წერილი ზაფხულს.

30 Aug

ზღვის ტალღები ისევ ოქროს ქვიშას ლოკავენ…მზე თავის ნარინჯისფერ კალაპოტში ჩადის…კედები სავსე მაქ ქვიშით.თავში კი ფიქრები გასულ დღეებზე–შენზე…მახსენდება შენს ცივ ტუჩებზე დამდნარი ყინული, დიდ ლოდზე ორნი რომ ვიჯექით.შენი სიჩუმე ლამაზ მინდორში.კოცონი ტყეში.ყვირილი ტბაში.ვიცი მომენატრება ეს ყველაფერი ვიცი რომ წახვალ.ვიცი რომ დამტოვებ:როგორც ყოველთვის 31 აგვისტოს ტაქსის მანქანასთან ვიდგები შენ კვლავ ფორმაში იქნები ჩაჯდები მანქანაში წაშლი ჩემს ნომერს მეხელს დაგიქნევ და ისევ მივხვდები რომ შენ წახვედი და აღარ მოხვალ.ვეღარავინ დაგვიბრუნებს ამ დღეებს სადაც გავშავდით მზისგან და კოღო გვკბენდა მწარედ,…და მაინც სანამდე ეს ყველაფერი მოხდებოდეს სანამდე გამოჩნდება შენს თვალში წვიმა მე დავიყვირებ:ნუ წახვალ!დარჩი!!!!

ჩვენ ისევ გავიქცევით მარტონი გზაზე.ოდნავ დავთვრებით მწვანე ვაშლისგან ამოვა სექტემბრის მზე და შენც გაქრები. ჩაჯდები მანქანაში,წაშლი ჩემს ნომერს,მე ხელს დაგიქნევ მივხვდები,რომ შენ წახვედი და მაინც მოხვალ!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: