12 days before i die…

5 Sep

https://i0.wp.com/week.ge/uploads/posts/2012-09/1346786563_dr31.jpg

“მზე ანათებს:|:|   მე კიდე სულაც არ ვარ ისეთ ხასიათზე მზე რომ ანათებდეს.წვიმა და სიცივე მინდა.”-ამგვარ ფიქრებში ვიყავი გართული,როცა გამეღვიძა და ოთახი უჩვეულოდ განათებული დამხვდა.ასეთ დროს ხშირად სისულელეებზე ვფიქრობ და არც დღეს დამირღვევია ტრადიცია, სკოლა გამახსენდა. და ის ციებ-ცხელება რაც სკოლის დაწყებამდე და დაწყების შემდეგ მჭირს ხოლმე.ყოველ წელს დაახლოებით ერთი და იგივე ხდება და მეც რა თქმა უნდა არ გამჭირვებია ამ ყველაფრის წარმოდგენა.

ჩვეულებისამებრ რაც უფრო ვუახლოვდებით ამ სასტიკ თარიღს,მით უფრო მემატება მღელვარება და მოუსვენრობა.უფრო მეტს ვსაუბრობთ მოსალოდნელ “აღსასრულზე”,ახალ ბავშვებზე,რომლებიც შესაძლოა ჩვენი კლასელები გახდნენ.იქიდან გამომდინარე რომ ჩვენი კლასი დებილების მაგნიტია ახალი გადმოსული ან “ძველი ბიჭია”ან “ჯაან ჯერსკი” ან “ჩმორიკი”:დ  მოკლედ ნორმალურები ყველა ვარიანტში გამოირიცხა,ნორმალურებში ვგულისხმობ იმათ,ვისთან დამეგობრება და კარგი ურთიერთობის დამყარება შეიძლება.ეს ცალკე თემაა.

ეხლაც მაჟრიალებს სკოლის დაწყების წინ დღის წარმოდგენაზე.ესეიგი მთელი დღე ვარ რობოტივით,თითქოს აქ არ ვარ და სადღაც დავფრინავ,მერე ‘მატორი” მიფუჭდება და სადღაც ვეცემი,უფრო სწორად ვეხეთქები.ნუ ამ დღეს დაქალები რომ არ შევხვდეთ ძალიან იშვიათიაა.აქაც რა თქმა უნდა სკოლაზე ვსაუბრობთ.საღამოს უკვე ვხვდები რომ ცუდადაა ჩემი საქმე:დ   როცა დედაჩემი მეორე დღისთვის ტანსაცმელს მიუთოვებს გულის შეტევამდე მივდივარ:დ

და როცა “დასაძინებლად” ვწვები….ოოოოო:დ მთელი ღამე ვერ ვიძინებ,თუ ჩამთვლიმა ხუთ წუთში ისევ მეღვიძება და მაშინვე მუცლის უსიამოვნო ტკივილს ვგრძნობ(ნერვიულობისგან) რომელიც დილით უფრო მიძლიერდებაა.რა თმა უნდა საათნახევრით ადრე ვდგები და სულელივით დავდივარ ცარიელ ოთახებში,მერე ჩემ იდიოტ ძმას ვაფეთიანებ,რომელსაც მგონი სულ ფეხებზე კიდია რა დღეა ხოლმე:დ  მერე ვიცვამ და რაც არ უნდა იყოს,მაინც ვიძახი რომ არ მიხდება.პირველ დღეს ყოველთვის პატარა ჩანთა მიმაქვს,რადგან სულაც არ მინდა შარვლის უკანა ჯიბეში ორად მოკეცილი და ძალით ჩატენილი რვეულით სიარული:დ  როგორც ყოველთვის ჯერ ერთმანეთს ვხვდებით “სასტავი” და მერე ეფექტურად მივდივართ სკოლაში:დ იქ ჩემი კლასელების მოოძებნა რატომღაც არასოდეს არ მიჭირს ხოლმე.ყველას თვალში ეჩხირებიან:დ   მერე ვითომ ძალიან მიხარია მათი დანახვა:დ(რა დამპალი ვარ) მერე გამოჩნდებიან მასწავლებელები-“უი ნათია როგორ ხარ,რამხელა გაზრდილხარ”(სტანდარტული მიმართვა,რომელიც უცვლელია ყველა ბავშვის მიმართ,მარტო სახელი იცვლება)მე-უხერხული,ნაძალადევი ღიმილი”კარგად მას,თქვენ?” და გულში ვფიქრობ”წატი შენი!”:დ

მერე “ზუსტად ” ცხრა საათზე სკოლაში შესვლა და კლასებში გადანაწილება,მერე ვითომ გაკვეთილების ჩატარება,არადა პირველ დღეს კარგად იციან რა გაკვეთილებიც “ტარდება”.მერე  სკოლიდან 4 გაკვეთილის მერე გამოშვება,ცოტა ხნით გაბირჟავება ზედმეტ ხალხთან ერთად და ემოციურად მძიმე დღის შემდეგ სახლში დაბრუნება.მეორე დღეს იგივე,ოგონდ ოდნავ გართულებული ფორმით:)))))

აიი ასეთია ხოლმე ჩემი სკოლაში დაბრუნება,სულაც არ მინდოდა ამ ყველაფრის გახსენება,მითუმეტეს ამაზე ღელვა ჯერ ადრეა,მაგრამ ჯობს ადრე ვიდრე გვიან:დ:დ:დ     ვიცი რომ უაზროდ განვიცდი და მალე გადამივლის, ზაფხულის შემდეგ სკოლაზე ნერვიულობა უკვე ჩვეულებად მექცა,რომელიც მალევე ქრება ხოლმე,მაგრამ მაინც:)))

https://i1.wp.com/data.whicdn.com/images/36604072/269267_412500335468622_1465897548_n_large.jpg

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: