დღეს დილით ვიღვიძებ და ვაანალიზებ რომ 29 აგვისტოა.ზაფხული ნელ-ნელა მიდის და თან მიაქვს მთელი თავისი ბრწყინვალება.აუ ზაფხული…((((როგორ არ მინდა მორჩეს აუტანელი სიცხეები,ცივი ყავა,მეგობრებთან ერთად ბოდიალი და გართობა,მზე,სოფელი,წიგნები,სიზარმაცის უკანასკნელი გამოვლინებები…..:(((( თითქოს გუშინ იყო არდადეგების დაწყებამ რამის ჭკუიდან რომ გადამიყვანა ისე მიხაროდა.მომენატრება სახლში უაზროდ ბოდიალი,მიუხედავად იმისა რომ ნერვები მეშლებოდა:დ კიდევ ჩემი სოფლელი მეგობრები და მათთან დაკავშირებული თავგადასავლები.და ყველაზე ცუდი ისაა,რომ ზაფხულის დამთავრება სკოლის დაწყებას გულისხმობს.მოკლედ მიყვარხარ ჩემო საყვარელო(ზაფხულო):დ!!!!! და ყოველთვის მეყვარები!!!:დ:დ
მაგრამ თუ დაუკვირდები ერთი მხრივ ზაფხულმა შეასრულა თავის მისია და მეც თითქოს უკვე მენატრება სინესტე,წვიმები და სიწყნარე.ოქროსფერი ფოთლებით დაფარული გარემო,მე ხო ბუნებით რომანტიკოსი ვარ:დ:დ არადა მთელი ზამთარი სითბოს ვნატრობდი და თოვლზე უკვე ალერგია მქონდა.ეხლა პირიქითაა მინდა გარეთ ღრუბლიანი ამინდი იყოს,წვიმდეს(ოღონდ ქარი არა) მე სახლში ვიყო თბილად,რამე გემრიელს ვსვამდე და ასევე გემრიელ წიგნს ვკითხულობდე)))))
უი წიგნზე გამახსენდა “შიმშილის თამაშები” წავიკითხე.ძალიან ძალიან ძალიააააააან მომეწონაა!!! როგორც ბევრმა ბლოგერმა აღნიშნა,ერთი ამოსუნთქვით იკითხება და იმდენად ჩამთრევია,რომ თავს ვერ ანებებ . ასევე მოუთმენლად ველოდები მეორე ნაწილის გამოსვლას!
სხვათაშორის ფილმიც კარგი საყურებელი იყო. ხოო, საიდან სად გადმოვხტი.
მოკლედ როგორ შეიძელბა შევაჯამო ეს პოსტი:მწყინს ზაფხული რომ მიდის, მაგრამ უფრო მიხარია ჩემი ხასიათის შესაბამისი სეზონის დადგომა.ვიცი რომ მალე იგივეს ვიტყვი,ოღონდ ადგილების გადანაცვლლებით მაგრამ მაინც:დ:დ უფროსწორად”მაგრამ ჯამი არ შეიცვლება”:დ
miy all:*:*
THE HUNGER GAMES
ყველა სეზონი ძალიან მიყვარს 🙂 მაგრამ ზაფხულთან განშორება მაინც ყველაზე ძალიან მიჭირს ხოლმე, ძნელად ვეგუები, მითუმეტეს როდესაც ყოველ წელს ასე გვიმოკლებენ ზაფხულის არდადაგებს (ნუთუ მართო მე მეჩვენება ასე?! :||) და მთელი სექტემბერი მჭირდება აზრზე მოსასვლელად.
არამარტო სექტემბერი დეკემბრამდე გამოთაყვანებული დავდივარ და არ მჯერა :დ რა ჩქარა გაიარეს ამ ზაფხულის დღეებმა თვალის დახამხამება ვერ მოვასწარი…..როგორ მინდაა კიდევ ზაფხული((((((((((((((((