მიყვარხარ…

28 Feb

https://i1.wp.com/data.whicdn.com/images/23974293/tumblr_lz6l7zkiTG1qgnocto1_500_large.jpg

ესე იგი დღეს ქართულში ვკითხულობდით ლექსებს და პირადად ჩემთვის მგონი ყველაზე საყვარელ ლექსს შანდორ პეთეფის “მიყვარხარ” წავიკითეთ.ბოლოს მასწავლებელმა დაგვაწერინა ესსეს მსგავსი რაღაც იმაზე თუ რომელი მოგვეწონა ყველაზე მეტად.კლასის 98% -მა ეს ლექსი აირჩია.როგორც ჩვენმა დამრიგებელმა აღნიშნა “გაზაფხული მოგვიახლოვდა და…”:):)

მოკლედ “მიყვარხარ”

მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ
რაც გადის დრო და ხანი,
მე უფრო ძლიერ მიყვარს,
შენი პატარა ტანი,
შენი შავი თმის ბუჩქი,
ეგ თეთრი შუბლის ფერი თვალები გიშრისფერი,
ლოყები ვარდიფერი,
შენი თითები მიყვარს,
ორი პატარა თათი,
ო იცი როგორ მიყვარს ოდნავ შეხებაც მათი
მე შუქი მიყვარს შენი,
რა არის მისი ფასი,
მე ჩრდილიც მიყვარს შენი
მზის დაბნელების მსგავსი
მიყვარხარ, ძიერ,
ძლიერ მწვავს შენი ტრფობის ალი
მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ
მთელი გრძნობით და ძალით
მთელი სამყარო ვრცელი,
შენით არსებობს ჩემთვის
რაზეც კი ვფიქრობ,
ყველა ფიქრს შენზე ფიქრი ერთვის
ძილში ჩემთან ხარ სიზმრად
ფიქრში ჩემთან ხარ დღისით
გულის ძგერის ხმა მესმის,
შენი ხმა არის ისიც
შენთვის მივწვდები მწვერვალს
დიდების ყველა მნათობს
დიდებას დავთმობ შენთვის,
შენთვის მწვერვალებს დავთმობ
შენი ოცნებით ვხარობ,
შენს დარდს ვატარებ დარდად
მე სხვა სურვილი არ მაქვს,
შენი სურვილის გარდა
მსხვერპლი ყველაზ დიდი,
მე მეჩვენება მწირედ
რადგან შენ გსურდა იგი,
რადგან შენ შემოგწირე
შენს მცირეოდენ წყენას
სულ უმნიშვნელო წვრილმანს
სდევს ჩემი სევდა დიდი
ჩემი ცრემლების წვიმა
მიყვარხარ ძლიერ,
ძლიერ მიყვარხარ ცხადად,
მალვით, როგორც არასდროს არვის
არ ჰყვარებია არვინ
ეს სიკვდილს უდრის თითქოს
ეს შეუძლოა თითქმის
შენ ერთს გეკუთვნის ყველა,
რაც სიყვარულზე ითქმის
ძმაც ვარ, სატრფოც ვარ შენი
მამავ, დაო და დედავ
მე შეყვარებულს ყველას
შენს სახებაში ვხედავ სატრფოვ,
შვილო და დედავ,
ჩემო ძვირფასო ცოლო ყველას მაგივრად,
ერთად მე შენ მიყვარხარ მხოლოდ
რა მაბადია ქვეყნად,
ამ სიყვარულზე კარგი
ძლიერ მიყვარხარ, ძლიერ
ვარ შენი ტრფობით შმაგი
თუ ტრფობისათვის რამე,
ჯილდო იქნება ბოლოს
ის შენ გეკუთვნის მარტო
ის შენ გეკუთვნის მხოლოდ
ნაყოფი მისი არის
ვინც ნორჩი დარგო,
ეს სიყვარული დიდი
შენ შემოგწირე კარგო!!!
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ!

და კიდევ ეს ვიდეო რომ არ გაჩვენოთ არ შეიძლება,საოცრად კითხულობს ამ ლექსს<3

5 Responses to “მიყვარხარ…”

  1. pupsik February 28, 2012 at 6:30 pm #

    am leqsshi asaxulia grdznoba romelic yvelaze rtulia da mxolod diad adamianebs sheudzliat amis gancda, tu ginda gaigo ra aris siyvaruli mashin chawvdi am leqs da kitxvaze pasuxs ipovi, shesanishnavi leqsiaa miyvars:*:*

  2. ourvintageworld February 28, 2012 at 6:34 pm #

    nino shens magalpardovnebas sazgvari ar aqvsD::*:*:*<3

  3. Nata Buxrashvili February 28, 2012 at 7:42 pm #

    miyvaars es leqsi )) martlaaa shesanishnavi leqsia, ai iseti vinmes siyvaruls rom mogandomebs😀 skolashi am leqsamde jer ar mivsulvaar da imedia rom mival chemi maswavlebelic dagvawerinebs ramees ))
    aam bavshvma gamagijaa…. :X ra grdznoobiiit kitxulobda cudad gavxdi ))
    miyvarxaaaaart 😀 ))

    • ourvintageworld February 28, 2012 at 8:16 pm #

      chvenc gviyvarxar! da am leqsisgan dorbli momdis aii ar viciii ra egre leqsi jer ar momwonebia xoo da kide tu gyavs cota chveni shesaperisi xasiatit daqali an dzmakaci utxari chvens blogze da aq gelodebit :* (upro saintereso iqneba bevrni rom viqnebit)😀

  4. ourvintageworld February 29, 2012 at 12:31 pm #

    au es leqsi dzaaaaaan miyvars… da es bavshvi kide mteli gulit shemiyvarda, rom mousmine….❤😀 ra bichi gaizrdeba….😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: