o_0

7 May

საშინელებაა.ყველაზე საშინელებაა ცალმხრივი სიყვარული.
აქამდე არც დავფიქრებულვარ ამაზე,მაგრამ რაც დღეს და გუშინ ხდებოდა ჩემი მეგობრის(ბიჭი) თავს მართლაც გაუაზრებლად მტკივნეულია.
საოცარია,მაგრამ მის მდგომარეობაში შევედი თუ არა მეც საშინლად მეტკინა,მითუმეტეს რომ ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო დაქალი უყვარს,თან ძალიან,აუხსნელად უყვარს. ჩემს დაქალს იგივე გრძნობები არ აქვს და როგორც ამბობს,არც არასდროს ექნება.
დღეს მართლა გადამწყვეტი რაღაცეები მოხდა,რამაც ჩემზეც ძალიან იმოქმედა.მაშინვე მე მომწერა იმ ბიჭმა და პირველი ემოციების ტალღამ ჩემზე გადაიარა.საშინელებაა…
ამიტომაც ვარ ახლა ასეთი დამძიმებული.ხანდახან ჩავაყენებ ხოლმე ჩემს თავს მის ადგილას და ვფიქრობ როგორ მოვიქცეოდი,მაგრამ მერე ვხვდები რომ ჩემი სიამაყე ასე დატანჯვის უფლებას არასდროს მომცემს:)))
ვერ ვხვდები რატომ,მაგრამ უკვე მეორე შემთხვევაა,როცა ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის დაწყნარება და მისთვის რჩევების მიცემა მიწევს.თან ყველაზე საინტერესო ისაა,რომ თვითონ იჩენენ ჩემთან საუბრის ინიციატივას.ალბათ რაღაც დამამშვიდებელი დევს ჩემში ან არ ვიცი.
თანაც ის ბიჭი ძალიან შეიცვალა.ადრე ცანცარა და რაღაცნაირი იყო,მაგრამ რაც შეუყვარდა საერთოდ სხვანაირი გახდა ,დასერიოზულდა და განსხვავებული ხედვა ჩამოუყალიბდა ყველაფერზე. გუშინდელის და დღევანდელის შემდეგ ისეთ თემებზე მელაპარაკა,რომლებზე ფიქრის გამბედაობაც მე არასდროს მეყოფოდა.პირველად მე გამიმჟღავნა მომავალი გეგმები,რომლებიც სიყვარულზე უარის თქმამ შეუცვალა.მეც რჩევები მივეცი,მგონი სწორი…
მოკლედ,არ ვიცი ახლა ამას აქ რატომ ვწერ. ალბათ იმიტომ რომ ამ ასაკის ადამიანში პირველად დავინახე ამ გრძნობის ასეთი სიდიადე ან რავიცი რეებს ვბოდიალობ საერთოდ.მიკვირს…
jj

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: