შემთხვევით მოტანილი პოსტი..))

26 Aug

ზუსტად ერთი კვირის შემდეგ კვლავ დავუბრუნდი ჩასიცხულ თბილისს.ბაზალეთიდან წამოვიღე დამწვრობები და დასამახსოვრებელი მომენტების კრებული.ზეგ ბლოგის მეორე ავტორიც ჩამოდის და უფრო ხშირად იხილავთ ახალ საინტერესო პოსტებს.
დღეს კი შემოვიფარგლები ნომინაციით რომელსაც დავარქვი “ვერაფერი ვერ მოვიფიქრე და ამიტომ დღიურში შემთხვევით ნაპოვნ ძალით ჩანახატს შემოგთავაზებთ” :დდ ცოტა გრძელი სახელი კია მაგრამ არაუშავს)) ჩემი ნაცოდვილარი უსათაუროა როგორც ყოველთვის

….”გაშლილი თმა წელამდე მწვდება,ცისფერი მსუბუქი კაბა მაცვია.სწრაფად მივდივარ,მივრბივარ,რომ მატარებელს მივუსწრო.მეტროში რატომღაც სიცარიელეა,ვაგონშიც მათ შორის.შევდივარ და პირდაპირ კარს ვეყუდები,რომელზეც ყოველთვის მკაცრი ტონით ვკითხულობ წარწერას “ნუ მიეყრდნობით”.მე მაინც ვეყრდნობი და თმას მარცხენა მხარზე ვიყრი.უცებ ვამჩნევ ჩემს წინ მჯდარ ქერა,ცისფერთვალება ბიჭს(რა ბანალურია)ბიჭი დაჟინებით მიმზერს.მე თვალი მოვარიდე.რაღაცნაირი უჟმური სახე აქვს.მაინც ვამჩნევ რომ მე მიყურებს.უცებ დგება, მიახლოვდება და ამბობს “დაბრძანდით”.არადა მატარებელი თითქმის ცარიელია,თუ მომინდებოდა ისედაც დავჯდებოდი.”არა გმადლობთ” ვპასუხობ ოდნავ ღიმილიანი,გაკვირვებული,მობეზრებული და რაღაც დოზით უხეში ტონით.”კარგი” ამბობს და ჩემს გვერდით დგება.კარი დაიკეტა და ვაგონი დაიძრა.ცოტა წავბორძიკდი.მოპირდაპირე კარის პრიალა ფანჯარაში ჩვენს ანარეკლს ვხედავ.ის მე მიყურებს,მე მას.ოდნავ მეღიმება და მარჯვნივ ვიხდები(მარცხნივ ის მიდგას) მატარებელი ამუხრუჭებს.თავს ვეღარ ვიმაგრებ და მის მხარეს ვბორძიკობ.ძლიერად წამავლო ხელი იდაყვზე.მე არაადეკვატურობას ვავლენ და დებილივით ვიცინი.მერე მადლობას ვუხდი და გაღიმებული ისევ ჩვენს ანარეკლს ვუყურებ მოპირდაპირე ფანჯარაში.ისიც იღიმის.უხდება.იმ უჟმურ სახეს სჯობს.უცებ მარჯვენა ხელს მარცხენაში მკიდებს,მჭიდროდ ხლართავს თავის თითებს ჩემსაში და ამბობს:”ასე უფრო უსაფრთხოდ ვიქნებით ორივე”.ჩემდა გასაკვირად წინააღმდეგობას არ ვუწევ და ახლა წაშლილი სახით ვდგავარ,რადგან მთელი ხუთი გაჩერება გული ამოვარდნაზე მაქვს,სუნთქვა მიჭირს,ვიგუდები,მუცელი მტკივა.მატარებლის ყოველ გაჩერებაზე მისი თითები ჩემსას,ჩემი კი მისას კიდევ უფრო ძლიერად ეკვირს.
“ბოლო გაჩერება,გთხოვთ გაათავისუფლოთ ვაგონი”.გამოვერკვიე.თურმე ხელს არ ვუშვებ.ის ღიმილით იშორებს ჩემს ხელს,თითებს იზელს და ეშმაკური ღიმილით ამბობს “ნახვამდის”.
ვაგონი დაცარიელდა.მე კი ჯიუტად მივყრდნობივარ კარს მკაცრი წარწერით “ნუ მიეყრდნობით”

1148201_351330628334158_252139813_n

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: