Summer Diaries…

9 Aug

ზუსტად ერთი თვე გავიდა მას შემდეგ,რაც  თბილისის საშინელ სიცხეს მოვწყდი და სოფელს მივაშურე.ამ ერთ თვეში  ძალიან ძალიან ბევრი რამ მოხდა.ამ ბევრ რამეში იგულისხმება ის,რამაც ყველაფერზე შემიცვალა შეხედულება,რაც სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსიერებაში.უბრალო წვრილმანები,რასაც ადრე პრობლემას ვეძახდი,ამასთან შედარებით არაფერი ყოფილა.

მოკლედ აღარ მინდა ამით განწყობა გავიფუჭო და თქვენც გაგიფუჭოთ.

ახლა შედარებით მსუბუქ თემაზე გადავიდეთ.(უი ძალიან მონატრებია პოსტის წერა)^__^

იმედია კარგად ატარებთ ზაფხულს,რომელიც თვალსა და ხელს შუა გარბის.შევეცდები მოკლედ აგიღწეროთ  ყველაფერი ის,რაც თავს გადამხდა ამ ერთი თვის განმავლობაში.

https://i0.wp.com/data.whicdn.com/images/34518776/492651646707306665_Z7DRtVhj_c_large.jpg

ესე იგი,გუშინ გამოვექეცი  სოფლის გრილ ნიავს  და დავუბრუნდი  ჩემს სიცხისგან ათუხთიხებულ ქალაქს.პირველი,რაც მინდა ვთქვა,გუშინ არ მძინებია მთელი რამე აივანზე გავატარე აციმციმებული ანძის ყურებაში.მოკლედ დავიწყებ სულ თავიდან.

https://i0.wp.com/data.whicdn.com/images/34327372/hippies_large.jpg

ამა წლის 9 ივლისს დავჯექი სოფელ მარტყოფის “მარშუტკაში” და გავემგზავრე იქ,სადაც ყოველთვის  ყველაფერი კარგადაა და რაც არ უნდა იყოს,მაინც გიხარია შენთვის ახლობელი  ადამიანების ნახვა. სოფლის ტრანსპორტში იშვიათობაა თუ ნაცნობს არ ნახავ.არც მე ვყოფილვარ გამონაკლისი.მთელი გზა ჭორაობაში გავატარე და ვერც კი გავიგე როგორ მივედი დანიშნულების ადგილამდე.რა თქმა უნდა ძრავის ჯაყჯაზე ჩემი ბიძაშვილები გამოცვივდნენ და  მონატრებულ მამიდაშვილს შეეგებნენ.ამის შემდეგ ამოვბარგდი,მოვწესრიგდი და გარეთ გავედით.საღამო იყო და როგორც ყოველთვის უბანში სამი-ოთხი ბირჟა მაინც ფუნქციონირებდა.როცა მზესუმზირის საყიდლად მივდიოდით და  ერთ-ერთ  მათგანს ჩავუარეთ,სადაც უმეტესობა მოხუცი ქალი იყო,დაიწყო სტანდარტული კითხვები ჩემი მიმართულებით:შენ ვისი გოგო ხარ?როდის ჩამოხვედი?დედა რამხელა გამხდარა(და რასაც ყველაზე მეტად ვერ ვიტან)გასათხოვარი ხარ უკვე<— აი ამ სიტყვების შემდეგ ყოველგვარი ზრდილობა უკან მრჩება და სწერვა სახით ვუყურებ “დედაკაცებს”.კი არ გკითხავენ,აბა შვილო როგორ სწავლობ,რა გინდა გამოხვიდე,ეგრევე გათხოვებაზე გადადიან,სწორედ ამის დამსახურეებაა,რო უკვე მაყრის ამ სიტყვაზე.თუმცა სოფელი მაინც სხვაა,იქ ჩემხელები და ჩემზე პატარები უკვე “ოჯახებს ქმნიან”

https://i0.wp.com/data.whicdn.com/images/34517851/tumblr_m6fx8xjgkq1qeoiezo1_1280_large.jpg

მოკლედ გავაგრძელოთ თხრობა.იმავე საღამოს ჩვენს ბირჟას ესტუმრა ე.წ “ზემო ბირჟის ხალხი”.ნუ მე არ ვიცი,საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდათ:დ:დ:დ   არა ისე ბევრი კი ვიცინეე:დ”სოფლური ლექსიკონით” საუბარი მასწავლეს.მაგ:უნ ჩაგადო,უნ წაგადო,ადე ზეზე,ადე სადაი წვები,აუ შენ სადაი ძოვ,არ აგაკაპოტო და ა.შ:დ    მერე იყო რაღაც “სტრანი” მზერები ერთი ბიჭის მხრიდან,რომელიც მეორე დღესაც ვნახე და სასტიკი ნივიჟუ ვთხლიშე. ჩვენთან ერთად  იყო(რატომღაც) ჩემი ბიძაშვილის დაქალი,რომელსაც აშკარად გარდატხის ასაკი ჰქონდა,იმიტომ რომ ბიჭების გარდა არაფერზე ლაპარაკობდა და ნერვებზე მოქმედებდა:|მოკლედ პირველი დღე ძალიან გრანდიოზული მქონდა.არ ვაპირებ მთელი ერთი თვის ამბები ასე დაწვრილებით გადმოვცე.თქვენც დაიღლებით და მეც

ჰო მართლა,დრო ვიხელთე და ბებიაჩემის ბიბლიოთეკა დავათვალიერე.სურვილი გამიჩნდა წამეკითხა “უთავო მხედარი” და მოლოდინმაც გაამართლა,ძალიან მაგარი წიგნი იყო.

https://i1.wp.com/data.whicdn.com/images/34501727/tumblr_m75er1udUo1qieq9mo1_500_large.jpg

ჰოოო,ერთ დღეს მე და ჩემმა ბიძაშვილმა კულინარობა მოვინდომეთ,მერე ჩემი ძმაც ჩავაკვეხეთ და ხაჭაპურები გამოვაცხვეთ,რომლებიც  ხუთ წუთში აღარ იყო.მერე გორაზე  მოგვინდა წასვლა და რაღაც ლაშქრობის მსგავსი გამოგვივიდა.უკანა გზაზე ნახირი გამოგვეკიდა,ერთი სიტყვით თავგადასავლებით სავსე გასეირნება გვქონდა:დ:დ

კიდევ იყო ბალის ოპერატორების ნერვებზე თამაში.აბა მეტი რა საქმე გვქონდა. ერთ საღამოს ბირჟაზე ჩვენ და ჩვენი  “ხალხი” ვრეკავდით და ვღადაობდით,თან ძააან:დ   როცა გადაქანცული ხმა გვეტყოდა: ბალის ოფისი,რაღაცა, ესო, ისო,გისმენთო.ისმოდა ჩემი ძმის განწირული ღრიალი:თქვენ მოჰკალით ძერა?ამას მოსდევდა ჩვენი ძმაკაცის ასევე განწირული პასუხი:მე არ ვიცი რა მოვკალი ქორი არწივი ძერა.ამის შემდეგ იყო გახევამდე სიცილი და ოპერატორი ხმას ვეღარ იღებდა თითონვე გათიშა ბოლოს:დ:დ

მეორე საღამოს ბაღში,რომელიც მუდამ ბნელია ხოლმე,შუქი გავიყვანეთ,ჩვენსავე გაკეტებულ მაგიდასთან დავსხედით და ჩაის ვსვავდით 40   გრადუს სიცხეში:დ  მერე ჩემმა ძმამ გიტარაზე დაკვრა დაიწყო,ნუ რაც იცოდა დაუკრა:დ და ჩვენ რაც ვიცოდით იმას ვყროყინებდით,მერე სიმღერაც დავწერეთ რა თქმა უნდა უაზრო და ისიც დიდი ამბით ვიმღერეთ.მეორე დღეს წამოვედი.ძალიან მენატრება ყველა!!

https://i1.wp.com/data.whicdn.com/images/32774120/tumblr_m79kdfgCFR1rvffbjo1_500_large.jpg

მოკლედ სასიამოვნოდ გავატარე ზაფხულის ეს ნაწილი და დანარჩენიც ვნახოთ.

ამჟამად თითქოს მაქვს რაღაც გეგმები,რითიც აქაც გავერთობი,დაველოდები ჩემი დაქალებიდან,რომლებიც საოცრად მენატრებიან,ვინც ჩამოვა იმასთან ერთად წავალ წიგნის მაღაზიებში,ან სადმე და ქალქაში გავისეირნებთ.ჩვენ რო ვიცით ისე ვიჭორავებთ და ა.შ

ეხლა რო ვუკვირდები,საოცრად დდიდი პოსტი გამომივიდა.აბა ჰე,შეგეხმიანებით კიდევ!

miy all:*:*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: