Archive | ივნისი, 2013

11 ივნისი….ლეგენდარული დღე

11 ივნ

https://ourvintageworld.files.wordpress.com/2013/06/gifpal-20130603160129.gif


წინა წლის 11 ივნისი….ოოოო ეს იყო დღე რომელიც დაიწყო საღამოს 7 საათიდან…:დ იმიტომ რომ ჩემს ძმას ბანკეტი ჰქონდა…მე კი სახლში ვაჯაზებდი ჩემს მეგობრებთან და მამიდაშვილებთან ერთად…არ მინდა მთელი აურზაურის მოყოლა ამიტომ შევჯერდები მხოლოდ ნაწყვეტებზე კერძოდ კი:ლოდინი…ჩემი შავი კაბა თეთრი ზედა…უაზრო მაკიაჟი…გაშლილი თმა…მეგობრების მოსვლა…შთაბეჭდილებები კაბებზე…ტანცი მანცი…ყავა ნაყინით…ცალკე ნაყინი…ბოდვა…ტანცი მანცი…წვენი სახურავის გემოთი (სახურავი ჩაგვივარდა და)…მთელ ხმაზე ყროყინი…ღამე აივანზე წოლა…მერე ვიდეოების გადაღება…მერე ძილი იმ იმედით რომ გავიღვიძებთ და გავაგრძელებთ ქეიფს…და დილა.

ხოოო ^_^

5361_392109387573648_1546160917_n

გუშინ წინ ჩემთან ჩემი მეგობარი იყო მოსული…ჩვენ ვხეთქეთ ძალიან მაგარი ბლის ნამცხვარი ჩემი დირიჟორობით შექმნილი :დ ვილაქლაქეთ და დევიშალეთ…გუშინაც იგივე პერსონა დილის “ხაშზე” მესტუმრა რაც მე ვლანძღე…:დ წესით უნდა რაღაც გვეჩალიჩა ალკოჰოლურ სასმელებთან,მაგრამ არც ამინდი იყო შესაფერისი და არც განწყობა.ჩვენ მოგვიარა და ჩავიკრასკეთ.გადავიღეთ სურათები უაზრობებზე ვიცინეთ დაააააა წვიმაში ჩავცუნცულდით დაბლა…გარეთ დავრბოდით და რაღათქმა უნდა გავცივდით…ავიზილეთ მთელი ჩემი უბნის ტალახი…სადაც კი გუბე იყო ყველგან გავიარეთ…:დ მერე მახათისკენ ავისეირნეთ დააააა ტალახშიიიი სულ ამოვისვარეთ სამაგიეროდ მაგრად გავერთეთ და ბევრი ვიცინეთ…:დ ასე თუ ისე რაღაც განსხვავებული დღე იყო…:დ

დღეს ნაყინის ხეთქვის მერე მე ტრადიცია არ დავარღვიეეე და…წვიმაში ვირბინე 😐 ოღონდ სხვა გარემოცვაში… :დ მოკლედ რაღაცნაირი საყვარელი დღეები მიბრუებს თავს…იმედია მასე გაგრძელდება…^^

S☼u☼m☼m☼e☼r☼

8 ივნ

აი მილიონჯერ გავხსენი პოსტის ფანჯარა,წერაც დავიწყე,მაგრამ მერე ისევ გამოვრთე.მილიონჯერ!

საკმაოდ დიდი ხანია არაფერი დამიპოსტავს(ნუ პირადად მე) დარწმუნებული ვარ ბევრი თქვენგანი ჩემსავით აჟიტირებულია და რატომმმ? სკოლა დამთავრდა! (ფაქტიურად) ბოლო ერთი კვირა არავინ იკლავს თავს სწავლით თან რაღაც “მოლოდინის კვირეული” დააწესეს ჩვენთან

ორშაბათი:ყველა იხატავს რამეს სახეზე ან ხელებზე ან სადმე გამოსაჩენ ადგილას:დ

სამშაბათი:დრესკოდი-ყველა მიდის შავ-თეთრი ტანსაცმლით,ვინც ასე არ მივა-სკოლაში არ შეუშვებენ)))

ოთხშაბათი:ყველას მიაქვს ერთი წიგნი და “სწირავს” სკოლის ბიბლიოთეკას

ხუთშაბათი:წყვილების დღე(მეზარება ბოდიალი,მიხვდებით დაახლოებით)

პარასკევი:25 წუთიანი გაკვეთილები,20 წუთიანი შესვენებები,შესვენებებზე მუსიკები და “ტანცი-მანცები”

ვგუგუნებთ ერთი სიტყვით.მე პირადად “არებზე” პრობლემა არ მაქვს და შემიძლია აღარც ვიარო,მაგრამ სამშაბათის ბიოლოგიის ღია გაკვეთილი მიშლის ხელს.აუუ რა ღია გაკვეთილობანა მომინდომეს ამ ბოლო კვირაში.ხოო ამიტომ სამშაბათს მომიწევს წასვლა და პარასკევს ზრდილობის გულისთვის წავალ.დანარჩენი დღეების “გასართობი პროგრამის” ნერვები არმაქვს)))

საშინლად მიხარიაა ზაფხული,აი ვერც ავღწერ!! ვიძინებ რამდენსაც მინდა,გავაკეთებ რასაც მინდა/როცა მინდა,ჰო კიდე ქიმიის წიგნს დავწვავ :დდ სკოლის ჩანთას ისეთ ადგილას შევტენი,სექტემბრამდე რომ აღარსად მოვკრა თვალი,წიგნებს წავიკითხავ ბევრს,დავხატავ,ამ ცისფერ მანიკურს გავიშორებ,რომელიც უკვე ნერვებს მიშლის,ცოტა განსხვავებული გავხდები,უფრო გავმხიარულდები,დავივიწყებ მასწავლებლების სახეებს და სკოლის დებილურ პონტებს,ჰო და კიდევ დარწმუნებული ვარ და რატომრაც მგონია,რომ ეს ზაფხული ყველასგან გამორჩეული იქნება,არვიცი რატომ))

https://i2.wp.com/data.whicdn.com/images/63823932/large.gif

აუუ დღეს რაღაც გეგმები მქონდა,მაგრამ დედაჩემმა ისევ რაღაც მოიმიზეზა და გადაიდო,ეგ არაფერი))) ამ ბოლო დროს ვეღარაფერი მიფუჭებს ხასიათს და ეს ძალიან მომწონს.კიდევ მივეძალე “რეპს” თუ რაღაც მაგდაგვარ მიმდინარეობას,ჩემი ძმა რასაც უსმენს მაგას… აი ეს კი მაშინებს:დდდ

https://i2.wp.com/data.whicdn.com/images/63854737/large.gif

ჰოომ.სხვა რა გითხრათ.უი ზედებზე ხატვა დავამუღამე და ბიზნესს ვიწყებ:დდ განა მართლა:დდ ბიზნესის თავი და დროს სად მაქვს( აუf აუf :დდ) მართლა ადვილი და იაფი გამოდის,თან საკუთარი გემოვნებით ახატავ რასაც გინდა და მაღაზიებში შენს წარმოსახვაში არსებული ტანსაცმლის ძებნაც აღარ გიწევს

https://i0.wp.com/data.whicdn.com/images/63907750/large.gif

მოკლეედ ასეთი ამბები ხდება(არა კიდევ ხდება რაღაცეები,მაგრამ აქ დაწერის არც სურვილი მაქვს და არც განწყობა:დდ)
წავედი ეხლა მე და ცივ ყავას გავიკეთებ ლიქიორიანს,დედაჩემმა რო გაიგოს,ბოთლს მირტყავს თავში(ბოლო დროს ბევრს ვსვავ :დდ),მაგრამ არაუშავს ეგეც კი ვერ გამიფუჭებს ხასიათს

With Love
Nati…

^^

1 ივნ

მივდივარ გზაზე ვუახლოვდები იმ ადგილს სადაც დამხვდება ის არადა ეს შეხვედა 2 კვირით ადრე იყო დათქმული მის მერე კი არაფერი სულ არაფერი….ვუახლოვდები რა?! სულ რაღაც 25 მოსახვევი გვაშორებს ერთმანეთს დათვლილი მაქვს…ნაბიჯებიც,წუთებიც,წამებიც.ქარი ქრის.თმის გასწორებას ვცდილობ.და თან ვფიქრობ რამე ხომ არ დამავიწყდა…?!ვამუღამებ მიმიკებს…ვუყურებ საათს ჯერ ადრეა კი არადა უკვე დროა!მაგრამ ჯობს ცოტა დავაგვიანო ვფიქრობ მე და ნაბიჯებს ვანელებ.ხელში ტელეფონს ვაწვალებ მერე ნელა ჯიბეში ვაცურებ სულ ცოტაც…და აჰ! ჰორიზონტის ხაზზე გამოჩნდა გაჩერება სადაც უნდა იდგეს ის.მაგრამ არსადაა…სიმწრის ღიმილი გადამეკრო სადღეო პესიმიზმით გაბადრულ სახეზე და მუშტებს ძლიერად შევკრავ იმის გამო, რომ ვხვდები ეს სიმწარე ამაოა…თავში მხოლოდ ფიქრები:”სად არის?რატო არ მოვიდა? რატო არ მომწერა? რატო იგვიანებს? იქნებ სადმე მანდაა…ჯერ კიდევ ადრეა პანიკებში ჩავარდნა ჯერ ხომ არ მივედი…მოვა სად წავა.” ხელის გულები მიოფლიანდება.უაზრო ფიქრები თავს არ მანებებენ…ვხვდები როგორ მეცვლება სახეზე მიმიკები ხან ვიღიმი,ხან წარბებს ვკრავ.მუხლები მეკეცება ისევ და ისევ.ის ხომ სულ ყოველთვის ჩემზე ადრე მოდიოდა რა დაემართა დღეს?!მზერა ასვალტს ეფინება აღარ ვუყურებ გაჩერებას…ნაბიჯებს ვითვლი 10 9 8 7 6 5 4 3 2 1…ვჩერდები სახეს ზემოთ ვწევ და ხის ძირში მის მომღიმარ სახეს ვამჩნევ…”ნუთუ აქაა არ მიმატოვა,არ დამტოვა…”ვცდილობ თავი შევიკავო უაზრო ემოციებისგან…არ მინდა იმის ახსნა რატო გამიხარდა ასე ძაან მისი ნახვა…მიახლოვდება ხელში ჩემს თმას ათამაშებს…მკოცნის…მე თავს მკერდზე ვადებ ვგრძნობ მის სუნთქვას და გულის ცემას.ვმშვიდდები.ის აქაა!

294115_473002866111423_2070619550_n