♥ just nothing!

10 Mar

არ ვიცი ეს სიმღერა რატო დავადე ამ პოსტს:დ:დ

ჰოო ბლოგი რაღაცნაირად “ჩახმა”:დ:დ  ამიტომ თავი ვალდებულად ჩავთვალე რამე დამეწერა.აგერ უკვე ერთი დღეა დილით გვიანობამდე მძინავს:დ  სამაგიეროდ მერე დავდივარ ხოლმე თვალებჩასიებული,მოკლედ ეს ნაკლებად გაინტერესებთ.რვაში როგორც იცით ჩვენი კლასის ბიჩებმა უჩვეულო ჯნეტლმენობა გამოიჩინეს და “პატივი გვცეს”:დლაიზამ მგონი გასაგებად მოგითხროთ ყველაფერი.მეტროში ნაცნობები გავიჩინე:დ:დ   რაღაც სურათების დადება მინდოდა,მაგრამ რო გადავხედე ჯობს თავი შევიკავო:დ

გუშინ უსაქმურობამ მძლია და დღიურს ვეცი,როგორც ასეთ სიტუაციებში მჩვევია ხოლმე.უაზროდ მივბღარჯნე რაღაც და აქაც მინდა დავწერო.მიკვირს პირადი დღიურის ჩანაწერს საქვეყნოდ რომ გამოვააშკარავებ,მაგრამ მაინც….რაღაც ძალა მიბიძგებს:)))

“ცხოვრება ისეთი მოსაწყენია…ხანდახან!

არ ვიცი რა გავაკეთო,რომ რაღაც ახალი მოხდეს,შემცვალოს,გამაცინოს,მატიროს ან არ ვიცი არ ვიცი!მომენტებში ვფიქრობ “რა მშვენიერია სიცოცხლე”,მაგრამ ამ ჩემს “ცხოვრებაში”ხანდახან ისეთები ხდება,თავი წალენჯიხიდან ჩამოთრეული მგონია.დრო მიდის და ჩემი არსებობა ისეთივე შეუმჩნეველია სხვებისთვის,როგორც ჩემთვის დროის დინება.

უიმედოდ ველი ვიღაცას ან რაღაცას,დიახ ველი,მაგრამ უიმედოდ.ბევრია ისეთი ვინც მამწარებს,ვინც მახარებს,ვინც მიყვარს ან არ მიყვარს.ბევრის არარსებობასაც ვინატრებდი,მაგრამ სწორედ ეს მაძლევს სირთულეებთან გამკლავების შესაძლებლობას და მაძლიერებს.რომ ვუფიქრდები სიტყვა “უიმედოდ”,რომე ლიც ზემოთ ვახსენე “იმედიანში” გადაიზარდა.ყოველთვის მაქვს რაღაცის იმედ,მაგრამ ვერ ვიმჩნევ ან სულაც არ ვიმჩნევ.ბოლოს და ბოლოს ადამიანი იმედით ცოცხლობს.

დამღალა ილუზიებმა და ოცნებით ცხოვრებამ,სადაც ყველაფერი ჩემი სცენარის მიხედვით ვითარდება.ამიტომაც ვარ მწარე რეალისტი.მირჩევნია ყველაფერს თვალებში მტკიცედ ჩავხედო,ვიდრე სახეზე ხელებაფარებული ხან რას შევეჯახო ხან-რას.და სწორედ ამიტომაც ვარ ძლიერი.სიძლიერე მმატებს იმედს,იმედი კი-ცხოვრების ხალისს.

აქედან დასკვნა:არასდროს ჩაუღრმავდეთ საკუთარ თავს,თორემ საბოლოოდ გარეკავთ”

 

ჰო აი ეს იყო:დ  დასასრული სრულიად შეუფერებელია,მაგრამ ნამდვილად სიმართლეს შეესაბამება

https://i2.wp.com/data.whicdn.com/images/24603965/133348838936613598_jc52o3F0_c_large.jpg

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: