Warm ☼

20 Mar

ალილუუიააა!! ძლივს გამოგაზაფხულდა ჩემთანაც!!

ემოციებით აღსავსე ვარ,რადგან დღეს ამდენი თვის სახლში ყურყუტის და ერთი და იგივე მარშრუტის(სკოლა-სახლი,-სახლი-სკოლა) შემდეგ ძლივს გავედი გარეთ მეგობრებთან ერთად!

https://i2.wp.com/data.whicdn.com/images/55830657/tumblr_mj7ff5jORH1rd4n45o1_500_large.gif

იმდენი ვიბოდიალე,ფეხებს ძლივს დავათრევ,მაგრამ ეს ამად ღირდა.ყოველგვარი უარყოფითისგან დავიცალე და სითბო შემოვუშვი ჩემში.
მერე ვიჯექი და ჩამავალი მზით ნარინჯისფრად განათებულ კორპუსებს ვუყურებდი გაშტერებული))

https://i1.wp.com/data.whicdn.com/images/55027986/tumblr_mjiv5tHpan1ryd45yo1_500_large.gif

ჰომ,სხვა რა ხდება აქეთ ახალი… სამი დღე სკოლა გავაცდინე “ავადმყოფობის” გამო და ისე მეგონა თითქოს საუკუნე გავიდა,მაგრამ დავბრუნდი თუ არა ეს შეგრძნება მაშინვე სადღაც გაქრა :||

https://i1.wp.com/data.whicdn.com/images/53115698/3-osvCOn51.1361485359_large.gif

შაბათი და კვირა როგორც ყოველთვის დაგეგმილი არ მაქვს,ალბათ ისევ სახლში ვიყურყუტებ უაზროდ და ჩემს ძმას მოვაშლევინებ ნერვებს)) ან მე მოვუშლი და ვიქნებით ასე ბედნიერად))მგონი არ მითქვამს ამ პერიოდში რა წიგნების წაკითხვა მოვასწარი,სულ ორია,მაგრამ ეგეც რაღაცას ნიშნავს.”ქარიშხლიანი უღელტეხილი” და “ცეცხლის ალში”(შიმშილის თამაშები2) ორივე ძალიან მომეწონა.
ქარიშხლიანი უღელტეხილის წაკითხვა ყოველთვის მინდოდა,და მოლოდინიც გამიმართლდა,თავისებურად კარგი წიგნია და ჩემამდე არ დადის როგორ შეიძლება ადამიანებს ერთდროულად სძულდეთ და ასე უყვარდეთ ერთმანეთი)) ჰომმ,შიმშილის თამაშებზე სიტყვები ზედმეტია,ისეთი დაძაბული და ერთმანეთზე გადაბმული თავებია,თუ ჩაგითრია თავს ვერ დაანებებ:))) ჰოდა ჩემი ბიძაშვილი გავიმეტე ამ “ტანჯვისთვის” და წიგნი სოფელში გავატანე,ველოდები ემოციებს))
აი ასეთი ამბებია ჩემს თავს,ნუ მთლად ამბებიც არ ეთქმის,მაგრამ მაინც)) მოკლედ წავედიმე:*

https://fbcdn-sphotos-a-a.akamaihd.net/hphotos-ak-snc7/482130_352591931525394_925660873_n.jpg

With Love
Nati…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: