“მე და შენ”

27 Feb

მძიმე ვიყავი და ვარ კიდეც…აუტანელი და მძიმე.ჩემი 17 წელი ძალზედ განსხვავებული იყო სხვა თინეიჯერების 17 წლისაგან… მიყვრდა სიმშვიდე და გრძნობა რომელიც ოცნებას მჩუქნიდა, ფიქრი რომელიც სევდას მავიწყებდა, ბებია რომელიც ამ ყველაფრის ფუძემდებელი იყო…ბოლო ხანებში ურთიერთობა მასთან ფუჭდებოდა… იმ დღესაც როდესაც ეგ ყველაფერ დიწყო საშინელებათა ოთახის კარის დახურვას ვცდილობდი( დღე როგორ დაიწყო არ მახსოვს ალბათ მზის სხივებით… რომლებიც მიმანიშნებდნენ რომ ზაფხული უკვე ახლოს იყო… მიყვარდა როცა საწოლს ვალაგებდი და ზურგზე მეფიცხებოდა მზის სხივები.ეს გრძნობა ბავშვობას მახსენებდა იმ ბავშვობას როდესაც მე პრინცესა ვიყავი ჩემი პრინცი კი ღრუბელზე ცხოვრობდა.) საშინელი დღე  დაიწყო მაშინ,როდესაც ბებიაჩემის თვალზე გაბრწყინდა ცრემლი მისი მიზეზი კი მე ვიყავი.მე კი არა ჩემი მძიმე ხასიათი.ბებია სავრძელში იჯდა და ტიროდა მე კი მუხლებზე ვხოხილობდი და პატიებას ვთხოვდი.ბებია ადგა და თავის ოთახში შევიდა,კარი ჩაკეტა და მე მის უკან დამტოვა… ვერ აგიღწერთ რა ხდებოდა ჩემს გულში მაშინ …ცრემლი ღრიალი და ქვითინი…ბებია მთხოვდა მარტოდ დარჩენას მაგრამ ფეხები არ მიმოძრავებდა,ვერ ვდგებოდი,ვერ ვწყნარდებოდი მუშტებს ვუბრახუნებდი კარს და ვიძახდი “მაპატიე ბებო მაპატიე “! როგორღაც ავდექი და  ფეხშიშველა ჩავედი კიბეებით პირველ სათულზე.ჩვენი სახლი პლიაჟის წინ მდებარეობდ. მე კარი გამოვაღე და გარეთ გავვარდი ფეხს ქვეშ ოქროსფერ ქვიშას ვფშხვნიდი…პლიაჟზე ცოტა ხალხი იყო რადგან ზაფხული მხოლოდ ზეგ იწყებოდა,ქვიშა რბილი და ნესტიანი იყო ეტყობა მზემ ჯერ ვერ ამოაშრო…ფეხი შიგ ჩამეფლო ერთი ამოვიღე და მეორე მაშინვე შიგ აღმოჩნდა.ნერვები მომეშალა და იქვე დავებერტყე თავი ქვიშას მივადე…თმა ქვიშას ეფერებოდა,მზე სახეს,ცრემლი კი ლოყებს მივხვდი რომ უსაშინლესი ენა მქონდა და არ უნდა მეთქვა ის რაც ვთქვი: “არასოდეს გჭირდებოდი! არასოდეს გიყვარდი ბებო! დედ–მამა რომ არ გარდაცვლილიყვნენ ვერც ვერასოდეს ვერ განხავდი…”რატომ ვთქვი ეს?! ხომ ვიცოდი რასაც გრძნობდა ბებია ჩემს მიმართ მწარე, მძიმე ,აუტანელი პიროვნება ვიყავი… :|თავი ავწიე, ხელები მუხლებს შემოვხიე და ჰორიზონტს გავხედე😦 გვერძზე წყვილები მე კი ცრემლით თვალზე…არაფერი მესმოდა…უცებ ვიღაც ბიჭი დავინახე ის ზღვასთან უფრო ახლოს ჩამოჯდა,ოდნავ ჩემსკენ იყურებოდა და რაღაცას ხატავდა ტილოზე. არც მისთვის მიმიქცევია დიდად ყურადღება ხელში ქვიშას ვფშქვნიდი და ვტიროდი…როგორღაც ავდექი და მივედი ზღვასთან მთვრალი და არეული ნაბიჯებით,ფეხი ჯერ კიდევ ცივ ზღვაში ჩავყავი და ცას ავხედე ვიგრძენი როგორ ვკანკალებდი და ხმამაღლა ვტიროდი. მარილიანი ცრემლები მარილიან ზღვაში ვარდებოდა უცებ დავფიქრდი და წარმოვიდგეინე როგორ დაუბრუნდება ეს ცრემლი დედამიწას წვიმის სახით,შევბრუნდი და იგივენაირად დაბრეცილი ნაბიჯებით მივედი სახლში გავაღე კარი და შევედი…იქვე სავარძელში ჩამოვჯექი შევხედე ჟურნალის მაგიდას მასზე კამფეტები იყო დაყრილი,ავირჩიე სასურველი და ჩავიდე ფირში თითქოს ბოლოჯერ ან პირველად… :?სახლის სიჩუმე მკლავდა ისევ მირჩევნოდა ტალღების ხმა გამეგონა ბუხრის ყურებას კი ზღვის ქაფის ყურება მერჩივნდა .რაღაც ხმა გაისმა და გაწვიმდა  მე მაინც გავედი გარეთ და დავინახე ჩემი პორტრეტი… საშინელება იყო .ნახატზე მე ცრემლით და ქვიშით ხელში ვიწექი…სახლის კიბეზე ჩამოვჯექი პორტრეტით ხელში და მივხვდი ვისი დახატულიც იყო…ბიჭის რომელიც ჩემს თვალს ჭრიდა…ისევ ავდექი და ზღვისკენ გავემართე გარეთ კი კვლავ წვიმდა ისევ ჩამოვჯექი ქარი ამოვარდა და აათამაშა ჩემი ღია ყავისფერი თმა… ვიგრძენი რომ ვიღაცა გვერძზე მომიჯდა ავტომატურად ვთქვი
–მომეწონა ნახატი…
–გმადლობ.
ისევ გავჩუმდით და რატომღაც ისევ დილის სიტუაცია გამეჩხირა ყელში…ავქვითინდი
–მთელი დღეა გაკვირდები და შენი სახე ცრემლებისგან ჯერ არ შემშრალა რა გჭირს?
–არაფერი და ამავ დროულად ყველაფერი…ისევ ავტირდი 5 წუთის მერე მე თვითონ დავიწყე ჩემი ამბის მოყოლა ბიჭი მისმენდა რჩევებს მაძლევდა და მაწყნარებდა მთელი გული გადავუშალე. იმ წივიმაში…იმ ქარში ის ჩემს გვერდით იყო და მშველიდა.ბოლოს მე ვუთხარი
–მაპატიე რომ ჩემი პრობლემები გადმოგიყარე
–ძალიან გთხოვ მაგაზე ბოდიშს ნუ მიხდი მესმის შენი და გპირდები რომ შენი ერთგული მეგობარი ვიქნები
–გმადლობ…
ჩვენ ერთმანეთს დავემშვიდობეთ და მეც წამოვედი რატომღაც მომეშვა. ჩემი პორტრეტი საწოლის წინ გავიკარი საწოლზე დავებერტყე და მას ვუყურებდი.ბებია ჯერ კიდევ არ მირიგდებოდა და პრინციპში მე მქონდა შიში მასთან მივსულიყავი და ამიტომ მივწერე წერილი და კარის ქვეშ შევუცურე.ღამე დასაძინებლად დავწექი 12 საათზე ფიქრებში გართულმა ვიგრძენი ბებიამ როგორ მაკოცა…შემირიგდა…შეურიგდა ჩემს მწარე ხასიათს..მეორე დღეს არც არაფერი მომხდარა და პრინციპში მთელი დღე ბებიაჩემის ბავშვობის სურათების თვალიერებაში ვიყავი გართული…მესამე დღეს კი დაიწყო ზაფხული რატომღაც ბავშვობიდანვე  ამ დღეს დიდ ყურადღებას ვაქცევდი დილით თეთრი ფაშ ფაშა კაბა ჩავიცვი და გავედი გარეთ.პლიაჟი ჯერ კიდევ ცარიელა იყო.მე ზღვასთან ახლოს მივედი და კოჭებამდე წყალში ჩავდექ. უცებ ვიღაცის ხველება გავიგონე და მივხვდი რომ ეს “ის” იყო.მან წყლიდან გამომიყვანა და სადღაც წამიყვანა უცებ შევჩერდით მან სადღაც მიყრუვებულ ადგილას მიყრუვებულ სახლში შემიყვანა სავსე საღებავებით…
–აირჩიე ფერი მითხრა მან
მე წითელ ფერს ვეცი მან შიგ ჩამაყოფინა ხელი და მერე მიმადებინა კედელზე მე რატომღაც გამიხარდა ავიღე შავი საღებავი და იქვე რაღაცა მივახეტე ,მანნაც ლურჯი საღებავით ღრუბლები დახატა…მას სახე სერიოზული ჰქონდა. მე ავიღე ვარდისფერი საღებავი და სახეზე სმაილი დავახატე..მანნაც ხელზე მომახატა რაღაც, მე მომეჩვენა რომ მისი ნახატი ჩემს ნახატზე უფრო დიდი იყო …ავიღე მწვანე საღებავი ფუნჯი შიგ ჩავყავი და მერე შევაწუწე.მას სახე მოეღრიცა აიღო საღებავი და კედელს შეასხა მეც შევაწუწე კედელს კოპლები მერე შემთხვევით მას შევასხი და მანნაც შემომასხა ბოლოს ჩემი კაბა თეთრის ნაცვლად წითელ ყვითელი აღმოჩნდა🙂 ჩვენ სიცილ სიცილით გამოვედით სახლიდან და ზღვისკენ გავეშურეთ . საღამო იყო და ხალხი ვერ გვამჩნევდა ორი აჟიტირებული იდიოტი შეღებილი საღებავებით უცებ ვიღაცა სქელმა ქალმა გაბრაზებული სახით შემოგვხედა საცოდავი ნეტა რას ფიქრობდა :?  “ის” ზღვაში შეხტა მე კი დავრჩი…უხერხულად შევიჭმუხნე და წყალთან მივედი…მან წყალში შემათრია მიმიზიდა და გულში ჩამიკრა…თანდათან ვხვდებოდი რომ ფსკერს ვეღარ ვეხებოდი  ღრმად წყალში ვყვინთავდით თეთრ კაბას ნელნელა შორდებოდა საღებავები…გაშლილი თმა წყლის მცენარესავით ფაშფაშებდა…მთვარის შუქი წყალში ლამპიონივით ანათებდა მისი ტუჩები კი ჩემს სხეულს ელამუნებოდნენ…როგორც იქნა კაბა გათეთრდა და დაემსგავსა ქათ ქათა მედუზას ჰაერი აღარ მყოფნიდა მაგრამ ამ ულამაზესი მომენტის გაფუჭება არ მსურდა…როგორც იქნა ამოვყვინთეთ…ამოვყვინთეთ იმ განსაკუთრებული და მომაჯადოვებელი მომენტიდან რომელიც ასე აკლდა ჩემს ცხოვრებას…ამის მერე მე გავატარე 1 ბედნიერი კვირა რომლის ყველა დღე განსხვავებული და არაორდინალური იყო…ეს კვირა ჩემთვის ძვირფასი იყო იმიტომ რომ მასში იყო ის პიროვნება რომელიც ჩემს ნაცრისფერ ცხოვრებას ფერადი ფუნჯით აფერადებდა…იმ ღამით ჩვენ ვარსკვლავების თვალიერებაში ქვიშაზე ვეგდეთ…ბევრი თანავარსკვლავის დასახელება მითხრა ჩემმა ბიჭმა მაგრამ მხოლოდ 1 დამამახსოვრდა “მე და შენ” ეს ორი ვარსკვლავი ყველაზე კაშკაშა და გამორჩეული იყო ჩემთვის….სხვებისთვის არ ვიცი როგორ მაგრამ ჩემს თვალში მუდამ ეს თანავარსკვლავი ბზინავდა…სახლში რომ მოვედი ყველაფერი ავტომატურად ჩამიშხამდა…😐
–მასთან აღარ დაგინახო თქვა ბებიამ
–რააა? რ..რ..ატომ?
–იმიტომ…შენ მისი შესაფერისი არ ხარ
–ვერ გავიგე დაბნეულად და უკვე გაბრაზებულად ვუთხარი მე ბებიას
–ის მდიდარია შენ კი ღარიბი
–მერე? ამაში რამეს ცუდს ხედავ?ცრემლებით თვალზე მივუგე ბებიას და ჩავსრიალდი სავარძელში
–შენ ვერ ხვდები იმას რომ ერთელაც ის თავის სიმდიდრეთი თავბრუსმოგახვევას და ჩემგან მოგაშორებს..
–რა ეგოისტი ხარ ბებო! წავიბურტყუნე მე და ავვარდი ოთხაში
ვტიროდი…ვქვითინებდი…ყველაფერს დაბლა ვყრიდი…ჩემს თავს ვერ ვიმშვიდებდი… მერე ავიღე ტელეფონი და ჩემს ცხოვრებაში ყველაზე უაზრო საქციელი ჩავიდინე მივწერე “მას”:”ჯერ ჯერობით ჩვენს ურთიერთობაში მძიმე უნდა დავსვათ” მესსიჯი გაიგზავნა და მე გავშეშდი არ ვიცოდი რა გამეკეთებინა დავწყნარდი თუ არა მოვიდა საპასუხო მესსიჯი “რატომ? იმედია ხუმრობ” ვეღარაფერი ვუპასუხე ბალიშში თავი ჩავრგე და ავბღალვდი…

***
თავი როცა ბალიშიდან ამოვირგე 3 კვირა უკვე გასული იყო😐 აღარაფერს ვჭამდი…არც ვსვამდი და თითქოს არც ვსუნთქავდი… მაკლდა დედმამა და “ის”… ცრემლი ყოველ ღამე ჩემს ბალიშს ეფერებოდა….დილით ფანჯარასთან ვიჯექი და ღრუბლებს ვუყურებდი ღამ–ღამობით  კი ჩემს თანავარსკვლავს “მე და შენ”… ღრუბლების განლაგება იცვლებოდა ერთ ღამესაც   ჩემი თანავარსკვალავი ვერ ვნახე და ავღრიალდი აშკარად ვაფრენდი “ჩემი თანავარსკვლავი” ვბუტბუტებდი და ფანჯარას ვეფერებოდი დღეები ერთმანეთს ტყუპებივით ჰგავდნენ: ავდექი ვიტირე, წავიკითხე ვიტირე, ვნახე ვიტირე,დავწექი ვიტირე,ჩამეძინა ვიყვირე…კოშმარები თავს არ მანებებდნენ…ბებიაც ამჩნევდა რომ ჩემს ცხოვრებას აზრი დაეკარგა  და ამიტომ თავისი მეგობრის შვილი გამაცნო არ ვიცი რა სახე მქონდა მას რომ ვესაუბრებოდი მაგრამ უსაშინლესად ვგრძნობდი მასთან თავს აუტანელი იდიოტი ვფიქრობდი მე მასზე😐 უცებ ავდექი და გავედი ოთახიდან მერე ქურთუკი მოვიხურე ბოტები ჩავიცვი და გავედი გარეთ. გარეთ წვიმდა ბებია გამომეკიდა მაგრამ მე უკვე ჰორიზონტის ხაზს მოვეფარე მივრბოდი ისე ჩქარა რომ სისწრაფისგან ირგვლივ ვერფაერს ვხედავდი როცა უცხო უბანში აღმოვჩნდი… ავიღე ტელეფონი და მივწერე : “წამიყვანე” რამოდენიმე წუთში “ის” უკვე ჩემს გვერდით იყო რომ ვნახე ავტირდი მან მიმიხუტა და მითხრა რომ აღარასოდეს მიმატოვებდა… მანქანაში ჩამსვა და  წამიყვანა იქ საიდანაც  მერე მე მივწერე ბებიას: ” ბედნიერი ვარ!”…

6 Responses to ““მე და შენ””

  1. ourvintageworld February 27, 2012 at 1:35 pm #

  2. ourvintageworld February 27, 2012 at 2:35 pm #

    :*

  3. Nata Buxrashvili February 27, 2012 at 7:04 pm #

    ukomentaroood…
    ara ar shemidzlia ukomentarod😀
    uzomoood momewona❤

  4. ourvintageworld February 27, 2012 at 7:57 pm #

    გმადლობ საყვარელო მაგრამ ეხლა ისეთი მაგარიი მოთხრობა დავწერე რომ პირ დაღებული ვუყურებ და იმ მოთხრობასთან ეს გვერძზეც არ დადგება :დ❤ ♥

  5. ourvintageworld February 28, 2012 at 1:00 pm #

    momwons…. tan chami simgera….. :D:D:D mec am simgeris tanxlebit davwere…..😀

  6. ourvintageworld February 28, 2012 at 1:37 pm #

    xoo eg simgeraaa ratomgac dzalian momwons❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: