S☼u☼m☼m☼e☼r☼

8 Jun

აი მილიონჯერ გავხსენი პოსტის ფანჯარა,წერაც დავიწყე,მაგრამ მერე ისევ გამოვრთე.მილიონჯერ!

საკმაოდ დიდი ხანია არაფერი დამიპოსტავს(ნუ პირადად მე) დარწმუნებული ვარ ბევრი თქვენგანი ჩემსავით აჟიტირებულია და რატომმმ? სკოლა დამთავრდა! (ფაქტიურად) ბოლო ერთი კვირა არავინ იკლავს თავს სწავლით თან რაღაც “მოლოდინის კვირეული” დააწესეს ჩვენთან

ორშაბათი:ყველა იხატავს რამეს სახეზე ან ხელებზე ან სადმე გამოსაჩენ ადგილას:დ

სამშაბათი:დრესკოდი-ყველა მიდის შავ-თეთრი ტანსაცმლით,ვინც ასე არ მივა-სკოლაში არ შეუშვებენ)))

ოთხშაბათი:ყველას მიაქვს ერთი წიგნი და “სწირავს” სკოლის ბიბლიოთეკას

ხუთშაბათი:წყვილების დღე(მეზარება ბოდიალი,მიხვდებით დაახლოებით)

პარასკევი:25 წუთიანი გაკვეთილები,20 წუთიანი შესვენებები,შესვენებებზე მუსიკები და “ტანცი-მანცები”

ვგუგუნებთ ერთი სიტყვით.მე პირადად “არებზე” პრობლემა არ მაქვს და შემიძლია აღარც ვიარო,მაგრამ სამშაბათის ბიოლოგიის ღია გაკვეთილი მიშლის ხელს.აუუ რა ღია გაკვეთილობანა მომინდომეს ამ ბოლო კვირაში.ხოო ამიტომ სამშაბათს მომიწევს წასვლა და პარასკევს ზრდილობის გულისთვის წავალ.დანარჩენი დღეების “გასართობი პროგრამის” ნერვები არმაქვს)))

საშინლად მიხარიაა ზაფხული,აი ვერც ავღწერ!! ვიძინებ რამდენსაც მინდა,გავაკეთებ რასაც მინდა/როცა მინდა,ჰო კიდე ქიმიის წიგნს დავწვავ :დდ სკოლის ჩანთას ისეთ ადგილას შევტენი,სექტემბრამდე რომ აღარსად მოვკრა თვალი,წიგნებს წავიკითხავ ბევრს,დავხატავ,ამ ცისფერ მანიკურს გავიშორებ,რომელიც უკვე ნერვებს მიშლის,ცოტა განსხვავებული გავხდები,უფრო გავმხიარულდები,დავივიწყებ მასწავლებლების სახეებს და სკოლის დებილურ პონტებს,ჰო და კიდევ დარწმუნებული ვარ და რატომრაც მგონია,რომ ეს ზაფხული ყველასგან გამორჩეული იქნება,არვიცი რატომ))

https://i2.wp.com/data.whicdn.com/images/63823932/large.gif

აუუ დღეს რაღაც გეგმები მქონდა,მაგრამ დედაჩემმა ისევ რაღაც მოიმიზეზა და გადაიდო,ეგ არაფერი))) ამ ბოლო დროს ვეღარაფერი მიფუჭებს ხასიათს და ეს ძალიან მომწონს.კიდევ მივეძალე “რეპს” თუ რაღაც მაგდაგვარ მიმდინარეობას,ჩემი ძმა რასაც უსმენს მაგას… აი ეს კი მაშინებს:დდდ

https://i2.wp.com/data.whicdn.com/images/63854737/large.gif

ჰოომ.სხვა რა გითხრათ.უი ზედებზე ხატვა დავამუღამე და ბიზნესს ვიწყებ:დდ განა მართლა:დდ ბიზნესის თავი და დროს სად მაქვს( აუf აუf :დდ) მართლა ადვილი და იაფი გამოდის,თან საკუთარი გემოვნებით ახატავ რასაც გინდა და მაღაზიებში შენს წარმოსახვაში არსებული ტანსაცმლის ძებნაც აღარ გიწევს

https://i0.wp.com/data.whicdn.com/images/63907750/large.gif

მოკლეედ ასეთი ამბები ხდება(არა კიდევ ხდება რაღაცეები,მაგრამ აქ დაწერის არც სურვილი მაქვს და არც განწყობა:დდ)
წავედი ეხლა მე და ცივ ყავას გავიკეთებ ლიქიორიანს,დედაჩემმა რო გაიგოს,ბოთლს მირტყავს თავში(ბოლო დროს ბევრს ვსვავ :დდ),მაგრამ არაუშავს ეგეც კი ვერ გამიფუჭებს ხასიათს

With Love
Nati…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: