არქივი | 11:14 AM

“უბორკა”

14 სექ

ჰოოდაა მოკლედ დღეს შემოქმედებითად არ წარვმართავ პოსტს.უბრალოდ ვაპირებ  ჩემი დღის რაღაც ნაწილის აღწერას,ოღონდ ჩვეულებრივის კი არა,აი სანამ სკოლაში მივალ მანამდე რომ მაქვს ხოლმე.სულ რაღაც 2 დღე დარჩა.ღმერთოოო!!!!!!((( ესე იგი გუშინ გავარკვიეთ რომ დამრიგებელი გვიბარებდა მთელი ზაფხულის ჩაოხრებული და გაზუნტლული კლასის დასალაგებლად(ლექსიკას არ ვიმჩნევთ:დ) ჰოოდა ძალიან შრომისმოყვარეები რო გვყავს ყველა,მაგიტო მარტო მე და რუსო მივედით დილით ხაშზე(11სთ)  რო შევაბიჯე სკოლის შენობაში ეგრევე სული შემეხუთა:დ  რუსოს ლამის გული წაუვიდა,კიბეებზე ძლივს ავიტანე.გვერდზე არც გაგვიხედია ეგრევე კლასისკენ გავაბოტეთ,მაგრამ კარებზე კლიტე დაგვხვდა და დავიწყეთ ლოდინი,დერეფანში ბევრი უცხო სახე ირეოდა სხვათაშორის.ამასობაში მასწავლებლებიც ვნახეეთ.

და როცა თვალს მოეფარებოდნენ ჩვენი სახეები იყო ესეთი:

https://i0.wp.com/s57.radikal.ru/i156/1209/eb/9250a44363a5.gif

მერე მოვიდა ჩვენი დამრიგებელი და შევედით კლასში.აი აქ დაიწყო ნამდვილი გართობა:დ(არა პრინციპში მართლა გავერთეთ) მასწმა მითითებები მოგვცა რა უნდა გვეკეთებინა და გავიდა,ჩვენ ლანძღვა დაუწყეთ და რო შემოდიოდა უცებ მოვკეტავდით ხოლმე:დ ჯერ მერხები დავალაგეთ,მერე თაროები ვათრიეთ ერთი კუთხიდან მეორეში.ერთგან ძაან გაგვიჭირდა თაროს დადება და რო ვჩხირკედელაობდით,რუსოსგან ცხოვრებაში პირველად გავიგე უწმაწური სიტყვა და ამაზე ორივემ იმდენი ვიცინეთ,რამის ძირს გავწექით ჭუჭყიანი რო არ ყოფილიყო.ამასობაში კიდევ ერთხელ დაგვხედა დამრიგებელმა და ჩვენც დავწყნარდით ცოტა.გადავედით დაფაზე,რომლის წმენდისას იმ სიმღერას ვმღეროდით,რასაც ახლა თქვენ უსმენთ.მერე რუსოს მერხებს ვაწმენდინებდი და მე უყურებდი შორიდან საყვარლად:დ სამაგიეროდ ფარდები მე შემტენა:დ სიმაღლის ხო ისედაც მეშინია და იმ მოყანყალებულ მერხებზე დგომისგან რამის გული წამივიდა.ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე მეგონა მეორედან გადავფინდები-მეთქი,თან რუსო ფანჯრებს არ კეტავდა სპეციალურად,ფეხზე მიღუტუნებდა და ფარდების დასამაგრებელ “შპილკებს” ტანსაცმელზე მიმაგრებდა.მერე სიცილი გვიტყდებოდა უაზროდ და წონასწორობას ძლივს ვიცავდი. მერე ვიღაც ახალი მოსწავლე პირდაპირ კლასში მოგვადგა და დამრიგებელმა უთხრა ბარემ აქ ხარ და მოდი მაგიდა მიგვადგმევინეო:დ
ჰოდა ერთი სიტყვით მოვრჩით როგორც იქნა და წამოვედით,სახლში შესაშვები ჩვენ არ ვართ:დ თქვენც თუ ესეთ სიტუაციაში აღმოჩნდებით,არ დაგეზაროთ,მერწმუნეთ მაგრად გაერთობით და ცოტა შეემზადებით 17ში მისაღები მძიმე შოკისთვის:))

kiss u all:*:*