SweetSummer ☼

17 Aug

არ მჯერა,რომ ახლა პოსტის ფანჯარა გავხსენი და არ ვიცი რამდენი ხნის შემდეგ, ისევ რაღაცას ვწერ.
ხომ… ზაფხულის ბოლო თვეა,როგორც ყოველთვის არ ვიცი რა დღეა,მგონი შაბათი.
იმდენი რამე მოხდაა,ვერ ვხვდები საიდან დავიწყო და სად დავამთავრო.გუშინ ჩამოვედი სოფლიდან^^ აქაურობა დაცლილია,ყოველშემთხვევაში ისინი არ არიან ვინც მინდა რომ იყვნენ:)))
ზაფხული? ზახფული ნორმალურად მიდის,რაც მთავარია დამრჩა მომენტები,რომელთა გახსენებაც ღიმილს მომგვრის.მაგალითად ლაშქრობა,იქ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი “ფილმი”,რომლის 3/4 უაზრო სიცილია,ჩვენი “ბანაკიდან” წასვლა და ტყეში გაურკვეველი მიმართულებით ბოდიალი,ბევრი სიცილი ძალიან ბევრი,ღამის ორ საათამდე “ბირჟაზე” ჯდომა,აქაც სიცილი,თამაშები და ერთ გუნდში მოხვედრისს უაზრო მიზეზები:დდ(გამგები გაიგებს:დ პ.ს. რა ბანალური რაღაც ვთქვი) და სხვა მრავალი)))
ვიცი ძალიან უაზრო პოსტი გამოდის,მაგრამ ვალდებული ვიყავი დამეწერა.
ხო მართლა,ხვალ ბაზალეთზე მივქრი:)) ერთი კვირა იქ ვიქნები და მგონი ამით დასრულდება ჩემი არდადეგები,ნუ მთლად ამით არა,მაგრამ მაინც) იმედია ამ დროის განმავლობაში ჩემი უჯიშო დაქალებიც გამოჩნდებიან,რომლებიც ასე მომენატრნენ:** სკოლაც მომენატრა “მამენტ”,მაგრამ სკოლაშიც ისევ ჩემს ახლობელ ადამიანებს ვგულისხმობ და არა ჩვენი კლასის “ნაღებ საზოგადოებას”:))
ზაფხულისთვის გეგმები არ მქონია,ამიტომ არც მათ შეუსრულებლად დატოვებაზე დამწყდება გული.ერთადერთი მინდოდა წიგნები წამეკითხა და მგონი ვახერხებ.რომეო და ჯულიეტა წავიკითხე,მაგრამ დიდად მოხიბლული არ დავრჩენილვარ,ვაჟა-ფშველას “პოემებმა” კი საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა,ნაწილობრივ იმიტომაც რომ მთა,მთის პოეზია და ა.შ ჩემთან ძალიან ახლოსაა.
ამჟამად ვკითხულობ მოპასანის “ლამაზ მეგობარს”მაგრამ ჯერ ვერაფერს ვიტყვი, ახალი დაწყებული მაქვს.
ერთი სიტყვით ძალიან მოკლედ მიმოვიხილე ის ორი თვე,რომლის განმავლობაშიც არ ვჩანდით,ვრცლად მერეც მოვასწრებთ)) წავედი მე ბარგი უნდა ჩავალაგო,მერე უაზროდ ვიბოდიალო,წიგნი წავიკითხო,მუსიკას მოვუსმინო,მერე დავიძინო და დილით ბაზალეთზე წავიდე.
მალე დაგიბრუნდებიით ძალიან:*

With Love
Nati:**
რამდენიმე ფოტო “ჩემი ზაფხულიდან”

BeFunky_Instant_2.jpg - Copy

936454_605754406124866_1583984206_n

BeFunky_null_2.jpg

ikjil

BeFunky_Summer_1.jpg

547436_561814993881744_1213688236_n

პ.ს. ზაფხულის ამოჩემებული სიმღერა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: