Archive | სექტემბერი, 2012

ეს გრძნობა არაა, ეს სიყვარულია!

30 სექ

–შენი გული გიჟივით ცემს როდესაც მას ხედავ?!
ეს სიყვარული არაა, ეს სიმპატიაა

–შენი აზრით ის გარეგნულად ყველას სჯობს?!
ეს სიყვარული არაა,ეს მოწონებაა

–შენ ამაყობ რომ მის გვერდით ხარ?!
ეს სიყვარული არაა, ეს იღბალია

–შენ მასთან ხარ იმიტომ რომ ასეა საჭირო?!
ეს სიყვარული არაა ,ეს ერთგულებაა

–შენ მას პატიობ ყველა მის შეცდომას?!
ეს სიყვარული არაა, ეს მეგობრობაა

–შენ მასთან ხარ იმიტომ რომ სხვას ვერ უთმობ?
ეს სიყვარული არაა, ეს ეგოიზმია

–შენ ყოველ წუთს მასზე ფიქრობ?
ეს სიყვარული არაა, ეს გატაცებაა

–შენ მას პირდები რომ სამუდამოს ერთად იქნებით?
ეს სიყვარული არაა,ეს ტყუილია

–შენ ამ ყველაფერზე მეტს განიცდი ?
ეს გრძნობა არაა, ეს სიყვარულია!

Advertisements

პაულო კოელიო

27 სექ
 15 წლის იყავი,როდესაც პირველად გითხარი “მე შენ მიყვარხარ”. შენ კი გაწითლდი, თავი დახარე და გაიღიმე.

20 წლის იყავი, როდესაც გითხარი “მე შენ მიყვარხარ”. შენ ხელი ხელზე მომკიდე და მაგრად მოუჭირე, გეშინოდა, რომ სადმე არ გავმქრალიყავი.

25 წლის იყავი, როდესაც გითხარი: “მე შენ მიყვარხარ”. შენ საუზმეს მიმზადებდი, მომიტრიალდი, შუბლზე მაკოცე და მითხარი: უმჯობესია იჩქარო, სამსახურში არ დაგაგვიანდეს…

30 წლის იყავი, როდესაც გითხარი “მე შენ მიყვარხარ”. შენ კი მითხარი: თუ მართლა გიყვარვარ, გთხოვ უფრო ადრე დაბრუნდე სახლში სამსახურის შემდეგ.40 წლის იყავი, როდესაც გითხარი “მე შენ მიყვარხარ”.შენ სადილს ამზადებდი და მითხარი: კარგი ძვირფასო,მაგრამ გთხოვ ბავშვებს გაკვეთილები გამოჰკითხო.

50 წლის იყავი,როდესაც გითხარი “მე შენ მიყვარხარ”.შენ ამ დროს ქსოვდი და გაგეცინა ჩემს სიტყვებზე.

60 წლის იყავი, როდესაც გითხარი “მე შენ მიყვარხარ”. შენ გამიღიმე…

70 წლის იყავი, როდესაც გითხარი “მე შენ მიყვარხარ”. ჩვენ დივანზე ვისხედით და ჩემს სასიყვარულო წერილს ვკითხულობდით, რომელიც 50 წლის წინ მოგწერე.

80 წლის იყავი, როდესაც შენ მითხარი : მე შენ მიყვარხარ! მე არაფერი მითქვამს, რადგან არ შემეძლო, შენ კი ტირილი დაიწყე. ეს შენს ცხოვრებაში ყველაზე უბედური დღე იყო, ხოლო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი, რადგან შენ მითხარი, რომ გიყვარდი…

დააფასეთ ვინც გიყვართ და ხშირად უთხარით სიტყვები: “მე შენ მიყვარხარ”. გახსოვდეთ, რომ ყოველთვის არ გექნებათ ამის შესაძლებლობა, ნუ დაკარგავთ მას…

შაბათი მინდა…!!!

26 სექ


ო როგორ დავიღალე…ჯერ სად ვარ, ეს ხომ მეორე კვირაა რაც დაიწყო სწავლა….მე კიდე ისეთი შთაბეჭდილება მაქ რომ ზაფხული არც ყოფილა…ყოველ დღე ვიღაცა მიძახებს.ძლივს ვსწავლობ ერთი საგნისთვის 78საათი მჭირდება.იმიტომ რომ წიგნის კითხვისას ფიქრებში დავფრინავ ან საერთოდ ვერ ვიგებ რა წერია ან რა უნდა ამა თუ იმ საგანს ჩემგან…გრაფიკი გადამეტვირთა :დ ხოდაა დღეს მე და ნათიამ მოვიფიქრეთ რომ შაბათს ფოტოსესია მოგვეწყო…გადაგვეღო ლამაზი საშემოდგომო ფოტოები თან გავერთობით ბევრს ვიცინებთ ” ლოლ ” სურათებზე და რავი იმედია კაი იქნება..მთავარია იმ აურ–ზაურს მოვწყდეთ რომელიც ახლა ასე ძალზედ მაწვება გულზე :დ (გაზვიადებულლლლლ…) ფოტოებს არ ვიცი რა სტილში გადავიღებთ მოვინტაჟო თუ თანამედროვე მარა ეგ სულაც არაა მთავარი..მთავარი ისაა რომ ერთად ვიქნებით)

this is love!

23 სექ

-მიყვარს შემოდგომა!

-მე კიდევ შენ მიყვარხარ…

-ვერ ვხვდები რატომ,უბრალოდ ვერ გამიგია,ჩვენ ხომ ჩვეულებრივი შეყვარებულები ვეღარასდროს ვიქნებით,ადრე ვიყავით,მაგრამ ეს მხოლოდ წარსულია.

-ზუსტად ეგ წარსული ასაზრდოებს იმ გრძნობას,რაც შენს მიმართ მაქვს და ყოველთვის მექნება.უშენოდ უბრალოდ არ შემიძლია,გესმის?არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდა,მთავარია ახლა ჩემთან ხარ და მეც სულ შენთან ვიქნები!

-სულ?:)

-სანამ შენ გეყვარები,თორემ მე სულ მიყვარხარ.

-მაინც არ მჯერა.

-წარმოუდგენელი ვიღაც ხარ.

-არა,ეს შენ ხარ წარმოუდგენელი,ვერ ვხვდები ჩემთან რა გაკავებს,არ მითხრა რომ მხოლოდ სინანულის გამო აკეთებ ამას.

-მე დავიღალე…შენ არ დაიღალე ერთი და იგივეს მოსმენით?მე შენ მიყვარხარ და მორჩა!

-მეც! და ეს მაშინებს… კარგი,მცივა,წავიდეთ გთხოვ

-კარგი,წავიდეთ…

ბიჭი წამოდგა,ინვალიდის ეტლის სახელურებს ხელი მოკიდა  და ოქროსფერი ფოთლებით დაფარულ გზას გაუყვა.

https://i0.wp.com/data.whicdn.com/images/18598634/tumblr_lskln5U8io1qcf9ito1_400_large.jpg

დედი…

21 სექ

დედი,დედიკო,მისმინე დე!
არ დაგიჯერე იმ ღამით მე.
არ ვიცი მაშინ რისი თქმა მსურდა
გულში გრძნობები ისე მიხურდა.
ხმა ამოიღე!მითხარი რამე!
თითქოს მაშინაც ტიროდა ღამე,
“მას გაექეცი”–მიყვირე მასე
რომ ვიტანჯები მეტყობა ხმაზე
მეც გავიქეცი,არამედ მისგან
არამედ მასთან ნანატრი ხმისკენ!
ვტირივარ,ვყვირი,ნუ თიშავ დედი!
და ბედნიერების გაფრინდა გედი.
შავ ზოლზე ვივლი,ცრემლს გადავყლაპავ.
და ამ ამბავს ლოდს გადავაბამ…
ჩავაგდებ წყალში,ჩავძირავ მშვიდად
და დავიტოვებ ცივ ღიმილს ნიღბად!

-__-

18 სექ

სირცხვილია უბრალოდ რო არ დავწერო:)

და რა იქნება პოსტის მთავარი თემა?რა თქმა უნდა სკოლა,სკოლა სკოლა, ბლა ბლა ბლა:დ

16-ში სრულიად შეგუებული ვიყავი იმ აზრს,რომ ჩვეულებრივ რეჟიმში უნდა ჩავმდგარიყავი,იმ რეჟიმში,რომელშიც ჩემი ცხოვრების 80%-ს ვატარებ:|  დიახ,შეგუებული ვიყავი,რომ სკოლა იწყებოდა,ამ სიტყვის გაგონებაზე უსიამოვნო გრძნობა მეუფლებბოდა,მაგრამ anyway… აი საღამოს კი მთელი ჩემი კლდევამოსილება სადღაც გაქრა:დ  და პანიკის ზღვარზე აღმოვჩნდი.სტატუსები,მგლოვიარე სტატუსები ყველგან,პოსტები ფბ-ზე,მესიჯები,რომლებიც კიდევ უფრო ანადგურებდა ჩემს ნერვულ სისტემას:|  მაღვიძარა 7 საათზე დავაყენე და დავწექი,დავწექი და ვერც კი  შევამჩნიე როგორ ჩამეძინა.მაღვიძარას რეკვას გადაჩვეულს,მეგონა რომ ეს ხმები სიზმარში მესომდა და თვალებს არ ვახელდი,მერე ეს ხმები ძალიან რეალური გახდა და უცებ გამახსენდა “სკოლიიაა”:დ:|

ავდექი და ვერ ვამჩნევდი ვერაფერს ჩემს ირგვლივ,უბრალოდ დავდიოდი რობოტივით აქეთ-იქით.9-ის ნახევარზე შევხვდი სასტავს და წავედით…..:დ სკოლის ეზო გადატენილი იყო,ჩვენი კლასელებიც ჩვეულ ადგილას იდგნენ,დიდხანს არ გვიბოდიალია.მერე წავიდა  “გულიიაოოობა”.ჩართეს სიმღერები “თუ თუ თუ”:|  მერე დირექტორმა ილაპარაკა,რა,ვერ გავიგეთ იმიტომ რომ არაფერი ისმოდა გარდა ყაყანისა.მერე მეოთხე სართულიდა ბუშტები გადმოყარეს და ესე…

კლასში უკვე ძალიან ცოტა ვართ 25,ნუ 38 ბავშვის შემდეგ ეს მართლა ცოტაა.აუუ ვერ ვაანალიზებ,უბრალოდ არ შემიძლია და მორჩა.დღეს უკვე შუშანიკის წამება გვაქვს სასწავლი 3 თავი და მოკლედ…. აი ხეით სქულლ:დ  აი ვანთ სლიიიიფ:დ  ხეეელლფფ სამბადი:დ

მე მეგონა მარტო მე ვიქნებოდი ესეთ დღეში,მაგრამ არა,ბევრ ბლოგზე წავიკითხე მგლოვიარე პოსტები.ვიზიარებ ხალხო და მალე ჩავმდგარიყავით ძველ რეჟიმში,რომლის ატანა აღარ მაქვს !!

kiss u:*:*

 

პ.ს. ეს სიმღერა “ვაფშე” რა შუაში იყო:დ

https://i2.wp.com/data.whicdn.com/images/37696380/264372_283364718446162_1824604919_n_large.jpg

Before I dieee

16 სექ