ამ ბოლო დროს….

3 Jul


ამ ბოლო დროს ხელი თითქოს თავისით მიმირბის ქაღალდისკენ და კალმისკენ…იმდენი დასაწერი მაქ,იმდენი მოსაყოლი რომ არც კი ვიცი რომელ ქაღალდზე დაეტევა მაგდენი რამ…არც რაიმე სასწაული ხდება ჩემს ცხოვრებაში და არც რაიმე მადარდებს უბრალოდ მინდა დავწერო ის რაც არავისთვის არ მითქვამს,ის უაზრო ფიქრები რაც მიტრიალებს თავში,ის ოცნებები რომლებიც მე თვითონ არ ვიცი საიდან ჩნდებიან ჩემს თავში…საამისოდ კი ნერვები არ მყოფნის სათანადო ბლოქნოტიც არ მაქვს, არა გატყუებთ მაქვს უამრავიი რამდენიც გინდა იმდენი,მაგრამ არა. ყოველივე მათგანში ბავშვობიდანვე წერა მძულდა და ჩემს საყვარელ დღიურში კი ადგილი აღარ დარჩა,ამიტომ მიწევს ჩემივე საცოდაობების ჩემშივე ჩახშობა(

ფურცელზე წერა არ მსურს. არ მინდა ის სადმე მივაგდო და მერე მთელი ფიქრების აჯაფსანდალი ვინმემ წაიკითხოს და უაზრო დასკვნები გამოიტანოს. დააქუცმაცოს ჩემი ჩანაფიქრები და ნაკუწებად აქციოს ის რომანტიკული ოცნებები რომლებიც მუდამ ჩემში დევს…არ მინდა ვინმემ გაიაროს და დატკეპნოს ჩემი “პირადული” იდიოტობები,ჩამიძვრეს სულში, ჩაეკვეხოს იქ სადაც ადგილი ისედაც არავისთვის არაა..არ მინდა ვინემ ამ ნაბოდიალების მერე დაიწყობს ფიქრი:”რა ეშველება ამ დარტყმულს”და ა.შ. არ მინდა ვინმე ალაპარაკდეს იმაზე რაც მათ არ ეხება რაც მხოლოდ ჩემია! ჩემი…არ მინდა ვაგო პასუხი იმაზე თუ  ვინ როგორ გაიგო ჩემი ნააზრევი…ჩაკეტილი პიროვნება ვარ და თუ კარს არ ვაღებ არაა საჭირო ფანჯრებიდან შემოხტომა არ ვიცი სხვაგვარად როგორ ვთქვა ის რაც მე მაწუხებს…ვიცი სულ სხვა თემიდან სულ სხვა თემაზე გადავეშვი მაგრამ ოდესღაც ამ საკითხზეც უნდა ამეხადა ფარდა! და მეთქვა ის რაც ნამდვილად მსურდა!!!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: