Again…and again….

5 Feb

ვაიმეეე რამდენი ხანიაა პოსტი არ დამიდია…გეგონება მოვკვდით , ისე ჩალპა ჩვენი პაწუკა ბლოგი….ხალხნოო აქ ხართ?….სიმუდოვეე კვლავ სუფევს ჩემს პირად ცხოვრებაში, რაღა პირად ცხოვრებაში მოკლედ…მთელი დღეებია ზეთებში ვხატავ ან დღიურში ვწერ…ან ვწევარ ან ვსწავლობ…მოკლედ საქმიანი “როჟა”ვარ..ამ ხუთშაბათს ნინო1ს დაბ.დღე აქ და წინასწარ მინდა მოვულოცო: ნინოო გილოცავ!<–––ბანალური მაგრამ გულწრფელი სიტყვები :დ სკოლაში დღეს 5 გაკვეთილის მერე გამოვქანდით მათემატიკა გაგვიცდა სიხარულისგან მოვხტოდი სახლში…ახლა ჩემი მობილურის ეკრანი განათდა და ვხედავ რომ ვიღაცამ “დეპეშა” მტყორცნა მაგრამ მისი გახსნა მეზარება,რადგან პირველად ასე მონდომებულად ვწერ უაზრობებს))) კაი ამინდია და ეს ფაქტი დებილივით მახარებს მსურს შევუშვირო ხელები მზის სხივებს მაგრამ ამის მაგიერ ხელებს კლავიატურას ვუშვერ…


საღამოსკენ მათემატიკაზე უნდა წავიდე..ჩუმად ტრასას გავუყვები, ცალი ნაუშნიკით ყურში ,როცა მოვეფარები ხალხ მრავალ ადგილებს ნაბიჯს შევანელებ და ჩუმად ჩემთვის წავიმღერებ მისამღერებს.როგორც ყოველთვის.მერე ჩავუხვევ “პავაროტში” და მანდ დასრულდება ჩემი სოლო კონცერტი,ისევ ხალხი,ყველა თავის სტიქიაში და ვერც ვერავინ იფიქრებს რომ ორი ნებიჯის წინ შავებში გამოწყობილი გოგონა ანუ მეე მღეროდა მთელ ხმაზე : “აი დონთ ბელივ….” :დ


ხოოო კიდე ამ შაბათ–კვირას ვიწყებ ინგლისურ ენაზე წიგნის წაკითხვას…იუჰუუ!!! როგორ მიხარიაა!!! ♥ აწწწ! კიდეე რა არი ახალი:? ა ხო პარასკევს კულინარული ნიჭი მეხსნება ხოლმე და გემრიელ კაპუჩინოებს ვაკეთებ))) მეტი ახალი არაფერი მახსენდება ამიტომ აჯობებს ჩემი ნახატები განახოთ!

P1090770
P1090767
ხო ახლა კი ახალ სურათებს დავყრი :დ


2 Responses to “Again…and again….”

  1. Hellien ♥ March 16, 2013 at 5:23 pm #

    აუ, რა კარგად ხატავ❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: