პიჟამო,ზაფხული და ის…

2 Jul

https://i1.wp.com/week.ge/uploads/posts/2012-07/1341169702_tumblr_m4uwyxq7a01qavlt8o1_500.jpg

….ღამით ცუდად მეძინა,მეღვიძებოდა და ვეღარ ვიძინებდი.ასე მივაღწიე  დილის 6 საათამდე.ბოლოს მომბეზრდა ჭერის ყურება და წამოვდექი.გარეთ მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკი ისმოდა,არაფერი ზედმეტი და ეს ბუნებრივბა ძალიან მესიამოვნა.აივანზე გავედი და ქალაქს გავხედე.მზე მხოლოდ წინა ნაწილს ანათებდა ,ჯერ ნორმალურად არც ამოსულიყო.რატომღაც ძალიან ციოდა და მსოფლიოში ყველაზე მოხერხებულმა ტანსაცმელმა-პიჟამოებმა ამ შემთხვევაშიც ვერ მიშველა.  ერთი-ორჯერ ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი და ოთახში შემოვედი.მივედი საწოლთან და ისევ წამოვწექი.შემცივნებული მაგრად გავეხვიე  თხელ საბანში და   გავინაბე.სითბო მესიამოვნა,არ მეგონა ზაფხულშიც თუ მომენატრებოდა.

ნელ-ნელა მეხუჭებოდა თვალები და ის იყო უნდა ჩამძინებოდა,რომ ოთახში ვიღაცის ნაბიჯების ხმა გავიგონე. მაშინვე წამოვხტი  და სრულიად უცხო  ბიჭი შემრჩა ხელში.მაშინვე საბრძოლო მზადყოფნაში აღმოვჩნდი და ბალიში ავიღე ხელში.თუმცა მისმა უცნაურმა ხმამ მითხრა:

-მადლობელი ვიქნები პირველივე შეხვედრაზე თუ კისერს არ მომტეხ-ეს ისეთი ტონით თქვა,სიცილი(თუ ღიმილი) ვერ შევიკავე

-ვინ ხარ,საიდან გაჩნდი,რა გინდა?

-არავინ,არსაიდან და არაფერი:)

-(სარკასტული გამომეტყველება) ოოოო,ახლა ყველაფერი ვიცი შენს შესახებ,მაგარია!:|

-(იცინის)რაც საჭირო იყო უკვე გაიგე,ახლა თუ წინააღმდეგი არ ხარ  გამომყევი.

-ჰაჰ,გავყვე ისეთ ვინმეს,რომელსაც არ ვიცნობ,რომელიც ქურდივით შემოიპარა ჩემს ბინაში და თან პიჟამოებით?? არაა იყოს:))

-შენი ნებაა,მე შემოგთავაზე…ისე შენს ადგილას ბევრი ინატრებდა ყოფნას და ასეთი შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვა-ამ დროს შემომხედა თავისი(მგონი) ყავისფერი თვალებით და ხელი გამომიწოდა

არ ვიცი რამ დამკრა თავში,სულელური გამომეტყველება მქონდა და ყველაზე სულელური რამ გავაკეთე,ხელი ჩავჭიდე და ლოგინიდან გადმოვხტი(სირცხვილი) კიდევ კარგი დამიჭირა,თორემ იატაკისკენ პირდაპირ სახით მივდიოდი(ვითომ დამაჰიპნოზა?)  წავიდა შემოსასვლელისკენ და თან ხელჩაჭიდებული წამიყვანა.გააღო კარი და ცუდად გავხდი. მე მეზობლის შავი კარის დანახვას ველოდი და უცებ მინდორში აღმოვჩნდით.(თან ყველაზე მაგარი,მე პიჟამოებით ვიყავი:|)

-ხომ კარგად ხარ?-მკითხა

-კარგად ყოფნას თუ მატყობ,ყოჩაღ შენ?სად წამომათრიე…-არა ვაღიარებ ლამაზი იყო იქაურობა,ყვავილები,მწვანე ბალახი,ლურჯი ცა,მზე და პიჟამოები:|:|:|

-ვიფიქრე ცოტას გავახალისებ-მეთქი,ამ ბოლო დროს ძალიან დეპრესიული მეჩვენები.

-ისე ამბობ,თითქოს მთელი ცხოვრება ჩემთან ცხოვრობდი

-და რა იცი რომ არ ვცხოვრობდი?

ამას წავუყრუე და გადავწყიტე იმით დავმტკბარიყავი,რაც ჩემს ირგვლივ იყო და აღარც პანიკა შემეტყობოდა.

ძირს დამსვა,თვითონაც გვერდით მომიჯდა…მელაპარაკებოდა და თან ყვავილების გვირგვინს მიწნიდა:| მერე თავზე დამადგა.თმა ისე მქონდა აწეწილი …..

ვლაპარაკობდით და ვლაპარაკობდით გაუთავებლად…ყველაფერზე.  სიტყვა არ დაუძრავს იმაზე, თუ ვინ იყო,როგორ გაჩნდა ჩემს სახლში.მე კიდევ ყველაზე მეტად ამის გაგება მინდოდა.საუბრისას მივხვდი რომ ის ძალიან კეთილი ადამიანი იყო,ღრმა ყავისფერი თვალებით)))

-მმმმ  მოკლედ,რაღაც უნდა გითხრა და არ დაიწყო როგორც გოგნებმა იციან ხოლმე

-გააჩნია რას მეტყვი-ვუთხარი მე და საოცრად იდიოტურად დავახამხამე თვალები:|

-მე….-და უცებ ტტტ ტ-ტტტ ტ-ტტტ ტ

ჩემი მაღვიძარა,რომელიც დღეს თუ არა ოდესმე ფანჯრიდან გადაფრინდებოდა,გაუთვებლად წრიპინებდა.თვალები გავახილე და მივხვდი რომ იმ პოზაში ვიყავი რა პოზაშიც აივნიდან შემოსვლის შემდეგ გაყინულს ჩამძინებოდა:|

მოკლედ სასიამოვნო სიზმარი იყო მხოლოდ…მეტი არაფერი.სევდიანად გამეღიმა და ავდექი.დღე ჩვეულებრივ იწყებოდა.

საუზმე და მერე ხატვაზე უნდა წავსულიყავი.

2 საათისთვის მზად ვიყავი,ყურსასმენები გავიკეთე და სახლიდან გამოვედი.ხატვის სტუდია ჩემი სახლიდან არც ისე შორს იყო.მალე მივედი კიდეც.შენობას რომ მივუახლოვდი,კუთხიდან ვიღაც ბიჭმა შემოუხვია,აშკარად კარის  მიმართულებით მოდიოდა,ალბათ ახალი იყო.მე ჩემს სტიქიაში ვიყავი.ზუსტად კართან შეჩერდა და ვიგრძენი რომ მე მიყურებდა.გავხედე და ცუდად გავხდი,მაშინვე ტანსაცმელზე დავიხედე,მეგონა ისევ პიჟამოები მეცვა.ზუსტად სიზმარში ნანახი იყო,კი არ გავდა,ნამდვილად ის იყო!ისევ ისეთი ყავისფერი თვალები და ღიმილი….

-მხოლოდ თქვენს შემდეგ-მითხრა და გაიცინია,მე სულელივით მივჩერებოდი პირდაღებული,ის კი მიყურებდა და იღიმებოდა.ბოლოს შესვლა მოვისაზრე და წინ წავედი.ბიჭი კი,როგორც სიზმარში,ახლაც უკან მომყვებოდა…

https://i1.wp.com/week.ge/uploads/posts/2012-07/1341170699_tumblr_m6683adrku1r197moo1_500.jpg

https://i2.wp.com/week.ge/uploads/posts/2012-07/1341170603_tumblr_m667saba191r197moo1_500.jpg

(დაფუძნებულია რეალურ ფაქტებზე:დ:დ:დ)

 

2 Responses to “პიჟამო,ზაფხული და ის…”

  1. ❥ Natsy July 2, 2012 at 7:36 pm #

    არ ვიცი რატო, მარა ესეთ სიზმრებს ვერ ვიტან.. საერთოდ მიუხედავად იმისა, რომ არ მჯერა, დიდ გავლენას ახდენს ჩემზე. ერთხელ დამესიზმრა, რომ ჩემი შეყვარებული მოვკალი :დდ და მეორე დღეს დავშორდი (ნუ მარტო სიზმრის გამოც არა!)
    კარგი პოსტია, და თან თუ რეალურია… :))

    • ourvintageworld July 2, 2012 at 7:48 pm #

      მეც გამიკვირდა ეს სიზმარი,რომ ვნახე.საერთოდ ესეთი “ჟანრის”სიზმრებს იშვიათად ვხედავ და მაგიტომ:)) ცოტა რაღაცეები ჩემი ფანტაზიით დავამატე,მაგრამ 90% რეალურია:)))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: