Archive | სექტემბერი, 2013
29 სექ

მე არ ვდებ ბიჭთან ერთად გადაღებულ სურათს იმის გამო რომ ვანახო “ფრიენდებს” რა ჯიგრულად ვარ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან…მე არასოდეს ვიქნები “შეყვარებული” იმის გამო რომ facebook–ზე relationship–ის სტატუსი მქონდეს…მე არ მინდა tomorrowland-ში წასვლა მხოლოდ იმიტომ რომ იქ ” კაი პოოოონტიიიაა!”…მე არ მაქ iphone-ში ინსტაგრამის პროგრამა…მე არ ვკითხულობ იმ წიგნებს რომლის სათაურები შოკის მომღვრელია…მე არ ვდებ “ნამიოკიან,სწერვულ,იაზვურ,ცინიკურ,სარკასტულ” სტატუსებს…მე არც “მკიდია” და არც “მახატია” ჩემთვის უბრალოდ სულ ერთია…მე არ მიყვარს “პომპეზნი ვიშიჩკები”…მე ვერ ვიტან ძალით ფილოსოფოსებს… და თქვენი “the პონტებიც” ყელში მაქ!

1381621_618383744850810_1657355473_n

4POEMS

23 სექ

რა მშრალი
და რა თბილია
განშორება ჩემი…
მოლოდინში გაილია
თვალდახრილი
ცრემლი…
იქნებ თვალში აირია
უთვალავი
თვლები…
იქნებ შენთვის
დაილია
სათნოება მთელი…
რა კარგი და რა
მშვიდია
მარტოობა ჩემი.

ამ წაბლისფერ
ხეებს
უყვართ შენი გემო…
დაგივიწყე,თითქმის,
მეგობარო ჩემო…
ულეველი სევდა
მაინც დაილია…
ეს გზა
თითქოს,
უკვე
ერთხელ
გავლილია…

უწმინდეს გზაზე
სულის.
სულ უფრო
ცოტა რჩება…
მით მეტად მიძგერს გული…
მით მეტად მავსებს ვნება…
თვალამღვრეული დილა
თავისთვის ამბავს ჰყვება…
უკანასკნელი წამით
მარადისობა ჩნდება

 

ეს გზა ჩუმი,
ეს გზა შენი,
ფრთხილი სუნთქვით
აგივსია…
რაღაც მსგავსი,
ფერ–ნაკრთემი,
ერთხელ უკვე
განგიცდია…
გაერიდე
გვირილთ–სურნელს,
თავბრუმხვევი
მაისია…
განშორება
ძალმიხდილი
უფრო მეტის საწყისია…
იქნებ,
თითქოს
ისევ იქნებ…
გულში ჩუმი ხალისია.
ეს გზა , შენი
სუნთქვით სავსე
სასმისივით
გაგივსია …

დღის სიმღერა ♫

20 სექ

Stressed depressed but well dressed!

19 სექ

დღეს პირველად ვგრძნობ თავს ასე ცუდად…დილის 9 საათიდანვე განწყობა უსასტიკესი გამიხდა…ადრეც მქონდა რაღაც ეჭვები და როცა ეს ეჭვები მართლდება თანაც ასეთი სახით გიჩნდება სურვილი ამოშალო შენი თავი ბევრის ცხოვრებიდან.სკოლაში ადგილს ვერ ვპოულობდი,სახლში “ისტრებიტელივით” მოვქროდი…მართლაც თავს უდებილეს ადამიანად ვგრძნობდი და ეგ გრძნობა თავს არ მანებებდა არც ერთი წამით…და არც ახლა მანებებს თავს…:| სატესტატო კრებულმა საერთოდ სულში ჩამაფურთხა მეტს რას ველოდო მომავლისგან არც კი ვიცი.
მინდა მალე მორჩეს ეს კოშმარი!მთელ ხმაზე მსურს დავიყვირო რაოდენ ვერ ვიტან ასეთ საზიზღარ დღეებს ჩემს ცხოვრებაში მოკლედ კატასტროფა!

ბექ თუ სქულ

15 სექ

15 სექტემბერი

ბოლო დღე ჩვენი თავისუფლებისა :დ
დღეს ბოლოჯერ მეძინა 1 საათამდე
დღეს ბოლოჯერ “არ ვიცი რა გავაკეთო”
დღეს ბოლოჯერ მაცვია მთელი დღე პიჟამო
დღეს ბოლოჯერ არ დავაყენე “ბუძელნიკი”
დღეს ბოლოჯერ მივტირი ზაფხულს
დღეს ბოლოჯერ მაღიზიანებს სკოლაზე ფიქრი(მერე სულ სკოლაზე უნდა ვიფიქრო ისედაც)
დღეს ბოლოჯერ არ ვნერვიულობ საკონტროლოებზე,ტესტებზე და გამოცდებზე
დღეს ბოლოჯერ მიხარია მზიანი დღე
დღეს ბოლოჯერ ვარ ასეთი ოპტიმისტი :დ
დღეს ბოლოჯერ შემეშინდება მე-11 კლასში გადასვლის
დღეს ბოლოჯერ არ ვსწავლობ გაკვეთილებს
დღეს ბოლოჯერ მაქვს უსაქმურობის შესაძლებლობა
დღეს ბოლოჯერ ვიხსენებ როგორ მიხაროდა არდადეგების დაწყება

* * * * * * * *

ხვალ პირველად დავჯდები მერხთან(არდადეგების შემდეგ)
ხვალ პირველად გამიჭირდება წერა(ეგეც არდადეგების შემდეგ)
ხვალ პირველად გამაღიზიანებს ყველა ვინც სკოლას უკავშირდება
ხვალ პირველად ავდგები დილით 07:30ზე
ხვალ პირველად გადავხედავ აივნიდან ხალხით გამოტენილ სკოლის ეზოს
ხვალ პირველად მოვისმენ ჩვენი დამრიგებლის ტერორისტული ტონით წარმოთქმულ ლექციებს
ხვალ პირველად დამეწყება სასკოლო დეპრესია
ხვალ პირველად ამტკივდება მუცელი(ნერვიულობისგან)
ხვალ პირველად გავიაზრებ რომ წინ საატესტატო გამოცდები მელის
ხვალ პირველად დამწყდება გული დღევანდელ დღეზე

* * * * * * * *

ხვალ სკოლა იწყება

https://i2.wp.com/data3.whicdn.com/images/77512824/large.jpg

This is უსაქმურობაა

8 სექ

gifpal-20130908181854

gifpal-20130908182823

gifpal-20130908183032

gifpal-20130908182623

gifpal-20130908182453

Possibility

4 სექ

სახლში რო ვეღარ ჩერდები ის მომენტი.
სული რო გეხუთება და ვერაფერი გშველის.
საშინელი ამინდი როა და ესეც უმნიშვნელო ხდება, ისე გინდა გარეთ გახვიდე და ამოისუნთქო.მტკივნეული ფიქრებისგან გათავისუფლდე.
გარეთ რო წვიმს და ძალიან მაგრად სველდები ის მომენტი.მაინც რო არ ჩერდები და მიდიხარ.
თმა რო გისველდება,სახე,ტანსაცმელი,კედები.
მანქანა რო გაივლის და წყალს შემოგასხავს.მერე გონებაში რო აგინებ
რო..რო…რო.. რო გეტირება და ვერ ტირი.
შიგნით რო იკლავ ყველაფერს.
სახლში რო ბრუნდები აკანკალებული და გაფითრებული.
ტანსაცმლის გამოცვლის თაავიც რო არ გაქ.
საწოლზე რო ეხეთქები და ჭერს უაზროდ უყურებ ის მომენტი.
ფიქრისგან თავი რო გისკდება და მაინც ვერ იკავებ თავს.
პირველი ცრემლი რო ჩამოგიგორდება ის მომენტი
მეორე… მესამე… მეოთხე… მეხუთე….

https://i1.wp.com/data1.whicdn.com/images/75925355/large.jpg