ბექ თუ სქულ

15 Sep

15 სექტემბერი

ბოლო დღე ჩვენი თავისუფლებისა :დ
დღეს ბოლოჯერ მეძინა 1 საათამდე
დღეს ბოლოჯერ “არ ვიცი რა გავაკეთო”
დღეს ბოლოჯერ მაცვია მთელი დღე პიჟამო
დღეს ბოლოჯერ არ დავაყენე “ბუძელნიკი”
დღეს ბოლოჯერ მივტირი ზაფხულს
დღეს ბოლოჯერ მაღიზიანებს სკოლაზე ფიქრი(მერე სულ სკოლაზე უნდა ვიფიქრო ისედაც)
დღეს ბოლოჯერ არ ვნერვიულობ საკონტროლოებზე,ტესტებზე და გამოცდებზე
დღეს ბოლოჯერ მიხარია მზიანი დღე
დღეს ბოლოჯერ ვარ ასეთი ოპტიმისტი :დ
დღეს ბოლოჯერ შემეშინდება მე-11 კლასში გადასვლის
დღეს ბოლოჯერ არ ვსწავლობ გაკვეთილებს
დღეს ბოლოჯერ მაქვს უსაქმურობის შესაძლებლობა
დღეს ბოლოჯერ ვიხსენებ როგორ მიხაროდა არდადეგების დაწყება

* * * * * * * *

ხვალ პირველად დავჯდები მერხთან(არდადეგების შემდეგ)
ხვალ პირველად გამიჭირდება წერა(ეგეც არდადეგების შემდეგ)
ხვალ პირველად გამაღიზიანებს ყველა ვინც სკოლას უკავშირდება
ხვალ პირველად ავდგები დილით 07:30ზე
ხვალ პირველად გადავხედავ აივნიდან ხალხით გამოტენილ სკოლის ეზოს
ხვალ პირველად მოვისმენ ჩვენი დამრიგებლის ტერორისტული ტონით წარმოთქმულ ლექციებს
ხვალ პირველად დამეწყება სასკოლო დეპრესია
ხვალ პირველად ამტკივდება მუცელი(ნერვიულობისგან)
ხვალ პირველად გავიაზრებ რომ წინ საატესტატო გამოცდები მელის
ხვალ პირველად დამწყდება გული დღევანდელ დღეზე

* * * * * * * *

ხვალ სკოლა იწყება

https://i2.wp.com/data3.whicdn.com/images/77512824/large.jpg

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: