16 წესი,რომლებიც ცხოვრებაში მეხმარება))

24 May

#1ვუყურებ ყველაფერს პოზიტიურად(ხშირშემთხვევაში არ გამომდის)
#2ვარ ზრდილობიანი,მიუხედავად იმისა რომ საპირისპირო მხრიდან იგივეს ვერ ვგრძნობ
#3იშვიათად ვტირი,მაგრამ თუ ვიტირე მთელი წლის ცრემლს ერთად ვღვრი
#4არ ვლაპარაკობ ყველასთან ყველაფერს და ვიცი საიდუმლოს შენახავა
#5როცა რაღაც საეჭვოს ვხედავ და მგონია რომ ეს მე მეხება,ჩემს თავზე მაინც არ ვიღებ,მანამ სანამ კონკრეტული პიროვნებისგან არ გავიგებ ყველაფერს
#6როცა პრობლემა მაქვს,ვცდილობ ჩემში ჩავკლა და არავის მოვუყვე(თვით დედაჩემსაც კი)
#7ვიცი მეგობრების პატივისცემა და სიყვარული,შესაბამისად მათგანაც ამავეს ველი
#8არ ვსაუბრობ “ნამიოკებით”
#9ვცდილობ ყველასთან “ნეიტრალური” მეჭიროს
#10ყოველთვის ვცდილობ გავითვალისწინო ფრაზა:”ზოგჯერ დუმილი ყველაზე მწარე პასუხია”
#11თუ ვინმემ გული მატკინა,ამას სამუდამოდ ვიმახსოვრებ(შეიძლება ეს ცუდია)
#12ვცდილობ საერთოდ არ მქონდეს ურთიერთობა ცინიკოს,სარკასტულ და “პირში რო ორ სიტყვას ვერ იჩერებენ”ისეთ ადამიანებთან
#13ვაფასებ ყველას ვინც ჩემი ცხოვრების მანძილზე მცირე წვრილი მაინც შეიტანა ჩემს ბედნიერებაში
#14ხანდახან ყველას და ყველაფერს ფეხებზე ვიკიდებ(სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის)
#15როცა რაღაც არ ვიცი,წინასწარი დასკვნებისგან თავს ვიკავებ
#16მიუხედავად ყველაფრისა მაინც ყველა მიყვარს და საერთოდ არ მაინტერესებს რას ფიქრობენ ჩემზე

482130_352591931525394_925660873_n

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: