Little Part Of My Life: Diary”

10 Jun

სულ რაღაც ერთი დღის დასვენების შემდეგ მე ისევ დავუბრუნდი ძველებურ მდგომარეობას(არ დავკონკრეტდები რა იგულისხმება ამაში)  სოფელში ძალიან ძალიან კარგი იყო,დიდი ხნის უნახავი მეგობრები ვნახე და 11 საათამდე “ბირჟა” ავიკელი.ეხლა ისევ ლეპტოპის წინ ვზივარ დაარც ისე მზიან დღეს “შევხარი”.

ჰო მართლა,დღეს ვუყურე ფილმს “გრეტა”,რაღაცნაირი ფილმი იყო,მაგრამ რომ ჩამითრია ეს ფაქტია.ფილმში გოგონა,სახელად გრეტა,იბრძვის იმისთვის რომ მოკვდეს.ჩემი აზრით საკმაოდ სულელური მიზანია,ამისთვის დღიურში სიაც კი შეადგინა,მაგრამ ბოლოს მიხვდება,რომ ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანი რამეებიც არსებობს.

ფილმის ყურების შემდეგ რატომღაც დღიურში ჩაწერის სურვილი გამიჩნდა,რომელსაც ამ ბოლო დროს ძალიან მივეჩვიე.ჩემი დღიური ვიზუალურად ასე გამოიყურება

ახლა მინდა გითხრათ,თუ რა დადებითი მხარეები აქვს დღიურს.

1)ყველაზე მნიშვნელოვანი:დღიურში წერ ყველაფერ იმას,რასაც ყველაზე ახლობელ ადამიანსაც კი ვერ ეუბნევი,დღიური არის  ადამიანის შინაგანი მდგომარეობის გადმოცემის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება

2)დღიური “იმახსოვრებს” ყველაფერს,ანუ წარმოადგენს შენი ცხოვრების საუკეთესო ან ყველაზე ცუდი მომენტების კრებულს.

3)დღიურის შენახვით შენს თავს უნახავ შენს წარსულს,რომლის წაკითხვამ მომავალში შეიძლება ძალიან გაგახალისოს(ჩემს მაგალითზე ვამბობ,5-6 წლის წინანდელ ჩანაწერებს რომ ვკითხულობ,მებადება კითხვა:ნუთუ ასეთი დებილი ვიყავი?)

4)დღიური პირადად მე დიდ ფსიქოლოგიურ დახმარებას მიწევს.ბლოგი ჩემი მეორე დღიურია,მაგრამ აქ მთლიანად გახსნილი არ ვარ თქვენც ცოდოები ხართ:დ      სამაგიეროდ პირად დღიურში ვწერ ყველაფერ იმას,რასაც თუ არ ვიტყვი ნამდვილად გავგიჟდები.

5)დღიურში წერა ერთგვარი გართობაა,იმ მხრივ რომ წერისას შეგიძლია შესაბამისად გააფორმო იგი.

https://i1.wp.com/s004.radikal.ru/i207/1101/c2/efc216a592a6.jpg

https://i1.wp.com/data.whicdn.com/images/30223398/tumblr_lzyadeuFOj1r9j6eco1_500_large.jpg

ამიტომ ვისაც დღიური არ გაქვთ იმასაც გასწავლით როგორ შეიძლება გააფორმოთ ის.

თუ ბლოკნოტი,რომელიც დღიურად უნდა ვაქციოთ მთლიანად სადაა და არაფერი ახატია,ვაწერთ Diary(საწერად შეგიძლიათ გამოიყენოთ მარკერი,ბჭყვრიალა პასტები ან სულაც ჟურნალიდან ამოჭრილი ასოები)

შემდეგ ვაფორმებთ თქვენი ფანტაზიით,თუ ყვავილები,პეპლები და ამგვარი რაღაცეები ბანალურად გეცვენებათ,შეგიძლიათ უფრო სერიოზული ნახატი შეასრულოთ ბლოკნოტის ყდაზე.

https://i0.wp.com/data.whicdn.com/images/30097359/lisafrank_large.gif

იმის შეხსენება არ გჭირდებათ ,რომ ყოველი ჩანაწერი უნდა დაათარიღოთ.ხოლო უფრო მეტი ორიგინალურობისთვის კარგი იქნება,თუ თითოეულ ჩანაწერს შესაბამის გაფორმებას შეურჩევთ.იქნება ეს ნახატი,ამოჭრილი სურათი თუ გამხმარი ყავილები.

https://i2.wp.com/data.whicdn.com/images/30073222/tumblr_m58d5qym7E1ql3gqco1_500_large.jpg

https://i2.wp.com/data.whicdn.com/images/29955434/IMG_0330_large.JPG
თუ გნებავთ რომ თქვენს დღიურს კარგი სურნელი ჰქონდეს:დ:დ შგიძლიათ მუყაოს პატარა მართკუთხედის ფორმის ნაჭერს თქვენი საყვარელი სუნამო დაასხათ და ფურცლებს შორის მოათავსოთ ისევე როგორც მე ვაკეტებ ამას:*:*:დ

ვისაც ჩემი რჩევები მოგეწონათ და დღიურის წარმოება გადაწყვიტეთ,წარმატებებიიი:*:*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: