ტუჩთან ხალი…

8 Mar


ჩემი ცხოვრება იყო თამაში რომელშიც პირველ ტურსაც ვერ გავდიოდი😐 ალბათ ცხოვრებისგან ძალიან ბევრს ვითხოვდი და როგორც ჩანს ძალიან ცოტას ვიღებდი…ადამიანი თვითონ გეგმავს თავის ცხოვრებას, თვითონ იგონებს პრობლემებს ,აყენებს ბარიერებს ,აკომპლექსებს თავის თავს მეც უნდა გადამევიწყა ეს ყველაფერი და მეფიქრა ის რომ თითქოსდა ყველაფერი შემეძლო! დევიზი უამრავი მქონდა და არც ერთი მათგანი არ ამართლებდა:|
გაზაფხულზე ბიძასთან ცხენების ფერმაზე მივდიოდი( იქ მგონი 6 წელი არ ვყოფილვარ ბოლო რომანმაც იქ ისედაც მატკინა გული(( მაშინ 10 წლის ვიყავი და ისე მიყვარდა რომ სხვებს 30 წლის ასაკში შეშურდებოდათ…არ ვიცი რამ შემაყვარა ის ბიჭი რომელიც ჩემზე 2 წლით დიდი იყო მაგრამ მაზე ჭკუა მეკეტებოდა. მის მერე ჩემს გულს არავინ არ ჰყვარებია ვცდილობდი დამევიწა ის,წამეშალა ის ნებისმიერი ხერხით მაგრამ არა ! არაფერი გამომდიოდა😐 არაფერს არ ვიმჩნევდი ბიძასთან ჩასვლისას ყველაფერი შეიცვალაა გეგონება დედამიწა გადაყირავდა… იქ კვიცებს ვუვლიდი და ვცდილობდი ყველაფერზე გადამეტანა ყურადღება გარდა იმისა რაც იდო ჩემს გულში…
იმ დილით შავ ცხენზე დავქროდი მინდორში ყველაფერი ისე არაბუნებრივად იყო რომ თავი სიზმარში მეგონა…მერე ცხენი ფერმაში მივიყვანე სახლში შევიარე და წავედი მაღაზიაში…გზად ვფიქრობდი რა მეყინა უცებ ბანერზე “ფანტა” დავინახე და მივხვდი რომ მწყუროდა… ქუჩას მივუყვებოდი დავინახე მაღაზია კარი გავაღე კარმა ზარს მიარტყა და გაისმა რაღაც საშინელი ხმა ყველამ მე შემომხედა მე კი თავი ჩავღუნე😦 არ მიყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა…მაღაზიაში ისე ცხელოდა რომ “ფანტაზე” უკვე ვოცნებობდი და მტელი ჩემი ფიქრები მას უკავშირდებოდნენ. .. ვეძებდი იმ ოხერ მაცივარს სადაც უნდა ყოფილიყო ის…უკვე გამოსვლას ვაპირებდი მაგრამ შემთხვევით მოვკარი თვალი ფანტის ერთ ბოთლს მაშინვე მასთან მივვარდი ვტაცე ხელი და უცებ ვიგრძენი რომ არამარტო მე მსურდა ამ ბოთლის ხელში ჩაგდება( გაშტერებული სახით ვუყურებდი მის გამოწეულ ხელს და ველოდი როდის შეეშვებოდა… ვერ გავძელი და ვთქვი
–აამმმ…მე პირველმა ავიღე…
–არა მე მას უფრო დიდი ხანია ვუყურებ..თქვა მან
–იქნებ ხელი გაუშვათ!
–იქნებ თქვენ შეეშვათ მითხრა მან… დედა რა ხამია გავიფიქრე მეე
–მაინც გოგო ვარ და ლოგიკურად უნდა დამითმოთ
–თქვენი სქესით სარგებლობა უფრო არალოგიკურად მიმაჩნია
–ხამი!
–სწერვა
–აჰჰ ასე ხომ…იდიოტო
–დებილო
–დეგენერატო
–რასაც შენზე ვფიქრობ ის ! უცებ მას თვალებში შევხედე და ბოთლს უფრო მტკიცებ ჩავკიდე ხელი გეგონება მეცნო მისი სახის ნაკუთები მაგრამ ამაზე ფიქრისთვის არ მეცალა სალაროსთან ერთი ბოთლით ხელში მივედით გამყიდველს არ ვიცი რა ეგონა მაგრამ საშინლად მომექცა…ორივემ ფული რომ შევტენეთ გამოართვა იმის თანხა რადგან ბიჭი იყო და ეს ნიშნავდა რომ “ფანტა” მე არ მეკუთვნოდა…(
–ერთჯერადი ჭიქა მომეცით! ვუთხარი მე იმ ბიჭს გაეცინა გამყიდველს ჭიქა გამოვართვი და ჩვენ მაღაზიიდან გამოვედით არაფრის უთქმელად მან გახსნა ბოთლი და ჭიქაში ჩამისხა ფანტა თქვენ არ წარმოგიდგენიათ რა იდიოტურად გამოიყურებოდა ეს სიტუაცია არ ვიცი რატომ ავშანშალდი ეგრე და რატომ მომინდა ასე გავჯიუტებულიყავი…
–გმადლობ!
–არაფრის ეხლა საით?
–მე სახლში და შენ არ ვიცი აღმოჩნდა რომ საერთო გზა გვქონდა გზაში ის ფანტის სიტუაცია გაგვახსენდა და ბევრი ვიცინეთ
–ხალი ტუჩთან..მმმ…ვიღაცას მაგონებ
–ნუთუ მერლინ მონროს…ვცადე გამეხუმრა😐
–არაა მაგრამ ჩემთვის არანაკლებ საინტერესო პიროვნებას თქვა მან მე გამაჟრიალა და შევჩერდი…
–რა ერქვა იმ გოგოს?
–ანაბელლი მე გავშეშდი და ლამის მიწაში ჩავფლავდი მოკლედ გზად ჩვენ გავერკვიეთ აღმოჩნდა რომ ეს ჯიუტი პიროვნება ჩემი ბიჭი იყო ის რომელსაც მე ვერ ვივიწყებდი…მან მე სახლამდე გამომაცილა გზას სპეციალურად ვწელავდით და ბავშვობას ვიხსენებდით მოკლედ ამ წლლებში ეგეთი ბედნიერი ჯერ არრრ ვყოფილვარ… ღამე მე ბიძაჩემის სახლის სასტუმრო ოთახის კარადაში ვიქექებოდი მტვრიან წიგნებში როგორ მომწონდა მტვერთან თამაში ბავშვობაში მზეში მტვერი ბრილიანტებივით მოჩანდა და მე გაკვრივებული სახით ვუყურებდი ხოო ნოსტალგია წიგნები მართლაც რომ უაზრო იყო ურითმო ლექსები და უაზრო მოთხრობები…ამ მტვრის ბუღში მე ჩამეძინა და ღამე ბიძამ ოთახში ამიტანა :დ მეორე დღეს მე დილით ისევ მუდო სახით ავდექი ეტყობა უკვე “წიკი” მქონდა მერე კი გამახსენდა გუშინდელი სიტუაციები და სახეზე ღიმილი გადამეფინა მალევე ჩავიცვი შორტი კლეჩატი პერანგი პერანგის შიგნით თეთრი ზედა და გავიქეცი ჩემს შავ ცხენთან გავედი მინდორში და ჩემი ცხენიდან ჩამოვხტი სულ მეკიდა სად წავიდოდა მე იქვე თივაში ჩავებერტყე და პირშიც შევიტენე ბალახი საშინელი გემო ჰქონდა და მაშინვე ამოვიტენე პირიდან ბალახი ხელები თავის ქვეშ დავიდე და ფიქრებში გავექანე უცებ ვიგრძენი რომ მარტო არ ვიყავი არ მსურდა თვალების გახელა ვგრძნობდი როგორ მეთამაშებოდა ის ბალახის თავთავით სახეზე მსიამოვნებდა ვიღიმოდი ვიცინოდი მაგრამ უსიტყვოდ ვიწექი…
–მიყვარდი…თქვა მან
–ოჰჰ…მეც ბევრი რამე მიყვარდა … აიი რა იყო ეხა ეს ისევ სიჯიუტე?!
–არა მართლა მიყვარდი…
–მჯერა ხო წარმოვიდგინე რა სახე ჰქონდა და გამეცინა
–დამპალო მაშინაც ჩემს გრძნობებზე თამაშობდი?
–არა
–კაია ) თქვა მან და გაჩუმდა ჩვენი საუბარი კიდევ რამოდენიმე დღე გრძელდებოდა ერთ “მშვენიერ” დღეს იმან მითხრა
–უნდა წავიდე აქედან…
–რაა? დავიყვირე მეე
–მომისმინე…მე გავაწყვეტინე და მივაყარე
–შე არარაობაა უნდა მიმატოვოო ?! დამპალოოო იდიოტოო ვუყვიროდი მეე და ვურტყავდი მკერდზე
–არა მომისმინეე
–მიყვარდებოდიი იდიოტოოო შენ ცხოველოო! ისევ უნდა მიმაგდო როგორც მაშინ მიმაგდე და ტალახში გამრიე…შენს გამოო… მე ღამეები არ მეძინა
–მომისმინე დამიყვირა იმან და მე გავჩერდი მე ხვალ ჩამოვალ და არ ვიცი ასე ფეერვერკებით სად მაცილებ მიყვარხარ
–მეც მიყვარხარ ვუთხარი მე
–როგორ?მითხრა მან ეშმაკური სახით მე კი ვუპასუხე
–როგორც დებილებს უყვართ ხოლმე…

2 Responses to “ტუჩთან ხალი…”

  1. ourvintageworld March 8, 2012 at 6:18 pm #

    sayvareliaaa…..❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: