Just a dream<3

2 Jun

ძალიან ძალიან ძალიან მიკვირს….რომ დღეს 2 ივნისია!!უბრალოდ ვერ ვაცნობიერებ,წეღან დავფიქრდი და მაინც ვერ მივხვდი აქამდე ზაფხულის მოსვლა რომ ვერ შევამჩნიე.უბრალოდ ყურადღებას არ ვაქცევდი და ახლა???  მსუბუქ შოკში ვარ:დ  ყოველივე ამის მიზეზიი??ალბათ ისაა,რომ ყურადღება სხვა რამეებზე მაქვს გადატანილი,სკოლაზე,გამოცდებზე.ადრე ზაფხულის მოსვლა ისე მიხაროდა,ვერც აგიღწერთ,მაგრამ ამ მომენტში მერჩივნა ისვ გაზაფხული ყოფილიყო,შემოდგომა,ოღონდ ზამთარი არა!  ორშაბათიდან გამოცდები იწყება,გეოგრაფიის 70 საკითხი ზეპირად ვისწავლე:დ      
დღეს მე და ლაიზას აშკარად ნოსტალგია მოგვეძალა…მე ძალიან მომინდა სოფელში! და არა ,ვთქვათ ზღვაზე ან რომელიმე სხვა კურორტზე.უბრალოდ სოფელში…  დილით “ხაშზე” გაღვიძება,მერე მთელი დღე ათასი სიულელის კეთება,საღამოს “დაბირჟავება”უბნელებთან ერთად,მერე სასეირნოდ წასვლა ჩვეული მარშუტით….ძალიან მომნატრებია ეს ყველაფერი.

https://i0.wp.com/25.media.tumblr.com/tumblr_m28yyhST7R1qb30dwo1_400.jpg

https://i1.wp.com/24.media.tumblr.com/tumblr_m4ja1jJ2E41qh1253o1_400.png

https://i1.wp.com/24.media.tumblr.com/tumblr_m4uau9v9ut1qctjnko1_400.gif

https://i0.wp.com/25.media.tumblr.com/tumblr_m1t8os1ZyR1qdw6hfo1_400.jpg

ვიცი რომ მალე ჩავამთავრებ “საქმეებს”(წარმატებით) და მერე რასაც ქვია ცხოვრებით დავტკბები.ექსკურსიაზეც მიდის ჩვენი კლასი,ესეც მიხარია:))) კიდევ თეატრში მივდივართ რატომღაც 18 ივნისს,არადა ყოველთვის სასწავლო პროცესის დროს ნიშნავდნენ ხოლმე სპექტაკლებს.  
ამ ბოლო ხანებში ჩემი ინტერესი ამ სფეროსადმი ძალიან გაიზარდა,წინა სპექტაკლი აი აი არასდროს დამავიწყდება.ძალიან ღრმად ჩაჯდა ჩემში.საქართველო-აფხაზეთის ომს ეხებოდა და ერთ ახალგაზრდა ჯარისკაცზე მოგვითხრობდა. იმდენად გულისამაჩუყებელი იყო,რომ ვიტირე.თეატრში არასდროს მიტირია და ჩემი თავის საოცრად გამიკვირდა.ჩემი ატირება ხომ ძალიან ძნელია და თუ ვიტირე მერე ვეღარ ვჩერდები ხოლმე:დ:დ   იმ ემოციების გახსენებისას ისევ ჟრუანტელი მივლის.მარტო მე კი არა ჩვენი კლასის რვავე გოგო ტიროდა.აპლოდისმენტებიც განსხვავებულად  დაუკრეს ბოლოს,რაღაც სიყვარულით,სიმწრით,ცრემლებით.კიდევ მახსოვს სცენაზე ერთი მსახიობის მზერა,რომელმაც დამინახა რომ ვტიროდი და თვითონაც ცრემლი მოადგა თვალზე.  არ ვიცი რატომ მომინდა ამ ემოციების გამხელა ამდენი ხნის მერე,მაგრამ   ვალდებულად ჩავთვალე თავი რომ მეთქვა.

https://i2.wp.com/data.whicdn.com/images/28573533/Enppu-_25288_2529_large.jpg

https://i1.wp.com/data.whicdn.com/images/29222470/4_large.jpg

პოსტი რაღაც  გრძნობებით აღსავსე გამომივიდა,მაგრამ არაუშავს ცოტა ხანში ისევ ჩვენთვის დამახასიათებელ “ცანცარულ” და მხიარულ ჩანაწერს შემოგთავაზებთ.miy all:*:*:*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: