მეორე “მეს” დღიურებიდან

10 Sep

“რამდენი ხანია ჩემს სახეს ღიმილი არ ღირსებია.რაც დრო გადის მით უფრო ავიწყდება ხალხს მისი მნიშვნელობა და გამოყენება რაც მთავარია.

მეც ამ ხალხის რიცხვს მივეკუთვნე ალბათ.ემოციების გამოხატვა ჩემი სტიქია არც არასდროს ყოფილა,მაგრამ გაღიმება ყოველთვის შემეძლო.ვაკონკრეტებ “შემეძლო”.რა სასიამოვნოა როცა სხვისი სიყვარული შენს სახეზე ღიმილის სახით ირეკლება და სითბოთი გავსებს.სწორედ ეს სითბო მაკლია,რომელიც ჩემს გაყინულ სულს ალღვობდა ოდესღაც. როგორ გინდა გაიღიმო,როდესაც ხცოვრობ სამყაროში,სადაც მეცხრე ციდან “პადვალში” ჩაგათრევენ შენივე ფეხით?
გუშინ ღამით თურმე ძილში ვიცინოდი.დედას გული გაუსკდა,აბა როგორია შუაღამისას ვიღაცის ხითხითი რომ გაღვიძებს.ძილში მეც მესმოდა რაღაც გაურკვეველი ხმები,მაგრამ რას ვიფიქრებდი ამას მე თუ ვაკეთებდი,მე ვიცინოდი…

დილით რა თქმა უნდა არაფერი მახსოვდა,ისევე როგორც სიზმრები არ გვახსოვს ხოლმე გრძელი ღამის შემდეგ.ამიტომ ჩვეულებისამებრ სახის ცივი გამომეტყველება არ მომიშორებია მთელი დღე.ურფო და უფრო უცხო ხდება ჩემთვის….. ღიმილი!

ერთი რამ უკვე მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი კარგა ხანია-სანამ ცხოვრება თვითონ არ გამიღიმებს ჩემგან მსგავსს ვერაფერს ეღირსება!”-

-ჩემი მეორე “მეს” დღიურებიდან

https://i0.wp.com/data.whicdn.com/images/35835823/tumblr_m9dsi4h2Tb1rd1qbfo1_500_large.jpg

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: