-გინდა ლოყაზე გაკოცო?(ნათია)

23 Feb

არ ვიცი ამას რა შეიძლება ვუწოდო…ალბათ ბედის ირონია ან ბედისწერა.ალბათ მართლა ბედი იყო,თორემ სხვანაირად ასეთი ბედნიერი როგორ ვიქნებოდი?ყველაფერს თავიდან დავიწყებ!
ბავშვობაში მედა მეზობლად მცხოვრები პატარა ბიჭი ერთად ვიზრდებოდით.იმის გამო რომ ახლომახლო არცერთი გოგო არ ცხოვრობდა,საუკეთესო მეგობრად მივიჩნევდი.ერთად ვთამაშობდით ხოლმე ჩემი თოჯინებით…ყავისფერი დიდრონი თვალები და ამავე ფერის თმა ჰქონდა.რომ იღიმებოდა,სულ გული მიჩქარდებოდა ხოლმე.როცა ჩემს წილ შოკოლადს ვუნაწილებდი,ყოველთვის ასეთ კითხვას მისვამდა:
-გინდა ლოყაზე გაკოცო?
ჩემი პასუხი კი ყოველთვის ერთი იყო:
-არა!-არადა გულის სიღრმეში სულ სხვანაირად ვფიქრობდი!სულელი ბავშვი ვიყავი…
დრო უსაშველოდ სწარაფად გადიოდა და ასევე სწრაფად ვიზრდებოდით ჩვენც.მე გაურკვევლობაში ვიყავი,ასეთი დაბნეული ჩემს ცხოვრებაში(თუ ამას ცხოვრება შეიძლება ვუწოდოთ)არასდროს ვყოფილვარ.რაღაც იზრდებოდა ჩემში,იზრდებოდა და სადაცაა ამოხეთქვდა!ამას ისიც ემატებოდა რომ მას ვერ ვხედავდი,გული მტკიოდა და როცა დავინახავდი,თითქოს ჩემი სული მიწას სწყდებოდა და ცაში მიიწევდა.ერთხელაც,როცა ყველაფრის გარკვევა გადავწყვიტე და მის სახლთან მივედი ფანჯრებიდან სიცარიელე და სიჩუმე ბოლო ხმაზე გაჰკიოდა.შემაშფოთა ამ სანახაობამ და გულში თითქოს რაღაც ჩამწყდა.თუმცა ჩემში ყოველთვის ცოცხლობდა ნაპერწკალი,რომელიც უიმედოდ ელოდა გაღვივებას.
ყოველ 28 ოქტომბერს,იმ დღეს,როცა უცაბედად გაქრა ჩემი ცხოვრებიდან,პარკში ვსეირნობდი ხოლმე.გრძელ დაუსრულებელ ბილიკს აქეთ-იქიდან უზარმაზარი ხეები ერტყა და ოქროსფერი ფოთლებით რთავდა ყველაფერს.არ ვიცი რა ძალა იღვიძებდა ჩემში,რომ ზუსტად ამ დღეს თუ არ გავიდოდი გარეთ ალბათ რაღაც დამემართებოდა.გარეთ ციოდა,მაგრამ მზე ზაფხულის გადმონაშთ სხივებს ისევ გულუხვად აფრქვევდა.მიუხედავად ამისა,მაინც თილი ჟაკეტი მოვიცვი,თმა სახელდახელოდ ჩავიწანი და ჰაერზე გასვლა დავაპირე.უცებ მივხვდი რომ ნოსტალგია,რომელიც პარკში სეირნობისას მომეძალებოდა,ბოლოს მომიღებდა.არა,რამისთვის უნდა გადამეყოლებინა გული.თაროზე ხელი მოვაფათურე,რაღაც წიგნი ავიღე მერე ჩემს ანტიდეპესანტს-შოკოლადსაც მივაგენი და სახლიდან გავვარდი.საოცარია,მაგრამ პარკში ჩემს გარდა თითქოს არავინ ჩანდა.ნელა გავუყევი ბილიკს და წიგნი გადავშალე,თან შოკოლადს ვცმუცნიდი.ისე ჩამითრია კითხვამ,რომ რეალურობის შეგრძნება დავკარგე.
უცებ,სრულიად მოულოდნელად რაღაცას დავეჯახე და წიგნი ჯერ ძირს დავარდა,მერე თავზე დამეცა.თვალები დავახამხამე და ჩემს წინ ზუსტად ჩემნაირ მდგომარეობაში აღმოვაჩინე ბიჭი,რომელსაც თვალები არაადამიანური სიხარულით უელავდა.ეს თვალები ადრეც მენახა…. და აი ი ს! ეს ი ს იყო!გონება გამეთიშა და ვეღარაფერზე ვფქირობდი,გარდა იმისა რომ ის ჩემგან სულ რამდენიმე სანტიმეტრში იმყოფებოდა და მიღიმოდა.ბიჭი მიმიხვდა რომ მე მივხვდი და კიდევ ეთხელ სუნთქვისშემკვრელად გაიღიმა,ცოტაც და გავიგუდებოდი.მერე ძლივს გამომგლიჯა ხელიდან შოკოლადი,რომელსაც თურმე მთელი ძალით ვებღაუჭებოდი,ჩაკბიჩა და მკითხა:
-გინდა ლოყაე გაკოცო?
ჯერ ორივეს გაგვეღიმა,ღიმილი სიცილში გადაიზარდა და ბოლოს ისე ავხარხარდით,ვერაფრით ვჩერდებოდი.არაფერი მაინტერესებდა გარდა იმისა,რომ იგი ჩემთან იყო ამდენი ხნის მერე და სამუდამოდვე ჩემთან დარჩებოდა.

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა.ახლა ზუსტად იმ ბილიკს მივუყვები და ამის გახსენებაზე სულელივით მეღიმება.პარკს ისევ ყვითელი ფოთლები აწვიმს.ბილიკის ბოლოს ისევ ნაცნობი ხმა მეგებება.ჩემსკენ მორბის,შოკოლადს მაძლევს და მეკითხება:
-გინდა ლოყაზე გაკოცო?
თუმცა პასუხს არ ელოდება და მისი თბილი ტუჩები ჩემს გაყინულ ლოყას ადნება…

https://i2.wp.com/data.whicdn.com/images/23417590/tumblr_lzlmxs9PuA1qfi95go1_500_large.png

3 Responses to “-გინდა ლოყაზე გაკოცო?(ნათია)”

  1. Nata Buxrashvili February 23, 2012 at 8:03 pm #

    aam simgeraze vgijdebiii❤
    dgeees dzaliaan romantiul ganwyobaze damayeneet😀 mee kidev eg mindodaa? ))
    momwoons momwoons momwoons❤❤

  2. ourvintageworld February 23, 2012 at 8:04 pm #

    :*:*:*:*

  3. ourvintageworld February 24, 2012 at 12:39 pm #

    auuu momeowona dzaaan…. momewoaaaaaaa………❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: