Archive | ოქტომბერი, 2013

მგონი ივლისი იყო.

24 ოქტ

მგონი ივლისი იყო…ბურუსი..ნისლი….ტყაპატყუპი გაუდიოდა ჩემს ნაბიჯებს…

ისე მარტოდ ვგრძნობდი თავს რომ აღარაფერი მაჩერებდა გავქცეულიყავი შორს მინდორში სადაც გვირილები ნახევრად გაშლილი იყო…

ხო ხოო…ზუსტად ასე) ზუსტად ასე მახსოვს ის დღე.ტელეფონი გათიშული მქონდა…საღამოსკენ გადავწყვიტე ის ჩამერთო ვგრძნობდი რომ ეს უდიდესი შეცდომა იყო ჩემს ცხოვრებაში ) უდიდესი?! ჰაჰა ცოტას ვაზვიადებ. უდიდესი ნამდვილად არ იყო მაგრამ შეცდომა იყო! წერილები რომლებიც ერთი მეორეზე უარეს შინაარს შეიცავდნენ…სრულიად გადამავიწყდა ის სიმშვიდე რასაც ვგრძნობდი იმ დილით.

არ ვიცოდი რა მეპასუხა მათზე…როგორ დამეცვა თავი…როგორ ამეხსნა ის რისი ახსნაც აღარ შემეძლო…ზუსტად ასეთი ფიქრებით თავში ვიჯექი ყვითელ პლედში გახვეული ,ზუსტად ასეთ სიტუაციაში ჩამომიცურდა ლოყაზე ჯერ ერთი ცრემლი,მერე მეორე,მერე მესამე მერე კი თავს ვეღარ ვიკავებდი…ოთხად დავიკეცე და თავს უსუსტეს ადამიანად ვგრძნობდი.

ვერც იმას დავიჯერებდი რომ დღეს ასე მშვიდად დავწერდი და ავხწერდი ივლისის ამ დღეს…მახსოვს ცალი ხელი როგორ მიკანკალებდა და როგორ ამიკანკალდა მთელი სხეული როცა საღამოს კიდევ ერთი წერილის მოსვლის ხმა გავიგონე…მისი წაკითხვის სურვილი არ მქონდა მაგრამ მაინც გავბედე და გავხსენი ის…

“როგორ ხარ?”–ეს იყო პირველი წერილი რომლის მოსვლა ასე გამიხარდა მთელი ცხოვრების მანძილზე… ის არ იყო არც შეყვარებულის მოწერილი არც “დაქალის” არც  ძმაკაცის . ეს წერილი გამომიგზავნა ადამიანმა რომელმაც თითქოს ჩემი ტკივილი იგრძნო…

ადამიანი რომელიც მიუხედავად ყველაფრისა მაინც ჩემთვის ერთ–ერთი უძვირფასესი იქნება (იტოკში გამგები გაიგებს)

დააა ამით ყველაფერი ნათქვამი იქნება!

1396029_595060947196165_642931083_n

ILLUSTRATIONS by me)

21 ოქტ

1374846_596884710353042_262622887_n
1396684_596066017101578_574101294_n

ჩემებურად გავუბერავ…:))

20 ოქტ

Processed with VSCOcam with f2 preset
დიდიხანია არაფერი დამიპოსტავს…ჩემებური სისულეები…დღის ბოდვები და უაზრობები რასაც ჩემს თავზე გიყვებით ხოლმე…

ეს სულაც არაა იმის ბრალი აქაურობა რომ მომბეზრდა და ვაპირებ ჩემი კი არადა ჩვენი საყვარელი ბლოგის გაუქმებას…

უბრალოდ დასაწერი მართლაც არაფერი არაა….გამოცდები რასაც ჰქვია ცხვირზე მადევს მე კიდე ჯერ გონზე ვერ მოვსულვარ.ჯერ კიდევ ზაფხულის ახლოს ყოფნას ვგრძნობ და მასთაან განშორება არ მსურს…მეორე მხრივ პირიქით მირჩევნია ხვალე იყოს მაისი დავწერო ის ოხერი ტესტებიიი და მორჩება…!მორჩება ის რაზეც ფიქრი გულს მიჩხვლეტს და თავს მატკიებს… ფიქრები იმაზე რომ ტაქსისტი გამოვალ საერთოდ ცუდად მხდის…–__– ასევე თუ ოდესმე რომელიმე მთავრობის წევრი ჩემს პოსტს წაიკითხავს (რაც მე პირადად სისულელე მგონია ვის რა ჯანდაბად აინტერესებს მე რას ვფიქრობ) მინდა გითხრათ რომ ეს მე 12 კლასის გამოცდები უსამართლოდ შედგენილი იყო აქედან გამომდინარე მე–11 კლასის ანუ ჩემი გამოცდა იქნება კატასტროფაა!! ხოდა სანამ გვიანიი არაა იქნებ მიხედოთ მათ “ბლინ”!

მინდა შევეხო ასევე მოდას და იმიჯს… ამ ბოლო დროს შევნიშნე რომ უამრავი გოგონა თმას იზრდის და მათგან ძალიან ბევრს არც უხდება გრძელი თმები… ნუ გაეკიდებით მორიგ მოდის ტენდენციას იყავით ისეთები როგორებიც ხართ, შეიქმენით საკუთარი სტილი და ნუ ბაძავთ სხვებს :*

1394456_583323011703907_968667185_n (1)

“მორიგი გატაცება”

13 ოქტ

“მორიგი გატაცება” –ყვიროდა ყველა

“მორიგი გატაცება” –ამბობდა დედა

“მორიგი გატაცება” ცხოვრობდა გულში

“მორიგი გატაცება” არის ჩემს სულში

“მორიგმა გატაცებამ” აყვირა ფიქრები

“მორიგო გატაცებავ” საით მე მივქრები?

“მორიგი გატაცება” მიდის მე ვრჩები
“მორიგო გატაცებავ” უშენოდ ვკვდები

“მორიგი გატაცება ?!” გავიდა წლები

“მორიგი გატაცების” არ ისმის ხმები…

large (1)