ჩვენს შორის…(ჩანახატი)

3 Mar

“ჩვენს შორის დარჩა ათასი უთქმელი ფრაზა…შენთან ყოფნისას დედამიწა პატარა მეჩვეებოდა,ახლა კი ისიც ჩემთვის აუტანელი გახდა…აუტანელი გახდა ყოველი წამი,წუთი, საათი,დღე,კვირა,თვე და წელიწადი უშენოდ….ბალახს ვეჭიდებოდი შენმა სუნთქვამ რომ არ წამიღოს გაშლილ მინდორზე…მე ყოველთვის უცნაური ვიყავი ახლა კი ყველაფერი ჩვეულებრივი გახდა, შენ ჩემს ჩვეულებრივობასაც კი უცნაურს ხდიდი…მონოტონურ დღეებს მიფერადებდი…შენთან გატარებული თითოეული წამი ჩემთვის სიცოცხლის ძალის მომტანი იყო…

ტანისამოსი გაჟღენთილი შენი სუნით…უამრავი წერილი რომელთა წაშლაც კი მენანებოდა…ღამე წვიმაში ლამპიონების ქვეშ ყურყუტი…შენი უადგილო ხუმრობები….გაბუტებები…აუტანელი მზერა….ძილის წინ ფიქრები ჩაგილაგე!!!!!!!!!!!!! შავფუთე ყველაფერი ცალ ცალკე…ჩავდე მტვრიან ყავისფერ ჩემოდანში და დავდგი კართან მსურს ეს ყველაფერი თან გაიყოლო დამიტოვო მხოლოდ ის მომენტი როცა ჯერ კიდევ არ გიცნობდი.ბოლო მოგონებას ვიხსენებ როცა მკითხე “სადამდე გიყვარვარ?” მე გიპასუხე “აქედან….” მაშინ შენ ვერც კი მიხვდი რა ვთქვი და გაატარე, გუშინ კი მოგწერე “აქამდე!” და ვერც ახლა მიხვდი…..!ბოლოჯერ შევხედავ ჩემოდანს იმის ფიქრით ნუთუ მასსაც იგივეს ეტყვი რასაც მეუბნებოდი მე?  ვიღიმი,თვალებს დავხუჭავ,უბრალოდ გავაღებ კარს ,ვკრავ ფეხს ჩემოდანს და მორჩა! დასს დაშლილად ვაცხადებ! ”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: