^^

1 Jun

მივდივარ გზაზე ვუახლოვდები იმ ადგილს სადაც დამხვდება ის არადა ეს შეხვედა 2 კვირით ადრე იყო დათქმული მის მერე კი არაფერი სულ არაფერი….ვუახლოვდები რა?! სულ რაღაც 25 მოსახვევი გვაშორებს ერთმანეთს დათვლილი მაქვს…ნაბიჯებიც,წუთებიც,წამებიც.ქარი ქრის.თმის გასწორებას ვცდილობ.და თან ვფიქრობ რამე ხომ არ დამავიწყდა…?!ვამუღამებ მიმიკებს…ვუყურებ საათს ჯერ ადრეა კი არადა უკვე დროა!მაგრამ ჯობს ცოტა დავაგვიანო ვფიქრობ მე და ნაბიჯებს ვანელებ.ხელში ტელეფონს ვაწვალებ მერე ნელა ჯიბეში ვაცურებ სულ ცოტაც…და აჰ! ჰორიზონტის ხაზზე გამოჩნდა გაჩერება სადაც უნდა იდგეს ის.მაგრამ არსადაა…სიმწრის ღიმილი გადამეკრო სადღეო პესიმიზმით გაბადრულ სახეზე და მუშტებს ძლიერად შევკრავ იმის გამო, რომ ვხვდები ეს სიმწარე ამაოა…თავში მხოლოდ ფიქრები:”სად არის?რატო არ მოვიდა? რატო არ მომწერა? რატო იგვიანებს? იქნებ სადმე მანდაა…ჯერ კიდევ ადრეა პანიკებში ჩავარდნა ჯერ ხომ არ მივედი…მოვა სად წავა.” ხელის გულები მიოფლიანდება.უაზრო ფიქრები თავს არ მანებებენ…ვხვდები როგორ მეცვლება სახეზე მიმიკები ხან ვიღიმი,ხან წარბებს ვკრავ.მუხლები მეკეცება ისევ და ისევ.ის ხომ სულ ყოველთვის ჩემზე ადრე მოდიოდა რა დაემართა დღეს?!მზერა ასვალტს ეფინება აღარ ვუყურებ გაჩერებას…ნაბიჯებს ვითვლი 10 9 8 7 6 5 4 3 2 1…ვჩერდები სახეს ზემოთ ვწევ და ხის ძირში მის მომღიმარ სახეს ვამჩნევ…”ნუთუ აქაა არ მიმატოვა,არ დამტოვა…”ვცდილობ თავი შევიკავო უაზრო ემოციებისგან…არ მინდა იმის ახსნა რატო გამიხარდა ასე ძაან მისი ნახვა…მიახლოვდება ხელში ჩემს თმას ათამაშებს…მკოცნის…მე თავს მკერდზე ვადებ ვგრძნობ მის სუნთქვას და გულის ცემას.ვმშვიდდები.ის აქაა!

294115_473002866111423_2070619550_n

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: