Sun ☼☼☼

2 Mar

დასიებული თვალებით ამდენი ხნის პაუზის შემდეგ მზით პირველად განათებულ ოთახში ყავის ჭიქისებითურთ პოსტის წერის სურვილმა შემიპყრო…
დილის 12 ხდება,ცოტა ხნის წინ გავიღვიძე მაგრამ საერთოდ არ ვნანობ.ამ კვირაში ისედაც ძილი მაკლდა და შაბათ-კვირას დანაკლისის ბოლომდე ანაზღაურებას ვაპირებ. თებერვლის იუბილარებმა ამოვწურეთ აღსანიშნავი თარიღები(სულ ოთხი იყო) ჰოდა ცხოვრებაც ჩვეულ რიტმში ჩადგა.
ახალი ერთი ისაა რომ ზამთარი “წაეთრა” და ჩემი წინის წინა პოსტში გამოხატული მწუხარებაც თან წაიყოლა^^ მართალია გაზაფხულის პირველი
დღე საშინელი ამინდით დაიწყო,მაგრამ მეორეს არაუშავს.როგორც ავღნიშნე მზე ანათებს თან იცი როგორ? აი მე რომ მიყვარს,სადმე ტყეში გასასეირნებელი ამინდია…. ^^
არ მეგონა ოდესმე ასე ძალიან თუ მომენატრებოდა სახლში მარტო ყოფნა.პრაქტიკულად ვერასდროს ვრჩები სახლში მარტო.ერთი გამონაკლისი ამ რამდენიმე დღის წინ იყო,ისიც რამდენიმე საათით.ჰოდა მეც გადავწყვიტე მაქსიმალურად გამომეყენებინა შანსი.გამოვრთე ტელევიზორი და მსგავსი ხმაურის გამომწვევი ტექნიკა.გამოვაღე აივნის კარი(სხვათაშორის მაშინაც კარგი ამინდი იყო) მზეს მივეფიცხე და ლეპტოპში ჩავრთე ზემოთხსენებული სიმღერა,რომელსაც იმედია უსმენთ,გავიკეთე ყავა და ნეტარებას მივეცი თავი:დდ კარგი განტვირთვა გამომივიდა^^
სკოლაზე არაფერი მკითხოთ,ერთი და იგივე უაზრო სიტუაციები ყოველ ორშაბათს სამშაბათს ოთხშაბათს და ა.შ. რაც უფრო მეტად ვუახლოვდებით “ვეფხისტყაოსნის” დასასრულს,მით უფრო ვრწმუნდები რომ რუსთაველს საქმე არ ქონდა და პირადად ჩემს დასატანჯად დაწერა პოემა უიღბლო სიყვარულზე ჩვეული ჰეფი ენდით.ეს პირადად ჩემი აზრია ამიტომ ძალიანაც არ გამინაწყენდეთ^^
ერთი სიტყვით რაც ამ წუთს ყველაზე მეტად მახარებს კარგი ამინდია.უზომოდ მომენატრა სითბო.თითქოს ხალისიც მემატება.
აქედან გამომდინარე კიდევ ერთი განტვირთვის დღის მოწყობასაც არ გამოვრიცხავ.და რა არის ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი? რა თქმა უნდა შოპინგი ცანცარა დაქალებთან ერთად,რომლებთანაც სერიოზულად ყოფნა წარმოუდგენელია:დდ
მოკლედ სასიამოვნო შაბათ-კვირას გისურვებთ!
with love
Nati

https://i1.wp.com/data.whicdn.com/images/53957061/tumblr_mi27puO8o41rqd92do1_1280_large.png

https://i2.wp.com/week.ge/uploads/posts/2013-03/1362161750_tumblr_m23i8nyrfu1qzybmvo1_500.jpg

https://i2.wp.com/data.whicdn.com/images/53944422/tumblr_mit7y2BSP31s0a4soo1_500_large.jpg

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: