“დეჟა ვიუ”)

21 Feb


ყველაფერი იწყება მაშინ,როდესაც გგონია რომ ყველაფერი უნდა შეწყდეს,დამთავრდეს,დაიხუროს,ჩაიკეტოს,მოწყდეს…არ ვიცი ეს მოსაზრება მე თუ მეხება,მაგრამ ჩემი ცხოვრება ისე ერთმფეროვნად გამოიყურებოდა რომ მეგონდა ცხოვრება კი არა ცარიელა “დეჟა ვიუ” მქონდა…ყოველ დღე ერთი და იგივე…მკაცრი მშობლები,სკოლა,სახლი “უფს” მეგობრები გამომრჩა გამომრჩა რო?!😕 კი გამომრჩა 2 წლის წინ როცა ისინი დავივიწყე რატომ ?! იმიტომ რომ იდიოტი ვარ!
ჩემი თავი უაზროდ წამოვაყენე წინ…კარგ ნიშნებზე სწავლა ეს არაფერია ცხოვრებაში…გგონია რომ კაი ქულების გამო შენი მეგობრები მუდამ შენს გვერდით იქნებიან! მარა არა…არ არიან!იმიტომ რომ პატიება არ ვიცი და არც ბოდიშის მოხდა…ამ ყველაფრის მერე ჩავიკეტე 1000 წიგნის გარემოცვაში…ჩემი სამეგობრო წრე “ო ჰენრის” მოთხრობები ჩარლზ დიკენსის ზრაპრები და რაღათქმაუნდა მილიონი მწერლის მილიონი რომანი გახლდათ.გადასარევია!😐 ყოველ წიგნში მე ვიყავი მთავარი პერსონაჟი,მე ვიყავი მისი მწერალი,მე–ავტორი,მე–უარყოფითი პერსონაჟი. სცენარის მიხედვით ვალაგებდი ყველაფერს…ნეტა მე რას გავაკეთებდი მათ ადგილას?! დედამ ლამის ფსიქოლოგთან მიმიყვანა რადგან ღამეც საბნის ქვეშ მე ჩუმად ვკითხულობდი “ჩემს მეგობრებს”…🙂 ეგ ყველაფერი იქობამდე გრძელდებოდა სანამდე აჩკარიკა არ გავხდი
“მომიხდა…!”–ასე ვიმშვიდებდი თავს😐 არადა რა იყო მოსახდენი გაჩხერილი ორი ტელესკოპი თვალში?!😕 სიმკაცრე მშობლებში ქრებოდა და თანდათანობით მოისპო კიდეც.ბოლო ხანებში გარეთ ისინი მაგდებდნენ,წიგნებს ისინი მართმევდნენ და ხშირად მეხუტებოდნენ !
დეპრესიაში ჩავვარდი იფიქრებთ კაი დროსია, ხო აშკარად დამაგვიანდა… როგორც ჩემი დაქალი იტყოდა”პოზნი საჟიგანიე მაქ” მომენატრა ეს ფრაზა :* აღარ ვიცოდი რაში ჩამექსოვა ჩემი სევდა,მარტოობა,დეპრესია იმ დღესაც დღე “დეჟა ვიუ”–თი დაიწყო.დილით საშინლად ცხელოდა.არდადეგები იყო.არდადეგები–ეს სიტყვა ჩემთვის აღარაფერს ცვლიდა ასე თუ ისეე მე მეინც წიგნში ვიჯექი😐 მაგრამ იმ დღეს მე საწოლიდან ძლივს ავეფხრიწე და გადავწყვიტე უბრალოდ ეზოში გამესეირნა მაგრამ ამ უბრალოდ გასეირნებას ჩემი ორი მეგობარიც მოვუმატე ორი წიგნი ორი რომანი🙂 რომელშიც ამბები მძაფრდებოდა და როგორ მიმეგდო ისინი?! გავიკეთე ჩემი დურბინდი ანუ სათვალე,მოვიხურე ჯაკეტი და გავედი გარეთ ტროტუარს მივუყვებოდი მეორე წიგნი გადავშალე ის ჯერ დაწყებული არ მქონდა ამიტომ მისი პროლოგი დამაინტერესა იდიოტივით ფურცლებში ვფაციფუცობდი წიგნი არც თუ ისე ახალი იყო და ფურცლის “ნარჩენები” ძირს იყრებოდა ვიღაცის ფეხის ხმა გავიგონე არ მაინტერესებდა ვინ იყო ან ვინ უნდა ყოფილიყო,ბრმა ხომ არ იქნება რომ დამეჯახოს გავიფიქრე მეე და უცებ მცირე დაჯახების შედეგად მთელი ჩემი “ქონება” ძირს დამიცვივდა უცებ ეს მომენტი რომელიღაცა წიგნიდან გამახსენდა და მკაფიოდ გამოვთქვი
–დეჟა ვიუ მაქვს?!
–მაპატიე?!თქვა იმ ვიღაცამ ხრინწიანი ხმით მაშინვე მივხვდი რომ ეს ხმა ბიჭს ეკუთვნოდა და დებილივით გავწითლდი )
–არა არაფერი..ბოდიში რომ დაგეჯახე ვცადე შემეცვალა თემა და ჩემი წამოყრანტალებულისთვის ხელი გადამეფარა ისე ეს ჩემი პირველი ბოდიში იყო(
–ამმ…არა! ჩემი ბრალია. თქვა მან და წიგნები მომაწოდა მე გავუღიმე…ბიჭს შავი თმები და მომწვანო თვალები ჰქონდა
–ისე თავდაპირველად რაღაც თქვი და ვერ გავიგონეე და მე მომმართე?
–არა დეჟა ვიუ მაქვს მეთქი :დ
–ანუ ხშირად ეჯახები ხალხს?
–აჰჰ არა უბრალოდ წიგნს რომელსაც ვკითხულობ მასში იყო ეს მომენტი და მოკლედ…ვცადე ცოტა ჭკვიანურად გამომეჩინა თავი მაგრამ არ გამომივიდა
–და რას კითხულობ?
–წიგნი ავტორის გარეშეა და სათაური წაშლილი აქვს საკმაოდ ძველია და ზუსტად არ ვიცი…
–აა გასაგებია მეც ვკითხულობ რაღაც მაგდაგვარს და მაგიტომ დამაინტერესა🙂
მე რატომღაც დებილივით გამეცინა ბიჭსაც გაეღიმა
მცირე პაუზის მერე მე წასვლა გადავწყვიტე მაგრამ ბიჭმა მითხრა
–ენნი ხომ?
–აა..ა…ა ხო ენნი და საიდან იცი რა მქვია?
–წიგნს ყდაზე ეწერა
–აჰჰჰ…რა დებილი ვარ გავიფიქრე მე
–ისე შეიძლება დავინტერესდე სად მიდიოდი?
–რავი სიმართლე რომ გითხრა არ სად ცოტა მიყრუვებულ ადგილს ვეძებდი დასამშვიდებლად
–რამე გჭირს?
–ხო მჭირს ვთქვი მე და გავინძერი ხის ჩრდილისკენ..
–თუ მენდობი შეგიძლია მითხრა გამოიჩინა ინტერესი ბიჭმა
–შეიძლება ჯერ შენი სახელი გავიგო ცოტა იდიოტურად გამომივიდა მაგრამ სიტყვა ჩიტივითაა გამოფრინდება და ვერც დაიჭერ
–რა თქმა უნდა მე ნიკი მქვია…მე კვლავ გავუღიმე ჩვენ პარკისკენ გავემართეთ ნიკმა 2 წუთის მერე ეშმაკურად თქვა
–რაღაც უნდა მოგეყოლა!
–აა ჰო მოკლედ მეგობრებთან პრობლემები მქონდა და ერთმანეთი დავივიწყეთ…
–დამნაშავე იყავი?
–წვლილი მიმიძღვის…………
–ბოდიშის თქმა არ გიცდია?
–არა არ მკითხო რატომ ვიცი დამნაშავე ვარ მარა უკვე გვიანია
–არასოდეს არააა გვიანი !
–ხო მაგრამ…
–ჩუ შემპირდი რომ მოუხდი ბოდიშს ! ისე მითხრა გეგონება ჩემი შეყვარებული ან საუკეთესო მეგობარი ყოფილიყო თავიდან გავბრაზდი ამაზე და მერე მესიამოვნა რომ როგორღაც ადამიანთან კონტაქტში შევედი…მე და ნიკი კიდევ დიდხანს ვსეირნობდით “დეჟა ვიუ” გაქრა ყველაფერი ისეთი სხვანაირი იყო რომ სახლში კი არ დავბრუნდი ანგელოზის ფრთებით მოვფრინდი ) სახე კი არა ცარიელა სმაილი ვიყავი იდიოტივით ვიღიმოდი და ვფიქრობდი ჩემს ახალ მეგობარზე საღამოს კი შეპირებაც ავასრულე ჩემს დაქალს მივწრე
“ანა ბოდიში! მაპატიე ვიცი გვიანია მაგრამ მაკლიხარ მაკლია შენი ფრაზები,სიცილი,რჩევები მაპატიე” პასუხი მაშინვე დაებერტყა ჩემს მობილურის ეკრანზე “დიდხანს ველოდი ამ მესსიჯს მომენატრე” ამის მერე მეე ნიანგის ცრემლებით ვღრიალებდი და ანას ვწერდი წიგნები მეორე პლანზე გადავიდა წინ მხოლოდ ნიკი და ანა…ამ 2 წლის განმავლობაში ეგეთი დღე არ მქონია საწოლზე ფეხებ აშვერილი ვეგდე და კვლავ ჩემს ბედნიერ დღეზე ვფიქრობდი…მეორე დღეს მე ტუმბოდან “წიგნების პირამიდა” გადავყარე და ახალი ცხოვრება დავიწყე დეჟა ვიუების გარეშე მეგონა რომ ანას ვეღარ შევურიგდებოდი მაგრამ შერიგების მერე ჩვენ ერთმანეთი 2 ჯერ ვნახეთ მერე კი ის სოფელში წავიდა…მე ნიკს ეზოში ვეღარ ვხედავდი და რატომღაც ეგ არ მომწონდა აშკარად მაკლდა( საღამო იყო ფანჯარაში გავეჩხირე გარეთ სიჩუმე სუფევდა მომწონდა ჩემი სახლი ეზო გზა და ქუჩის მოპირდაპირე მეზობლების ეზოები,სახლები, ხეები უცებ ცას შევხედე და ისევ გზაზე დავიხედე გარეთ ბავშვები დარბოდნენ,ბიჭები.ბიჭებში ერთი მეცნო–ნიკი არც თუ ისეთი წყნარი იყო როგორც მომეჩვენა დიდხანს ვუყურებდი მის სამეგობრო წრეს და ვფიქრობდი რატომ მომეჩვენა ბიჭი რომელიც ეწევა საყვრლად😐 ან რატომ ხარხარებენ ეგრე…ყურადღების მისაქცევად ?! მოკლედ ეგეთი ბიჭი მე როგორ მომეწონა უცებ ეგ ფიქრი გამომეპარასავით და მივხვდი რომ მართლაც მომწონდა და უკვე გვიანი იყო…. ავიღე წიგნი გავიკეთე სათვალე😐 და გავედი გარეთ როგორც კი დავკეტე კარი წიგნში ჩავძვერი რატომღაც გავწითლდი და კუზიანი დაპატარავებული გოგონასავით ჩამოვედი სამი კიბიდან :დ ვინანე და შევტრიალდი უკან მაგრამ როგორც ყოველთვის დამაგვიანდა
–ენნი! შემომძახა ნიკმა მე შევტრიალდი და სიფათი ცოტა გავიმკაცრე
–როგორც ჩანს არ გაგიხარდა ჩემი ნახვა! დაამატა მან მის უკან მისი მეგობრები იდგნენ და ცოტა მაინც მემჩნეოდა დაბნეულობა
–არა უბრალოდ გამახსენდა რომ სხვა წიგნი გამოვიტანე…ჰუჰ კიდევ კაი რაღაცა მომაფიქრდა
–მოდიხარ?! შესძახეს ნიკს თავისმა მეგობრებმა
–არა ჯერ არა დაგეწევით შეჰყვირა მან ბიჭებს,ბიჭები ველოსიპედებზე შესხდნენ და გასქურეს
–თუ გაცდენ შეგიძლია წახვიდე! ცოტა ცუდად გამომივიდა
–არა პირიქით მე და ნიკი ტროტუარს მივუყვებოდით ნიკი მართობდა ცანცარებდა მაცინებდა გზაში მას ვიღაც ბიჭებთან ჩხუბივით მოუვიდა როგორც ჩანდა ერთმანეთს კარგად იცნობდნენ და დასკვნაც გამოვუტანე ქუჩა მისი სამყარო იყო ერთ სახლთან შეჩერდა სახლი ძალიან ლამაზი იყო მან მითხრა რომ იქ ცხოვრობდა მეპატიჟებოდა მაგრამ მე მტკიცე უარი განვაცხადე ჩვენ გზა გავაგრძელეთ წინ დიდი ტყლაპო იყო და უცებ წვიმამაც დასცხო😐 ნიკმა ხელში ამიტაცა კარტოფილის მეშოკივით და გაიქცა მე დავიწივლესავით თმა სულ მთლიანად ამეჩეჩა მაგრამ ის ნაკლებად მაინტერესებდა რადგან ჩემი კაბა მადარდებდა :დ უცებ ჩვენ ხიდის ქვეშ აღმოვჩნდით მე კვლავ დედამიწას ყირამალა ვუყურებდი
–დამსვავ?! ვკითხე მე და ფეხები გავაფართხალე
–აა ხო :დ ნიკმა დამსვა მე კაბა გავისწორე და უხერხულად შევიჭმუხნე…ნიკმაც მოწვა და მითხრა
–კაი ნუ გაგიტყდება ჩემთან…😐 მე სახე უფრო გამომიქლიავდა… ხიდის ქვევიდან თავი ამოვყავი წვიმდა ისე გეგონება ანგელოზები სპეციალურად ტაშტებით წყალს ასხამდნენ თავი უკან შემოვყავი და ეჭვით შევხედე ნიკს ის კვლავ ეშმაკურად მიყურებდა მერე კი ქურთუკი მესროლა და მითხრა გადაიცვიო მეც შემოვიხურე ქურთუკი და იქვე ქვაზე ჩამოვჯექი
–აუუ რატოა ცუდი ამინდი ?
–ჩემთვის ძალიან კარგი ამინდია თან მზეა
–მზეე?!
–ხო შენ ხარ ჩემი მზე !
–ნუ აზვიადებ
ნიკმა ისევ ამიტაცა და წვიმაში გამომაქანა როგორც კი გამოვჩანჩალდი მზე ცაზე გამოჩნდა და ცისარტყელაც გამობრწყინდა ნიკმა ჩამიხუტა და ყურში ჩამიჩურჩულა “შენს ცხოვრებაში დეჟა ვიუ მარტო მე ვიქნები…”)– ამაზე დამთავრდა ჩემი დღიური და გასაგრძელებელი არც არაფერია ააა ჰოო “სიყვარული მაშინ მოვა როცა მას არ ელი როცა გგონია რომ რაღაცა გაკლია ან როცა შენი ცხოვრება დასარულისკენ გორდება დასასრული კი ახალი დაწყებაა”…:*

5 Responses to ““დეჟა ვიუ”)”

  1. ourvintageworld February 23, 2012 at 3:23 pm #

    au dzaaan momewona … ai dzaan dzaan….. da kide dzaaan….🙂 :)))))

  2. ourvintageworld February 23, 2012 at 3:32 pm #

    გმადლობ ლიილეე :*

  3. ourvintageworld February 23, 2012 at 3:48 pm #

    chemi gogo…..😀 :*❤

  4. Nata Buxrashvili February 23, 2012 at 4:49 pm #

    vaaimee ees raa magaariii iyooooo❤
    –დამსვავ?! ვკითხე მე და ფეხები გავაფართხალე
    –აა ხო :დ es momewonaa😀
    “შენს ცხოვრებაში დეჟა ვიუ მარტო მე ვიქნები…”) aam sityvebze cudaad gavxdiiiii❤❤ auuu kidee minda raa, exla tavidan wavikitxaaav😀❤

  5. ourvintageworld February 23, 2012 at 4:52 pm #

    ჰაჰა ვერ ვიტყვი რომ ეს მოთხრობა ძალიან მომწონს მაგარამ რაღაც მომენტები მართლაც საყვარელია ♥

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: