის ვეტყვი … ეს ყველა გოგომ უნდა იცოდეს…..
–მე მაინც მკიდია რას ფიქრობ შენ… მაგრამ ყველა ერთნაირი არ არის….
–რახან შენ იტყვი.
–მე იმასაც გეტყვი, რომ სასწრაპოდ ფსიქიატრთან ხარ მისასვლელი.
–ეგრე ძალიან მეტყობა?
–კი, ძალიან.
–ხოოოო. ისე ცოტა უხეშად დავიწყე შენთან საუბარი … უკაცრავად.
–არაუშავს… მთავარია ხვდები.
–ისე მე ლაშა მქვია.
–სესილია….
–ლამაზი სახელია.
–გმადლობ. – ვუთხარი და წამოვდექი.
–მიდიხარ?
–ხო, უკვე დიდიხანია აქ ვარ.
–სასიამოვნო იყო შენი გაცნობა..
–ცოტა სახვანაირად რომ დაგეწყო საუბარი, ალბათ იგივეს ვიტყოდი…– და გავუღიმე. გაიცინა..
–ალბათ მართალი ხარ…
–ნახვამდის.
–კარგად იყავი.– ასე დავემშვიდობეთ ერთმანეთს….
სახლში მივედი… მაცივრიდან ნაყინი გამოვიგე და კომპიუტერს მივუჯექი.. მეგობარს მივწერე… მთელი დღე კომიუტერთან გავატარე… გამიკვირდა .. იმ ამბის შემდეგ იშვიათად ვჯდებოდი კომპიუტერთან…. მარე ჩემი ძმაც მოვიდა და მოვუყევით ერთმანეთს როგორ ჩაიარა დღემ…. მე მას არაფერს ვუმალავდი და არც ის მიმალადა რამეს…
მეორე დღეს შაბათი იყო და გვიანობამდე მეძინა. საღამოს ისევ წავედი პარკში, ისევ იმ სკამზე დავჯექიისევ გავიკეტე ნაუშნიკები და ისევ ის წიგნი გადავშალე. უცებ სკამზე ვიგაც ჩამოჯდა… მისკენ გავიხედე და ისევ ლაშა იყო… ნაუშნიკები მოვიხსენი, წიგნი დავხურე.
–გამარჯობა.
–გამარჯობა…
–არ მეგონა დღესაც თუ შეგხვდებოდი.
–თორემ არ მოხვიდოდი ხომ?–გამეცინა– მე კიდე მინდოდა რომ მოსულიყავი და გელოდებოდი… ლამის იმედი დავკარგე.
–მართლა?
–ხო, მართლა.
–და რატომ მელოდებოდი?
–იმიტომ რომ განსხვავებული მგონიხარ.
–ყველა ადამიანი განსხვავდება ერთმანეთისგან.
–შეიძლება, მარამ შენში მაინც რაგაც კიდევ უფრო განსხვავებული დავინახე.
–მიხარია.
–არ გინდა ცოტა გავისეირნოთ?
–რატომაც არა.
ჩვენ გავისეირნეთ და ბევრი ვილაპარაკეთ… მიყვებოდა თავის ამბებს და მეც ვუყვებოდი ჩემზე რაღაცეებს, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში მომხდარ მთავარ უბედურებაზე არაფერი მითქვამს. არ ჩავთვალე საჭიროდ.
ასე შემთხვევით დავმეგობრდით მე და ლაშა… ერთმანეთს ხშირად ვხვდებოდით და ინტერნეტითაც ვეკონტაქტებოდით….. რატომგაც მასთან შეხვედრა ძალიან მიხაროდა, ჩემი ცხოვრება კიდევ ერთხელ შეიცვალა, ოღონდ ამჯერად უკეთესობისკენ… რა თქმა ჩემში რაღაც ისევ იყო მკვდარი და ვერაფერი შეცვლიდა… მისი ნახვისას და მასზე ფიქრისას დიდ ბედნიერებას ვგრძნობდი… რამდენჯერმე გავიფიქრე, რომ ეს სიყვარული იყო თუმცა ჩემს თავს ყოველთვის ვეუბნებოდი ” გაჩუმდე სესილია, რა სისულელეს ამბობ … მას შენ არ უყვარხარ და არც შენ გიყვარს ის.. ეს არ არის სიყვარული”…
ერთხელ ლაშამ დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. მითხრა რაგაც მნიშვნელოვანი უნდა გითხრა და სწრაფად მოდიო… ავნერვიულდი… უცნაური ხმა ქონდა…დანიშნულ ადგილას მივედი… შევამჩნიე, რომ ლაშა ღელავდა.
–რა მოხდა ლაშა?
–მე მივემგზავრები და მინდა დაგემშვიდობო.
–რა? სად?
–ჩემს მშობლებთან მივემგზავრები.
უნებლიედ ამივარდა ტირილი… ლაშა დაიბნა.
–რა დაგემართა ?
–არაფერი .
–როგორ თუ არაფერი .. რატომ ატირდი?
–უბრალოდ ყველა ვინც–პაუზა– ვინც მიყვარს მარტო მტოვებს.–ამ დროს პირველად გამოუტყდი საკუთარ თავს რომ მიყვარდა.
და ასე უეცრად დავიწყე ჩემს ტკივილზე საუბარი.. სახე შეეცვალა..ვერაფერი თქვა…
–მართლა გიყვარვარ ?
–დაივიწყე რაც ვთქვი… ბედნიერ მგზავრობას გისურვებ–ავდექი და წამოვედი. დამეწია და გამაჩერა.
–რა გინდა?
–მეც მიყვარხარ..

მიყვარხარ…

28 თებ

https://i1.wp.com/data.whicdn.com/images/23974293/tumblr_lz6l7zkiTG1qgnocto1_500_large.jpg

ესე იგი დღეს ქართულში ვკითხულობდით ლექსებს და პირადად ჩემთვის მგონი ყველაზე საყვარელ ლექსს შანდორ პეთეფის “მიყვარხარ” წავიკითეთ.ბოლოს მასწავლებელმა დაგვაწერინა ესსეს მსგავსი რაღაც იმაზე თუ რომელი მოგვეწონა ყველაზე მეტად.კლასის 98% -მა ეს ლექსი აირჩია.როგორც ჩვენმა დამრიგებელმა აღნიშნა “გაზაფხული მოგვიახლოვდა და…”:):)

მოკლედ “მიყვარხარ”

მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ
რაც გადის დრო და ხანი,
მე უფრო ძლიერ მიყვარს,
შენი პატარა ტანი,
შენი შავი თმის ბუჩქი,
ეგ თეთრი შუბლის ფერი თვალები გიშრისფერი,
ლოყები ვარდიფერი,
შენი თითები მიყვარს,
ორი პატარა თათი,
ო იცი როგორ მიყვარს ოდნავ შეხებაც მათი
მე შუქი მიყვარს შენი,
რა არის მისი ფასი,
მე ჩრდილიც მიყვარს შენი
მზის დაბნელების მსგავსი
მიყვარხარ, ძიერ,
ძლიერ მწვავს შენი ტრფობის ალი
მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ
მთელი გრძნობით და ძალით
მთელი სამყარო ვრცელი,
შენით არსებობს ჩემთვის
რაზეც კი ვფიქრობ,
ყველა ფიქრს შენზე ფიქრი ერთვის
ძილში ჩემთან ხარ სიზმრად
ფიქრში ჩემთან ხარ დღისით
გულის ძგერის ხმა მესმის,
შენი ხმა არის ისიც
შენთვის მივწვდები მწვერვალს
დიდების ყველა მნათობს
დიდებას დავთმობ შენთვის,
შენთვის მწვერვალებს დავთმობ
შენი ოცნებით ვხარობ,
შენს დარდს ვატარებ დარდად
მე სხვა სურვილი არ მაქვს,
შენი სურვილის გარდა
მსხვერპლი ყველაზ დიდი,
მე მეჩვენება მწირედ
რადგან შენ გსურდა იგი,
რადგან შენ შემოგწირე
შენს მცირეოდენ წყენას
სულ უმნიშვნელო წვრილმანს
სდევს ჩემი სევდა დიდი
ჩემი ცრემლების წვიმა
მიყვარხარ ძლიერ,
ძლიერ მიყვარხარ ცხადად,
მალვით, როგორც არასდროს არვის
არ ჰყვარებია არვინ
ეს სიკვდილს უდრის თითქოს
ეს შეუძლოა თითქმის
შენ ერთს გეკუთვნის ყველა,
რაც სიყვარულზე ითქმის
ძმაც ვარ, სატრფოც ვარ შენი
მამავ, დაო და დედავ
მე შეყვარებულს ყველას
შენს სახებაში ვხედავ სატრფოვ,
შვილო და დედავ,
ჩემო ძვირფასო ცოლო ყველას მაგივრად,
ერთად მე შენ მიყვარხარ მხოლოდ
რა მაბადია ქვეყნად,
ამ სიყვარულზე კარგი
ძლიერ მიყვარხარ, ძლიერ
ვარ შენი ტრფობით შმაგი
თუ ტრფობისათვის რამე,
ჯილდო იქნება ბოლოს
ის შენ გეკუთვნის მარტო
ის შენ გეკუთვნის მხოლოდ
ნაყოფი მისი არის
ვინც ნორჩი დარგო,
ეს სიყვარული დიდი
შენ შემოგწირე კარგო!!!
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ!

და კიდევ ეს ვიდეო რომ არ გაჩვენოთ არ შეიძლება,საოცრად კითხულობს ამ ლექსს<3

გავაგრძელეთ…

28 თებ


მახსოვს რომ ჩვენ ერთმენეთის უფრო ახლოს გაცნობა დავიწყეთ!ხოდა მე მოვამზადე რამოდენიმე კითხვა რომელსაც თქვენ უპასუხებთ მეც ნათიაც და ლილეც! აბა ჰე განვაგრძოთ….

1.ბოლოს როდის იტირეთ?
2.რაზე ოცნებობთ?
3.თქვენი რაიმე (მავნე) ჩვევა…
4.რას კითხულობთ ? თუ საერთოდ კითხულობთ რამეს…
5.თქვენი საყვარელი სეზონი?
6.რას აკეთებთ თავისუფალ დროს…(კომპთან ჯდომის გარდა)

პასუხები:
1.ბოლოს ვიტირე მგონი 2 კვირის წინ…
2.გამოცდა ჩავაბარო და კიდე ბევრ რაღაცაზე… ❤
3.მავნე ისეთი არაფერი მახსენდება გარდა იმისა რომ დებილივით შემიძლია საათობით ვიჯდე სარკესთან…ან ფანჯარასთან…
4.”ბინდის” მე 4 ნაწილს…
5.ადრე ზაფხული და ზამთარი იყო ეხლა კი ზაფხული და გაზაფხული :*
6.სურათებს ვირებ…ვკითხულობ…მუსიკებს ვუსმენ…ვხატავ…ან…მოთხრობებს ვწერ

ჩვენს შორის ნიჭი,სამოთხე და ხის პროფილია… ♥

28 თებ

ბავშვებო სანამდე წაიკითხავთ ამ მოთხრობოს მინდა გაგაფრთხილოთ რომ არ გადააკოპიროთ ჩვენი ბლოგიდან ჩანაწერები და თუ მაინც და მაინც დიდი სურვილი გაქვთ, ავტორის სახელი და გვარი დაურთეთ ან წინასწარ შეგვატყობინეთ და დაგვიდეთ ლინკი თუ სად მოათავსეთ ის <3….

1.ნაწილი “დარტყმულის ფიქრები”

ნიჭი არის ის რაც სხვებს არ აქვთ შენ კი გაქვს ) მე არც ხატვა შემეძლო, არც ცეკვა ,არც სიმღერა ,არც ლექსებს ვწერდი და საერთოდ მოუქნელი და დებილი ბავშვი ვიყავი მაგრამ ნიჭი მაინც მქონდა და მაქვს კიდეც მაგრამ ჯერ მასზე არაფერს გიამბობთ…) როცა ნიჭი არ გაქვს ცდილობ თავისი თავი რაიმე კალაპოტში შეუშვა 😦 თუ არ შედის ძალით შეტენო 😦 შეტენო იმიტომ რომ შენც გინდა იყო გამორჩეული, ძვირფასი ,საინეტერესო …მშურდა იმ ადამიანების ვისაც შეეძლო ხატვა და სიმღერა ერთად ან წერა 🙂 ნიჭი მინდოდა რომ მქონოდა!ვიცი ის ქმნის ცხოვრებაში– სიყვარულს,ბედნიერებას,ოცნებას…სიყვარულიც ხომ ნიჭია და იქნებ მისი ნიჭიც არ მქონდა მაშინ რა მინდა ცხოვრებაში 😕 ან რა აზრი აქვს მაშინ მას 😕 ან რა მოვითხოვო ცროვებისგან მე უბედურმა?! ეს ფიქრები ადამიანს ებადენა მაშინ როცა ის ხდები “დიდი–15 წლის” ვინაიდან ხატვიდან წრეს ძლივს ვხატავდი… სიმღერიდან “მა მე მი მო მუ”–ს ძლივს ვიძახდი ცეკვა არ მეხერხებოდა და ლექსი არც არასდროს გამირითმია მე ფოტოგრაფიაში ვიპოვე ჩემი თავი…ბავშვობაში ნათელ ოთახში ვფანტაზიორობდი,ვოცნებობდი და მუდამ ფანჯარას ვემეგობრებოდი იდიოტურად ჟღერს ხომ ვიცი 🙂 ჩემი ფანჯრიდან მწვანე მინდორი მოჩანდა ვიცოდი მას რომ გასცდებოდი ტყე იყო… მომწონდა ეს პეიზაჟი და რატომ?! იმიტომ რომ მინდორზე ხე იდგა ჩემი ფანჯრიდან ისე ჩენდა რომ ხეს ბიჭის პროფილი ჰქონდა)ბავშვობაში ძალიან მინდოდა მასთან მისვლა და ერთხელაც მამამ წამიყვანა რომ მივედი გული დამწყდა პროფილი რომელიც შორიდან მოჩანდა გამქრალა და ხე ჩვეულებრივ ხეს დაემსგავსა და არა იმას რაც მე მეგონა რასაც მოველოდი…გადიოდა წლები და იმ ხეს ხშირად ვსტუმრობდი ) უკვე ჩემს დაქალთან და ხანდახან წიგნებთან ფოტოგრაფიასთან მეგობრობაც “ქენონის” ფოტოაპართთან და ჩემს ბიჭის პროფილიან ხესთან დავიწყე…მიყვარდა ველოსიპედით ჯაჯღანი ჩემს ხის მიმართულებით…ის კი არ მითქვამს რა სახე მქონდა როცა საოცარი ხის ნაცვლად ჩვეულებრივი “ბუჩქი” დამხვდა ჩემი პროფილი :* ჩემი ბიჭის პროფილი :* ჩიმი ლამაზის :* სად იყო?! სად ?!სად და ჯანდაბაში უი ასო შემეშალა ფანჯარაში… მმმ ) ისე ეს უფრო დარტყმული ადამიანის ფიქრს ჰგავს…

2.ნაწილი”ჩემი ხე–ჩემი პროფილით”

ხო იმ დღესაც მე სიხარულით ახსავსე გავიღვიძე..გაზაფხული იყო მე ფანჯარა გამოვაღე,ფარდა აფრიალდა და სიო სახეზე მომეფერა… მიყვარდა სიო…დავინახე ჩემი მახარობელი “ბიჭის პროფილი” ავიღე ფოტოაპარატი და ჩავედი პირველ სართულზე სახლში სიჩუმე სუფევდა მშობლები უკვე სამსახურებში გაიფანტულიყვნენ ველოსიპედს შევახტი და წავედი…გზაში ჩემი საშინელი ხმით ვღრიალებდი ჩემს საყვარელ მელოდიას უცებ შორიდან ხესთან ვიღაცის სილუეტი მომეჩვენა…ახლოს რომ მივბობღდი ხესთან ვიღაცა ბიჭი დავინახე ნაცნობი პროფილით გავშეშდი თითქოს პროფილი მეცნო, მაგრამ მთლად არ მეცნო ვიეჭვიანე 😐 რა უნდა ამას ჩემს ხესთან გავიფიქრე მე და ავტომატურად წარბი ამეპრიხა რომ დავატორმუზე ხმა იქაურობას მაშინვე მოეფინა და ბიჭმა შემომხედა ბილიკიდან მტვერი აიფანტა და ქარმა ჩემი თმა ააფრიალა ვფიქრობ ეფექტური შეხვედრა იყო 😉 ბიჭმა წიგნი დახურა და ინტერესით შემომხედა მე თმას ხელი მივარტყი და ვცადე სხვა მიმართულებით გამეხედა
–როგორც ჩანს შენც ჩემს ხეს ესტუმრე თქვა მან
მე გულში გავბრაზდი მისი კი არა ჩემი ხე იყო ხამი! გავიფიქრე სულელმა )))
–ამმ რავი პირველად გხედავ აქ და რატომღაც ეს ხე ჩემი მეგონა
–აჰაჰაჰ დაგითმობ ჩაიცინა ბიჭმა
–მოკლედ მე მარჯვენა მხარეს მზისკენ ვზივარ და იმედია ამ ადგილზე პრეტენზია არ გექნება…
–კაი არ შეგაწუხებ თქვა მან და ისევ თავი წიგნში ჩარგო
მე ჩემს ადგილს მივუახლოვდი და დავსკუპდი კონცენტრაციას ვერ ვახდენდი და კარგი სურათების ნაცვლად დებილობებს ვიღებდი როგორც ჩანდა ჩვენს ტრიოში ვიღაცა ზედმეტი იყო მე ის თუ ხე 😐 აშკარად ის…ამაზე ვფიქრობდი მე მის ხელზე ჩემი ხელი რომ დამედო შემთხვევით 😐
–უჰჰ ბოდიში მიჩვეული ვარ რომ მარტო ვზივარ და დებილივით მაგიტო ვფარჩხავ ხელებს
–აჰჰ არაუშავს მეც წეღან ლამის ჩემს თავთან ხმამაღლა საუბარი დავიწყე მე გამეცინა და ბიჭსაც
10 წუთით გავშეშდით მერე კი მან მითხრა
–შენი პროფილი მეცნობა მე პირი დავაღე დებილივით და ვერაფერი ვთქვი
–მ..ეც შენი მივუგე მე
–იმედია იდიოტად არ ჩამთვლი და ამ ხეს აქვს შენი პროფილი
–არა ამ ხეს ბიჭის პროფილი აქვს გავჯიუტდი მე
–გოგოს
–ბიჭის
–გოგოს
–ბიჭის
კაი წამოდი თქვა ბიჭმა და წამათრია მე გზა აბნეული მივყვებოდი რაღაც გორაკზე ამიყვანა მერე ისევ ჩამიყვანა მერე ისევ გორაკზე ავედით და გავჩერდით
–მოიხედე და ნახავ!
მე მოვიხედე და გავშეშდი ხეს მართლაც გოგოს პროფილი ჰქონდა ანდა რას ვიძახი ჩემი პროფილი ჰქონდა მე არ დავიბენი და ფოტოაპარატში ბიჭს ვანახე რომ ხეს მართლაც მამაკაცის პროფილი ჰქონდა ჩემი ფანჯრიდან ბიჭმა ჩაიცინა და ისევ ხისკენ გავემართეთ საღამომდე მე “ის” და ხე ერთად ვიყავით ხანდახან ჩვენს შორის აუტანელი სიჩუმე ჩამოვარდებოდა ჩვენს ტრიოში აშკარად დუმილიც ეჩრებოდა და კვარტეტს ქმნიდა მაგრამ მასსაც ვიგერიებდით რადგან ჩვენს ტრიოში ზედმეტი არ გვჭირდებოდა…

3.ნაწილი “ხესსაც კი შერცხვა”

იმედია არ დაგავიწყდათ ის რომ სიყვარული ყველაზე დიდი ნიჭია…

მე და “იმან” დავთქვით დრო და ყოველ დღე 6 საათზე ხესთან ვხვდებოდით ერთმანეთს ხანდახან ისეთი გრძნობა მქონდა რომ ის რომეო იყო მე კი ჯულიეტა 😐 ხის ძირში ჩვენ ვცანცარებით ერთხელაც ჩემმა პროფილიანმა მომიტანა ყაყაჩოები რომლებიც მინდორში დაკრიფა ორჯერ ქარმა წამართვა ისინი 😦 მესამეჯერ კი წიგნში ჩავტენე ყვავილები… გამახსენდა ასე ადრე ყვავილებს რომ ვახმობდი და მივაჭირე ხელი წიგნის ყდას) ჩემმა დებილმა მაშინვე მიაგნო რის გაკეთებასაც ვაპირებდი და ხმამაღლა ჩაიცინა
–არ ვიმჩევთ! ვუთხარი მე
–ჰაჰა ამ წიგნს რომ გადაშლი გაგახსენდები…
–ხოო მაგარია!!!
–არა დებილობაა რაღაც საშინელი ცოცხის დანახვის მერე მე რატომ უნდა გაგახსენდე? მოდი გადააგდე თქვა მან და დააპირა ჩემი წიგნიდან ჩემი ულამაზესი თაიგულის გადაგდება თან დამპალმა ჩემს ტაიგულს ცოცხი უწოდა… 😐
–ოოო ვუთხარი მე და წიგნი ჩავიხუტე
–კაი მაშინ…თქვა მან და თავისკენ მიმიზიდა
–ბატო გაჩე ვუთხარი მე და გავიცინე
–უიმეე…თქვა მან და შეტრიალდა გაბუტული 3 წლის გოგონასავით მეც ავტომატურად ალბათ კინოებიდან ნასწავლმა ჩავიხუტე გაბუზღული ბიჭუნა
–ძალით ნუ მიხუტებ აფერისტო თქვა მან და შემომიტრიალდა
–აჰაა მე ვარ აფერისტი ბუტია! ვთქვი მე და შევტრიალდი და ხელები მკერდზე გადავიჯვარედინე მან ჩამიხუტა და მე თიტქოს ნაყინივით დავდნი მერე კი მოხდა ის რასაც არ ველოდი მან მე მაკოცა ხესაც კი შერცხვა და დაპატარავდა მე კი 😐 კოცნის მერე არც არაფერი მახსვს “ჩემმა დებილმა” გამომაცილა და ჩვენ დავიშალეთ…

4.ნაწილი “სიყვარული ფენიქსივითაა ხან წვავს ხან გეფერება”

ღამით არ მეძინა ბალიშს მიყუდებული ვფიქრობდი კოცნაზე… რა ვიგრძენიმე მის დროს 😕 ნიჭი?! ხო ნიჭი 😕 სიყვარულის მცირე პატარა ნიჭი შემეხო თავის ფრთებით :* ვიგრძენი როგორ გადამისვა თავზე ხელი ფენიქსივით ლამაზმა სიყვარულმა ამ დროს რაღაც ხმა გავიგონე თითქოს ფანჯარას კენჭი მოარტყეს დაბნეული სახით ავდექი და ფანჯარაში მისი კვლავ გაღიმებული სიფათი დავინახე
–აქ რა გინდა? ვუთხარი მე
–წავიდე ? იკითხა მან
–არა არაა…მარა აქედან მე ვერ ჩამოვხტები და ვერც შენ ამოგაძვრინებ “სორი” რაპუნცელივით გრძელი თმა არ მაქ…)
–დებილო წესივრად მოკალათდი და მე კიდე მოვემზადები დებილივით ქვევიდან ზემოთ გიყურო 😐
–მოიცა და რა საჭიროა ამაღამ..
–ეეე ვერ გავიგე მაგდებ ?! ვინ გყავს მანდ..?
–როსაურას საყვარელი ვინ უნდა მყავდეს ?!
–რავიცი აბა ისე მაგდებ რო…ვეჭვიანობ
–არა უბრალოდ დებილივით რომ ვარ გადაკიდებული ფანჯრიდან არ მომწონს…
–აჰაა გადააბრალე ამას…
მე საბანი მოვიხურე და ფანჯრიდან გადავეკიდე…ჩემი პროფილიანი კვლავ ცანცარებდა და მაცინებდა… უცებ გავჩუმდით
–რაზე ფიქრობ? მკითხა მან
–სიყვარულზე
–რაო რა მინდაო?!
–ქვა სთხლიშე იმ იდიოტს და შემოდი სახლშიო
–ეგ სიყვარულმა თქვა თუ მამაშენმა ?!
–ჰაჰა ეს ნიჭმა მიკარნახა
–ღმერთო ჩემო გადამითარგმნე ამ ბავშვის ნაბოდიალი 😐
–ოოო შენ რაზე ფიქრობ?
–მეც სიყვარულზე
–მაინც?
–რატომ ვზივარ 15 წლის ღლაპის ფანჯრის ქვეშ…
–ვინაა ბიჭო ღლაპი ? გახსოვს რა მითხრა ჩემმა ნიჭმა დამჯერი ვარ და ქვის ნაცვლად ამ მაგიდას გამოგიქანებ
–კაი დამშვიდდი ისე რას გრძნობ ეხლა შენ?
–სიყვარულს…
–აჰაა გასაგებია 😐
მოკლედ ჩვენი უაზრო საუბარი ღამის სამ საათმდე გრძელდებოდა მერე კი საუბარი სიზმრებში გაგრძელდა…

5 ნაწილი “თუ ეს გაციეებაა მე გრიპი მაქვს”

დილით მე ფანჯარას კიბე მივაყუდე მეგონა ეს ფაქტი შეუმჩნეველი დარჩებოდა მარა შევცდი
–კიბე რათ გინდა?მითხრა მამაჩემმა მე მაგ დროს კაქტუსს წყალს ვუსხამდი და თვალები ლამის ამომიყირავდა
–ააა ასე მოკლე გზაა… ხესთან უფრო მალე მივდივარ…
–ხო არაა? კაქტუსს წყალი არ უყვარს ისე მითხრა მან და მიმითითა უცებ დავინახე თუ როგორ ცურავდა კაქტუსი წყლით სავსე ქოთანში…იდიოტურად გამომივიდა მიხვდა რა იდიოტი ვარ ვთქვი მე ჩემთვის და სამზარეულოდან ჩუმად და შეუმჩნევლად გამოვედი
6 საათზე შეხვედრა ბოლო მატარებელივით გამოვტოვე და ველოდი ღამეს… ღამე ის ჩემთან იყო და მისი გაშვება არ მინდოდა მან მითხრა
–თუ ეს სიყვარული გაციებაა მე გრიპი მაქვს
–ჰაჰ ხმამაღლა გამეციინა მე და უცებ გამახსენდა სად ვიმყოფებოდი ჩემი დებილი საწოლიდან წამოდგა და კედელზე გაკრულ სურათებთან მივიდა დიდხანს ათვალიერებდა რაღაცეებს
–ეეე ეს რიჟიკა ვინაა? 😕 😐
–ააა ეს ჩემი თაყვანისმცემელია ბაღში
–მოაშორე ეგ სურათი !
–დებილო გარშოკის მეგობარზე ეჭვიანობ ?!
–არა არ ვეჭვიანობ მაგრამ მაღიზიანებს
–უიმე კაი მომე ეგ სურათი ვთქვი მე გამოვართვი ფოტოსურათი და ბალიშის ქვეშ ჩავიდე
–ბალიშის ქვეშ არაა?
–დედაა! ვთქვი მე და ქარს გავატანე სურათი
უცებ მისი ტუჩები ჩემს მხარს დაეწაფა და რაღაც შინაგანი სისუსტე ვიგრძენი მან კვლავ ჩამიხუტა მერე კი გაქრა… გაქრა ბაბუაწვერას ბუსუსებივით…მე კი ვიგრძენი რომ ნიჭიერი ვიყავი, ნიჭიერი!ნამდვილად ნიჭი მეც გამაჩნდა და სიყვარული მეც შემეძლო…და თუ ამ ჩემმა ნაბოდიალმა შენც შეგძინა რაღაც სისუსტის და სიყვარულის გრძნობა მერწმუნე რომ ღმერთმა არც შენ დაგსაჯა…:* ♥ ჩემსა და ჩემს პროფილიანს შორის კი ურთიერთობა თანდათანობით მტკიცდებოდა და ხანდახან მის გვერდით ყოფნისას ვგრძნობდი რომ ჩვენს შორის ნამდვილად ნიჭი სამოთხე და ხის პროფილი იყო…

რაღაც…

27 თებ

ხანდახან მაქვს მომენტები,როცა ისე ძალიან “მომაწვება”რომ ფურცელზე თუ არ გადმოვიტანე,თუნდაც სრული უაზრობა იყოს,რაღაც მომივა:))

ეს შემთხვევაც ერთერთი იმათგანია:)

* * * * * * * * * * * * * *

-რას გრძნობ გულში?
-სიყვარულს..!
-რგორი გრძნობაა?
-ფერადი
-სიყვარული რა ფერია?
-დალტონიკი ვარ
რას უყურებ?
-ვერაფერს
-რატომ?
-ბრმა ვარ
-რატომ იღიმი?
-იმიტომ რომ ვერ ვტირი
-ტირილი რომ შეგეძლოს იტირებდი?
-თან ვიტირებდი თან ვიცინებდი
-რატომ?
-არ ვიცი
-რამე იცი?
-არა მგონია
-ვისი ხმა ისმის?შენ გესმის?
-მგონი იმისია,ვინც ჩემს გულისცემას თავის ნებაზე ათამაშებს ხოლმე
-რატომ ტირის ან ყვირის?
-არ ვიცი,ხელს ასე ძლიერად რატომ მიჭერს ხელზე?
-მგონი შენი გაშვება არ უნდა,ან იმაზე ღიზიანდება ამდენ მტირალ ხალხში მარტო შენ რომ იღიმი
-მე ხომ ბედნიერი ვარ,რატომ არ უნდა გავიღიმო.რატომ ვერ ვეუბნები,რომ არ იტიროს?
-არ ვიცი…ხედავ სინათლეს?
-არა, ძალიან ბნელა.როდის გავაღწევ აქედან?
-მალე!ახლა ხედავ?
-ცოტათი…
-რომ გაიღვიძებ დამპირდი,რომ არ იტირებ,უბრალოდ ისევ გაიღიმე და ძალიან ძალიან ძლიერად ჩაეხუტე.
-რამხელა შუქია, თვალები მტკივა, მიშველე
-გაიღვიძე!
* * * * * * * * * * * * * *
-თვალები გაახილე?გაიღვიძე?აქ ხარ!
ისუნთქე,აღარ დამტოვო!
-მიყვარხარ…ნუ ტირი…ჩამეხუტე!
-რატომ იღიმი?
-იმიტომ რომ შენ მყავხარ და “იქაც”კი არ მიმატოვე
-სად?
-არსად!