ჩვენს შორის ნიჭი,სამოთხე და ხის პროფილია… ♥

28 Feb

ბავშვებო სანამდე წაიკითხავთ ამ მოთხრობოს მინდა გაგაფრთხილოთ რომ არ გადააკოპიროთ ჩვენი ბლოგიდან ჩანაწერები და თუ მაინც და მაინც დიდი სურვილი გაქვთ, ავტორის სახელი და გვარი დაურთეთ ან წინასწარ შეგვატყობინეთ და დაგვიდეთ ლინკი თუ სად მოათავსეთ ის <3….

1.ნაწილი “დარტყმულის ფიქრები”

ნიჭი არის ის რაც სხვებს არ აქვთ შენ კი გაქვს ) მე არც ხატვა შემეძლო, არც ცეკვა ,არც სიმღერა ,არც ლექსებს ვწერდი და საერთოდ მოუქნელი და დებილი ბავშვი ვიყავი მაგრამ ნიჭი მაინც მქონდა და მაქვს კიდეც მაგრამ ჯერ მასზე არაფერს გიამბობთ…) როცა ნიჭი არ გაქვს ცდილობ თავისი თავი რაიმე კალაპოტში შეუშვა😦 თუ არ შედის ძალით შეტენო😦 შეტენო იმიტომ რომ შენც გინდა იყო გამორჩეული, ძვირფასი ,საინეტერესო …მშურდა იმ ადამიანების ვისაც შეეძლო ხატვა და სიმღერა ერთად ან წერა🙂 ნიჭი მინდოდა რომ მქონოდა!ვიცი ის ქმნის ცხოვრებაში– სიყვარულს,ბედნიერებას,ოცნებას…სიყვარულიც ხომ ნიჭია და იქნებ მისი ნიჭიც არ მქონდა მაშინ რა მინდა ცხოვრებაში😕 ან რა აზრი აქვს მაშინ მას😕 ან რა მოვითხოვო ცროვებისგან მე უბედურმა?! ეს ფიქრები ადამიანს ებადენა მაშინ როცა ის ხდები “დიდი–15 წლის” ვინაიდან ხატვიდან წრეს ძლივს ვხატავდი… სიმღერიდან “მა მე მი მო მუ”–ს ძლივს ვიძახდი ცეკვა არ მეხერხებოდა და ლექსი არც არასდროს გამირითმია მე ფოტოგრაფიაში ვიპოვე ჩემი თავი…ბავშვობაში ნათელ ოთახში ვფანტაზიორობდი,ვოცნებობდი და მუდამ ფანჯარას ვემეგობრებოდი იდიოტურად ჟღერს ხომ ვიცი🙂 ჩემი ფანჯრიდან მწვანე მინდორი მოჩანდა ვიცოდი მას რომ გასცდებოდი ტყე იყო… მომწონდა ეს პეიზაჟი და რატომ?! იმიტომ რომ მინდორზე ხე იდგა ჩემი ფანჯრიდან ისე ჩენდა რომ ხეს ბიჭის პროფილი ჰქონდა)ბავშვობაში ძალიან მინდოდა მასთან მისვლა და ერთხელაც მამამ წამიყვანა რომ მივედი გული დამწყდა პროფილი რომელიც შორიდან მოჩანდა გამქრალა და ხე ჩვეულებრივ ხეს დაემსგავსა და არა იმას რაც მე მეგონა რასაც მოველოდი…გადიოდა წლები და იმ ხეს ხშირად ვსტუმრობდი ) უკვე ჩემს დაქალთან და ხანდახან წიგნებთან ფოტოგრაფიასთან მეგობრობაც “ქენონის” ფოტოაპართთან და ჩემს ბიჭის პროფილიან ხესთან დავიწყე…მიყვარდა ველოსიპედით ჯაჯღანი ჩემს ხის მიმართულებით…ის კი არ მითქვამს რა სახე მქონდა როცა საოცარი ხის ნაცვლად ჩვეულებრივი “ბუჩქი” დამხვდა ჩემი პროფილი :* ჩემი ბიჭის პროფილი :* ჩიმი ლამაზის :* სად იყო?! სად ?!სად და ჯანდაბაში უი ასო შემეშალა ფანჯარაში… მმმ ) ისე ეს უფრო დარტყმული ადამიანის ფიქრს ჰგავს…

2.ნაწილი”ჩემი ხე–ჩემი პროფილით”

ხო იმ დღესაც მე სიხარულით ახსავსე გავიღვიძე..გაზაფხული იყო მე ფანჯარა გამოვაღე,ფარდა აფრიალდა და სიო სახეზე მომეფერა… მიყვარდა სიო…დავინახე ჩემი მახარობელი “ბიჭის პროფილი” ავიღე ფოტოაპარატი და ჩავედი პირველ სართულზე სახლში სიჩუმე სუფევდა მშობლები უკვე სამსახურებში გაიფანტულიყვნენ ველოსიპედს შევახტი და წავედი…გზაში ჩემი საშინელი ხმით ვღრიალებდი ჩემს საყვარელ მელოდიას უცებ შორიდან ხესთან ვიღაცის სილუეტი მომეჩვენა…ახლოს რომ მივბობღდი ხესთან ვიღაცა ბიჭი დავინახე ნაცნობი პროფილით გავშეშდი თითქოს პროფილი მეცნო, მაგრამ მთლად არ მეცნო ვიეჭვიანე😐 რა უნდა ამას ჩემს ხესთან გავიფიქრე მე და ავტომატურად წარბი ამეპრიხა რომ დავატორმუზე ხმა იქაურობას მაშინვე მოეფინა და ბიჭმა შემომხედა ბილიკიდან მტვერი აიფანტა და ქარმა ჩემი თმა ააფრიალა ვფიქრობ ეფექტური შეხვედრა იყო😉 ბიჭმა წიგნი დახურა და ინტერესით შემომხედა მე თმას ხელი მივარტყი და ვცადე სხვა მიმართულებით გამეხედა
–როგორც ჩანს შენც ჩემს ხეს ესტუმრე თქვა მან
მე გულში გავბრაზდი მისი კი არა ჩემი ხე იყო ხამი! გავიფიქრე სულელმა )))
–ამმ რავი პირველად გხედავ აქ და რატომღაც ეს ხე ჩემი მეგონა
–აჰაჰაჰ დაგითმობ ჩაიცინა ბიჭმა
–მოკლედ მე მარჯვენა მხარეს მზისკენ ვზივარ და იმედია ამ ადგილზე პრეტენზია არ გექნება…
–კაი არ შეგაწუხებ თქვა მან და ისევ თავი წიგნში ჩარგო
მე ჩემს ადგილს მივუახლოვდი და დავსკუპდი კონცენტრაციას ვერ ვახდენდი და კარგი სურათების ნაცვლად დებილობებს ვიღებდი როგორც ჩანდა ჩვენს ტრიოში ვიღაცა ზედმეტი იყო მე ის თუ ხე😐 აშკარად ის…ამაზე ვფიქრობდი მე მის ხელზე ჩემი ხელი რომ დამედო შემთხვევით😐
–უჰჰ ბოდიში მიჩვეული ვარ რომ მარტო ვზივარ და დებილივით მაგიტო ვფარჩხავ ხელებს
–აჰჰ არაუშავს მეც წეღან ლამის ჩემს თავთან ხმამაღლა საუბარი დავიწყე მე გამეცინა და ბიჭსაც
10 წუთით გავშეშდით მერე კი მან მითხრა
–შენი პროფილი მეცნობა მე პირი დავაღე დებილივით და ვერაფერი ვთქვი
–მ..ეც შენი მივუგე მე
–იმედია იდიოტად არ ჩამთვლი და ამ ხეს აქვს შენი პროფილი
–არა ამ ხეს ბიჭის პროფილი აქვს გავჯიუტდი მე
–გოგოს
–ბიჭის
–გოგოს
–ბიჭის
კაი წამოდი თქვა ბიჭმა და წამათრია მე გზა აბნეული მივყვებოდი რაღაც გორაკზე ამიყვანა მერე ისევ ჩამიყვანა მერე ისევ გორაკზე ავედით და გავჩერდით
–მოიხედე და ნახავ!
მე მოვიხედე და გავშეშდი ხეს მართლაც გოგოს პროფილი ჰქონდა ანდა რას ვიძახი ჩემი პროფილი ჰქონდა მე არ დავიბენი და ფოტოაპარატში ბიჭს ვანახე რომ ხეს მართლაც მამაკაცის პროფილი ჰქონდა ჩემი ფანჯრიდან ბიჭმა ჩაიცინა და ისევ ხისკენ გავემართეთ საღამომდე მე “ის” და ხე ერთად ვიყავით ხანდახან ჩვენს შორის აუტანელი სიჩუმე ჩამოვარდებოდა ჩვენს ტრიოში აშკარად დუმილიც ეჩრებოდა და კვარტეტს ქმნიდა მაგრამ მასსაც ვიგერიებდით რადგან ჩვენს ტრიოში ზედმეტი არ გვჭირდებოდა…

3.ნაწილი “ხესსაც კი შერცხვა”

იმედია არ დაგავიწყდათ ის რომ სიყვარული ყველაზე დიდი ნიჭია…

მე და “იმან” დავთქვით დრო და ყოველ დღე 6 საათზე ხესთან ვხვდებოდით ერთმანეთს ხანდახან ისეთი გრძნობა მქონდა რომ ის რომეო იყო მე კი ჯულიეტა😐 ხის ძირში ჩვენ ვცანცარებით ერთხელაც ჩემმა პროფილიანმა მომიტანა ყაყაჩოები რომლებიც მინდორში დაკრიფა ორჯერ ქარმა წამართვა ისინი😦 მესამეჯერ კი წიგნში ჩავტენე ყვავილები… გამახსენდა ასე ადრე ყვავილებს რომ ვახმობდი და მივაჭირე ხელი წიგნის ყდას) ჩემმა დებილმა მაშინვე მიაგნო რის გაკეთებასაც ვაპირებდი და ხმამაღლა ჩაიცინა
–არ ვიმჩევთ! ვუთხარი მე
–ჰაჰა ამ წიგნს რომ გადაშლი გაგახსენდები…
–ხოო მაგარია!!!
–არა დებილობაა რაღაც საშინელი ცოცხის დანახვის მერე მე რატომ უნდა გაგახსენდე? მოდი გადააგდე თქვა მან და დააპირა ჩემი წიგნიდან ჩემი ულამაზესი თაიგულის გადაგდება თან დამპალმა ჩემს ტაიგულს ცოცხი უწოდა…😐
–ოოო ვუთხარი მე და წიგნი ჩავიხუტე
–კაი მაშინ…თქვა მან და თავისკენ მიმიზიდა
–ბატო გაჩე ვუთხარი მე და გავიცინე
–უიმეე…თქვა მან და შეტრიალდა გაბუტული 3 წლის გოგონასავით მეც ავტომატურად ალბათ კინოებიდან ნასწავლმა ჩავიხუტე გაბუზღული ბიჭუნა
–ძალით ნუ მიხუტებ აფერისტო თქვა მან და შემომიტრიალდა
–აჰაა მე ვარ აფერისტი ბუტია! ვთქვი მე და შევტრიალდი და ხელები მკერდზე გადავიჯვარედინე მან ჩამიხუტა და მე თიტქოს ნაყინივით დავდნი მერე კი მოხდა ის რასაც არ ველოდი მან მე მაკოცა ხესაც კი შერცხვა და დაპატარავდა მე კი😐 კოცნის მერე არც არაფერი მახსვს “ჩემმა დებილმა” გამომაცილა და ჩვენ დავიშალეთ…

4.ნაწილი “სიყვარული ფენიქსივითაა ხან წვავს ხან გეფერება”

ღამით არ მეძინა ბალიშს მიყუდებული ვფიქრობდი კოცნაზე… რა ვიგრძენიმე მის დროს😕 ნიჭი?! ხო ნიჭი😕 სიყვარულის მცირე პატარა ნიჭი შემეხო თავის ფრთებით :* ვიგრძენი როგორ გადამისვა თავზე ხელი ფენიქსივით ლამაზმა სიყვარულმა ამ დროს რაღაც ხმა გავიგონე თითქოს ფანჯარას კენჭი მოარტყეს დაბნეული სახით ავდექი და ფანჯარაში მისი კვლავ გაღიმებული სიფათი დავინახე
–აქ რა გინდა? ვუთხარი მე
–წავიდე ? იკითხა მან
–არა არაა…მარა აქედან მე ვერ ჩამოვხტები და ვერც შენ ამოგაძვრინებ “სორი” რაპუნცელივით გრძელი თმა არ მაქ…)
–დებილო წესივრად მოკალათდი და მე კიდე მოვემზადები დებილივით ქვევიდან ზემოთ გიყურო😐
–მოიცა და რა საჭიროა ამაღამ..
–ეეე ვერ გავიგე მაგდებ ?! ვინ გყავს მანდ..?
–როსაურას საყვარელი ვინ უნდა მყავდეს ?!
–რავიცი აბა ისე მაგდებ რო…ვეჭვიანობ
–არა უბრალოდ დებილივით რომ ვარ გადაკიდებული ფანჯრიდან არ მომწონს…
–აჰაა გადააბრალე ამას…
მე საბანი მოვიხურე და ფანჯრიდან გადავეკიდე…ჩემი პროფილიანი კვლავ ცანცარებდა და მაცინებდა… უცებ გავჩუმდით
–რაზე ფიქრობ? მკითხა მან
–სიყვარულზე
–რაო რა მინდაო?!
–ქვა სთხლიშე იმ იდიოტს და შემოდი სახლშიო
–ეგ სიყვარულმა თქვა თუ მამაშენმა ?!
–ჰაჰა ეს ნიჭმა მიკარნახა
–ღმერთო ჩემო გადამითარგმნე ამ ბავშვის ნაბოდიალი😐
–ოოო შენ რაზე ფიქრობ?
–მეც სიყვარულზე
–მაინც?
–რატომ ვზივარ 15 წლის ღლაპის ფანჯრის ქვეშ…
–ვინაა ბიჭო ღლაპი ? გახსოვს რა მითხრა ჩემმა ნიჭმა დამჯერი ვარ და ქვის ნაცვლად ამ მაგიდას გამოგიქანებ
–კაი დამშვიდდი ისე რას გრძნობ ეხლა შენ?
–სიყვარულს…
–აჰაა გასაგებია😐
მოკლედ ჩვენი უაზრო საუბარი ღამის სამ საათმდე გრძელდებოდა მერე კი საუბარი სიზმრებში გაგრძელდა…

5 ნაწილი “თუ ეს გაციეებაა მე გრიპი მაქვს”

დილით მე ფანჯარას კიბე მივაყუდე მეგონა ეს ფაქტი შეუმჩნეველი დარჩებოდა მარა შევცდი
–კიბე რათ გინდა?მითხრა მამაჩემმა მე მაგ დროს კაქტუსს წყალს ვუსხამდი და თვალები ლამის ამომიყირავდა
–ააა ასე მოკლე გზაა… ხესთან უფრო მალე მივდივარ…
–ხო არაა? კაქტუსს წყალი არ უყვარს ისე მითხრა მან და მიმითითა უცებ დავინახე თუ როგორ ცურავდა კაქტუსი წყლით სავსე ქოთანში…იდიოტურად გამომივიდა მიხვდა რა იდიოტი ვარ ვთქვი მე ჩემთვის და სამზარეულოდან ჩუმად და შეუმჩნევლად გამოვედი
6 საათზე შეხვედრა ბოლო მატარებელივით გამოვტოვე და ველოდი ღამეს… ღამე ის ჩემთან იყო და მისი გაშვება არ მინდოდა მან მითხრა
–თუ ეს სიყვარული გაციებაა მე გრიპი მაქვს
–ჰაჰ ხმამაღლა გამეციინა მე და უცებ გამახსენდა სად ვიმყოფებოდი ჩემი დებილი საწოლიდან წამოდგა და კედელზე გაკრულ სურათებთან მივიდა დიდხანს ათვალიერებდა რაღაცეებს
–ეეე ეს რიჟიკა ვინაა?😕😐
–ააა ეს ჩემი თაყვანისმცემელია ბაღში
–მოაშორე ეგ სურათი !
–დებილო გარშოკის მეგობარზე ეჭვიანობ ?!
–არა არ ვეჭვიანობ მაგრამ მაღიზიანებს
–უიმე კაი მომე ეგ სურათი ვთქვი მე გამოვართვი ფოტოსურათი და ბალიშის ქვეშ ჩავიდე
–ბალიშის ქვეშ არაა?
–დედაა! ვთქვი მე და ქარს გავატანე სურათი
უცებ მისი ტუჩები ჩემს მხარს დაეწაფა და რაღაც შინაგანი სისუსტე ვიგრძენი მან კვლავ ჩამიხუტა მერე კი გაქრა… გაქრა ბაბუაწვერას ბუსუსებივით…მე კი ვიგრძენი რომ ნიჭიერი ვიყავი, ნიჭიერი!ნამდვილად ნიჭი მეც გამაჩნდა და სიყვარული მეც შემეძლო…და თუ ამ ჩემმა ნაბოდიალმა შენც შეგძინა რაღაც სისუსტის და სიყვარულის გრძნობა მერწმუნე რომ ღმერთმა არც შენ დაგსაჯა…:* ♥ ჩემსა და ჩემს პროფილიანს შორის კი ურთიერთობა თანდათანობით მტკიცდებოდა და ხანდახან მის გვერდით ყოფნისას ვგრძნობდი რომ ჩვენს შორის ნამდვილად ნიჭი სამოთხე და ხის პროფილი იყო…

5 Responses to “ჩვენს შორის ნიჭი,სამოთხე და ხის პროფილია… ♥”

  1. ourvintageworld February 28, 2012 at 2:03 pm #

    laiza ukve es yvelaze metad……❤

  2. ourvintageworld February 28, 2012 at 2:17 pm #

    ჰაჰააა მეც ეგ მომწონს ლილეეე არადა რომ დაფიქრდე მაგარი უაზრობაა :დ

  3. ourvintageworld February 28, 2012 at 2:32 pm #

    –ეეე ვერ გავიგე მაგდებ ?! ვინ გყავს მანდ..?
    –როსაურას საყვარელი ვინ უნდა მყავდეს ?!
    :D:D:D

  4. Nata Buxrashvili February 28, 2012 at 3:40 pm #

    xoo aai ees martlaaa magarii iyoooo ^__^
    sataurma momajadovaa😀 (sataurebze gartuleba mchirs😀 )
    upro da upro ixvewebi❤
    meti ra gitxra ar vici, jer kidev emociebshi vaar😀 ^__^

  5. ourvintageworld February 28, 2012 at 4:36 pm #

    gmadlobt gogoebooo…:* ise mec vamchnev tandatan uketes ragaceebs vwer da rom vavleb tvals dzvel motxrobebs chamogdebuli ybit vzivar😐

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: