სიზმრების დღიური…

18 Mar


სიფათის დაკერვა, წარბის აპრიხვა, თვალების ცაში აყრა, მიმიკების შეცვლა, ყვირილი ეს ბებიაჩემთან ჩვეულებრისამებრ მიღებული იყო…ხასიათი ძალზედ ცვალებადი მქონდა…სიტყვას ბებოს არ ვარჩენდი…ბაბუაც კი ერეოდა ჩვენს საქმეებში.ხანდახან ვფიქრობდი კიდევ ცოტა და გასაშველებლები გავხდებოდით.ის ქალი რომელიც ადრე სითბოს მჩუქნიდა მაღიზიანებდა და თითქოს სპეციალურად მემტერებოდა…არ ვიცოდი რაში ან ვისში იყო საქმე ჩემში თუ მასში…ადრე ბანალურ რაღაცეებზე ვჩხუბობდით მაგრამ იმ დღეს ყველაფერი უფრო “სანტა ბარბარის” სერიალს დაემსგავსა…
დილა… ჩემი საყვარელი დილა…მიყვარდა გაღვიძება შაბათ კვირას ძალიან ადრე…და იმ დღესაც ემოციებით ახსავსე გავიღვიძე.ბალიშის ქვეშ მდებარე ჩემს სიზმრების დღიურს ვეცი და სხვა დღეების მსგავსად ჩემი სიზმარი ავღწერე “გრძელი ოთახი,ჩემს წინ ვიღაც ბიჭი,მე გამოვქანდი და ბიჭს შევახტი,ჩავეხუტე ფეხებით,ხელებით,გულით….”ამაზე ჩემი ჩანაწერი შეწყდა უცებ გავიგონე ბებიაჩემის წრიპინი… ვიღაცას რბილად ელაპარაკებოდა.ნუთუ ბაბუს გავიფიქრე მე, გადავიცვი მოკლე პიჟამას ზედაზე პერანგი და გავედი ოთახიდან… კიბის მოაჯირიდან კარგად ჩანდა პირველ სართულზე სიტუაცია მე ჩუმად ჩამოვჯექი და ვცდილობდი გამეგო რა ხდებოდა… დავინახე ჩემოდნები ნეტა ვინ ჩამოვიდა გავიფიქრე მეე და ამ დროს მეორე საძინებელი ოთახიდან გამოვიდა ვიღაც მაღალი ყავისფერ თმიანი ბიჭი და ბებო…დავიბენი თავი იდიოტი მეგონა დავიწყე პერანგის ღილების შეკვრა
–ოოო ენნ ეს ტომია გახსოვს ჩემი დაქალის შვილიშვილზე რომ გიყვებოდი ეს ისაა ჯერ ჯერობით ჩვენთან იცხოვრებს და იმედია დამეგობრდებით მე ცივად გავიღიმე და პერანგის წელვა წელვით შევედი ჩემს ოთახში–უჰჰჰ! აღარაფრად მაგდებენ არც კი გამაფრთხილეს წავიბურტყუნე მე ჩავიცვი მოვწესრიგდი და ჩავედი სამზარეულოში…აღმოჩნდა რომ ჩვენ ერთად უნდა გვესწავლა მოკლედ ამ წურბელას ვერ მოვიშორებდი ისეე საყვარელი კი იყო მაგრამ ამაზე მე მაშინ არც კი მეფიქრია …იმ დღეს მე და ტომი სკოლაში არ წავსულვართ მთელი დღე მისაღებ ოთახში ვიჯექით მე წიგნს ვკითხულობდი ის კი ლეპტოპში იქექებოდა უცებ მან მითხრა
–როგორც ჩანს ჩემი აქ ყოფნა გულზე არ გეხატება…
–როგორც ჩანს არც ისეთი იდიოტი ხარ როგორც მომეჩვენე ვუთხარი მე წარბი ავპრიხე და წიგნი მივხურე
–ცუდი წარმოდგენა შეგექმნა ჩემზე…მე გავჩუმდი და აღარაფერი მითქვამს ტომს თავი ჩაღუნული ჰქონდა თვალებით კი მაინც მე მიყურებდა მე წამოვხსტი და ჩემს ოთახისკენ გავეშურე
–არივიდერჩი ! ვთქვი მე და კიბეებზე ხტუნვა ხტუნვით ავედი…მეორე დღეს ჩვენ სკოლაში ერთად წავედით როგორცც კი მივედით სკოლის ჭიშკართან მე ვუთხარი “შენ მე არ მიცნობ და არც მე გიცნობ” ზუსტად ასე ვმოქმედებდით ერთი კვირა,მაგრამ შემდგომში ჩვენ დავმეგობრდით ჭადრაკის თამაშისას სამჯერ წავაგე მეოთხეჯერ კი ვსთხოვე ჩემთვისაც ესწავლა თამაში.მოკლედ მან წესივრად მასწავლა თამაში… საღამო ჩვენ ჩემს ოთახში ლექსების კითხვაში გავატარეთ ის სასიყვარულო ლექსებს კითხულობდა მე კი უფრო ფილოსოფოსულ მსიამოვნებდა მისი წკრიალა ხმით წაკითხული სასიყვარულო ლექსების მოსმენა თვალებს ვხუჭავდი და წარმოვიდგენდი რომ ამ ლექსებს ის ჩემთვის კითხულობდა…მოკლედ გავუშტვინე…ჩვენი იდილია კიდევ დიდხანს გრძელდებოდა, მაგრამ მერე ყველაფერი ჩაიშალა ჩემი ექსშეყვარებულის ზარის გამო მე სულ იმ დეგენერატთან ვატარებდი დროს და ტომი სულ გადამავიწყდა.. შაბათს მე ბუხართან ვიჯექი და ჩემს სიზმრების დღიურს ვავსებდი ტომი სახლში არ იყო მე მოვიწყინე საათს დავხედე და მივხვდი ისევ იმ იდიოტთან უნდა წავსულიყავი ჩავიცვი შავი კაბა და წავედი…აღმოჩნდა რომ ჩემი სიზმრების დღიური ბუხართან დამრჩა და ტომის ხელშიც ჩავარდა სანამ მე ჩემს “ექსლოვესთან” ვატარებდი დროს მან გადაიკითხა ის და სასიყვარულო სიზმარში ახწერილ ბიჭზე მიმიწერა “ეს მე ვარო” მერე აიღო მობილური და დამირეკა მე ტელეფონი გათიშული მქონდა და რა საკვირველია მის ზარებს ვერ ვუპასუხებდი როცა მივხვდი რომ იმ კრეტინს ჩემი დაბრუნება უნდოდა მაშინვე მივაგდე და წამოვედი ნელა მივუყვებუდი ტროტუარს და ტომზე ვფიქრობდი დამბურძგლა და მხარზე ხელი გავისვი ჩავრთე ტელეფონი და დავინახე რომ ვირაცა მირეკავდა გადავრეკე
–ტომ რა გინდოდა?
–არაფერი შემთხვევით გამომეშვა ზარი
–აჰაა… ჰო მეც ეგრე ვიფიქრე ტელეფონში 43 შემოსული ზარი რომ დავინახე…😐
–სად ხარ?
–ვბრუნდები….
–შენს ….. მოკითხვა გადაეცი
–დაივიწყე ეგ უბედური…
–ოჰ დაშორდით?
–არც შევრიგებულვართ
–ხო გეტყობოდათ კლასში ამ დროს მე სახლის კართან მივედი და ვუთხარი
–კარი გამიღე მან კარი გამიღო და შემომიშვა სახლში მე ქურთუკი სკამზე მივაგდე და დავებერტყე სავარძეში. მან აღარაფერი მითხრა, ტელეფონი მარტო იმ წამს გავთიშე მას თეთრი პერანგი ეცვა,რომელიც რატომღაც ძალიან მოვახდინე მივედი მასთან და ღილი შევუკარი მას გაეცინა
–ბევრი დალიე? მითხრა მან
–არაა ვუთხარიო მე და მოვშორდი მან თავისკენ მიმიზიდა მაგრამ ბებიაჩემმა თავისი ხველებით ყველაფერი ჩაშალა, როგორც ყოველთვის. მე უხერხულად შევიჭმუხნე ავიღე დღიური და ავედი ოთახშიი…კარი მივხურე და საწოლზე შევსკუპდი დღურის გადათვალიერება გადავწყვიტე..უცებ ტომის ჩანაწერს დავაწყდი და გამეცინა…ძილი მომერია თუ არა ტანსაცმლის გაუხდელად დავებერტყე და დავიძინე…ღამე საშინელება დამესიზმრა “ცისფერ ოთახში ვიჯექი. იატაკი სველი იყო. მე ვტიროდი და ვყვიროდი ტომი არ მომიკვდე” დილით რომ გავიღვიძე ამ სიზმრის ჩაწერა არ მოვისურვე.დაჭყანული სახით შევედი ტომის ოთახში საბედნიეროდ მას არ ეძინა ის მაგიდასთან იჯდა და კითხულობდა
–რა გჭირს ? მკითხა მან
–არაფერი…
–რაღაც ცუდად გამოიყურები ჰაა თქვიი რა მოგივიდა?
–ამმმ შენ მომიკვდი…..სიზმარში… ტომის გაეცინა და წიგნიდან ამომიკითხა
-გაიღიმე ისე თითქოს ბოლოჯერ…გაუღიმე დედამიწას და ისიც გაგიღიმებს…გაუღიმე ცას,მთას,ზღვას, მას გაუღიმე იმას ვინც გიყვარს…გაიღიმე!
-აჰა გაგიღიმე…ვთქვი მე და დავიჭყანე
-მეც გაგიღიმე
-და რა ჰეირი? ვთქვი მე და მოვღრიცე ყბა
–ოოო ღიმილიც ადამიანის გრძნობაა
-აჰაა და ამიტომ მაცანცარებ?
-უბრალოდ მინდა ვიგრძნო შენი ღიმილით სითბო მიტხრა მან და ეშმაკურად შემომხედა
-ჩემი?
-ხო
-და ჩემი ღიმილი რატო?
-იმიტომ რომ ის მე მეკუთვნის..
-საიდან მოიტანე?
-მე ვთქვი გაუღიმე იმას ვინც გიყვარს შენ მე გამიღიმე და ამიტომაც მე მეკუთვნი
-კაი მაშინ ეხლა შენ გაიღიმე ვთქვი მე
-რატო?
-აბა მე შენ გეკუთვნი იმიტომ რომ გაგიღიმე და შენ მე არ უნდა მეკუთვნოდე?
ტომმა გაიღიმა
–აჰაა ეხლა კი ჩემი ხარ მხოლოდ ჩემი ვუთხარი მე და გულზე მივიკარი….)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: