მჭირდებოდა!

21 Feb

https://i0.wp.com/data.whicdn.com/images/23505559/0f6c647a51b3efffdcf7c1d056321bb5befe1ba0_m_large_large.jpg

დიდი ხანია მოვიბრძვი პოსტის დასაწერად,მაგრამ არ ვიცოდი რანაირად ან როგორ დამეწერა.რატომღაც მომინდა ადამიანის მანკიერ თუ დადებით თვისებეზე მესაუბრა.რისი გამოსწორება მინდა ჩემში,რა მომწონს და რა-არა.ეს პოსტი ალბათ ლაიზას წინა პოსტის გამოძახილია,მაგრამ ცოტა სხვა მიმართულებით მინდა წავრმართო.ჩემს თავსაც რომ გამოადგეს და სხვასაც(ვისაც მოუნდება)

 არ დავიწყებ წერას ჩემზე, რადგან საშინლად მძულს როცა სხვები თავს იქებენ და ყველანაირად ცდილობენ რომ საუკეთესოები გამოჩნდნენ.არ მიყვარს როცა მე თვითონ მიწევს საკუთარი “მეს”შეფასება და არც ის მიყვარს რომ სხვა ჩემს შესახებ შელამაზებულად მიყვება.მირჩევნია ყველაფერი ვიცოდე კარგიც და ცუდიც(ეს რა თქმა უნდა გულს მატკენს,რადგან ბევრი უაროფითი თვისებაც მაქვს,უნაკლო არავინაა)ვიდრე ადამიანი სიტყვებით მადნებოდეს და ზურგსუკან მაფურთხებდეს.

თუ ვინმემ მაწყენინა,მაშინ არაფერს ვეუბნები,როცა დიდი დრო გავა და ხელსაყრელი მომენტი ჩავარდება,შემიძლია ყველაფერი ერთოულად ამოვანთხიო,რაც კი იმ ვინმეს ჩემთვის უწყენინებია.ყველაფერს გულში კარგად ვინახავ,არასდროს მავიწყდება თუ ვიღაც დიდი ტკივილს მომაყენებს.

კიდევ მძულს,როცა ადამიანი თავის ნამდვილ სახეს არ აჩენს და ვიღაცის ზეგავლენის ქვეშ ექცევა(შესაბამისად იმ “ვიღაცის”ნიღბითვე უწევს მთელი ცხოვრება სიარული)ვერ ვიტან,როცა სუსტს ჩაგრავენ და მე დახმარება არ შემიძლია და როცა ვინმე,მხოლოდ იმიტომ რომ შურს,ჩემს გზიდან ჩამოშორებას ყველანაირი ხერხით ცდილობს.შური ყველას გამოგვიცდია.არ თქვათ რომ არაო,მაგრამ რამდენად დიდი უნდა იყოს ეს თვისება შენში,რომ ყველაფერზე წამსვლელი გახდე.

არ მიყვარს,როცა ვინმე გამუდმებით მაკონტროლებს,მგონი საკმაოდ დიდი ვარ იმისთვის,რომ დამოუკიდებელი აზროვნება და აქედან გამომდინარე ქმედება შევძლო.როცა ვინმე უაზრო შენიშვნებს დაუმსახურებლად მაძლევს,რადგან მეტი სადარდებელი არ გააჩნია და ნებისმიერ წამს ელის შეცდომას როდის დავუშვებ.შეცდომას ყველა უშვებს,მაგრამ ეს მიზეზი არ უნდა გახდეს იმისა,რომ დამსახურებულზე მეტად დაგსაჯონ.

მძულს ადამიანი,რომელიც თავს ყველაფრის მცოდნედ ასაღებს,სინამვილეში კი არაფერი იცის.რამდენადაც ცუდად არ უნდა ჟღერდეს, მეზიზღება სულელი ხალხი,რომლებსაც აზრონების უნარი გააჩნიათ,მაგრამ ყოველივე ამას საკუთარი სიდებილის მაქსიმალურად გამომჟღავნებისთვის იყენებენ!

ვერ ვიტყვი რომ ტყული ყველაზე ცუდია რამეა,რაც კი შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს.პირიქით შესაბამის დროს,ადგილას და ვითარებას თუ დასჭირდა რატომაც არა,მაგრამ რა საკვირველია არა ბოროტი მიზნებისთვის.მე ბევრჯერ მომიტყუებია ადამიანი,მაგრამ მხოლოდ მაშინ,როცა ამას სიტუაცია მოითხოვს.

არ მიყვარს,როცა ვინმე რამეს “ზედმეტად”მასწავლის.მე სულაც არ ვარ წინააღმდეგი იმისა,რომ ახალი გავიგო,მაგრამ საშინლად ვერ ვიტან როცა ჩემს გარეგნობაში,ხასიათში,ქცევაში სურთ ცვლილების შეტანა და უაზროდ აფათურებენ ხელებს იქ,სადაც არაფერი ესაქმებათ.

მე ვარ მე! და რაღაცეების შეცვლა მგონი უკვე გვიანია!

ამ ყველააფერს ჩემი გამოცდილებიდან ვწერ(დიდი არაფერი,მაგრამ რაც ვიცი იმას გეუბნებით)

ამიერიდან მეც მეცოდინება,სად როგორ,რანაირად მოვიქცე და რა ვთქვა და ალბათ თქვენც გამოიყენებთ ჩემს “რიტორიკულ საუბარს”რამეში.

miy all:*:*

3 Responses to “მჭირდებოდა!”

  1. GvanTuli February 21, 2012 at 6:32 pm #

    Chems tavshi ijeqi?yohcag dzaan magari gogo xar!<3

  2. ourvintageworld February 23, 2012 at 3:44 pm #

    vgavart….. : ))) chems tavze laparaki mezareba da tan ar miyvar, mara im temebshi rasac sheexe mec` egeti var…. :))) (mesame avtor)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: