4POEMS

23 Sep

რა მშრალი
და რა თბილია
განშორება ჩემი…
მოლოდინში გაილია
თვალდახრილი
ცრემლი…
იქნებ თვალში აირია
უთვალავი
თვლები…
იქნებ შენთვის
დაილია
სათნოება მთელი…
რა კარგი და რა
მშვიდია
მარტოობა ჩემი.

ამ წაბლისფერ
ხეებს
უყვართ შენი გემო…
დაგივიწყე,თითქმის,
მეგობარო ჩემო…
ულეველი სევდა
მაინც დაილია…
ეს გზა
თითქოს,
უკვე
ერთხელ
გავლილია…

უწმინდეს გზაზე
სულის.
სულ უფრო
ცოტა რჩება…
მით მეტად მიძგერს გული…
მით მეტად მავსებს ვნება…
თვალამღვრეული დილა
თავისთვის ამბავს ჰყვება…
უკანასკნელი წამით
მარადისობა ჩნდება

 

ეს გზა ჩუმი,
ეს გზა შენი,
ფრთხილი სუნთქვით
აგივსია…
რაღაც მსგავსი,
ფერ–ნაკრთემი,
ერთხელ უკვე
განგიცდია…
გაერიდე
გვირილთ–სურნელს,
თავბრუმხვევი
მაისია…
განშორება
ძალმიხდილი
უფრო მეტის საწყისია…
იქნებ,
თითქოს
ისევ იქნებ…
გულში ჩუმი ხალისია.
ეს გზა , შენი
სუნთქვით სავსე
სასმისივით
გაგივსია …

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: