Emptiness

11 Aug

სიმართლე ვთქვა დღეს პოსტის დადებას საერთოდ არ ვაპირებდი.ასე უაზროდ ჯდომასა და სოციალურ ქსელში ბოდიალს ვგეგმავდი,მაგრამ ჰოპ!
არ გქონიათ ისეთი შემთხვევა,როცა გინდა ვინმეს მივარდე და ძლიან მაგრად გამოთათხო,მე ახლა ვარ ასე!მაგრამ რათ გინდა,ვის ვეჩხუბო,ვისზე ამოვანთხიო კაი ხნის დაგროვილი ბოღმა.ამიტომ ისევ წერა გადავწყვიტე,იმის იმედით რომ ვიღაცას მაინც შემოეკითხება და ამაში მისთვის რაიმე ნაცნობს და მისაღებს იპოვის.
ვერ ვიტან თვითკმაყოფილ იდიოტ ხალხს!!!ააააააააააააააა!!! ასეთი პირდაპირი ვიქნები დღეს ყველაფერში და სულაც არ მადარდებს ვინ რას იტყვის!
რატომ ხდება ისე,რომ ერთ ადამიანს ყოველთვის უნდა მეორეს ზევიდან გადმოჰყურებდეს და თავისი ცინიზმით მთლიანად ჩრდილავდეს?აი მეეე,ჰო მეე,რატომ უნდა დავდგე სხვაზე მაღლა,რატომ უნდა ვუთხრა:”მე შენზე მაგარი ვარ”.მთლად ასე პირდაპირ არა,მაგრამ შეფარვით და ამავდროულად ცხადად.
რატომ უნდა ამივარდეს თავში რაღაც(ხშირშემთხვევაში მაგარი სისულელე) და რატომ უნდა გავუბურღო ტვინი ადამიანს მაშინ,როდესაც ეს მოცემულ სიტუაციაში ყოვლად შეუსაბამოდ ეჩვენებათ.
და კიდევ ვერ ვიტან ჭორიკნებს,აი მძულს.ყველაფერს რო ლაპარაკობენ,არაფრის თქმას არ ერიდებიან,მერე გავარდებიან და იგივეს,ოღონდ სხვა ინტერპრეტაციით,სხვას ეუბნებიან.აააააააააა!! მეზიზღება ყველა ჭორიკანა ადამიანი!
მაღიზიანებს ბიჭებზე დახამებული გოგოები,რომლებიც ყველა 5 მეტრში ჩავმვლელ ბიჭს გასაყიდი საქონელივით ათვალიერებენ,მერე ჩურჩულებენ(იმ ბიჭის გასაგონად)თან თვალს არ აშორებენ,მერე ეს ბიჭი შემოიხედავს და სიცილით იგუდებიან.ფუf!
კიდევ ვერ ვიტან ბიჭებს,რომლებიც თავის თავში რაღაც საოცრად დარწმუნებულები,თაყვანისმცემლებით “შეწუხებული” ტიპებივით იქცევიან და როცა საქმე საქმეზე მიდგება,კურდღლებივით გარბიან.

_______________________________________________________________________________________________________

ნელ-ნელა ვიცლები,მაგრამ ნუ გამკიცხავთ ამ ყველაფერს ცხელ გულზე ვწერ და როგორც იცით ამ დროს ადამიანი გაუწონასწორებელია.ჩემგან არც უნდა გაგიკვიდრეთ,მეც ხომ ჩვეულებრივი “ადამიანი” ვარ….

https://i0.wp.com/data.whicdn.com/images/34690303/tumblr_m8b2niAjjL1rwtmq5o1_500_large.jpg

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: