Emotions:)

25 Jan

გამოთიშული სახე,გაყინული ცხვირი,უხასიათობა,ძილის ნაკლებობა,სახლში ჯდომის სურვილი,უაზროდ ბოდიალი,დეპრესიული პოსტების სეზონი… ეს ზამთარია ბავშვებო! რომლის ატანა აღარ მაქვს ბოლო თვენახევარია.ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ როგორმე გავამრავალფეროვნო.სწორად დავწერე ეს სიტყვა? :დდ მოკლედ. “ჩემი იდელური დღე ზამთარში” აი ამაზე ვაპირებ საუბარს ან ბოდიალს რავიცი..:დ
უმჯობესია თუ ეს დღე პარასკევი იქნება,რადგან სკოლიდან გათიშულ და გაყინულ მდგომარეობაში მოსვლის შემდეგ ყველაზე მეტად ვაფასებ სითბოს.გარეთ რატომღაც მოღრუბლული ამინდია(ნეტა რატო :///) რაც პირველ რიგში ყოველთვის მიჩენს მუსიკის მოსმენის სურვილს,დავაკონკრეტებ წყნარი მუსიკის მოსმენის სურვილს.ამიტომაც ვიღებ ჩემს ფლეიერს და დროებით ვეთიშები გარესამყაროს.ამ ბოლო დროს მოწონებულ სიმღერებს შემოგთავაზებთ ჩემი ფლეილისთიდან.

მოკლედ საკმარისია,თორე ესე ძაან შორს წავალთ.ესეიგი ამ პროცედურას ვიტარებ დაახლოებით ერთი საათი:დდ მერე მიტევს მუზები და ხშირშემთხვევაში ვხატავ,ადრე ვწერდი კიდეც,მაგრამ ამ ბოლო დროს ვეღარაფერს ვაბავ თავს,მითუმეტეს სენტიმენტალურ თემებზე წერაც მაღიზიანებს უკვე,ამიტომ ვხატავ და ვხატავ და ვხატავ სადამდეც მუზა მყოფნის.მერე ამ დებილ კომპიტერს ვეცემი ხოლმე,მაგრამ მალე მბეზრდება და ისევ ჩემს “იდეალურ” დღეს ვუბრუნდები.ყავას ვიკეთებ და რამე წიგნს ვკითხულობ საღამომდე.
აი! ესაა ჩემი პარასკევის შაბათისა და კვირის განრიგი.ორშაბათიდან კი ისევ გამოთიშული სახე,გაყინული ცხვირი,უხასიათობა,ძილის ნაკლებობა,სახლში ჯდომის სურვილი,უაზროდ ბოდიალი… ეს ზამთარია ბავშვებო!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s