მდა…

2 Jan

–რა ტელეფონი გაქვს?
–”სონიერიქსონი”
–ლომბარდში ჩავაბარებდი…:დ
–მოძველდა ეგ ხუმრობა…პრინციპში არც მიკვირს….:)
–რა არ გიკვირს?
–თქვენი ტოლა ადამიანისგან ასეთი ხუმრობები…
–არ დაგიმალავ და არ მესიამოვნა :დ
–არ მიკვირს თქვენს ასაკში…
–შენზე მხოლოდ 6 წლით დიდი ვარ
–ასაკი ნაადრევად დაგეტყოთ.
–შეგიძლია ცოტახანი შეეშვა ტელეფონს?და თვალებში შემომხედო
–თვალებში იშვიათად თუ ვინმეს ვუყურებ…
–ეგრე ხშირად იტყუები?
–არა უბრალოდ ამბობენ ცუდი მზერა მაქ…
–შემომხედე
….
–მომცელე!:დ ორი მწვანე ტბა…
პასუხად:ცივი ღიმილი
–ლამაზი ხარ
–პედოფილი ხარ თუ?
–ყველაფერთან ერთად სწერვაც
–პირველი არ ხართ ვინც ამას მეუბნება…
–როგორც ჩანს ამ თვისებით ამაყობ…
–როგორ გეკადრებათ…უბრალოდ შეგუებული ვარ)
–არადა ეს თვისება შეძენილია და შენში ჩამჯდარი არაა…თვალებზე გეტყობა
–შეიძლება…
–ანუ ამ თვისების “მოკვლა” შეგიძლია…
–ყველანაირ ინტერეს ვკარგავ ამ დიალოგისადმი
–მაწყენინე…
–შეიძლება…
–მეგონა ბოდიშს მომიხდიდი…
–მეგონა ხამობად ჩამითვლიდით და წახვიდოდით
–გინდა რომ წავიდე?
პასუხად:ცივი ღიმილი
–ხელოვანი ადამიანი ბრძანდები?
–ანუ?
–ხატავ?მღერი?წეერ?
–ვხატავ.ვმღერი.ვწერ.
–ო!რა საინტერესოა შეგიძლია წაიმღერო რამე?
–”ჯეოსტარია”?
–არა :დ ანდაა შენი რაიმე ჩანახატი ან ლექსი წამიკითხე…
–ჩემს ლექსებს მხოლოდ ვიწრო წრეში ვკითხულობ
–ვიწრო წრეში ვინ შედის?
–მე
–ჰაჰა მეტი ნაცნობი არ გყავს?
–მეტი ნაცნობი ვიწრო წრეს მიფართოებს…
–აჰჰჰ გასაგებია!რაზე წერ ლექსებს?
–რაზეც მტკივა…
–გტკივა?მდაა…ანუ შენი პატარა გული ვინმეზე დარდობს ხომ?
–კი…
–ვისზე?
–თავის თავზე…
–არავინ გიყვარს?
–არა.
–შენნაირ გოგონას დავიჯერო შეყვარებული არ ყავს?
–ზედმეტი ტვირთი არ მჭირდება…
–საინტერესო პიროვნება ხარ…როგორც მომავალი ფსიქოლოგი გაგესაუბრებოდი ცოტა სხვა სიტუაციაში..
–თქვენ თვლით რომ ფსიქოლოგი მჭირდება?
–მე ვთვლი რომ შენ მჭირდები.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: