არასოდეს თქვა არასოდეს…

15 Mar


–ოდესღაც გიყვარდი…
–ოდესღაც ყველაფერი სხვანაირად იყო…
–მერე რაა? დავიბრუნოთ ეგ “სხვანაირად”!
–არა…არაა…არა რა სისულელეა ძლივს დაგივიწყე…!
–ნუთუ ასე გეზიზღები…
–არა! უბრალოდ ჩვენი გზები აღარასოდეს გადაიკვეთება…ჩვენ სხვადასხვა პოლუსებზე ვცხოვრობთ ან პლანეტებზე…ან საერთოდ საპირისპირო გალაქტიკებზე…გთხოვ! მორჩა და გათავდა…დამივიწყე! დამივიწყე ისე თითქოსდა არასოდეს გიყვარდი!…დაივიწყე ის გრძნობა რასაც მე შენს მიმართ განვიცდიდი…ის სითბო რასაც მე გჩუქნიდი…დაივიწყე ის ურითმო სიმღერები რასაც გიმღეროდი…ის წერილები რასაც ღამე გიგზავნიდი! დაივიწყე…გევედრები დამივიწყე…! ვთქვი ეს მე და წამოვედი. ცრემლი ცრემლს გადაბმული ვაგონივით მიჰყვებოდა… არ ვიცი რას ვგრძნობდი მის ცრემლს რომ ვუყურებდი თვალებზე “ბიჭი როცა ტირის ე.ი. უყვარხარ”…მაგრამ გვიანია…აღარ მინდა იგივე განვიცადო რასაც ადრე ვგრძნობდი…უაზრო ფიქრებით მივაბოტებდი სახლისკენ მინდოდა მალე მივსულიყავი… მიხაროდა რომ ღამე იყო, ვიცოდი არავინ შემამჩნევდა…სახლის კარი ჩუმად გავაღე მეთქი არც ჩემი და შემამჩნევს მაგრამ არა უცებ გავიგონე მისი ხმა
–მოხვედი…?რაო რა ხდებოდა?
–ხო მოვედი…საინტერესო არაფერი…
–ტიროდი?ეტყობა ჩემმა ხმის ტონალობამ გამყიდა
–არა..
–შემომხედე!
მე თავს არ ვწევდი, მერე კი ჩუმად ჩემი ოთახისკენ გავეშურე. ოთახში შესვლისას მუხლებით იატაკზე დავეცი.ტელეფონი გამოვრთე და ავტირდი………………….გადიოდა დრო ყველაფერი დავივიწყე გავხდი სხვანაირი ის ნაზი,საყვარელი,მომთმენი,თავმდაბალი მე აღარ ვიყავი მე… თანდათანაბოვით ვგრძნობდი რომ ჩემს თავს ვკარგავდი,ვკარგავდი იმ მეს რომელიც ცხოვრობდა “მის” გვერდით…ვჯუიტობდი,ვცანცარებდი,ვსწერვობდი და ვხდებოდი აუტანელი ირგვლივ ყველა პიროვნებას ვკარგავდი დამრჩა მხოლოდ და რომელიც ბოლო დროს ვერ მიტანდა…ღმერთს ყოველ ღამე ვსთხოვდი დაებრუნებინა ძველი დრო და ჩემი მშობლები…მაგრამ არაა არაფერი იცვლებოდა…ბოლო ხანებში ვგრძნობდი რომ არ მსურდა ფიქრი და მაინც ვფიქრობდი,მინდოდა რომ არ მეგრძნო ტკივილი და მაინც ვგრძნობდი,მინდოდა გამეცინა და მაინც ვტიროდი,როცა ვხვდებოდი რომ ცხოვრება უაზრობა იყო და სიცოცხლეს არანაირი აზრი აღარ ჰქონდა მაინც ვცოცხლობდი… მინდოდა ჩემს გვერდით ის ყოფილიყო,მჯდარიყო თუნდაც არაფერი რომც არ ეთქვა,უსიტყვოდ ვმჯდარიყავით…დიდხანს….საოცრად მომეძალა მასზე ფიქრები,მინდოდა რომ გაეგო თუ როგორ უზომოდ მჭირდებოდა….ვგრძნობდი როგორ ვკარგავდი ჩემს თავს…დაუნდობელ იდიოტს ვგავდი რომელსაც თავისი თავიც არ ენანებოდა…ჩემი თავის პოვნა დავიწყე…მაგრამ გზა ისეთი აბნეული იყო რომ უფრო კატას ვგავდი რომელიც ძაფების ბურთულით თამაშობდა ეს ძაფების ბურთულა კი ჩემი გრძნობები იყო😐 არ ვიცი რატომ ვიყავი ჩემი თავის მტერი რატომ ვბოდავდი იმას რისი თქმაც საერთოდ არ მსურდა ნუთუ ჩემს სიმაყეს და სიჯიუტეს საზღვარი არ ჰქონდა(…დღითადღე ვსუსტდებოდი და ვგრძნობდი რომ კიდევ ცოტა და ყველასთვის შეუმჩნეველი და გამჭირვალე გავხვდებოდი.თავს ისე მარტოდ ვგრძნობდი რომ აღარც ვფიქრობდი ჩემი და თავის შეყვარებულთან ატარებდა დროს მე კი მარტო ოთახიდან ოთახში დავატოპებდი………..
წითელ ვაშლს ვაღლაჭუნებდი და ვიხსენებდი ყველაფერს რაც იყო დაკავშირებდა მასთან…დედა,მამა,ბაღი,მზე,ჩრდილი,მზის სხივების ქაოსი,კალათა,სახლი,ოთახი,სიბნელე,მარტოობა და აჰაა რელობასაც დავუბრუნდი…სასტუმრო ოთახში ვიჯექი დიდ დივანში ჩაკუნთული, პლედში დამალულუ, წითელი ვაშლით ხელში…
–რატომ ხარ ეგეთი უნაკლო? დედაა სულ გავრეკე წითელ ვაშლს ვეკითხები რატომ ხარ ეგეთი უნაკლო😐 მერე ჩავკბიჩე და ვუთხარი ეხლა კი ჩემნაირი ხარ ვაშლის წვენი ხელზე დამეწუწა და ლოყაზე ცრემლივით გასრიალდა კიდევ დიდ ხანს ვფიქობდი ვაშლზე და მერე დავიწყე ჩვეულებრივ რაღაცეებში სილამაზის პოვნა: ჭიქაში გაზიან წყანს რომ ასხავ და ბუშტუკები რომ ჩნდება,ან თუნდაც გაზაფხულზე ხის ტოტებს ყვავილები რომ სცვივა,გუაშებით წყალში რომ ხატავ, ღრმად რომ ყვინთავ თვალებ გახელილი,ლეიბზე რომ ხტუნაობ და გრძელი თმა რომ ფრიალებს გავიფიქრე ეს თუ არა წამოვხტი და ჩემს ოთახში ავვარდი. ოთხში შეუსვლელად შუქი ავანთე გეგონება რაღაცის მეშინოდა გეგონება კი არა მეშინოდა სიბნელის,რადაგან მეგონა რომ სიბნელეში შიშთან სულ მარტოდ მარტო ვრჩებოდი და მასთან ბრძოლას აზრი არ ჰქონდა…როგორც კი დავინახე რომ ჩემს ოთახში არავინ და არაფერი საშიში არ იყო .შევედი ავიღე მპ3 და საწოლზე ხტუნაობა დავიწყე…მაშინვე მომბეზდა და მივხვდი ისევ მარტო ვიყავი ავიღე მობილური და ჩემდა გასაკვირად მივწერე
–მჭირდები……….. 5 წუთიც არ გასულა რომ პასუხი შემომიბრუნდა
–ნუთუ გაგახსენდი? ააა ხომ, ჩვენი გზები არასოდეს გადაიკვეთება ეს შენ არ თქვი?!…მეც მივწერე ჩემხელა წერილი სადაც ბოდიშს ვუხდიდი. წერილში იმდენი გრძნობა ჩავტენე რომ ჩემდაუნებურად ავტირდი…..მანნაც დამაწყნარა და მითხრა რომ ვაკლდი და ვუყვარდი მერე კი გაირკვა რომ ის ჰოლანდიაში იმყოფებოდა და მალე ჩამოვიდოდა სავარაუდოდ ჩემს გამო…
–მენატრები მივწერე მე
–მეც მენატრები…
–არ მჯერა!
–მეც არ მჯერა ჩემი…უკვე აღარ მენატრები თაბახზე გხატავ და ვმშვიდდები…
–ოჰჰ და მე რა გავაკეთო?
–შენ ფიქრებში დამხატე!
–კარგი ვცდი….სიმართლე გითხრათ არც მიცდია რადგან მისი სახე ჩემს თავში მუდამ იყო ჩაბეჭდილი…ისევ ვცრუობდი😐 ჩვენ ერთმანეთს 3 საათი ვწერდით შეუწყვეტლივ…გეგონება ისევ ცხოვრებას დავბრუნდი ისევ დავიწყე სუნთქვა და მანამდე რაც იყო ჩემ ცხოვებასთან კავშირში არ იყო…………დილით ავდექი და ვიგრძენი სისუსტე სახლში ისეთი სიჩუმე იყო რომ მაშინვე მივხვდი რომ ჩემი და სახლში კვლავ არ იყო
–ანა აქ ხარ? და თითქოს სიჩუმეს უნდა ეპასუხა “არა!”. სამზარეულოში ჩავედი და მივხვდი რომ რაღაც მჟავე მინდოდა სისულელე ამომიტივტივდა თავში და გამეცინა… მაცივრიდან ლიმონი ამოვიღე და შუაზე გავხლიჩე გავსინჯე თუ არა დავიჭყანე და გავედი…ავიღე პალტო.ჩავკვეხე ფეხები ბოტებში და გავედი გარეთ.უცებ მივხვდი რომ საშინლად გამოვიყურებოდი:თეთრი ზედა,მოკლე პიჟამოს შორტები,პალტო და წითელი ბოტები …თმა ცოცხს მიმიგავდა მაგრამ ესეც მეკიდა რადგან ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა.თავში რაღაც სიმღერა მიტრიალებდა და მის მისამღარს ჩემთვის ვბუტბუტებდი…უცებ საიდანღაც გავიგონე ბორბლების ჭრიალი.დავინახე ფარები და გავითიშე… ვეღარაფერს ვგრძნობდი. სხეული მტკიოდა განსაკუთრებით კი მარცხენა ფეხი…მეგონა მოვკვდი,მაგრამ ჩემი მუცელი კვლავ რითმულად ზემოთ–ქვემოთ მოძრაობდა, თავის აწევის მეშინოდა და თვალების გახელა მითუმეტეს. სისხლის სუნი მეცა და შემეშინდა უცებ მივხვდი რომ სიბნელეში ვიყავი და სასტიკად მომინდა თვალების გახელა.გამახსენდა ჩემი ბნელი ოთახი და გამაჟრიალა სადღაც ღრმად გულში… ისევ ვიფიქრე მოვკვდი მეთქი მაგრამ სად იყო გვირაბი… სინათლე და ანგელოზი რომეელიც მეტყოდა “შვილო ჯერ ადრეა” აჰჰ ფეხს ვეღარ ვგრძნობდი უცებ გულის ცემა რითმიდან ამოვარდა და გულიწამივუიდა…..არ ვიცი რამდენი ხანი ვიყავი გათიშული მაგრამ როგორც ჩანს ძალიან დიდი ხანი რადგან ტვინიდან ყველაფერი ამომივარდა გარდა იმისა რომ ოდესღაც საშინელ ტკივილს ვგრძნობდი…თეთრ პალატას უაზროდ ვათვალიერებდი…უცებ ვიგრძენი ვიღაცის მზერა…ვიღაც ბიჭია რომელიც მიღიმოდა და ჩემს ხელს კოცნიდა
–ნესი! ! ! თქვა მან და ჩემი ხელი თავის ხელში მოაქცია
–ხომ კარგად ხარ? მაპატიეე რომ შენს გვერდით არ ვიყავი რომ გავიგე რაც დაგემართა იმ წამსვე ჩამოვედი ჰოლანდიიდან მაპატიე! მე დაბნეული მზრეით ვუყურებდი და მერე ვკითხე
–ვინ ხარ?
–ოოო ღმერთო ჩემო თქვა ბიჭმა და სახეზე ხელი მიირტყა სცადა ჩემთვის ყველაფრის ახსნა მაგრამ თავში მხოლოდ ცრემლები და წითელი ვაშლი მიტრიალებდა მან მითხრა რომ უზომოდ ვუყვარდი და მეც მიყვარდა ოდესღაც მე თვალები დავხუჭე და დავიწყე ყველაფრის გახსენება უცებ თვალები ცრემლით ამევსო და გამახსენდა ჩემი ბიჭი მინდოდა გულში ჩამეკრა მაგრამ ფეხს ვერ ვამოძრავებდი და ვერც მისკენ ვტრიალდებოდი ამიტომ ხელი ხელზე მოვუჭირე და ჩემსკენ მოვიზიდე.ჩვენი იდილია ჩემმა დამ ჩაშალა რომელიც ჩემი დანახვის მერე ზედ შემომახტა ღამე ჩემთან ჩემი ბიჭი დარჩა რაღაცეებს მიყვებოდა და მამშვიდებდა მერე კი გულის ფორმის ყავისფერი ყუთი შემომტენა და მითხრა გახსენიო. მე ნელ ნელა გამოვქაჩე ბაფთის ბოლოები. ავხესნი ყუთს თავსახური თვალები დავაჭყეტე და დავინახე შიგ პეპლები რომლებიც ყუთიდან მაშინვე ამოფრინდნენ და ჩემს პალატაში დაფარფატებდნენ.მე პატარა ბავშვივით ვუყურებდი ბევრ ნაირნაირ პეპელას და ემოციებით ახსავსე ვიღიმებოდი მერე კი ძილი მომერია ჩემს ბიჭს ჩავეხუტე და ჩამეძინა სიზმარში კვლავ პეპლებს ვხედავდი და ვგრძნობდი რომ ის ჩემს გვერდით იყო და ჩვენ აღარაფერი დაგვაშორებდა….

4 Responses to “არასოდეს თქვა არასოდეს…”

  1. ninito September 8, 2012 at 12:43 pm #

    magaria dzaliaan momewoonaa yoochaag <3:*

    • ourvintageworld September 8, 2012 at 1:47 pm #

      gmadlob…❤ :***

      • ninito September 9, 2012 at 3:37 pm #

        arapris chemo kargo ise kidev tu gaagrdzeleb am motxrobas saintereso iqnebaa :*

      • ourvintageworld September 9, 2012 at 4:35 pm #

        xo vpiqrob da tu gamomiva davwer😀 :)) :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: