personal horror story

30 Apr

არ მჯერა რომ მე ნათიას მეყო გამბედაობა პოსტის ფანჯარა გამეხსნა და რაღაც ამეკრიფა. ორჯერ მქონდა რაღაცის წერის მცდელობა,მაგრამ ტყუილად ვიწვალე.იმედია ეხლაც ტყუილად ვწვალობ.
დავიწყებ სულ ახალი ამბით.წინა კვირის ორშაბათს სკოლაში საშინლად ვიგრძენი თავი განსაკუთრებით ბოლო გაკვეთილებზე და სპორტიდან წამოვედი.სახლში საშინლად მციოდა,2 ჭიქა ჩაი გადავხუხე თითქოს მიშველა,წამოვწექი და დავიძინე.საღამოს გამეღვიძა და აღმოვაჩინე რო სიცხე მქონდა.ეს იყო ორშაბათს.პარასკევდამდე მტანჯა და მერე გამომაყარა.თურმე წითელა მქონდა.ეს ხუთი დღე შაბათთან შედარებით არაფერი იყო.მთელი დღე ტრანსში ვიყავი.ნახევრად გათიშული ნახევრად ფხიზელი.კვირიდან გამოვკეთდი და თვალებშიც ვიხედები,მაგრამ სახეზე ისევ მეტყობა ის წითელი რაღაცეები. მეათე პირველი კლასიდან მარტო მე შემხვდა და საერთოდ 50 მეტრის რადიუსში რაც კი უბედურება ხდება ყველაფერი მე უნდა დამემართოს! :////
მოკლედ ეს იყო ყველაზე საშინელი ერთი კვირა ჩემს ცხოვრებაში!
თან სკოლაში საკონტროლოები დამიგროვდა დასაწერი! ფუამის
ერთადერთი კარგი ამბავი სააღდგომო არდადეგებია,პლუს ამას კარგი ამინდებიც ემთხვევა და იმედია გავანეიტრალებ იმ საშინელ ემოციებს და გრძნობებს,რომლებიც ბოლო დროს არ მაკლია.
ჰომ… კიდევ რა გიამბოთ ახალი და კარგი… კარგი რაა ახალი:დ
ვიხედები ეხლა ფანჯარაში და ისეთი ამინდია
-“რა სკოლა შვილო სიცხე ხო არ გაქ”
-“მქონდა” :დდ
მაგრამ რათ გინდა სად ან ვისთან ჩავიდე ესე აწითლებული ლოყებით.
აი ისევ მიპყრობს სურვილი ეს პოსტი წავშალო.მაგრამ არა, მრცხვენია ამდენი ხანია არაფერი დამიპოსტავს.ჯანდაბას იყოს რაც არის.
ბოლო ბოლო ის მაინც გაიგეთ რომ ცოცხალი ვარ
With Love
Nati…

482130_352591931525394_925660873_n

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: