არქივი | აპრილი, 2012

იმ დროს. იმ წამში . იმ მომენტებში!

24 აპრილი

იმ დროს!იმ წამში!იმ მომენტებში!
მე დამრჩა სხეული იმ მორევებში.
ჩემი მეც სადღაც კუთხეში დამრჩა!
შენ არ იკითხე გულში რა ჩამრჩა.
ლოყაზე ცრემლი გზას მიაპობდა
უშენოდ ამას ვინ მიამბობდა?!
წერილი რამეს მეტყოდა მეე?!
შენ რა მთლიანად შეიშალე?
რატომ დამტოვე! ახვედი ცაში
ვერ დავალაგე ფიქრები თავში…
მინდოდა შენთან, შენს გვერდით ყოფნა
მაგრამ ჩვენს გზას უფალი ჰყოფდა.
ალბათ მე დავიმსახურე ეს…
ვგრძნობდი უეცრად ვკარგავდი “მე”–ს…
ფეხ ქვეშ მიწაა ზემოთ შავი ცა
ალბათ არ მესმის შენი ბოხი ხმა!
ალბათ გავიდა დრო და არ კმარა…
დრომაც წუთები უკვე იხმარა!
ცრემლებს ვერ ვყლაპავ ყელი გამიშრა.
და თითქოს გულიც სუსტად გამიშპა
გზას ვერ მივყვები,თითქოს ვვარდები
საფლავს “ამშვენებს” თეთრი ვარდები!

new draws

21 აპრილი

 

 

როგორც ყოველთვის უსათაურო(nat)

20 აპრილი

რატო მერევა მუდმივად სევდა?

მზე თავის სხივებს სახეზე მფენდა.

ნაზი ნიავი ჰაერს ათბობდა

და მდუმარება ჩემში გალობდა.

თუ მიმატოვე,რას მტანჯავ ერთი?

“შენთვის ვინ ვარო”?

ვინ ხარ და ღმერთი!

ყველაზე ერთგული,ყველაზე სანდო

მე მარტოობა არ მტოვებს მარტო.

თვალებს ცრემლები არ მოშორდება,

არც ფერმკრთალდება ეს მოგონება.

იცი რა არის ჩვენი სხვაობა, რამაც გამიჯნა ჩვენი რაობა?

მე ჯერ გიგლოვებ,ვიფიქრებ შენზე,

დამტანჯავს ტკივილი მხურვალე მზეზე

მინდა იმდენად ძლიერი ვიყო,

რომ სამუდამოდ გადაგივიწყო.

შენ თავს იტყუებ

თვითონაც ხვდები

და როცა მხედავ,თოვლივით დნები

მე ძლიერი ვარ! მე დაგივიწყებ!

მე შენს გულში ვარ და შენც იქ იწყებ.

https://i0.wp.com/data.whicdn.com/images/27051229/tumblr_m2nv8ej3D81rtogt9o1_500_large.gif

იოცნებე სანამ არ ასრულდება!

17 აპრილი


ბედნიერე არსებობს…მე ვიცი…მე ვიცნობ…ვიცი მისი სახელი…ტელეფონი და მისი თვალების ფერი!

სილამაზე არ წყვეტს ვინ უნდა შეიყვარო…სიყვარული წყვეტს ვისში უნდა დაინახო სილამაზე!

მე შენი სუნთქვა დავიზეპირე!

მე ვერ ვიტან იმ ადამიანებს ვისაც იგივე ნაკლი აქვს რაც მე!

–აღარ გიყვარს?
–შენც შეამჩნიე რომ უკვე 7 წუთია არ ვახსენებ?!

ყველაზე დიდი შეცდომაა გააკეთო შედევრი და უარი თქვა მის ავტორობაზე!

ჩემი ღიმილის უნაკლო ავტორი ხარ!

როცა გიყვარს ყველაფერი უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს (პაოლო კოელიო)

Trala la la laiii

17 აპრილი

ამ სიმღერაში ჯასთინ ბიბერი რომაა ჩაკვეხებული,არ ვიმჩნევთ:|

გამარჯობათ ჩემო ტკბილო და მურაბა ხახლო(ღმერთო ჩემო,რა ბანალური ვარ:დ) როგორც ამჩნევთ,შუალედები ერთი პსოტიდან მეორემდე საგრძნობლად გაიზაარდა,რატომ? ამის მიზეზს ნამდვილოად ვერ გეტყვით.ლაიზამ მგონი სულ აიცრუა გული და მეც ხანდხან თუ წამომივლის ხოლმე პოსტის წერის სურვილი.
ალბათ არაფერს დავწერდი რომ არა გუშინდელი დღე! მოკლედ დიდი ხანია გვინდოდა პიცერიაში წასვლა,თან აი უზომოდ.მერე რაღაც მიზეზებისდა გამო გადავდეთ.
და აი ლილემ შემოგვთავაზა ერთად გამოგვეცხო.გუშინ პირველ საათე მე ,ლაიზა,ნინო და რუსო შევიკრიბეთ,ვიყიდეთ პროდუქტები და ავბობღდით ლილესთან მეორე “ა” მიკროში. აღმოჩნდა რომ ლილემ არ იცოდა პიცის ცომი როგორი უნდა ყოფილიყო,რაღა თქმა უნდა,არც ჩვენ.ინტერნეტში ვიპოვეთ რეცეპტი,მაგრამ მთლად ყველაფერი არ გაგვითვალისწინებია:დ ბევრი ვიჯახირეთ თუ ცოტა ცომის მოზელა ლილეს შევატენეთ.ლილემ რამის ნერვოზი და მკლავის ამოვარდნა აიკიდა:დ ბოლოს რაღაც გამოგვივიდა და გავგზავნეთ გამოსაცხობად.უი ჩვენ რის ლილე,ლაიზა,ნინო,რუსო და მე ვიქნებოდით,დესერტი რომ არ გაგვეკეთებინა:დ თან საკმაოდ გემრიელი გამოვიდა.

ხოო,თავიდან ლილემ მოგვატყუა,პიცა დაიწვაო და კინაღამ გული შეგვიღონდა.ჩვენმა კულინარიულმა შესაძლებლობებმა მოლოდინს გადააჭარბა.პიცა გამოვიდა რაღაც საოცრება:დ ოღონდ მართლა:)))

ერთი სიტყვით გამოვძეხით და აივანზე გავედით,მერე ვიღაც ჭკვიანმა დაწოლა მოიფიქრა და ყველა აჰყვა.ბოლოს იმდენი მოვახერხეთ რომ კონსერვის ქილაში წიხლით შეტენილი თევზებივით ჩავმწკრივდით აივანზე,ვუსმენდით სიმღერებს,ვიცინოდით ხმამაღლა,თან უაზროდ,ვმღეროდით და ა.შ. აი ასე მშვენიალურად გავატარეთ გუშინდელი დღე<3<3<3

უი მართლა,ბოდიში,აღდგომას გილოცავთ,ქრისტე აღსდგა!

!!!!!!!

12 აპრილი

როგორ გავბედე ახალი პოსტის დადება? უკვე აბლაბუდები მოედო ჩვენს ბლოგს,”უბორკა”უნდა გავაკეთოთ.არც კი ვიცი რატო არ ვწერ და ვწერთ.ალბათ მეზარება, თემა არ მაქვს,ხალისი დავკარგე …რაღაც ეგეთი მოკლედ

ეხლა დავიწყებ ჩემზე:დილიდან ვარ აი რაღაც საოცრად….უაზროდ!თითქოს საერთოდ აქ არ ვარ და დავფრინავ შორს,”დაჟე” ღრუბლებშიც არა.

ყველაფერი მომბეზრდააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა!!!!!!!!! ალბათ ამინდის ბრალია:დ   უაზრობებზე მეშლება ნერვები და უაზრობებზე მეფიქრებაა:(  დღეს ეზოშიც…აუ აღარ მინდა ერთი და იგივეს ბოდვა.იმედია ეს რაღაც,რაც მჭირს ერთდღიანი სენია და გამივლის ხვალიდან.

მიყვარხართ ყველა!

https://i0.wp.com/data.whicdn.com/images/19758277/tumblr_lrrhs7ZBlx1r1vsduo1_500_large.jpg

არ მიმიღეს….

10 აპრილი
 მაკრატლით ხელში ვიწეწდი თმას
 არავის ვუსმენდი! არავის ხმას,
 ღამე ვრეკავდი.ვიარე ქუჩა.
 ხელში მიჭირავს მე თმების მუჭა.
 ქუჩა, ქუჩა ვიარე ღამე…
 განა მოხდება ახალი რამე?!
 სევდა მომაწვა.ამტკივდა თავი.
 ისევ მომადგა ფიქრები ავი!
 ვცდილობ ვიარო მე ფეხშიშველა
 მაგრამ მჭირდება ვიღაცის შველა..
 მთვრალი ნაბიჯით წინ მე გავივლი
 და კიბეებზე ნელა ავივლი
 წავბორძიკდები ძირს ჩამოვჯდები
 აქ უკვე მესამედ უიღბლოდ ვჯდები
 ვიცი ამ ქვეყნის ყველა თეთრი გზა
 სადაც იზრდება მზოლოდ ბევრი ბზა
 სდააც მე შენთან ერთად არ მიმიღეს
 და უშენობით ველზე მიმბრიდეს................

my SpReeng “looks”

2 აპრილი

 

 

 

 

სამოთხეში…!

1 აპრილი


მე დავასვენე შენზე წერტილი!

გარეთ წვიმაა ცას მოწყვეტილი…
მინდა მოვიდეს მალე აპრილი
და გადათელოს გრძნობა გათხრილი
განა მოხდება რამე ორ დღეში
მე არ მოვხვდები შენს “სამოთხეში”
შემოეხვევა წუთები წამს!
შენი გიმილი გონებას ჭამს
ჩვენს ირგვლივ ჰავა თითქოს არ არი
მე კი შენს მიმართ ვიყავ ალალი…
სიზმრად კი ვიძახდი შენს მსუბუქ სახელს
ახლა კი ჩემს თვალებს სხვა უკვე ახელს!


…….

1 აპრილი