6 Sep

ღრუბლების კონა შეიკრა ვარდივით
შემომეპარა რაღაც დარდივით,
შენი ხელები ნელა და ლაღად
ჩემს თმაში ცურავს ჩუმად,თან ნაზად

და ვფიქრობ ჩემთვის რად ხდება ასე
ცაზე მთვარე ჩანს ლამაზი,სავსე.
ამდენ ვარსკვლავებს ვინ დათვლის ნეტავ,
ერთი ვარდება!ფანჯრიდან ვხედავ

“სურვილი თუ გაქვს?”-მკითხე შენ მაშინ
მერე მე შემრცხვა,ავხედე ცაში
ლოყას ეხება ცივი ტუჩები
ისევე ცივი,როგორც ქუჩები.

ხელს ხელზე გკიდებ და ისევ ჩუმად ვარ,
მარტო ერთს ვფიქრობ”ნუთუ ვუყვარვარ?”
ფიქრებზე ფიქრი უკვე მაძინებს,
ჩემი ყურება ალბათ გაცინებს.

ზუსტად არ ვიცი რა დრო გავიდა
და თითქოს მთვარეც მზესავით ჩავიდა.
მაღვიძებს შენი ჩურჩული ნელი
“იცოდე სამოთხის კარებთან გელი!”

https://i0.wp.com/data.whicdn.com/images/36575780/1337305511421780_animate_large.gif

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: