ბოლო ამოსუნთქვამდე ვერ ვიტან სხივებს…

29 Feb


“უნიჭო დასი”

როდესაც ღმერთი გართმევს გარეგნობას სამაგიეროდ ის გჩუქნის სხვა რამეს…მაგრამ ჩემში აშკარად რაღაცის დამატება დაავიწყდა…ბავშვობიდანვე საოცრებას ველოდი მაგრამ ისიც არ დგებოდა ველოდი იმ მომენტს როდესაც ჩემი ცხოვრება ერთი კიბეთი ზემოთ ავიდოდა და მასში როგორც ზღაპარში ყველაფერი შეიცვლებოდა…შეიცვლებოდა ისე როგორც კინოებში ხდება ხოლმე…ყველა ადამიანის ცხოვრება კინოა ხანდახან დრამატული კომედიური, ტრაგედიული, ჩემი კი იდიოტური ხომ არსებობს კინოები რომლის ყურება არ გინდა–აი ეს ჩემი კინოა ჩემი სცენარით და საკმაოდ უნიჭო დასით…… ისღა დამრჩენია გადამეწყვეტა ჩემს ცხოვრებაზე კინო გადამეღო თუ წიგნი დამეწერა😐 ჩემი ზღაპარი სოფელში დაიწყო გადავწყვიტე ცხოვრება თავიდან ბოლომდე შემეცვალა მოდური ტანსაცმელი ვინტაჟურ ხარახურაში გავცვალე ქალაქურ–ბომონდურ ცხოვრებას ბებიასთან ცხოვრება ვარჩივნე ეგრე მე მეგონდა ჩემი ცხოვრება სხვა აბაროტებს აიღებდა მაგრამ ბებიაჩემი საკმაოდ მდიდარ დასახლებაში ცხოვრობდა და ამიტომ ცხოვრების გადაბრუნება მთლად არ გამოვიდა😐 ბებიასთან ისეთი სიმყუდროვე იყო რომ თავი მართლაც ზრაპარში მეგონა ხის სახლი ხის ავეჯეთ ჩუქურთმებიანი აივნით და მის ირგვლივ ხეები რომლებიც ჩემს სამყაროს ეფერებოდნენ ბოლო ჩასუნთქვამდე შემეძლო აივანზე ვმდგარიყავი და მეოცნება…ჩემი კინოს ანუ ცხოვრების ფერადი ფურცლებით დავმტკბარიყავი… მაგრამ აღმოჩნდა რომ ეგ მხოლოდ დასაწყისი იყო…


“მტრედები”

იმ დილით დაწნულ ავეჯში ვიჯექი,ხელში წიგნით, რომელსაც რატომღაც ვერ ვიგებდი…ფეხები დაწნულ ხის მაგიდაზე მელაგა… ცით ვტკბებოდი უცებ ვიღაცის სიცილი გავიგონე მეთქი რამე ხომ არ მჭირს კაბა გავისწორე და თვალები გავახილე…უაზროდ შემეცვალა სიფათი და ზიზღით ამევსო როცა შევამჩნიე თუ როგორ მერჭოდა მზის სხივები სახეში აღმოჩნდა რომ ეს სხივი კი არა სარკის ანარეკლი იყო სარკეს კი ბიჭი აწვალებდა რომელიც მდიდრულ აივანზე იდგა .მასთეთრი პერანგი ეცვა ნახევრად გახსნილი სარკე ხელში ეჭირა თვითონ კი სადღაც ზემოთ იყურებოდა
–ხელებს გააჩერებ შევყვირე მე
–მაპატიე…თქვა მან და ჩაიცინა მე თვალები ზემოთ ავყარე და სახლში შევედი…ისე სიმპატია მაგ ბიჭის მიმართ მაშინვე გამიჩნდა მაგრამ როგორც ყოველთვის ეგეთ სიტუაციაში თავშიავარდნილ გოგონას ვემსგავსებოდი “არა არაა სხვანაირი უნდა გავხდე” ვთქვი მე ჩემთვის და სავარძელში დავებერტყე…საღამოს მე კვლავ ეზოში გავედი მაშინვე ვიგრძენი რომ სხივები კვლავ სახეზე მებერტყებოდნენ თავი ჩავღუნე და ვცდილობდი მათთვის ყურადღება არ მიმექცია ბილიკს გავყევი და უცებ ვიგრძენი რომ უკან ვიღაცა მომყვებოდა
–ბოდიში მართლა ვერ შეგამჩნიე დღეს…
–არაუშავს…ვთქვი მე არადა სულ სხვა რაღაცის თქმას ვაპირებდი
–საით?
–არვიცი…
–პირველად გხედავ აქ და ახალი ხარ ხომ?
–კი ბებიასთან ჩამოვედი დროებით
უცებ ჩვენს წინ ორი მტრედი აფრინდა და მე შევჩერდი გამახსენდ ის დრო როდესაც გული გიჟივით მიცემდა მათ რომ ვუყურებდი ალბათ იმიტომ რომ ადრე ბავშვობაში მეგონა რომ ჩემი დაიკო მტრედებმა წაიყვანეს ზეცაში გულის ცემას მთელი სხეულით ვგრძნობდი მათ რომ ვუყურებდი და იმანაც შეამჩნია ეს
–რა გჭირს…?
–აჰჰ არც კი ვიცი რა გითხრა
–მითხარი ის რამაც შეგაშფოთა ორი მტრედის დანახვისას
მეც მოვუყევი, ;( მან ხელი ჩამკიდა და სირბილ სირბილით უკან დამაბრუნა ბილიკს მივყვებოდით უცებ მისი სახლის ჭიშკარი მან ფეხით შეაღო და ლამაზი სახლის სარდაფში ჩამიყვანა შიგ ბნელოდა მე შემეშინდა მან ხელი გამიშვა მე კიდე ჩავკიდე მან პატარა ფანჯარა შემოაღო და მე დავინახე ირგვლივ გალიები და შიგ კიდე თეთრი მტრედები გაკვირვებული ვიდექი გული ისევ მიცემდა როგორც ადრე მაგრამ ყველაზე ძალიან ის გამიკვირდა თუ როგორ გამიგო უცნობმა პიროვნებამ ოდნავ ეჭვიც შემეპარა რატომ მართმევდა ის მთავარ როლს ჩემს სპექტაკლში ანდა რას ვამბობ მე დავუთმობდი მას ამ როლს ჩვენ დიდხანს ფრთოსნების გარემოცვაში ვიჯექით და ვსაუბრობდით…მასთან მე თავს ისე საყვარლად ვგრძნობდი რომ მთელი ცხოვრება შემეძლო მანდ მვჯდარიყავი…

“სხივებით”

დილით იმან თავისი სარკით გამომაღვიძა ))) მე ფანჯარასთან მივედი და მერე გამახსენდა რომ პერანგი მეცვა… უცებ ტანზე ფარდა შემოვიხვიე იმასაც გაეცინა და პირზე ხელი მოიფარა.მივანიშნინე რომ 2 წუთში დაბლა დაველოდებოდი და იმანაც მგონი მოწვა) მივედი კარადასთან და დავიწყე ფიქრი რა ჩამეცვა ვინტაჟური ფუშფუშებაინი ტანსაცმელების გარდა არც არაფერი მქონდა😐 მოკლედ როგორც იქნა ამოვჩხრიკე კეტები შორტი და რაღაც საშინელი ვარდისფერი ზედა თეთრი ცხენებით და ჩავედი დაბლა ბებია ბაღჩაში იყო გასული და ჩემთვის არ ეცალა…მე ჭიშკარი გავაღე და დავინახე ჩემი ბიჭი თეთრ პერანგში მას ხელში თეთრი მტრედი ეჭირა
–რა გავაკეთოთ დღეს? მითხრა მან
–ჯერ ეს საყვარლობა ხელში დამაჭერინე ვუთხარი მე… მან მტრედის ხელში დაჭერა მასწავლა ისე თავიდან გამირთულდასავით მეშინოდა არაფერი ვატკინო მეთქი მაგრამ მერე მტრედი მომეჩვია
–დაითვალე სამამდე და გაუშვი
–და დაბრუნდება?…
–კიი პირდაპირ სახლში გაფრინდება მეც გავუშვი მტრედს ხელი და ის აფრინდა თითქოს ღრუბლებს შეეხო და მერე ჩემს მზერას მოწყდა
–რაზე ფიქრობ? ვკითხე მე 5 წუთის მერე
–არვიცი…შენზე ხვალ ერთ ადგილას წაგიყვან
–უაზრო კითხვას დაგისმევ რატომ?
–იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ლამაზია შენ კი საყვარელი )

“იქ სადაც ცხოვროვს ჩრდილი”

მეორე დღეს დამპალმა არსად წამიყვანა და დაახლოებით ერთი კვირის მანძილზე ის სარკის ანარეკლით მაღვიძებდა მაგრამ იმ საოცარ ადგილას არ მივყავდი კვირის ბოლოს ეგ სულ გადამავიწყდა და ზუსტად იმ დღეს მან წამიყვანა იქ სადაც ცხოვრობს ჩრდილი ) ხეები… ირგვლივ სულ ხეები…ტყე…ნახევრად დაბურული და ტბა მან ერთ ხესთან მიმიყვანა რომლის ტოტზეც თოკი იყო ჩამოკიდებული თოკზე კი ბორბალი) მახსოვს პატარა რომ ვიყავი ასე ვქანაობდით ხოლმე მე და ჩემი დაიკო მე სიხარულისგან თვალები მიციმციმებდა ჩვენ ჯერ ტბაში მაგ საქანელის დახმარევით ვხტებოდით მერე კი ის მაქანავებდააა)ისეთი გრძნობა მქონდა ცას ვწვდებოდი ხელებს ვფარჩხავდი როცა ვგრძნობდი რომ წყალში ვეღარ ჩავებერტყებოდი მაგარმ ბოლოს მაინც შიგ ბაყაყივით ვიჯექი :|სველი ამოვედი წყლიდან თმებზე წყლის მცენარეები მეკიდა და სახე დაჯრანული მქონდა😐 “იმან” რომ მნახა სიცილისგან დაბლა ხოხიალობდა მე კიდე ძალით ვცდილობდი წყალში შემეგდო ის საღამოს ორი გაყინული იდიოტი ლოდზე ვიჯექით
–მიყვარს ასე რომ მიყურებ მიტხრა იმან
–ასე როგორ?
–საყვარლად შენებურად და მგონი მიყვარხარ
–ეგ მეც ვიცი… ვუთხარი მე და ენა გამოვუყავი
–ისე მიყვარხარ როგორც მზეს თავისი სხივები
მე გავუღიმე მან გულში ჩამიკრა და მე თავი პატარად ვიგრძენი ) ისე მეფერებოდა რომ გონებას ვკარგავდი,,, ხანდახან ვითიშებოდი კიდეც …სულ გადამავიწყდა რომ 10 წუთის წინ ბაჭიასავით ვკანკალებდი…ჩემს თმებს აწვალებდა და თავის ჭკუაში კიკინებს მიწნიდა ,ისე მიწნიდა როგორც არავის არასოდეს დაუწნია ამას დაწნასაც ვერ დავარქმევ რადგან მთელი თმა ამომაწიწკნა და ბოლო დონეზე მაწიკვინა ) ღამე ჩვენ დავბრუნდით მაგრამ მასთან განშორება არ მინდოდა ყველაფერი გავაკეთე რომ შუა ღამემდე ერთად დავრჩენილიყავით მინდოდა მეგრძნო ის სითბო რასაც ის მჩუქნიდა ჩემი ბიჭი ჩემი სხივი და ჩემი ღიმილი მიყვარდა როცა მიხუტებდა და მკოცნიდა მიყვარდა მიყვარს და მეყვარება…


“მორჩა კინო”

ყოველ დღე ის აუტანელად მაღვიძებდა,მაგრამ იმ დილით მას ჩემი გაღვიძება დაავიწყდა… არ ვიცი რატომ მაგრამ მოღრუბლული ამინდი იყო და ჩემი გული რაღაცა ცუდს გრძნობდა მთელი დღე ვნერვიულობდი რადგან “ჩემს ბიჭს” ვერ ვხედავდი…ვიტირე კიდეც მაგრამ ეს ნაადრევი ემოცია იყო რადგან ჩემი “კინო” სულ სხვა დასასრულს მიმზადებდა
საღამოს გავიგე რომ მტრედებმა ჩემს დასთან ერთად ჩემი ბიჭიც წაიყვანეს ზეცაში…არ ვიცოდი რა მექნა…ვტიროდი?!?!?! არა…ვყვიროდი?!?!…არა…ვღრიალებდი?!?!?! არა…ვსუნთქავდი ?!?!?! არა…არ ვსუნთქავდი არ ვარსებობდი…ვერ ვცოცხლობდი მის გარეშე …არც მკვდრების სიაში ვიყავი და არც ცოცხლების…ხშირად იატაკზე ვვარდებოდი და ვიწექი…გადიოდა დრო და მე ჩემს გრძნობებს გულში ვიხრჩობდი ცრემლი ჩემს თვალზე არავის უნახავს არავის და არც მე მინახავს…ბოლო ამოსუნთქვამდე ვერ ვიტანდი სხივებს რადგან მეგონა რომ სხივებით ის მაღვიძებდა მაგრამ არა! ის ჩემს გვერდით არ იყო…მაგრამ მჯეროდა რომ აუცილებლად იქნებოდა…რადგან მტრედები მეც ამიტაცებდნენ ცაში და ჩემი ზღაპარი კვლავ გაგრძელდებოდა…მთავარი პერსონაჟით რომელიც ასე მაკლდა….(

4 Responses to “ბოლო ამოსუნთქვამდე ვერ ვიტან სხივებს…”

  1. ourvintageworld February 29, 2012 at 2:48 pm #

    auuu ragacnairad guli amichuyda….. ;(

  2. ourvintageworld February 29, 2012 at 3:00 pm #

    hah❤ meccc😀

  3. Nata Buxrashvili February 29, 2012 at 5:32 pm #

    auuu kinagaam vitireeee ))
    raa kargad gqonda yvelaferi dawerili❤

  4. ourvintageworld February 29, 2012 at 6:32 pm #

    gmadlob…❤ me vervitiree magramm ragacnairad viyavi da ar mindoda egre damobolovebina😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: