თურმე ასეთებიც ხდება…

23 Jun

ცოტა ხნის წინ უჯრას ვალაგებდი და შემთხვევით ჩემი დაწერილი იდიოტური მოთხრობა ვიპოვე:დ:დ    დავიწყე და ჩამითრიაა,არადა მეგონა გადავაგდე-მეთქი.რაღაც დადებით განწყობაზე დაამაყენა და ვისაც საქმე არ აქვს,მაგრამ სამაგიეროდ სურვილი გააჩნია,შეუძლია დრო გაიყვანოს და წაიკითხოს:დ

https://i0.wp.com/data.whicdn.com/images/31148291/tumblr_m12dxyw2zd1qlcfsso1_500_large.jpg

თავი პირველი:”მე”

დედა…დედა…დედა!ბოლო სიტყვა უკვე ყვირილითწარმოვთქვი და გამომეღვიძა კიდეც,შუბლი ოფლით მქონდა დაცვარული და იმით ბედნიერმა,რომ ეს ყველაფერი მხოლოდ სიზმარი იყო,ცრემლებს გზა გავუნთავისუფლე.ნეტავ ყველაფერი მართლა სიზმარში მომხდარიყო…ახლა ხომ კოშმარით შეწუხებულს,რომელიც მოსვენებას არ მაძლევდა, გონებაში ვერ აღვიდგენდი იმ საშინელ შემთხვევას,როცა ამ ქვეყნად ყველაზე ძვირფასი ადამიანი-დედა დავკარგე.აღარავინ მყავდა ვინც რაიმეს მირჩევდა,ძილის წინ შუბლზე ,აკოცებდა,დამეხმარებოდა….ამას როგორმე უნდა შევგუებოდი,მაგრამ როგორ?როცა ტირილით გული მოვიოხე,ჩამეძინა…
დილით მაღვიძარამ ჩვეულებისამებრ შვიდ საათზე დარეკა.თავი საშინლად მტკიოდა.გადავწყვიტე მამაჩემს ისე მოვქცეოდი.თითქოს ყველაფერი კარგად იყო და ღამით სულაც არ მივსულვარ სიგიჟის საზღვრამდე.ისე მამაჩემთან კარგი ურთიერთობა არასდროს მქონია.ერთმანეთს საშინლად არ შევეფერებოდით.ყოველთვის განსხვავებული აზრი გაგვაჩნდა,რაც კონფლიქტის ხშირი მიზეზი იყო.
-გამარჯობა მამა-ცივად მივესალმე.მან ხმა არ გამცა.მგონი ეს კაცი მართლა ვერ მიტანდა.-მე სავარჯიშოდ მივდივარ.-პასუხს არ დაველოდე,რადგან დიდად არ მაინტერესებდა და ეზოში ჩავედი.მეხუთე წრეზე უკვე ძაღლივით ვქოშინებდი,მაგრამ რვამდე მაინც მივაღწიე.არც ისე ცუდი შედეგია მეცხრეკლასელი,სუსტი,დეპრესიული და ღამენათევი გოგოსთვის.სახლში ავედი.
-ნია შენ ხარ?
-სხვა ვინ უნდა იყოს?
-ნია შეგიძლია ხანდახან ისე მომმართო,როგორც მამისა და ქალიშვილის ურთიერთობას შეეფერება?
-იცი რა მამა,მე ყოველთვის ისე მოგმართავ როგორც საჭიროა,მაგრამ ეს შენ ცდილობ ბზარი გააჩინო ჩვენს ურთიერთობაში.-კარადიდან პურს ვიღებდი,როცა მამამ ისე დაჰკრა მაგიდას მუშტი,ხუთ სანტიმეტრზე ავხტებოდი.-სიმართლე მწარეა-ისე ვუთხარი,თითქოს ფეხებზე მეკიდა ისიც და მისი გამოხტომებიც.
-საკმარისია!ხანდახან ეჭვი მეპარება მართლა ჩემი შვილი ხარ თუ არა!
-ნეტავ არც გავჩენილიყავი,ახლა სანანებელიც არ გექნებოდა ჩემი არსებობა-საუზმეს თავი დავანებე,ჩანთას ხელი დავავლე და კარი გავიჯახუნე.

თავი მეორე:”განაჩენი”

სკოლისკენ მიმავალ გზაზე ცრემლები მახრჩობდა.მერჩია მოვმკვდარიყავი,ვიდრე მამასთან ერთად ერთ სახლში მეცხოვრა.სკოლაში რომ მივედი,ისეთი დასიებული თვალები და ცხვირი აღარ მქონდა,როგორც გზაში.
-ნია!ნია!-გავიგონე ზურგსუკან ხმა.აშკარად მასწავლებლების “ლაქუცა ძაღლი”თეო წიკვინებდა.სწორედ იმიტომ ათრევდნენ კლასიდან კლასშირომ მასწავლებლების საყვარელი გოგო იყო.
-რა?-ისე ვკითხე რომ მიმეხვედრებინა,დროზე ეთქვა სათქმელი და დაკარგულიყო აქედან,მაგრამ ვერ მიხვდა როგორც ყოველთვის.
-მოკლედ დღეს ჩვენი ფიზიკის მასწავლებლის დაბადების დღეა და მინდოდა მეკითხა ჩემს ადგილას რას აჩუქებდი?
-ეგ ისაა გაწეწილი შავი თმა და კოჭებამდე კაბა რო აცვია?
-კი ეგაა
-მაშინ ცოცხს გირჩევ-მივახალე და ნაბიჯს ავუჩქარე.თეო პირდაღებული იდგა,მგონი მართლა ცოცხის ჩუქებას აპირებდა ეგ საწყალი.
გაკვეთილებზე უაზროდ ჯდომისგან დაღლილი სახლში ვბრუნდებოდი,წლის ბოლო იყო და მიხაროდა.ზოგჯერ როცა რაღაც გამიხარდებოდა ,თავს დამნაშავედ ვგრძნობდი,არ ვიცი რატომ….უცებ უფროსკლასელები წამომეწივნენ და წინ გადამოდგნენ.ძალიან გამიკვირდა.
-ნია ხომ?
-კი,რამე პრობლემაა?(ჩემი საფირმო ფრაზა)
-არა,უბრალოდ წლის ბოლოსთან დაკავშირებით წვეულებას ვაწყობთ და მეცხრედან მარტო შენ გპატიჟებთ,რას იტყვი?
-რა წვეულებაა?-დავინტერესდი,რადგან ერთი აზრი დამებადა
-სასმელი,მუსიკა,ცეკვა..როგორც ყოველთვის.
-კარგი აუცილებლად მოვალ,დრო და მისამართი მითხარით.-ისე გაუხარდათ გეგონება ერთ-ერთი საპატიო სტუმარი ვიყავი.
ხვალ ათ საათზე მამაჩემს “აღსასრული ” ელოდა.მოკლედ გადავწყვიტე სამაგიერო გადამეხადა მისთვის,რადგან მისმა სიტყვებმა ძალიან მატკინა გული.ცოტა გართობა და მამისთვის ნერვების მოშლა არც მე მაწყენდა.სახლში მივედი და მთელი დღე ისე გავლიე,მამაჩემისთვის ხმა არ გამიცია,ასე გაგრძელდა შემდეგ დღესაც.ჩემს ოთახში ჩაკეტილი ათ საათს ველოდი,რომ შეუმჩნევლად გავპარვოდი მამას ყოველგვარი ახსნის გარეშე.არც გამჭირვებია,რადგან მამაჩემს მართლა ფეხებზე ვეკიდე.ზუსტად ათზე დანიშნულების ადგილას ვიყავი.ბნელოდა,მუსიკა ბოლომდე აეწიათ,ბავშვები ერთმანეთში ირეოდნენ,სვამდნენ,ყვიროდნენ.საზიზღარი სიტუაცია იყო,მაგრამ ეს ამად მიღირდა.ღმერთო რამ გამაბოროტა ასე,საკუთარ მამას ამგვარად რომ ვექცეოდი.წვეულებაზე ძალიან ბევრი დავლიე,მერე აღარაფერი მახოვს,აზრზე რომ მოვედი,ჩვენი ბინის კართან ვეგდე და თავზე მამაჩემის მრისხანე თვალები დამყურებდა.
-არც კი იცი რა შარში გაყავი თავი ნია!-ისე ხმამაღლა დამიღრიალა,წამით სმენა წამერთვა.
-ახლა გახდი ჩემი მამიკო,რომელსაც შვილი მხოლოდ მაშინ ახსენდება,როცა ის რამე ცუდს ჩაიდენს?-ხმა არ გაუცია.”ამიღო” და სახლში “შემიტანა” ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით.
-ხვალვე ბებიაშენთან გადახვალ საცხოვრებლად თან სამუდამოდ!მე შენი მოვლა არ შემიძლია,ან შენ არ მაძლევ ამის საშუალებას.
-ასეც ვიცოდი!-დავუყვირე-შენც ეს გინდოდა არა?რომ ერთხელაც რამე სისულელეს ჩავიდენდი დასახლიდან გამაგდებდი!-უკვე საკმაოდ ხმამაღლა ვყვიროდი.
-ეს განაჩენია,რომელიც შენს თავს შენთვითონვე გამოუტანე.
მე ავღრიალდი,ცრემლი ცრემლს მოსდევდა ,ვეღარ ვჩერდებოდი.ჩემს ოთახში შევვარდი და მეორე დილამდე აღარც გამოვსულვარ.

თავი მესამე:”დამშვიდობება”

ღამით კი ძალიან ბევრს ვფიქრობდი,იმდენად ბევრს,რომ თავი ამტკივდა.მივხვდი,რომ ყველაფერში მხოლოდ მე ვიყავი დამნაშავე,მხოლოდ ჩემს გამო აბრაგუნებდა მამაჩემი ფეხებს მეორე ოთახში,რათა ნერვები დაეოკებინა,ჩემ გამო გავიტეხე ერთხელ და სამუდამოდ სახელი ჩემი მეორე მშობლის თვალში.ყველაფერი მხლოლოდ ჩემი ბრალი იყო.
დილა მზიანი გათენდა,რაც ჩემს ხასიათს სრულიად არ შეესაბამებოდა.ადგომა დიდად არ მეხალისებოდა,ამიტომ ბებიასა და ჩემს მომავალ ცხოვრებაზე დავიწყვე ფიქრი.ბებიაჩემი ამქვეყნად ყველაზე ბავშვური,მზრუნველი და საყვარელი ქალი იყო.ყოველთვის მხიარული და უდარდელიც.სულ ვოცნებობდი მისნაირი ვყოფილიყავი.ნეტავ შეიცვალაა?თუ ისევ ისეთია,როგორიც გონებაში ჩამრჩა.ბებია რომელიღაც გარეუბანში,სოფელში ან რაღაც ამის მსგავსში ცხოვრობდა.(ესეც ჩემი კარგი მახსოვრობის შედეგი)ზაფხულობით იმ ბანაკს ხელმძღვანელობდა,რომელიც დედაჩემის პატივსაცემად ჩამოაყალიბა.ეს ბანაკი სხვებისგან არაფრით გამოირჩეოდა,უბრალოდ ბავშვები რაღაც პროგრამაში ერთვებოდნენ და ზაფხულობით იქ ისვენებდნენ.ამან ცოტა დამთრგუნა,რადგან ხალხმრავლობას ვერ ვიტან,ყველაფერს მარტოობა მირჩევნია(სუფთა მუდო ვარ)
დიდი ხნის განჯის შემდეგ “შევაჯამე ჩემი ვიქრები”და მივხვდი რომ ბებიასთან ცხოვრება არც თუ ისე ცუდი უნდა ყოფილიყო…ალბათ…
დიდხანს რომ აღარ გამოვედი ოთახიდან,მამაჩემმა თვითონვე გადაწყვიტა შეემოწმებინა ცოცხალი ვიყავი თუ არა.კარი რომ შემოაღო, მივხვდი,სახე ისეთი მრისხანე და ამღვრეული აღარ ჰქონდა როგორც გუშინ.საწოლზე ჩამომიჯდა და მითხრა:
-ნია არ მინდა რომ წასვლის წინაც ვიჩხუბოთ,მერწმუნე რასაც ვაკეთებ ყველაფერი შენს სასიკეთოდაა.-მამას საოცრად წყნარი და მზრუნველი ხმა ჰქონდა,სწორედ ისეთი,როგორზეც დედის ჩვენთან ყოფნისას ლაპარაკობდა ხოლმე.-მაპატიე ნია,ვიცი მეც მიმიძღვის ბრალი ყველაფერში-ამას რომ ამბობდა ხმა უთრთოდა,რომ შევხედე ,ლოყაზე პირველი ცრემლი ჩამოუგორდა.
-მამა მაპატიე!-შევყვირე და გადავეხვიე.ასე ვიყავით სანამ ტირილს არ მორჩა და არ მითხრა ერთ საათში აეროპორტში წაგიყვანო.თურმე უნებურად მეც ავტირებულვარ.
ერთი საათის შემდეგ კი უკვე თვითმფრინავუს ბაქანზე ვიდექი და დიდი ხნის შემდეგ კვლავ თბილად მომღიმარ მამას ხელს ვუქნევდი.

თავი მეოთხე:”ბებიასთან”

თვითმფრინავით დიდხანს არ მიმგზავრია.ტაქსით ბებიაჩემის კოტეჯამდე მისვლას კიდევ უფრო ცოტა ხანი დასჭირდა.სანამ სახლამდე მივიდოდი ,ფეხი რამდენჯერმე გადამიბრუნდა,ნეტავ რას გამოვიპრანჭე.ისე მივჩანჩალებდი,როგორც სირაქლემა სირბილისას.ამ დროს იქვე მჯდომმა რამდენიმე ჩემი ასაკის ბიჭმა თვალი გამომაყოლა,ხოლო როდესაც კიდევ ერთხელ გადამიბრუნდა ფეხი,ჩუმი სიცილი გავიგონე.ამან ძალიან გამაღიზიანა(რა გასაკვირია,რა დღეში მქონდა ნერვები)
-რამე პრობლემააა?-ძალიან ხმამაღლა გამომივიდა
ამან ბიჭები უფრო გაამხიარულა,რამაც მე ნერვები უარესად ამიწეწა,ხმა აღარ გამიცია.ჩემოდნების თრევით და კოჭლობით გავაგრძელე გზა.თურმე ამ დროს ერთი ბიჭი წამომეწია,რაც მხოლოდ მაშინ შევამჩნიე,როცა მკითხა:
-არ გინდა ჩემოდნების თრევაში დაგეხმარო?
-მე თვითონაც კარგად ვათრევ.
-მომეცი-დაუკითავად ეცა ერთ-ერთ ჩემოდანს.მეც მივეცი,რადგან მართლლა ძალიან დავიღალე.
-შენ ახალი ხარ ხო?
-ამ სოფელში თუ რაღაცაში კი
ბიჭს გაეცინა,სიმართლე ითქვას სხვა რეაქციას არც მოველოდი.
-არა მე ბანაკი ვიგულისხმე,წინა წელს არ დამინახიხარ და ამიტომ დამაინტერესა.
-ისე ყოველიშემთხვევისთვის იცოდე, მე ამ ბანაკის მფლობელის შვილიშვილი ვარ
-ოხ,პრივილეგიები გვაქვს და გვიხარიაო-გამომაჯავრა
-დეგენერატო ეგ სულაც არ მიგულისხმია!(არც ისე დეგენერატი იყო,როგორც მეგონა,მაგრამ მაინც)ისე რა გაცინებდათ წეღან შენ და შენს ძმაკაცებს?
-აა ბოდიში თუ გეწყინა,უბრალოდ ისე სასაცილოდ გამოიყურებოდი რომ თავი ერ შევიკავე
-აჰა,გასაგებია,მერე არც შენ გაგიკვირდეს თუ დაგცინებ
-როგორ მომაკეტინე-გაეცინა
-ხო ეგეთები მეხერხება-ვუთხარი და ენა გამოვუყავი-ისე ბავშვები არ ჩანან,რატომ?
-სეზონი ხვალ იხსნება
-აჰააა…ისე დიდი მადლობა ჩემოდანი რომ “მითრიე”
-არაფერს-თქვა და ისე შემომხედა,რატომღაც შემრცხვა.ამასობაში ჩემს კოტეჯთანაც მივედით-კარგი,ნახვამდის-ბოლოს ესღა ვუთხარი
-იმედი მაქვს კიდევ შევხვდებით-გამიღიმა
მე აღარაფერი მითქვამს,კარზე ორჯერ დავაკაკუნე,ყოველიშემთხვევისთვის უკან მივიხედე,მაგრამ ის უკვე წასულიყო.(როგორც ყოველთვის სახელი არ მიკითხავს)ამ დროს კარი გაიღო და მუდამ მხიარული,უდარდელი და ბავშვური ბებია დავინახე.სულაც არ შეცვილიყო.ერთი შევძახე ბებია-მეთქი და მერე ხო იცით როგორც ხდება.ბებია ამიტირდა,მაგრამ მალე დავაწყნარე:)))როცა ჩემი ამბები საფუძვლიანად გამოიკითხა,მითხრა:
-ბებო,აბა მომიყევი,რატომ ეჩხუბე მამას,რა მოხხდა?
-ხომ იცი ბე,როგორც ხდება ხოლმე-ცოტა დავღონდი,ბებოც ჩაფიქრდა-კარგი აღარ გვინდა ამაზე ლაპარაკი,როგორც გავიგე სეზონი ხვალ იხსნება,უკვე მოემზადე?უი,მართლა ჩემი ოთახი სადაა?
-კი,ბებო ყველაფერი მზადაა,შენთვის კი დედაშენის ყოფილი ოთახი შევარჩიე,თუ წინააღმდეგი არ ხარ.
-არა,ბე,რას ამბობ,პირიქით
ბებომ ოთახში ამიყვანა და მარტო დამტოვა,რათა ჩემს ნებაზე ამომელაგებინა ბარგი.თუმცა,როცა დედას ნივთები,ჩვენი სურათები დავინახე,ისევ სევდა მომერია და ავღრიალდი.”ახლა ამის დრო არაა”ჩავჩიჩინებდი ჩემს თავს.ბოლოს გადავწყვიტე ბებიას მივხმარებოდი.”ქალაქელი”გოგოს იერი მოვიშორე:შორტები,უბრალო მაისური და კეტები ჩავიცვი,თმა კი მაღლა ავიწიე.როცა დავლაგდი,ეზოში გავედი და მივხვდი რომ ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყებოდა,რაც ერთდროულად კარგიც იყო და ცუდიც.

თავი მეხუთე:”კავშირი”

საღამომდე ბებიას ვეხმარებოდი.ხან ყუთების გადატანაში,ხან პლაკატების ჩამოკიდებაში.მოკლედ ძალიან დავიღალე.სახლში სულ ერთი წუთით შევირბინე,მამას დავურეკე და აქაური ამბები მოვუყევი(საოცარია,დღემდე ვერ ვხვდები მისი ხასიათის ცვლილების მიზეზს)მერე გარეთ გავედი და იქაური ბავშვების ენაზე რომ ვთქვა”მზის ჩასვლის პონტი ავარდა”და იმას ვუყურბდი.დანარჩენები ხარხარებდნენ,”ხუმრობდნენ”.მე კი გადაღლილი და გამოშტერებული სადღაც ჰორიზონტის იქით,ერთ წერტილს მივჩერებოდი.როგორ ჩავიდა მზე ისიც კი ვერ დავინახე|-(რატომღაც ვიღაცას ან რაღაცას ველოდი(უფრო ვიღაცას):D,მაგრამ ამაოდ.
-ალოო,ჩამოვფრინდით
ესეც იმათ ენაზე “ხუმრობაა”,სად ალო და სად ჩამოვფინდით.გვედზე რომ მივიხედე,დავინახე 15-16 წლის წითური,ჭორფლიანი და გარუჯული ბიჭი შემომყურებდა(ეს სულაც არ იყო ის, ვისაც ველოდი)
-მე საბა მქვია შენ?
-ნია-უემოციოდ ვუპასუხე
-არ გინდა ცოტა გავისეირნოთ?
პირდაპირ საქმეზე გადავიდა:|:D.მეც ყველას თვალში უზრდელი,უხეში და თავმოყვარე “იძიოტკა”რომ არ გამოვჩენილიყავი,გავყევი.
ვაიმე….ეს რა იყო.ჯერ ბამბის ნაყინი მიყიდა ორი წლის ბავშვივით და მე რომ ვჭამდი,თვითონაც ამყვებოდა ხოლმე,რამის ვუთხარი აღარ მინდა შენი იყოს მეთქი,მერე შეყვარებულივით სახლში მიმაცილა.მოკლედ,რამეს თუ არ მოვიფიქრებდი,არც შემეშვებოდა.არ უნდა წავყოლოდი.ჩემს თავს ხმამაღლა ვლანძღავდი,როცა ზუსტად იმავე სკამზე,ზუსტად ის ბიჭი ვნახე,რომელი დილით ჩემოდნებს მიტარებდა.
-უი,შენც აქ ხარ?-რატომღაც გამიხარდა მისი ნახვა
-ხო,რაღაც მაგდაგვარი-ცოტა არ იყოს,ცივად მომმართა
-რამე მოხდა?
-არა,ისეთი არაფერი.
-ხო მართლა,მაშინ სახელის კითხვა ვერ მოვასწარი,რა გქვია?
-იკა-ისევ უემოციოდ მპასუხობდა
-წესით ახლა შენ უნდა გეკითხა რა გქვიაო-გავიხუმრესავით
-ზოგიერთი ჭორფლიანისგან განსხვავებით რაღაცრაღაცეები მეც ვიცი შენს შესახებ ნია
და მე მომეჩვენა,რომ ის რატომღაც ეჭვიანობდა,თუმცა როგორ უნდა ეეჭვიანა,როცა მხოლოდ ერთხელ შემხვდა და ისიც ჩემოდნების თრევაში გავატარეთ მთელი დრო.
-ვერ გავიგე?-ვუპასუხე,როცა ტვინი ისევ ამუშავდა.
-იმედია,მალე გაიგებ-ახლა თითქოს გამოუსწორდა ხასიათი-იცი,ხვალ სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ძალიან ბევრ სახალისოს და გასრთობს გეგმავენ,რაც მთავარია,საღამოს ყველა უზარმაზარ კოცონთან ვიკრიბებით ხოლმე.მოკლედ…არ გინდა ჩემთან ერთად წამოხვიდე?-ამას რომ მეუბნებოდა,ისე გამოღიმა ,რომელი ჭკუათმყოფელი ეტყოდა უარს.
-რა ვიცი აბა-შევიფერე
-გთხოოვ-ამას ველოდი,რა ეგოისტი ვარ:D
-კარგი წამოვალ-ვუპასუხე გამოშტერებული სახით,მაგრამ უცებ საღმა აზრმა გამიელვა-უი შენთვის არ მითქვამს რომ ხალხმრავლობას და ეგეთებს ვერ ვიტან?-რა სულელი ვარ “პაემანი”ჩავშალე
-ანუ არა?-დაღონდა
-არა კი,მაგრამ არა
-კი თუ არა?-დაბნეულად გაიცინა
-მოდი სადმე სხვაგან წავიდეთ-არ დავკარგე იმედი
-კარგი რამეს აუცილებლად მოვიფიქრებ სიხხხ
-რააა?ბოლო სიტყვა ყურში მოხვდა
-რა იყო სიხხ ვხუმრობ
-ეე ბიჭო,სიხას მოგცემ ეხა:P
-რა ლამაზი თვალები გაქვს ისე…
უცებ მოვკეტე და სახეზე იდიოტური ღიმილი გადამეფინა,ელამი რომ ვყოფილიყავი,დაუნისგან ვერაფრით გამარჩევდით
-კარგად ხარ?-მკითხა,როცა ამ მდგომარეობაში დამინახა
-მგონი კი-ამ დროს ბებიამ გამოყო თავი და სახლისკენ მიხმო.მე უხალისოდ წამოვდექი.
-კარგი ხვალ შეგხვდები-ვუთხარი და სანამ კოტეჯის კარს არ დავეტაკე,თვალი არ მომიშორებია,რა ჭირი მჭირდა:Dის მხოლოდ მიღიმოდა,ეს ღიმილი კი უამრავ ქვეტექსტს შეიცავდა,რომელიც მხოლოდ ჩემთვის იყო განკუთვნილი.
მეორე დღეს გამეღვიძა თუ არა,მაშინვე ფანჯარას მივასკდი,მაგრამ ჩემი იმედები წვიმამ ჩამორეცხა,რომელიც მინის მიღმა ნერვებისმომშლელად წკაპუნობდა.
-ჯანდაბა!ჯანდაბა!ჯანდაბა!
-რა მოხდა?-მკითხა გაკვირვებულმა ბებომ
-დამაცადე ბებო ვნერვიულობ-ერთი გაიცინა და მითხრა:
-ჩამოდი სამზარეულოში საუზმე უკვე მზადაა
მე უხალისოდ ჩავბრაგუნდი კიბეზე,მივუჯექი მაგიდას,რომელიც პირდაპირ ფანჯარას გაჰყურებდა და საუზმობის მაგივრად გარეთ დავიწყე თვალების ცეცება,იმის იმედით რომ გამოიდარებდა.უცებ თვალები ისე დავჭყიტე,ფანჯრის მიღმა ამომხტარ იკას,რომელიც ჩემს შეშინებას ცდილობდა,იქით გავუხეთქე გული.ორივეს სიცილი აგვიტყდა.იკამ ხელით მანიშნა,ფანჯრიდან გადმოძვერიო.მეც მივიხედ-მოვიხედე.ბებო სასტუმრო ოთახში სერიალს უყურებდა,ამიტომ კარიდან ვერ გავიპარებოდი.ჩუმად გამოვაღე ფანჯარა და ხელი იკას პირდაპირ სახეზე ავაფარე,რადგან სიცილს ვერ იკავებდა,როცა დაინახა როგორ “გამოვიტენე” ფანჯრიდან.ბებიას არც არაფერი გაუგია.აბა ხელს ხომ არ შევუშლიდი იმის გარკვევაში,ვისი შვილი იყო ლუსია,ხუანის თუ ლუიზასი.
-სად მივდივართ?-ვკითხე,როცა სულელივით სადღაც მიმათრევდა.სულ დავსველებულიყავი.
-მალე ნახავ-მოლოდინით აღსავსე თვალები მომაპყრო

თავი მეექვსე:”გამომიტყდა”

ამასობაში მზემ გამოანათა,თან შხაპუნა წვიმა ასხამდა -მითხარ ცისარტყელის ქვეშ გაგივლია? -რაა?-გაკვირვებისგან თვალები ჭყიტე -ძალიან კარგი დღეს გაივლი-გაუხარდა.ამ დროს პეხი რაღაცას წამოვკარი და იკას რომ არ დავეჭირე ორივე ტალახში ამოვიგანგლებოდით. -კი მაგრამ სინამდვილეში ცისარტყელის ქვეშ ხომ ვერავინ გაივლის?-ვკითხე,როცა სიცილს მოვრჩი -შენ გაივლი-მაინც თავისას იმეორებდა უცებ დაბურული ტყიდან სინათლე გამოჩნდა და პატარა გორაკზე აღმოვჩნდით.ადგილზე გავშეშდი,მსგავსი სილამაზე არასდროს მენახა.ჰაერში შვიდი ფერი ერთმანეთში წყდებოდა,ამ ფერებში კი მზის შუქზე წვიმის წვეთები ბჭყვრიალებდა.ხელი გავიწვდინე რომ შევხებოდი,მაგრამ რას მოვახერხებდი. -ულლამაზესია-გაოგნებულმა ამის თქმაღა მოვისაზრე -მიხარია რომ მოგწონს ძლივს მოვწყვიტე თვალი ამ სანახაობას და იკას შევხედე.ახლა მას მივაშტერდი.სულ დავსველებულიყავი.წვიმის წვეთები თმიდან შუბლზე,შუბლიდან სახეზე,სახიდან ნიკაპზე ჩამოსდიოდა.იკა მიხვდა ასე იდიოტივით მას რომ ვუყურებდი ,,უცებ ხელი დამავლო და ისევ გავიქეცით.იდიოტებივით დავრბოდით,ვხარხარებდით,გუბეებში ვხტუნაობდით,როცა წვიმა შეწყდა და როგორც იქნა მზემ გამოანათა,სეირნობით წამოვედით სახლისკენ.უეცრად ჩაჭიდებული ხელით ისე შემომატრიალა,კინაღამ წავიქეცი. -ნია,რაღაც უნდა გითხრა-ო,რამდენი ხანი ველოდი და როგორ მეცნო ეს გამომეტყველება -მოგწონვარ ხო?-ვაიმე რამ მათქმევინა ეს უაზრობა -ჰოოო-ისეთი ხმით მიპასუხა თითქოს სულ სხვა რამის კითხვას აპირებდაო -მეც!-ა,აყად ვუპასუხე,ღმერთო რა მჭირდა?ასე ბაღის ბავშვებიც კი აღარ უხსნიდნენ ერთმანეთს სიყვარულს,თუმცა მე ყოველგვარ “რომანტიკულ”მიკიბვ-მოკიბვას ასეთი პირდაპირობა მერჩია.შემდეგ ხელი ისევ ჩავჭიდეთ ერთმანეთს და დებილებივით გავაგრძელეთ გზა,თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს.უცებ ამაზე სიცილი ამიტყდა,იკაც ამყვა და ვიცინოდით ასე,სანამ ნაცნობ წითელ თავს არ მოვკარი თვალი.ჩვენკენ საბა მოდიოდა|-( -გამარჯობა ნია,როგორ ხარ,მოდიხარ ღონისძიებებზე,კოცონზე,მარტო თუ ვინმესთან ერთად,არ გინდა სადმე გავისეირნოთ? -მორჩი?-ვკითხე -კი-მიპასუხა მაშინ:ცუდად,არა,კი,იკასთან ერთად,არა!კიდევ რაამე გაიონტერესებს?-ამით მივახვედრე,რომ მასთან უაზრო ბოდიალის ხასიათზე არ ვიყავი.საბამაც მოტვინა და წავიდა,ისე რომ ხმაც არ გაუცია.ცოტა უხეშად კი გამომივიდა,მაგრამ რაღაცნაირად უნდა მიმეხვედრებინა. -ცუდ დღეში ხარ-მითხრა იკამ,რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ძლივს იკავებდა სიცილს.ამ დროს კოტეჯიდან ბებია გამოვიდა. -ნია ახსნა მოგიწევს!-ოჰო!მართლა ცუდ დღეში ვარ-ვუთხარი იკას და სახლისკენ გავიქეცი -კოცონთან შეგხვდები-დამიძახა იკამ-პასუხად მხოლოდ გავუღიმე და წინასწარ ზეპირად მომზადებულ ახსნა-განმარტებას შევუდექი.ბებიაც ყურადღებით მისმენდა,თითქოს ჩემი გაქცევის ნამდვილი მიზეზი არ იცოდეს….

თავი მეშვიდე:”კოცონი”

საღამოს რა თქმა უნდა პირველები ჩვენ მიოვედით კოცონთან,რომელიც ჯერ არ დაენთოთ.იკამ ბამბის ნაყინი მიყიდა და საბასგან განსხვავებით სულაც არ მიჭამდა:Dამ დროსჩემდა უნებურად საბა გამოჩნდა საიდანღაც(რაღაც ანდაზა გამახსენდა ძაღლზე და ჯოხზე:D)ხელში ყვავილები ეჭირა…აშკარად ჩემთვის მოჰქონდა. -ეს შენ-მითხრა და თავი ჩაქინდრა.მე რამის ზედ დავამხე თაიგული,მაგრამ როგორღაც თავი შევიკავე. -მადლობა-ვუპასუხე ბოლოს.საბა სულელივითშეტრიალდა და წავიდა -იკა უნდა მიშველო-შევჩივლე დაბღვერილ იკას -ხო,მეც მაღიზიანებს ეგ ტიპი უკვე-გაეცინა უცებ უზარმაზარი კოცონი დაანთეს.ყველა ახლოს მივიდა და ცეცხლს გარშემო შემოუსხდა -ახლა რა უნდა ვქნათ? -ეხლა იწყება თუ იწყება,საშინელებებს ყვებიან და ბოლოს მარტო მე და შენი საბა ვრჩებით ხოლმე-გაიღიმა და მე როგორც ყოველთვის პირდაღებული მივაშტერდი -ამ ლონდრეს არ ეშინია?-ვკითხე როცა გონს მოვედი,გამიკვირდა -მეც მიკვირს,მაგრამ აშკარად არა -ოოო,მე რომ მოვყვე,დამიჯერე პირველები თქვენ დაახვევთ აქედან-განვაცხადე ამაყად -ოხ,რას ლაპარაკობ,არ არსებობს,სამი წელია აქ დავდივარ ზაფხულობით და ვერავინ შეძლო ამის გაკეთება.შენ როგორ უნდა შემაშინო სიხხხ ამ დროს ცეცხლში ქვა გასკდა და იმხელა დავიწიკვინე,იკას გული გაუსკდა,მე კი სიცილი ამიტყდა მისი სახის დანახვაზე -ეჭვიც არ შეგეპაროს-წავუჩურჩულე -მმმმ…კარგი აზრი მომივიდა-ეშმაკურად გაიცინა-შენ თუ მე და საბას ერთდროულად შეგვაშინებ,იმ წითელთავას მოშორებაში დაგეხმარები,რომელი დებილი ვერ მიხვდებოდა რომ მე და შენ… -რაა?-ბოლო სიტყვები ყურში მომხვდა -არაფერი,ხმამაღლა ვფიქრობდი და-ენა გამომიყო.უცებ სიჩუმე ჩამოვარდა და დაიწყო…უმცროსები მალევე მიმოიფანტნენ,ხოლო როდესაც საფლავიდან ხელის ამოყოფებზე და ეგეთებზე დაიწყო ლაპარაკი,კოცონთან მარტო მე იკა და საბა აღმოვჩნდით -მგონი შენი ჯერია-მორცხვად გამომხედა საბამ,მე ამ გამოხედვის ატანა აღარ მქონდა,ამიტომ იკას თვალი ჩავუკარი და დავიწყე: -ხოდააა,დაახლოებით 95 წლის წინ(საიდან მოვთხარე ეს ციფრი)ერთ მიტოვებულ დასახლებაში ცხოვრობდა ერთი ბიჭი,რომელიც ღამე ქუჩაში დაეხეტებოდა-აქ თხრობა შევწყვიტე და საბას შევხედე,თვალები დაეჭყიტა და ფრჩხილებს იკვნეტდა,ანუ ჩემს მიზანთან ახლოს ვიყავი.იკას კი ფეხებზე ეკიდა,საბას რეაქციაზე ეცინებოდა.თხრობისას რამდენჯერმე ვახსენე დანა,სისხლი,ზომბი და უცებ,როცა კარი გაიღო-მეთქი ვთქვი,საბა გიჟივით წამოხტა და ყვირილით გავარდა სიბნელისკენ.მე კი შემეცოდა,მაგრამ ისტერიკულ სიცილს მაინც ვერ ვიკავებდი. -მე არ შემშინებიააა-ამაყად განმიცხადა იკამ -ანუ არ დამეხმარები?-ნერვები მომეთხარა -როგორ არა სულელო,თან მაგის მოშორება მეც მაწყობს-იკას ეჭვიანობა მესიამოვნა -როგორ დამეხმარები?-ფიქრებიდან გამოვერკვიე,იკას კი თვალები გაუბრწყინდა -როგორ და ვითომ სერენადას გიმღერი,რაღაცეებს ვიყროყინებ,შენც შენი “გრანდიოზული მზერა” მესროლე,როცა საბა აივანზე გადმოეკიდება.არა მგონია ასეთი სულელი იყოს,რომ ამის შემდეგაც ვერ მიხვდეს… ამ დროს აღმოვაჩინე,რომ კოცონთან მხოლოდ მე და იკაღა ვიყავით.შამპანიური და”ბამბანერკაღა” გვაკლდა:Dდა მე მივხვდი,რომ ჩვენი უაზრო ხუმრობების,საუბრის,სიცილის და ბოდიალის შემდეგ მე ის მართლა შემიყვარდა,თან ძალიან…იკა ისე მიყურებდა,გეგონება ჩემი ფიქრები მოესმინოს -მოგწონს გეგმა?-ესღა მკითხა -კი ძალიან-ისე ვუპასუხეთითქოს გეგმა კი არა სულ სხვა რამ მომწონდა -კარგი,თუ გინდა დროზე დამთავრდეს ყველაფერი,წავიდეთ 12 საათზე ჩემი ყროყინი გაგაღვიძებს და მზად იყავი -ხო ფსიქოლოგიურად და მორალურად უნდა მოვემზადო ამისთვის-გაგვეცინა.ხელჩაჭიდებულები მივედით კოტეჯამდე,იკამ ლოყაზე მაკოცა და სიბნელეში გაუჩინარდა.

თავი მერვე:”სერენადა”

12 საათამდე ძლივს გავძელი ,ძალიან მეძინებოდა,მეგონა იკამ მომატყუა მეთქი და დასაძინებლად დავწექი.თითქმის ჩაძინებული ვიყავირომ უცებ იკას ხმა მეცნო,უფროსწორად ყვირილი. -მოდი მოდი მოდიიი შენ გელიან ვარდებიიიი მე სიცილი ამიტყდა და აივანზე გავვარდი -რამე ნორმალური იმღერე, სირცხვილია-ჩუმად გავძახე,თან ისევ ვიცინოდი -კარგი მაშინ..მმმ…-ცოტა ხანი დაფიქრდა და დაიწყო:”აი ჯასთ გოუ თუ სეი აი ლოვე იუუუ”-ამ სიტყვებს ისეთი სოფლური კილოთი ამბობდა,რომ დაბლა გავიშხლართე და სიცილით ვიგუდებოდი.საბა კი არადა არ ჩანდა.იკამ თითქმის ამოწურა თავისი “რეპერტუარი” -მიდი ბოლო იმღერე და ხმამაღლა-ვთხოვე,როცა ისიც და მეც სიცილს მოვრჩით -და ეს ექსკლუზიური სიმღერა ეძღვნება ჩემს ერთადერთ და განუმეორებელ ნიააააააააააასსს!!!-იმხელაზე დაიყვირა,საბას გარდა ყველამ გამოიხედა-“ახ კაკაია ჟენშინაააა” მე ჩავიკეცე,ოღონდ სიცილისგან და ზუსტად ამ დროს საბამ გამოიხედა.როგორც იქნა “მოწვა” ყველაფერი და ისეთი სახით გამომხედა,თითქოს უნდა მეთქვა”ეს ის არ არის,რასაც შენ ფიქრობ”-მეთი.მე აივანში ჩავიმალე და ისევ ვიცინოდი,ბოლოს ამდენი როდის ვიცინე არც მახსოვს.უცებ ბებია გამოვარდა აივანზე და მოსულიერება დამიწყო,მე ერთი შევხედე იკას,რომელიც ჩემს დღეში იყო:ჩამუხლული დასიცილისგან იგუდებოდა.რაც მთავარია,ჩვენმა გეგმამ ,უფრო სწორად იკას გეგმამ გაამართლა და “წითელთავა”შემეშვა.ბებია ყველაფერს გართულებების გარეშე ეგუებოდა,ამიტომ ჩემთვის ჯვარედინი დაკითხვა არ მოუწყვია.ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.

თავი მეცხრე:”განშორება”

ყველაფერი ისე კარგად მიდიოდა ჩემს ცხოვრებაში,არც კი მჯეროდა რეალობა იყო თუ არა.მე და იკა სულ უფრო და უფრო ვუახლოვდებოდით ერთმანეთს.გადიოდა დღეები,კვირები,თვეები…და აი გაისმა ზარი,რომელიც ჩემი ბედნიერების აღსასრულს მოასწავლებდა -გისმენთ-ყურმილი ბებიამ აიღო,მეტის მოსმენა ვერ მოვასწარი,რადგან იკამ დამირეკა და შეხვედრაზე მითანხმდბოდა.როცა საუბარს მოვრჩი,ბებიას ვკითხე: -ვინ იყო ტელეფონზე? -მამაშენი-ცოტა არ იყოს დანაღვლიანებულმა მითხრა -რამე მოხდა?-თან მაცივარში ვიქექებოდი -უნდა რომ მასთან დაბრუნდე… -რააა?-თავი მაცივრის ერთ-ერთ თაროს ავარტყი-არ არსებობს,მე იქ არ წავალ,რატომ უნდა წავიდე,თვითონვე არ გამომიშვა?ბებო არ დავბრუნდები!-ამ დროს ცრემლები გადმომცვივდა და სახლიდან გავვარდი.კართან იკა მელოდა. -რა მოხდა?-შეშინებული მიმზერდა -მამაჩემს უნ და…უნდა…რომ დავბრუნდე.ვერ აღვწერ იმ დროს რა ტკივილი გამოესახა სახეზე.რამდენჯერმე დააღო პირი,რაღაცის სათქმელად,მაგრამ მერე ისევ გაჩუმდა.მე კი ვტიროდი და ვტიროდი.ამ ცრემლის ცხადი მიზეზი გვერდით უხმოდ მომყვებოდა.ვერნაირ გამოსავალს ვერ მივაგენითსხვა გზა არ გვქონდა,უნდა დავლოდებოდით იმ საშინელ მომენტს,რასაც განშორება ერქვა.საღამოს სახლში რომ დავბრუნდი,ბებიას მამასთვის დაერეკა,მაგრამ ის თავისას არ იშლიდა.ჩემთვის გაურკვეველი მიზეზის გამო სახლში დაბრუნება გარანტირებული მქონდა…ბარგი უკვე ჩაელაგებინათ.ჩემოდნების დანახვაზე თავზარი დამეცა. -ასე მალე მივდივარ? -ხვალ საღამოს-სევდიანად მიპასუხა ბებომ.მე ისევ ცრემლებმა მძლია და ჩემს ოთახში ავვარდი.სული რო მომეთქვა,აივანზე გავედი.სიბნელეში ვერაფერს ვარჩევდი,მაგრამ აშკარად ჩანდა,რომ ეზოში ვიღაც იყო.ხის სკამზე იჯდა და თავი ჩაექინდრა.კარგად რომ დავაკვირდი,მივხვდი,ვინც იყო…იკა…

თავი მეათე:”happy end”

მეორე დღეს ჩემს თავს ვერ ვგრძნობდი ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით.როგორ დავდიოდი,რას ვაკეთებდი,ვინ მელაპარაკებოდა…თითქოს სულ სხვა სამყაროში ვიყავი.იკასთან შეხვედრა არ მინდოდა.ეს უარესს დამმართებდა.გარეთ გავედი და იქვე ჩამოვჯექი.ვფიქრობდი როგორ გამეგრძელებინა ცხოვრება.ამ დროს ნაცნობი უდარდელი ხმა მომესმა.იკა იყო -რას აკეთებ? -“ვიდს”,რომ ყველაფერი კარგადაა -მაგის გაკეთებაში ვერავინ მჯობნის -ხო,გეტყობა,აშკარად კარგად გამოგდის,იცი რა მიკირს?შენთვის მართლა სულ ერთია რომ მივდივარ და არავინ იცის როდის დავბრუნდები? -სულელო,სულ მაგაზე ვფიქრობ,მაგრამ გამოსავალი ვერ მიპოვია,არც კი ვიცი უშენოდ რა ვქნა ორივე დავდუმდით -ისე აქედან მატარებლით მივდივარ,არ გამაცილებ? -ამას ვერ გადავიტან,მაგრამ მაინც წამოვალ-გაეცინა-რა მაცინებს…მოგწერ ხოლმე,დაგირეკავ და გავქაჩოთ ესე სადამდეც საჭირო იქნება.სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული რომ შევახტი და გადავეხვიე.ასე ვიჯექით ხმის ამოუღებლად,სანამ არ მოსაღამოვდა და ჩემი წასვლის დრო არ მოვიდა. -ცოტა ხნით დამელოდე,ჩემოდნებს გამოვიტან,ბებიას დავემშვიდობები და წავიდეთ -კარგი-მითხრა სევდიანად მე ბებო წინასწარ გავაფრთხილე რომ საგდურზე არ გამომყოლოდა,თორემ შეიძლება ხოხვით წამოვსულიყავი უკან.დამშვიდობებისას ბევრი ვიქვითინეთ მეც და ბებიამაც.ბოლოს კი როგორც იქნა კარი გამოვხურე და გამოვედი.გარეთ უარესი მელოდა.იკა ისევ იქ იჯდა და მიცდიდა.მერე ჩემოდნები გამომართვა და ფეხით წავედით სადგურისკენ.და აი დადგა მომენტი,რომლისაც ასე ძალიან მეშინოდა.ეს იმას ჰგავდა გოგო ბიჭს ჯარში რომ უშვებს,ოღონდ ჩვენს შემთხვევაში პირიქით იყო. -აჰა თეთრი ცხვირსახოცი-მივაჩეჩე ხელში იკას. -რად მინდა?-გაოგნდა მატარებელში რომ ჩავჯდები,დამიფრიალებ -რა სულელი ხარ-მითხრა და ისევ ჩამეხუტა მატარებელი ისე სწრაფად მოვიდა,არც კი ველოდი.ხალხის ტალღა სასწრაფოდ ვაგონისკენ დაიძრა და იკას მომწყვიტა.უცებ ვეღარსად დავინახე და პანიკაში ჩავვარდი.საღი აზრი რომ დამიბრუნდა,აღმოვაჩინე რომ უკვე ვაგონში ვიყავი.ღმერთო რა სულელი ვარ,ნორმალურად ვერც კი დავემშვიდობე.პირდაპირ ვაგონის კართან ვიდექი და გარეთ ვაცეცებდი თვალებს,იმის იმედით რომ ისევ დავინახავდი.მატარებელი დაიძრა.უცებ იკას მოვკარი თვალი და მისი სახელის ყვირილი დავიწყე.იკამაც დამინახა და მატარებელს გამოეკიდა.ამან ჩემზე საშინლად იმოქმედა.უეცრად თავში რაღაც აზრი მომივიდა.მგონი სულ გავრეკე.ჯერ ვყოყმანობდი,მაგრამ ბოლოს მაინც გადვწყვიტე.მატარებელი უკვე საკმაოდ ჩქარა მიდიოდა.იკა კი ისევ”მომსდევდა”.მე ჯერ ჩანთა ვისროლე,რადგან ჩემოდნები იმ ქაოსში სადგურზე დამრჩა და უცებ გაქანებული ვაგონიდან მეც გადავხტი.ბალახში გავგორდი,მაგრამ გონება არ დამიკარგავს.იკა შეშინებული მომვარდა. -სადგურზე ჩემოდნები დამრჩა და…-“მოვიმიზეზე”.იკამ ჩაიცინა -ვერ დავიჯერებ რომ მხოლოდ ჩემოდნების გამო გადმოხტი მატარებლიდან -ძალიან კარგი თუ არ გჯერა-ვუთხარი და დიდი მცდელობის შედეგად ფეხზე წამოვდექი.გახარებულმა იკამ ხელში ამიტაცა და დამატრიალა(კიდევ ეს მინდოდა)მაგრამ გაღიმება და მისი ძლიერად ჩახუტება მაინც მოვახერხე. აი ახლა ორივე ერთად მივუყვებოდით ლიანდაგს.იკა ისევ ჩემს ჩანთებს მიათრევდა.მიუხედავად გადატყავებული მუხლებისა და ხელის გულებისა,მე მაინც ბედნიერად ვგრძნობიდ თავს. ჩვენ მივდიოდით ჩუმად.სადღაც…რა მნიშვნელობა ჰქონდა სად?მთავარია რომ ერთად ვიყავით.

https://i2.wp.com/data.whicdn.com/images/31144433/542285_467121639983873_1563748858_n_large.jpg

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: